Category: ახალი ამბები

  • შსს-მ რუსთავში არასრულწლოვან გერზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავა

    შსს-მ რუსთავში არასრულწლოვან გერზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს, რომელიც თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს, 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    უწყების ცნობით, ბრალდებული ნიგერიის მოქალაქეა.

    გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “დიდი ღირებულებით არ გამოირჩევა”- გუგული მაღრაძე კარანტინის დღეებში   “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

    “დიდი ღირებულებით არ გამოირჩევა”- გუგული მაღრაძე კარანტინის დღეებში “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

    დეპუტატი გუგული მაღრაძე კარანტინის დღეებს კიკეთში, ოჯახთან ერთად ატარებს.
    მიუხედავად იმისა, რომ სახლშია, დეპუტატი აქტიურად მუშაობს. მისი ყოველი დილა ონლაინ ლექციებით იწყება, რაც დეპუტატს ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში ეხარება.მისი  თქმით, ახლა საუკეთესო დროა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.

    „ოჯახთან ერთად კიკეთში ვიმყოფები. ყველაფერი ძალიან ლამაზია.  ცხოვრების ახალს წესებს ვემორჩილები.დღის განავლობაში ბევრი საქმე მაქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, სადაც ონლაინ ლექციები მიმდინარეობს და ყოველ დილით ლექციები მაქვს. კარგი დროა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და ონლაინ ლექციები ამაში მეხმარება.

    კარანტინის გამოცხადების შემდეგ მივხვდი, რომ უამრავი წიგნი დამიგროვდა, რომელიც აუცილებლად წასაკითხია. ახლა ვცდილობს, ბევრი დრო კითხვაში გამოვიყენო. ძირითადად ჩემი სპეციალობის, კონფლიქტოლოგიაზე დაწერილ ლიტერატურას ვეცნობი.ბოლო დროს ბევრმა თავისი ნიჭი კულინარიაში დაინახა, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ. ძირითადად ჩემი ქალიშვილი ამზადებს და მე შემფასებელი ვარ.

    ბევრნი ვართ ოჯახში. ისეთი ფილმის არჩევა, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება, რთულია. არჩევანი „სამეფო კარის თამაშებზე“ გავაკეთეთ, რომელიც დიდი ღირებულებით არ გამოირჩევა, მაგრამ შინაარსს მივყვებით და დღეებს ასე ვატარებთ“.

  • მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას – იმნაძე ქართული წარმოების პირბადეზე

    მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას – იმნაძე ქართული წარმოების პირბადეზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით გამოვიდა.

    საზოგადოების ნაწილის კრიტიკის შემდეგ მან თქვა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. მისი თქმით, შეიძლება, დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ასეთი პირბადე გამოუშვას, რადგან ,,ასეთი რაღაცები მოწონს”.

    ,,მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, რა ჰქონდა გამოშვებული.

    მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მსოფლიოში დღეს პირბადეების დეფიციტია. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის პირბადეები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე მუშაობდა […], ასეთი პირბადეებს იყენებდა. ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან იცავს ადამიანს ძალიან ეფექტურად”,- ამბობს იმნაძე.

    იმნაძე განმარტავს, რომ ეს პირბადეები “წინ გადადგმული ნაბიჯია”, ვიდრე ჩვეულებრივი, რადგან ცხვირის მხარე მონიშნულია და მომხმარებელს გაკეთებისას არ შეეშლება.

    მისი თქმით, ექიმებსაც ამ პირბადეების გამოყენებას ურჩევენ გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც აეროზოლიზაციის რისკია მაღალი. ასეთ დროს მათ რესპირატორები უნდა ეკეთოთ.

    საქართველოში წარმოებული 400 პირბადე სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად 8 აპრილს შეიტანეს. თითოს ფასი 50 თეთრია.

  • პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი, რომელიც  მეორადი ნარჩენებისგან მზადდება

    პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება

    ბევრი ჩვენგანისთვის, პრობლემას წარმოადგენს ისეთი USB კაბელის ყიდვა, რომელიც ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და საბოლოო ჯამში გაამართლებს კიდეც.

    პირველ ქართულ ეკომეგობრულ USB კაბელს „ტენე“ ჰქვია.  პროექტი კომპანია „ჯინვენტორმა“ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც სანდრო ლილუაშვილია. ტენეს “მწვანე” USB კაბელი მეორადი ნარჩენებისგან მზადდება, რომლის შეძენის შემთხხვევაშიც წვლილს შეიტანთ ჩვენი ბუნების მინიმუმ 1კვ. მეტრის პოლიეთილენის ნარჩენებისგან გათავისუფლებაში.

