Category: ახალი ამბები

  • დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

    დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდა, იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. კერძოდ, ამერიკის ლიდერმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ იტალიაში ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის სამხედრო პერსონალი უნდა გაიგზავნოს.

    „იტალიის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ძველი მოკავშირეა, კორონავირუსით ძალიან დაზარალდა. ვირუსს ქვეყანაში 18 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირას მიიყვანა. ახლა იტალიის ეკონომიკას ღრმა რეცესია ელის“, – აღნიშნა ტრამპმა.

    მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე.

    ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს იტალიაში 18 849 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 147,577 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსი კვლავ აღმოაჩნდათ – სამხრეთ კორეა

    პარასკევს სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 91 პაციენტს, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან განკურნებულად ითვლებოდნენ, ტესტმა კვლავ დადებითი შედეგი უჩვენა.

    კორეის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, ჩონ ენ კიონმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაძლოა მოხდა ვირუსის “რეაქტივაცია“ და არა პაციენტების რეინფიცირება.

    სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაურკვეველია, რა იმალება ამ ტენდენციის უკან. ეპიდემიოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

    კორონავირუსით ადამიანების ხელმეორედ დაინფიცირების პერსპექტივა საერთაშორისო დონეზე შეშფოთებას იწევს, რადგან ბევრ ქვეყანას იმედი აქვს, რომ მოსახლეობის დაინფიცირებულ ჯგუფებში საკმარისი იმუნიტეტი გამომუშავდება, რათა პანდემიის განმეორებას ხელი შეუშალოს.

    თუმცა სამხრეთ კორეის მონაცემები შესაძლოა საწინააღმდეგოს მეტყველებდეს.

    “რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, 91 პაციენტი– ეს მხოლოდ დასაწყისია“– ამბობს კორეის უნივერსიტეტის  ინფექციური დაავადებების პროფესორი კიმ ვუ ჯუ.

    სამხრეთ კორეელი სპეციალისტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ეს არა განმეორებითი ინფიცირება, არამედ ვირუსის რეაქტივირება იყოს.

    ზოგი ექსპერტი თვლის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ტესტების მცდარ შედეგებთან, ანდა ვირუსის კვალი უბრალოდ პაციენტის ორგანიზმში შემორჩა, თუმცა ისინი აღარ არიან გადამდებები და სხვებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

    მოკლედ, არსებობს ამ სიტუაციის სხვადასხვა ინტერპრეტაცია და საბოლო პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

    სამხრეთ კორეამ პარასკევს 27 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ეს არის ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი ამ ქვეყანაში თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა – 900 ახალი ინფიცირებული დღეში. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 10450 –ს შეადგენს. დაახლოებით 7000 სამხრეთ კორეელი კოვიდ 19–ისგან უკვე განიკურნა.

     

    გარდაცვლილია 211 ადამიანი.

  • ქუთაისის ინფექციურში 5 ახალ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ქუთაისის ინფექციურში 5 ახალ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 ახალ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ერთი ქალი ვანის კლასტერიდან არის, მეორე ქალი ფარცხანაყანების კლასტერიდან, ბებია და მისი 5 წლის შვილიშვილი ქობულეთის კლასტერიდან, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისიდან, რომელმაც ცხელების ცენტრს თავად მიაკითხა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

    კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

    სულ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ით 17 მოქალაქე მკურნალობს, მათგანს 14-ს პნევმონია აქვს.

  • შსს ლენტეხში საკარანტინო რეჟიმს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

    შსს ლენტეხში საკარანტინო რეჟიმს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

    შსს–ს ინფორმაციით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

    საკარანტინო პირობები ლენტეხის რაიონში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.“– აცხადებენ შსს–ში.

  • საყოველთაო კარანტინის გამო ბზობაზე საქართველოში ბზა არ გაიყიდება

    საყოველთაო კარანტინის გამო ბზობაზე საქართველოში ბზა არ გაიყიდება

    წელს პირველად მრევლი ბზობას  ბზის გარეშე შეხვდება. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის  და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვების და შეზღუდვების გამო მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება.

    მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.

    საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფეების თქმით კი, ბზის კურთხევას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ნერგი სახლში აქვთ და მცენარეს ეკლესიაში მიიტანენ.

    COVID- 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის რეალიზაცია შეაჩერა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომაც.

  • დილემის წინაშე ვდგავართ! – თენგიზ ცერცვაძე

    დილემის წინაშე ვდგავართ! – თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, რომ  დილემის წინაშე დგანან. ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

    „იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება.შესაბამისად, ვდგავართ დილემის წინაშე. ოქროს შუალედია დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად.დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს.თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც.შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • მადლობა ტაშისთვის, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, შედეგი მძიმე იქნება – შოთა ცანავა საზოგადოებას აფრთხილებს

    მადლობა ტაშისთვის, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, შედეგი მძიმე იქნება – შოთა ცანავა საზოგადოებას აფრთხილებს

    თუ ეს მოსახლეობა მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს და თვითონ არაფერს გააკეთებს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბეში“ განაცხადა.

