Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე 54 ადამიანია

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უკვე 54 ადამიანია

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 143 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 143 პირი დააჯარიმა

    შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის 143 მოქალაქე დააჯარიმა.

    კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 75 პირი.

    საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო პოლიციამ 42 მოქალაქე დააჯარიმა.

    21 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

    ასევე, დაჯარიმდა 5 ადამიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • 3 ახალი პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი 6 წლის ბავშვია – ბოჭორიშვილის კლინიკა

    3 ახალი პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი 6 წლის ბავშვია – ბოჭორიშვილის კლინიკა

    ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 3 ახალი პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი 6 წლის ბავშვია.

    მისი თქმით, სამიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია, დედას და 6 წლის შვილს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

    „ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    რაც შეეხება ეროვნული ბანკის კლასტერს, მათგან ჩვენთან ორი ოჯახის წევრი მკურნალობს. დღეს დადასტურებული შემთხვევა კი არის ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცი,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მათ კლინიაში 7 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს. საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა, დანარჩენების – დამაკმაყოფილებელია.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 230 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 52

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 52

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 52 პირი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 12 შემთხვევა დაფიქსირდა და რაოდენობა 230-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    230 ინფიცირებულიდან 52 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტი.

  • 26 ინფიცირებული უკრაინის ეკლესიაში, რომელიც მთავრობის რეგულაციებს არ ემორჩილება

    26 ინფიცირებული უკრაინის ეკლესიაში, რომელიც მთავრობის რეგულაციებს არ ემორჩილება

    კიევ-პეჩორის მართლმადიდებლურ ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 11-საუკუნოვანი ტაძრის წინამძღვრები პანდემიის მიუხედავად, უარს ამბობდნენ დაეცვათ სოციალური დისტანცირების რეგულაცია და საკუთარ მრევლსაც მოუწოდებდნენ არ დაეცვათ მიმოსვლის შეზღუდვის წესები.

    სააგენტო “როიტერის” ცნობით, ლავრაში ინფიცირებულია 26 ადამიანი. დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ მონასტერში მართლაც 26 ადამიანია ინფიცირებული. კლიჩკოს თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ კიდევ რამდენ ადამიანს გადაედო ვირუსი.

    ლავრის წარმომადგენლებს კომენტარი ინფიცირებულების რაოდენობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ. უკრაინულ მედიაში გავრცელდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მონასტრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პაველიც ინფიცირებულია. ამასთან დაკავშირებით მონასტერი აცხადებს, რომ მიტროპოლიტი “ჯანმრთელობას არ უჩივის”.

    უკრაინაში კოვიდ-19-ის გამო უკვე 57 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ამ დროისთვის ქვეყანაში 1 892 ინფიცირებულია. აქედან 430 კიევში და მის შემოგარენში ცხოვრობს.

    პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ ქვეყანაში რეგულაციები გაამკაცრა. უკრაინაში ნიღბების ტარება უკვე სავალდებულო გახდა. ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ უკრაინის მოსახლეობის 70% მიღებულ ზომებს ემხრობა. აღდგომაზე ეკლესიაში წასვლას გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 3 პროცენტი გეგმავს.

  • Covid-19-ის პირველი შემთხვევიდან 100 დღე გავიდა.WHO ახალ გეგმას წარადგენს

    Covid-19-ის პირველი შემთხვევიდან 100 დღე გავიდა.WHO ახალ გეგმას წარადგენს

    100 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში COVID19-ის პირველი შემთხვევების შესახებ მიიღო შეტყობინება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე” დაწერა.

    ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, მიმდინარე პანდემია ბევრად მეტია, ვიდრე ჯანდაცვის კრიზისი და ყველა ქვეყნის მთავრობებისა და საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს. მისი ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების განახლებულ გეგმას წარადგენს”.

  • “ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს ამ სიტუაციაშია გახარია“–გია ხუხაშვილი

    “ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს ამ სიტუაციაშია გახარია“–გია ხუხაშვილი

    ფორმაულას ეთერში  ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემდეგ, ხელისუფლებას სხვა პრობლემებთან გამკლავება მოუხდება.

    ხუხაშვილის თქმით, ახლა პრემიერ გიორგი გახარიას აქვს შანსი, რომ გამოიჩინოს თავი და არჩევნებზე სასურველი შედეგი მიიღოს.

    „ადამიანის ბუნება ასეთია, როდესაც აქვს სიკვდილის შიში, მას აქვს ლოიალური დამოკიდებულება ვისზეც მისი სიცოცხლის გადარჩენაა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაზე. თუმცა, როგორც კი სიკვდილის შიში გადაივლის და წინა პლანზე წამოვა შიმშილის შიში, ამ დროს ხალხი ხდება აგრესიული.

    ხელისუფლებას არ უნდა ქონდეს იმედი, რომ ხალხთან თაფლობის თვე დიდხანს გაგრძელდება. როგორც კი კორონავირუსი დამთავრდება, დაიწყება პრობლემები. თუ ისინი ვერ გამოიჩენენ ეფექტურობას, არავის გაახსენდება რა და როგორ იყო. ომი დამთავრდება, მშვიდობის გეშინოდეს, ამ სიტუაციაშია გახარია. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. უნდა ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი გახარიაა. ჩვენ გვაქვს ძველი კითხვები, გაჩნდება ახალი კითხვებიც და ამ ყველაფერს პასუხი არჩევნებზე გაეცემა. გახარიას მცირე, მაგრამ შანსი აქვს, ივანიშვილს შანსი აღარ აქვს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 51

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 51

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული – 51 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტი.

  • ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით – იმნაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე

    ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით – იმნაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე

    სუბსიდირებულმა დოლბანდის პირბადეებმა, რომელიც სააფთიაქო ქსელში გუშინ ჩაეშვა, სოციალურ ქსელში და ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ პირბადე უხარისხოა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ ამბობს, რომ პირბადეების დამზადების ტექნოლოგია აპრობირებულია და წლობით, ერთჯერადი ნიღბების შექმნამდე, შავი ჭირზე ასეთ პირბადეს იყენებდნენ.

    ,,ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა” – მიწერა იმნაძემ ნეტგაზეთს. ის ასევე აღნიშნავს, რომ პირბადე CDC-ს რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, აღნიშნული პირბადეები იმდენად უხარისხოა, რომ თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს მის გაკეთებას.

    საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად გუშინ შეიტანეს. თითოს ფასი 50 თეთრია.

    როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე. მისი თქმით, პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი ჯდება, ამიტომ მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.