    • არის პირველი ქართული ბრენდირებული USB კაბელი ქართული პლატით.
    • ელასტიური ფიქსატორი უზრუნველყოფს ყველაზე სუსტი წერტილების გაძლიერებული დაცვას (კუთხოვანი მოხრისას შიდა მავთულების და მათი კონტაქტების გაწყვეტისგან იცავს)
    • ჭკვიანი ჩიპი პასუხისმგებელია კაბელის მობილურთან თავსებადობაზე, იცავს ელემენტს გადაჭარბებული დამუხტვისგან და ახანგრძლივებს მისი გამოყენებადობის ვადას.
    • მოკალავებული სპილენძი მაღალი ხარისხის გამტარია, რომელიც იძლევა ელექტრული მუხტის სწრაფად გადაადგილების საშუალებას, ამავდროულად გააჩნია მაღალი გამძლეობა ხშირი მოხრისას.
    • ნიკელითა და ოქროთი დამუშავებული შემაერთებელი კონტაქტები უზრუნველყოფენ ტელეფონისა და ადაპტერის შეუფერხებელ კავშირს, გამძლეა კოროზიის წინააღმდეგ და არ ცვდება ხშირი შეერთება გამოერთების შედეგად.

     

  • მე რომ მკითხოთ, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი – თურნავა ქართულ პირბადეზე

    მე რომ მკითხოთ, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი – თურნავა ქართულ პირბადეზე

    ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პირბადე დღეს არ არის მოდური აქსესუარი, ის პირველ რიგში პირადი დაცვის საშუალებაა.

    ,,პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის მოდური აქსესუარი, ეს არის პირველ რიგში პირადი დაცვის საშუალება, რაც გვიცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია ტარებისთვის. ყველას ძალიან გაგვიხარდება, როდესაც მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც პირბადეს ჩვენ შევხედავთ მხოლოდდამხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს”,- ამბობს თურნავა.

    მისი თქმით, გემონებაზე არ დაობენ, თუმცა მისი აზრით, საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადე ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდენილი ნივთია, ვიდრე ,,რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული” პირბადე.

    ,,რავიცი ახლა, გემოვნებაზე არ დაობენ, მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რომელიც რაც მთავარია იკერება საქართველოში. ეს არის ქართული წარმოების პირბადე”,- აცხადებს თურნავა.

    მინისტრის განმარტებით, ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პირბადეების შეკერვაზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

  • კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – იმნაძე

    კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ კორონავირუსით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

    მისი თქმი, მოქალაქე საფრანგეთში, სტრასბურგში გარდაიცვალა.

    ,,სამწუხაროდ, კიდევ 1 ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა იმნაძემ.

    31 მარტის მონაცემებით, საზღვარგარეთ COVID-19-ით საქართველოს 5 მოქალაქე იყო გარდაცვლილი.

  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტებს, თუ არა – მამა დიმიტრი COVID-19-ის ტესტირებაზე

    ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტებს, თუ არა – მამა დიმიტრი COVID-19-ის ტესტირებაზე

    ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მამა დიმიტრი ვეკუა აცხადებს, რომ ესმის მთავრობის, თუმცა მისი გადასაწყვეტია, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსზე ტესტს.

    სასულიერო პირი ამბობს, რომ მასობრივი ტესტირების შესახებ ინფორმაცია მისთვის სიახლეა.

    ,,ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია – გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,”- განაცხადა მამა დიმიტრიმ.

    შეგახსენებთ, კორონავირუსის დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.

    მინისტრის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით.

    სასულიერო პირებთან ერთად, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა.

  • უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ – სოფო ბედია ახალ ვიდეოკლიპზე

    უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ – სოფო ბედია ახალ ვიდეოკლიპზე

    გუშინ ვიდეოკლიპი  – სახელად „STOP COVID – 19 დარჩი სახლში“ – გავრცელდა რომლის შედმეგაც, მომღერალი სოფო ბედია წერს, რომ უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას იღებს.

    მომღერლისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამხელა კრიტიკა ამ ვიდეოკლიპმა.

    „დიდი მადლობა ყველა შეგნებულ და კეთილ ადამიანს. უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ. აი ისინი, ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია!

    იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი, ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან.სირცხვილია ხალხოოო, ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება. ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი.ვთქვი და კიდევ ვამბობ, ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და შედარებების მოყვანაც ძალიან უხერხულია.ახლა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ, არაფერი არ გვეშველება. სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეორგოლი!“ – წერს სოფო ბედია.

