Category: ახალი ამბები

  • კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა

    კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ კაცი, რომელმაც ბორჯომში მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, ხელწერილით გაათავისუფლა.

    პროკურატურამ ბრალდებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

    სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

     

  • ახალი შეზღუდვები და კომენდანტის საათი ოკუპირებულ აფხაზეთში

    ახალი შეზღუდვები და კომენდანტის საათი ოკუპირებულ აფხაზეთში

    აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საგანგებო მდგომარეობა გაამკაცრა: მოსახლეობისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა და კომენდანტის საათი შემოიღო. მოსახლეობას  სახლების დატოვება ეკრძალება. გადაადგილების უფლება კი მხოლოდ  პროდუქტის საყიდლად და სამედიცინო მომსახურებისთვის აქვთ. წესების დარღვევის გამო გათვალისწინებულია 3 ათასი რუბლის ჯარიმა. გაგრაში მოქმედებს კომენდანტის საათი.

    ექსპერტები აფხაზეთში შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებენ და ამბობენ, რომ  ადგილობრივ ექიმებს არ აქვთ სამედიცინო აღჭურვილობა, ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, რაც შეუძლებელს ხდის ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დადგენას. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, საქართველო- რეგიონის მოსახლეობისათვის ერთადერთი იმედია.

    ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტი იყოს. ამის მიზეზი კი რუსეთიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეების შესვლაა.

     

     

     

  • კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 100 000–ს გადააჭარბა

    კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 100 000–ს გადააჭარბა

    ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ კვლავ იტალია ლიდერობს –  18,849 გარდაცვლილით. მას მცირედით ჩამორჩება აშშ– 17,927 გარდაცვლილით, მესამე ადგილზეა ესპანეთი – 15,970 გარდაცვლილით. მეოთხე ადგილზე საფრანგეთი – 12,210 გარდაცვლილით, მეხუთე ადგილზე დიდი ბრიტანეთი –8,958 გარდაცვლილით. სულ ამ დროისთვის მსოფლიოში კორნავირუსით 1,652,643 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 369,927 ადამიანი.

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    234 ინფიცირებულიდან 54 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა

    ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა

    ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდება. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

    ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

  • ბზას ვაკურთხებთ, ჩვენ არ გავყიდით – მიტროპოლიტი გერასიმე

    ბზას ვაკურთხებთ, ჩვენ არ გავყიდით – მიტროპოლიტი გერასიმე

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ამბობს, რომ ბზობას ეკლესიაში ბზას არ გაყიდიან და თუ ადამიანები თავად მიიტანენ ეკლესიაში, ამ შემთხვევაში აკურთხებენ. 

    ,,ვისაც ექნება, მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა, ვინც მოიტანს ბზას ვაკურთხებთ. ჩვენ გაყიდვით არ გავყიდით”, – ამბობს მიტროპოლიტი გერასიმე.

    მართლამადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. საპატრიარქო, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს, რომ წირვა სოცილაური დისტანიციის დაცვით მრევლთან ერთად ჩაატაროს.

    ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობია და საყოველთაო კარანტინი გამოცხადებული, თუმცა საპატრიარქო მრევლის ტაძარში სიარულს არ უკრძალავს. ასევე, არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.

  • თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე  ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

    თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

    თამაზ კერესელიძე, ქართველი მიკრობიოლოგი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი იყო, რომელთაც მსოფლიო „ყვავილის“ ეპიდემიისგან იხსნეს. სწორედ  თამაზ კერესელიძის სტუდენტები არიან დღეს იმუნოლოგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიას ებრძვიან.

    თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად

    ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

    რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

    „– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

    თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

    საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

    ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

    მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

    1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

    1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანმრტელობის  მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

    წყარო: doctrina.ge

     

  • თეა წულუკიანი საპატიმრო დაწესებულებაში ქალი პატიმრების შიმშილობას უარყოფს

    თეა წულუკიანი საპატიმრო დაწესებულებაში ქალი პატიმრების შიმშილობას უარყოფს

    თეა წულუკიანი უარყოფს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საპატიმრო დაწესებულებაში ქალი პატიმრები შიმშილობენ.

    “დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და, პირველ რიგში, ქალებთან. ეს არის ჩვენი კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური და გარეთ მათ მოხუცი მშობლები, შვილები ელოდებიან, მაგრამ ყველაზე შეგნებული ნაწილიც”, – თქვა მინისტრმა.

    მთავარი არხის ინფორმაციით, 35-მა პატიმარმა ქალმა შიმშილი პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამო დაიწყო, რადგან მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეიწყალეს.

  • რუსეთში სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა აიკრძალა

    რუსეთში სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა აიკრძალა

    რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღდგომის კვირას იკრძალება საფლავებზე გასვლა, მისაღებია.

    ამის შესახებ მოსკოვის ეპარქიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რია“ ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქომ მთავრობის გადაწყვეტილება მოიწონა და განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სასაფლაოების მონახულება არ არის საეკლესიო ტრადიცია და ის საბჭოთა კავშირის დროს გაჩნდა.

     

  • ” ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება”- სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

    ” ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება”- სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

    სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება. მისი თქმით, მიუხედავად დინამიკის შემცირებისა, ვირუსის წყაროები ხშირად იდენტიფიცირებული არ არის.

    „როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ“, – აღნიშნა არსენ ტოროსიანმა.

    ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა.