Category: ახალი ამბები

  • “არ მაქვს სურ­ვი­ლი მა­ნა­ნას ნათ­ქვამ­ზე კომენტარი გავაკეთო“–გიორგი გამსახურდია ძმაზე ზრუნვისთვის ივანიშვილს მადლობას კიდევ ერთხელ უხდის

    “არ მაქვს სურ­ვი­ლი მა­ნა­ნას ნათ­ქვამ­ზე კომენტარი გავაკეთო“–გიორგი გამსახურდია ძმაზე ზრუნვისთვის ივანიშვილს მადლობას კიდევ ერთხელ უხდის

    სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მისი ძმა, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია სოციალურ ქსელში წერს.

    “არ მიყ­ვარს დე­ტა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა ხოლ­მე, რაც მე მე­ხე­ბა და მი­თუ­მე­ტეს ეხე­ბა ჩემს ძმას. მაგ­რამ ამ ათა­სი ჯუ­რის არამ­კი­თხემ უკვე ყელ­ში ამო­იყ­ვა­ნა ჩემი მოთ­მი­ნე­ბა… სე­ი­რის მო­ლო­დინ­ში ყუ­რებ­დაც­ქვე­ტი­ლო ხელ­ცქვი­ტე­ბო, თქვენს გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ ბევრ რა­მეს (ანა­ლო­გი­ურს ფიქ­რობს ჩემი უფ­რო­სი ძმა და ჩემი რძა­ლი) ცოტ­ნეს სა­კი­თხი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, პირ­ველ ეტაპ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი იყო, ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა და ქარ­თულ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად სა­სი­კე­თოდ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო… შემ­დეგ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც ცოტ­ნე სა­ჭი­რო­ებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას, შე­ირ­ჩა კლი­ნი­კა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ასე­ვე ფონ­დი ქარ­თუს სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო თვითმფრი­ნა­ვით გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თურ­ქე­თის, ის­ტამ­ბუ­ლის აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც

    ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნეს ექი­მებ­მა და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ცოტ­ნე გა­მო­აღ­ვი­ძეს.

    მე­სა­მე ეტა­პი, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­ცავს, და­ი­წყო ახლა, ასე­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ჩვე­ნი სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თურ­ქეთ­ში გა­და­წყდა იმ მი­ზე­ზის გამო, რომ იმ დრო­ის­თვის, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი იყო სრუ­ლი­ად და­ხუ­რუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ქ-ნი ე. ტი­კა­რა­ძის პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, გერ­მა­ნულ მხა­რეს არ არ­მო­აჩ­ნდა მზა­ო­ბა მი­ე­ღო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ პა­ცი­ენ­ტი. ცოტ­ნე მო­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე გა­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე არ ვი­ცით სა­დაა, გი­ორ­გის “ტვი­ტე­რი” ყალ­ბია და ა.შ. არის სპე­კუ­ლა­ცია, სხვა თუ არა­ფე­რი. არ ჩა­მოვ­თვლი იმ არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, ვინც ამ სი­სუ­ლელ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი და ამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სა და სიც­რუ­ეს ტი­რა­ჟი­რე­ბენ. არ მინ­და და არ მაქვს სურ­ვი­ლი მა­ნა­ნას ნათ­ქვამ­ზე ან თუნ­დაც რა­ი­მე საქ­ცი­ელ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. ზრდას­რუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და თა­ვად არის თა­ვის გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ზე თუ ნათ­ქვამ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი….

    ახლა ბო­ლოს, ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი ინ­სტან­ცი­ის­გან, მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სახ­ელმ­წი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მმარ­თვე­ლი გუნ­დი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ელ­ჩო, იო­ტის­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია მას და არც თურ­ქეთ­ში მყოფ დე­და­მისს ან მის მე­უღ­ლე ანის. ყვე­ლა­ფე­რი ცოტ­ნეს გარ­შე­მო მი­დის და მი­დი­ო­და უმაღ­ლე­სი ყუ­რა­დღე­ბით და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, რაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში შე­იძ­ლე­ბა რომ ადა­მი­ანს ქონ­დეს. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პრე­მი­ე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი და ბოლო წევ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თათ­ვი­საც ძვირ­ფა­სია ცოტ­ნე და გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯა­ხი. მე კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემ ძმა­ზე ზრუნ­ვას ვი­ღა­ცე­ე­ბის ფხუ­კუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

    პ.ს. არ იტევს ეს და­ლოც­ვლი­ლი “ტვი­ტე­რი” მეტს და მი­წევს ამ ფორ­მით ხოლ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მა”, – წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

  • არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის – ზურაბ გურიელიძე

    არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის – ზურაბ გურიელიძე

    ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, კორონავირუსთან მიმართებით ცხოველებზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაცემულა.