  • ქვეყნებში, სადაც ე.წ. “ბეცეჟეს“ აცრა სავალდებულოა Covid19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი 6–ჯერ ნაკლებია. ახალი კვლევა

    ქვეყნებში, სადაც ე.წ. “ბეცეჟეს“ აცრა სავალდებულოა Covid19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი 6–ჯერ ნაკლებია. ახალი კვლევა

    ბრიტანული ტელეგრაფი აქვეყნებს სტატიას კვლევის შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ ექვსჯერ ნაკლები  შანსი გაქვთ კორონავირუსი დაგემართოთ, თუ BCG–ს აცრა გაქვთ გაკეთებული.

    ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო Bacillus Calmette-Guérin (BCG)–ით ვაქცინაცია ფართოდ არის გავრცელებული Covid-19-ის გავრცელება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.

    როგორც ვიცით, ე.წ. ბეცეჟეს ვაქცინა ტუბერკულიოზისგან დამცავ იმუნიტეტს ავითარებს, თუმცა ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ ვაქცინას შეუძლია ზოგადად იმუნური სისტემა გააუმჯობესოს და ადამიანები სხვა ინფექციებისგან დაიცვას.

    ახალი კვლევის ფარგლებში, რომლის გაანალიზება ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა მკვლევარებმა სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეაფასეს 50 წამყვან ქვეყანაში, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირეს და სადაც საკმარისი მონაცემები არსებობს.

    მკვლევარებმა ქვეყნის ეკონომიკური სტატუსი, ასევე მისი ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა გაითვალისწინეს, ანუ ფაქტორები, რომლებმაც  შეიძლება სიკდილიანობის დონის საერთო სურათი გაამრუდონ.

    ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექსპერტები წერენ, რომ აშკარაა მნიშვნელოვანი კავშირი ბეცეჟეს გამოყენებასა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს შორის, რაც დამაინტრიგებელია.

    “მართალია Covid-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის გლობალური სისტემები გაანადგურა, მაგრამ რეგიონული განსხვავებები აშკარაა.

    Covid-19–ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ქვეყნებში, სადაც ბეცეჟეთი აცრა მასობრივად კეთდება სიკვდილიანობა 5.8–ჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ამ აცრას არ აკეთებენ.“

    ეს დოკუმენტი ჯერჯერობით  MedRxiv–ის ონლაინ არქივზე გამოქვეყნდა და არა აკადემიურ ჟურნალში, რადგან მისთვის ჯერ სხვა მეცნიერებს რეცენზია არ მიუციათ.

    სანამ ეს კვლევა მიმდინარეობდა, მთელ მსოფლიოში დაიწყო ცდები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში ბეცეჟეს გავლენის შესწავლას ცდილობს.

    ავსტრალიაში მეცნიერების ერთი ჯგუფი იკვლევს, დაიცავს თუ არა ბეცეჟეს ვაქცინაცია ადამიანს Covid-19-ით ინფიცირებისგან  თუ  უბრალოდ შეამცირებს მის სიმძიმეს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებში.

    მელბურნის მერდოკის სახელობის საბავშვო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი დაჩქარებულად იკვლევს ადამიანზე ბეცეჟეს გავლენას, რათა ის ადამიანები დაიცვას, ვინც ფრონტის წინა ხაზეეა, ანუ ექიმები.არის იმედი, რომ ვაქცინა მათ იმუნურ სისტემას გააძლიერებს. კვლევაში 4000 მოხალისე მედიკოსი მონაწილეობს.

    ინსტიტუტის მკვლევარები აცხადებენ, რომ Bacille Calmette-Guérin–ს ვაქცინა მართალია ტუბერკულოზისგან დასაცავად შეიქმნა, მაგრამ ის სხვა ინფექციებისგან დამცავ იმუნიტეტსაც აძლიერებს.

     

     

  • ტერმინალურ სტადიაზე შემოყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეწერება კლინიკიდან – რატიანი

    ტერმინალურ სტადიაზე შემოყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეწერება კლინიკიდან – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ტერმინალურ სტადიაზე [სიცოცხლის უკანასკნელი სტადია] შეყვანილი პატიენტი გამოჯანმრთელებულია და მას კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ.

    მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდანაა.

    „ ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო კრიტიკული კი არა, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა ასევე გაუწყოთ, რომ გამოჯანმრთელებულია და ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

    ის არათუ კრიტიკული, არამედ მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და ეწერება კლინიკიდან”, – განაცხადა რატიანმა.

    კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 230-ია, მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.