    „ეს ჩვენი პრევენციული მედიცინის და ჩვენი ავტორიტეტების ძალიან დიდი დამსახურება. მათ შეძლეს ამის გაკეთება. მეც ვთვლი ჩემ თავს, ბოლო ჯარისკაცი მე ვარ, ვთქვათ ამ ბრძოლაში. მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, ახლა სასინჯი ქვა დევს ჩვენს პოპულაციაში, ჩვენს მოსახლეობაში. თუ ეს მოსახლეობა მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს და თვითონ არაფერს გააკეთებს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი.

    მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ჩვენ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო  და აღასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროსგან“,- განაცხადა შოთა ცანავამ.

  • “თუ აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება” – კახა კალაძე

    “თუ აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება” – კახა კალაძე

    თუ აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

    როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება საჭიროების მიხედვით იქნება მიღებული.

    „დაველოდოთ, რთულია წინასწარ ვისაუბრო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, სადაც მტერს ვერ ვხედავთ. სერიოზული პრობლემებია მსოფლიოში ამ მიმართულებით, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს და ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუ აუცილებლობა იქნა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

  • უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    ევროპისთვის ახალი “მარშალის გეგმა“ მზად არის: ევროჯგუფმა აზრთა სხვადასხვაობები და ევროკავშირის შიგნით შესაძლო ყველაზე დიდი კრიზისი დაძლია.  პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის ზომებზე მოლაპარაკებები შედგა. რეკორდული რაოდენობის თანხის – 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეთანხმებულია.

    ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მთელი ღამე გრძელდებოდა. 16 საათიანი დისკუსიის შემდეგ ევროჯგუფის მეთაურმა, მარიო ცენტენომ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

    “ჩვენს მიერ დღეს მოწონებული პაკეტი ევროპის მთლიანი მშპ–ს 4პროცენტია, პლიუს ავტომატური სტაბილიზატორები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია იმსათვის, რომ ევროპის ეკონომიკა კრიზისის შემთხვევაში დაიცვას. ეს არის უპრეცედენტო ზომები. ჩვენ არასდროს, არცერთ სხვა კრიზისზე ასე სწრაფი რეაგირება არ გვქონია. “– განაცხადა ცენტენომ.

    საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, რომლებიც დიდი სოლიდარობის მოთხოვნით გამოდიოდნენ, ძირითადად დავის მიზანს მიაღწიეს: დახმარება გაიცემა დამატებითი პირობების და მკაცრი ეკონომიის ზომების შემოღების მოთხოვნის გარეშე.

    მოლაპარაკებების დროს შეძლეს ამ მიდგომის მოწინააღმდეგე ნიდერლანდების წინააღმდეგობა დაეძლიათ.

    ფინანსური პაკეტი კომპანიების, თანამშრომლების და ჯანდაცვის სფეროში დასაქამებულების დასახმარებლად და ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევადაა განკუთვნილი.

    ფინანსური პაკეტი იტალიასა და ესპანეთს, ქვეყნებს, რომლებიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზრალა, 240 მილიარდ ევროზე წვდომას სთავაზობს. ეს თანხა კი მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი მხოლოდ კრიზისის პერიოდში იქნება, და ის კრიზისის დასრულებისთანავე შეწყდება.

    ამავე პაკეტით გათვალისწინებულია 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის საკრედიტო გარანტიები იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაზარალებულ კომპანიებს დაეხმაროს, 100 მილიარდი ევრო კი იმისთვის, რომ უხელფასოდ დარჩენილ ან შემცირებული საათებით თუ ხელფასით მომუშავე ადამიანებს დაეხმარონ.

  • “ძალიან არ მომწონს” – სოფო ხალვაში ყვება როგორ მოხდა მისი კლიპში ჩაწერა, რომელსაც უდიდესი კრიტიკა მოჰყვა

    “ძალიან არ მომწონს” – სოფო ხალვაში ყვება როგორ მოხდა მისი კლიპში ჩაწერა, რომელსაც უდიდესი კრიტიკა მოჰყვა

    ტელეკომპანია “პალიტრანიუსისა”  და რადიო “პალიტრის” გადაცემის – “შუადღის სტუდიის” სტუმარმა სოფო ხალვაშმა იმ კლიპზე ისაუბრა, რომელშიც თავადაც მონაწილეობს და ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

    “დეტალები არ ვიცი, კლიპის ჩაწერაში ასე ჩართული არ ვყოფილვარ, კოლეგამ დამირეკა და უარი ვერ ვუთხარი. სატელეფონო ჩანაწერი იყო გაგზავნილი და შემდეგ უკვე ჩემი ჩანაწერი კლიპში ვიხილე. მე თვითონ ძალიან არ მომწონს. საოცრად არის დამონტაჟებული ასე არ შეიძლება. სახლში როდესაც ხარ და სიმღერას წერ უხილავად და არიცი რა იქნება შედეგიც უკვე სახეზეა. სიმღერის ფრაზა გამომიგზავნეს ჩავწერე და შემდეგ უკვე გადავუგზავნე, ეს ხშირად მომხდარა ასე ჩაწერა, მაგრამ  ეს ის შემთხვევაა როცა არც მე მომწონს. კრიტიკის ნიაღვარი გამოიწვია კლიპის უხარისხობამ. მე თვითონაც კრიტიკული ვარ და ადამიანები ვინც ეს ნახეს რა თქმა უნდა კრიტიკულები იქნებიან.” – განაცხადა სოფო ხალვაშმა.