    „დაფიქსირებულია ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა კორონავირუსი, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი, რომელსაც გადაედო მომვლელისაგან. სხვა არანაირი ინფორმაცია ცხოველებზე გადადების შესახებ არ არის. ითვლება, რომ ეს ვირუსი ცხოველებზე არ გადადის. ეს ერთადერთი შემთხვევა არის გამონაკლისი და არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

    ამასთან, მისი თქმით, ამჟამად თბილისის ზოოპარკი დაკეტილია და გაიხსნება კარანტინის დასრულების შემდეგ.

    „ზოოპარკი დახურული რომ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოოპარკის თანამშრომლები არ მუშაობენ. თანამშრომლების ის ნაწილი, რომელსაც უშუალო შეხება არ აქვს ცხოველის მოვლასთან, მუშაობენ სახლებიდან. დანარჩენი ყველა, ვისაც ცხოველებთან შეხება აქვს, ეს გახლავთ მომვლელები, ვეტერინარები, დირექცია – ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ მუშაობას. უსაფრთოების ზომებს ვიცავთ, მაგრამ ვიცავთ ადამიანების მიმართ. ცხოველებთან უსაფრთხოებისთვის არანაირი დამატებითი რეკომენდაცია მიღებული არ არის. ყოველდღიური კავშირი გვაქვს ჩვენ ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან, რომელიც ამ მიმართულებით გვაწვდის ინფორმაციას. რა უსაფრთხოების ზომებიცაა დადგენილი, ჩვეულებრივად ვიცავთ.

    კოვიდის ოჯახის ვირუსები არის ცხოველებში, მაგრამ არა კოვიდ 19. ბევრი რამე ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებით არის უცნობი. რა მექანიზმები არსებობს, ან ცხოველებს რატომ არ ემართებათ – ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. კოვიდ 19 ღამურებშიც კი არ ყოფილა ჯერ დაფიქსირებული, ვერსია იყო, რომ ღამურებიდან გავრცელდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ღამურებშიც კი არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

  • მამაკაცი სოფელში ფეხით მიდის – ვიდეო რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

    მამაკაცი სოფელში ფეხით მიდის – ვიდეო რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მამაკაცი სოფელში ფეხით მიდის. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. როგორც ის აცხადებს ის ფეხით მიყვება მანქანას და როცა სხვა დაიღლება შემდეგ ჩაენაცვლება.

  • დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია

    დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია

    ამ წუთებში ხანძარია დიღმის მასივში. ცეცხლი კორპუსის ბოლო სართულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინას უკიდია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

    აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად მოხდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

  • “ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი“–ზურაბ გურული ქართული წარმოების ნიღბებზე

    “ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი“–ზურაბ გურული ქართული წარმოების ნიღბებზე

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში და სატელევიზიო ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით აქტიურობს, ქართული წარმოების დამცავ ნიღბებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
    “ბევრი შეკითხვა მივიღე ინბოქსში და ამიტომ საჯაროდ ვუპასუხებ ყველას ჩემს მოსაზრებაზე ქართული წარმოების ნიღბებთან დაკავშირებით.
    ფართო მასებისათვის მოსახმარი ნიღაბის მთავარი დანიშნულებაა ვირუსის განსაკუთრებულად დიდი, ტოქსიკური დოზებისაგან თავის არიდება, საუბარით, ხველებითა და ცემინებით გამოფრქვეული ნერწყვის მექანიკური შეჩერებით. ამასთან, სახეზე ხელის უშუალოდ შეხების შანსების მაქსიმალური შემცირება.
    ვირუსის ფილტრაციას ასეთი ნიღბები ვერ მოახდენენ და არც არიან ამისთვის შექმნილი. ვირუსმფილტრავი ნიღბების წარმოება ძალიან ჩახლართული და რთული ტექნოლოგიაა, ამასთან ძვირადღირებულიც, ამიტომ მათი მასობრივი წარმოების აწყობა ხანგრძლივ პროცესსა და დიდ თანხებს მოითხოვს.
    ამასთან, ფართო მასებს ნამდვილად არაფერში სჭირდებათ ვირუსმფილტრავი ნიღბები. სოციალური დისტანციის დაცვა და უბრალო მექანიკური ბარიერი ცხვირპირზე საკმარისია.
    ვირუსმფილტრავი ნიღბები სჭირდებათ სამედიცინო პროფესიონალებს და დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სხვა ადგილებში მომსახურე პერსონალს.
    შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის ქართული ნიღბები საკმარისია და არავითარი ლუგარის ლაბორატორიის შემოწმება არ სჭირდება, რადგან აბსოლუტურმა დილეტანტმაც კი იცის, რომ რამდენიმე ფენა მარლა ვირუსს ვერ გაფილტრავს. ამიტომ ამაზე აპელაცია კომიკურია და ვერ ვხვდები რა უნდა შეემოწმებინა ლაბორატორიას.
    ვიზუალზე და ფინანსურ მაქინაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უკვე მოქალაქეთა ესთეტიკური და პოლიტიკური პრეფერენციების სფეროა და მე პირადად სისულელედ მიმაჩნია მასში ჩარევა, მითუმეტეს რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ფრიად კმაყოფილია.
    გმადლობთ!“– წერს ზურაბ გურული.
  • 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვლინდა

    24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვლინდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

    “ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე დააჯარიმა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

    პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უკრაინაში კორონავირუსით 334 ექიმი დაინფიცირდა

    უკრაინაში კორონავირუსით 334 ექიმი დაინფიცირდა

    უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულებს შორის 334 ექიმია.ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    „2203 ინფიცირებულიდან 334 ექიმია. ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რათა ისინი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით მაქსიმალურად უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა

    ამ დროისთვის  კორონავირუსი უკრაინაში 2 203 დაინფიცირებულია, მათგან 61 გამოჯანმრთელდა, 69 კი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფირიცების 233 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან – 56 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

     

  • ყოფილი მეუღლის თვალთვალისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო პოლიციამ თბილისში 43 წლის კაცი დააკავა

    ყოფილი მეუღლის თვალთვალისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო პოლიციამ თბილისში 43 წლის კაცი დააკავა

    პოლიციამ თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე 43 წლის მამაკაცი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ბრალდებით დააკავა.

    შსს–ს ინფორმაციით დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ მეუღლეს – ნ.ყ.-ს, ტელეფონის საშუალებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებული, 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული მას სისტემატურად უთვალთვალებდა. ნ.ყ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

    გამოძიების დაწყების პარალელურად, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ. ქ.-ს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ –  ინაშვილი

    ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ – ინაშვილი

    „პატრიოტთა ალიანის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის თემას ეხმაურება, როგორც ეკლესიებში ლიტურგიის ჩატარების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის თაობაზე და ასევე კლიპზე რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
    „ეპიდემიის პირობებშიც კი, როცა ადამიანი კეთილ აზრებსა და საქმეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ მოერია ცინიზმს, ურთიერთბულინგს, ღვარძლიანობას და შურს. არ მესმის, რატომ უნდა გაგისკდეს ბოღმისგან გული, თუ კაცმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 100 000 000 შეწირა, ეს თანხა ხომ საყოველთაო სიკეთეს მოხმარდება, შენ მოგხმარდება, შენი ოჯახის წევრს მოხმარდება, რა გაბრაზებს, რაგაღიზიანებს?! 
    არ მესმის, რატომ ხდება ასაგდები ერთი უწყინარი სიმღერა, რომელიც ენთუზიაზმით შეიქმნა. გიხარიათ, როცა ადამიანს თქვენი თავდასხმით გული უსკდება, მოგწონთ და გსიამოვნებთ ეს?! მახსენდება, როგორ ხარხარებდა სწორედ ეს საზოგადოება ჩემს ცეკვაზე. მერე ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ. საიდანაა ჩვენში ამდენი ღვარძლი, რა გვჭირს, რა დაგვემართა?!მესმის, რომ ეკლესიას ამ ქვეყანაში ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ უღმერთოებაში ბოლშევიკებს რომ გადაუსწრეს, თვითონ თუ ხვდებიან ამას?!

    მე აღდგომაზე წირვასაც დავესწრები და ვეზიარები. არავის არც განვიკითხავ, არც ჭკუას ვასწავლი, არც ვეჩხუბები, ვიმეორებ: წავალ წირვაზე და ვეზიარები. არ მოვწყდები ღმერთს. ვისაც სახლში დარჩენა უნდა, დარჩეს, არ ვფიქრობ, რომ მე სახლშიდარჩენილზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, ღმერთის სახლში მინდა ყოფნა და ვიქნები.ამ დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. ვისაც ტვინი აქვს, გაჩერდება! დამშვიდდება და თუ მიხვდება, რომ ღმერთს ვერ მოერევა, მისთვის იქნება კარგი.

    მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ კორონავირუსს, თუ ნებისმიერ სხვა ვირუსს ჩვენ მოვერევით არა მხოლოდ ე. წ. სოციალური დისტანცირებით, პირბადეებით, რეზინის ხელთათმანით, ტესტით, მედიკამენტური მკურნალობით, არამედ… სუფთა გულით, სუფთა აზრებით და კეთილი საქმეებით, მადლიერების უნარით, ღვთის რწმენით და არა უაზრო ქილიკით და სხვა ადამიანების დაცინვა-დამცირებით“, – დაწერა სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილმა.