Category: ახალი ამბები

  • მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე – მეუფე გრიგოლი მორწმუნეებს ურჩევს კანონი არ დაარღვიონ

    მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე – მეუფე გრიგოლი მორწმუნეებს ურჩევს კანონი არ დაარღვიონ

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს ეკლესიაში მისვლას, რის გამოც მათ, მრევლის გარეშე  მოუწევთ წირვის ჩატარება.

    “კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალაბათ, მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე. არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე, კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ,” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

     

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    242 ინფიცირებულიდან 57 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ამერიკელი გადასახადის გადამხდელები სახელმწიფოს დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ

    ამერიკელი გადასახადის გადამხდელები სახელმწიფოს დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ

    ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ფედერალური მთავრობისგან დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ. განცხადებას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

    “აიარეს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხის გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება. დახმარების ოდენობის განსაზღვრა 2018-2019 წლებში კონკრეტული პირის ან პირების შემოსავლების მიხედვით მოხდება.

    რამდენიმე დღეში ამერიკის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სპეციალური გრაფა იქნება ხელმისაწვდომი, სადაც პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ თუ რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ, როდის და რა ფორმით.

    როგორც “აიარეს”-ის ოფიციალურ ვებგვერზე წერია, გადასახადის გადამხდელები თანხას, ძირითად შემთხვევაში, საბანკო პლასტიკურ ბარათზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტში არ ფიქსირდება ბარათის მონაცემები, ბენეფიციარს თანხა საცხოვრებელი სახლის მისამართზე გაეგზავნება.

    სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადების გადამხდელებს, დროულად შეცვალონ საცხოვრებელი სახლის მისამართი, თუ გასული წლის აპრილის შემდეგ მისამართი შეცვლილია.

    აღნიშნული დახმარება იმ 2 ტრილიონი დოლარიდან გაიცემა, რომელიც თეთრი სახლის და ამერიკელი კანონმდებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიყო. პანდემიის დროს ამერიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

    ამ დროისთვის, თეთრი სახლი და კონგრესი აქტიურად მუშაობენ მცირე ბიზნესებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის კუთხით.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯანმო კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შესაძლო ფაქტებს შეისწავლის

    ჯანმო კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შესაძლო ფაქტებს შეისწავლის

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეისწავლის იმ პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს, რომლთა შემთხვევაშიც ტესტმა მკურნალობის შემდეგ უარყოფითი შედეგი აჩვენა, მოგვიანებით კი კოვიდ-19 კვლავ დადასტურდა.

    ჯანმომ, უკვე გამოითხოვა ასეთ პაციენტთა საქმეები სეულიდან. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, 91 პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა მაშინ, როცა მანამდე, ამ პაციენტების მკურნალობის შემდეგ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე ვირუსის კვლავ გააქტიურებასთან ჰქონდეთ და არა ახლიდან ინფიცირებასთან.

    „ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ ჩვენს კლინიკურ ექსპერტებთან და ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია ამ ინდივიდუალურ შემთხვევებზე. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ საეჭვო პაციენტთაგან ნიმუშების შეგროვებისას ყველა პროცედურა სწორად წარიმართა“ – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, საავადმყოფოდან მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიწეროს, რაც 24 საათის ინტერვალით, ვირუსზე ჩატარებული ორი ტესტის შედეგები უარყოფითი იქნება.

    ორგანიზაციის თქმით, მიმდინარე პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ავადმყოფობა მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, სიმპტომების გამოვლენის დღიდან, კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე, საშუალოდ, მკურნალობის ორკვირიანი პერიოდია საჭირო.

    პარასკევს სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიური გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დაუდგენელია, რა დგას ამ ტენდეციის უკან.

  • ვინ რამდენი თანხა შეიტანა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში

    ვინ რამდენი თანხა შეიტანა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში

    კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში 3,300-ზე მეტმა პირმა შეიტანა თანხა და ჯამში ამ დროისთვის ფონდში მილიონ 125 507 320 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ავრცელებს.

    ყველაზე მსხვილი შენტანები ფონდში:

     

    ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“, 100 მლნ ლარი

    მაგთიკომი, 3 მლნ ლარი სილქნეტი, 1 მლნ ლარი

    კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი, ,,არ ემ ჯი“, 1 მლნ ლარი

    ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი,

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინოუნივერსიტეტი, 1 მლნ ლარი

    სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, 1 მლნ ლარი

     ორგანიზაციებმა და ფიზიკური პირები:

     

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 500 000 ლარი

    ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი, 100 000 ლარი

    შპს „აკა“, 50 000 ლარი

    ჯეორჯიან პროდაქტსი, 50 000 ლარი

    სოდი ინვესტმენტი, 20 000 ლარი

    MCTM MOBILE COMMUNICATIONS TRADE UNION, 18 ათას 500 ლარი

    ბლექ სი არენას თანამშრომლები, 13 000  ლარი,

    მილენიუმ ჰაუსი, 10 000 ლარი

    ჰილს დეველოპმენტი, 10  000 ლარი

    კომუნიკომი (Motorola Solutions პლატინიუმის პარტნიორი კომპანია საქართველოში), 5 ათასი ლარი

    გეოპლანტი * გურიელი, 5 000 ლარი, კარტლის აგროსისტემები, 5 ათასი ლარი

    იმუნიზაციის ცენტრი, 3 000 ლარი, გლობალ ტანდარტმშენი, ათასი ლარი

  • სახელმწიფომ შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები პირისპირ დატოვა  „მოძალადეებთან“–დავით ჭიჭინაძე

    სახელმწიფომ შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები პირისპირ დატოვა „მოძალადეებთან“–დავით ჭიჭინაძე

    „ სახელმწიფომ, იმის გამო რომ არ გააჩნია ერთიანი პოლიტიკა ფორს-მაჟორულ სიტუაციისთან მიმართებაში, ამით ჩვენი ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა.რადგან სწორედ ეს ერთიანი პოლიტიკა, ასევე ყველას ვალდებულების გაჩერება ყველას მიმართ, რასაც საქართველოში კოვიდის დაფიქსირების მეორე დღიდანვე მოვითხოვ, იქნებოდა უპირველესი გადარჩენა ხალხისთვის. მითუმეტეს, რომ გვაქვს საგანგებო სიტუაცია თავისი კომენდანტის საათით.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

    დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ერთის მხრივ ფაქტია ის, რომ ფინანსურ კომპანიების უმრავლესობას ხელშეკრულებაში აღარ უდევს ფორს-მაჟორი, რამაც 2008 წელს ბევრი ადამიანი გადაარჩინა, მაშინდელი ომის პირობებში ქონების დაკარგვისგან.

    მეორეს მხრივ მინისტრ წულუკიანის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამუშავდა ეროვნული აღსრულების ბიურო, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გამოვიდა მხოლოდ მევახშეების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური სტრუქტურების დამცველი და უმუშევარი, შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები პირისპირ დატოვა ამ „მოძალადეებთან“.
    ანუ, თუ ხელისუფლება მევახშეების ეკონომიკას ეძახიან დღეს ეკონომიკას, მაშინ ამ საქმეში ნამდვილად აქვთ წარმატება“

  • ასე აგდებულად რომ დასცინით ქართულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიატნეს” -აშშ-ში მოღვაწე ექიმი

    ასე აგდებულად რომ დასცინით ქართულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიატნეს” -აშშ-ში მოღვაწე ექიმი

    მიჩიგანში მოღვაწე ქართველი ექიმი  და  პროფესორი თეონა მაღლაკელიძე ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს:

    „ასე აგდებულად რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, თქვენ ნახეთ აქ რა პირბადეები მოგვიტანეს – სამ შრიანი, გარეთა შრე ფარდის ქსოვილია, შუა კარტოფილის ტომარის და შიგნით კიდევ სინთეტიკური ნაჭერი, 3 წუთზე მეტი ვერ გაიჩერებ, იგუდები.

    დააფასეთ, რასაც საქართველო აკეთებს და სასაცილოდ ნუ იგდებთ. ნახეთ რომელიმე ამერიკელის პოსტი რომ დასცინოდეს საკუთარი ქვეყანას და აბუჩად იგდებდეს?! არც ერთ ჩემს კოლეგას არ დაუწერია სოცქსელში და სასაცილოდ აუგდია ეს მასკები, მიუხედავად იმისა რომ მართლა საშინელებაა.თავად ქართველები თუ მოუღებთ ბოლოს ისევ ქართველებს და ჩვენ ქვეყანას, თორემ სხვა ვერაფერს დაგვაკლებს ისეთს, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ“, – წერს თეონა მაღლაკელიძე.

  • „გირჩი” საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

    „გირჩი” საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ შეზღუდვებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

    „გირჩი” საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებულ შეზღუდვებს, მათ შორის საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრებას, ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ჩაჯდომას, მძღოლის გვედით დაჯდომას, მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების შეზღუდვასა და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვას, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

    პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მისივე თქმით, ამ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ.

    ის აცხადებს, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. ჯგერენაიას აზრით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

    „ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრს. მაგალითად: ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცველია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?“ – ამბობს ჯგერენაია.

    მისივე თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდითმჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.

    „საგანგებო მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ სრულად გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უგულებელყოს ადამიანების კონსტიტუციით დაცული უფლებები. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უნდა იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება. ასევე, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და აღწევდეს დასახულ მიზანს. თუ შემზღუდავი წესების ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ის არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – აცხადებს ჯგერენაია.

    „გირჩის” ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 13 აპრილს შეიტანენ.

  • დისტრიბუტორთა ასოციაცია “სუფთა სახლის“ დახურვას აპროტესტებს

    დისტრიბუტორთა ასოციაცია “სუფთა სახლის“ დახურვას აპროტესტებს

    დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვით მაღაზიათა ქსელს, “სუფთა სახლი“ მუშაობის უფლება შეეზღუდა, გაუმართლებელს უწოდებს. მაღაზიათა ქსელში ჰიგიენური საშუალებები, თავის მოვლის და სახლის ჰიგიენის ნივთები იყიდებოდა:

    “საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ,,სუფთა სახლს“ ფუნქციონირების უფლება შეეზღუდა, რაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ,,სუფთა სახლის“ 150 ფილიალის ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს.

    შეჩერდა ყველა მსგავსი პროფილის/ფორმატის სავაჭრო ობიექტების ფუქნციონირება.

    15 000 ლარის ოდენობით დადებული სახდელი, ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშე.

    ,,სუფთა სახლში“ დასაქმებულია 1300 ადამიანზე მეტი, წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილ მაღაზიათა ქსელს თავის მოვლისა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მიმართულებით.

    ასევე, ქსელურ მარკეტებს მიეცათ მითითება, გარდა არსებული ნაშთების ამოყიდვისა, დამატებით არ უზრუნველყონ ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზება.

    საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები გაუმართლებელია, მაშინ როდესაც, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მომხმარებლის მოთხოვნა ჰიგიენური საშუალებების მიმართ, დახურულია საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის ობიექტები, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საცალო სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილთან, სოციალური დისტანცირების დაცვიდან გამომდინარე, არის მოქალაქეთა რიგები.

    ,,სუფთა სახლის“ ფუნქციონირების შეჩერება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ინტერესზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიაში დასაქმებული 1300 ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე.

    მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საჯარო მოხელეების მიერ გადაწყვეტილებების მიღებამდე, სწორად და მართლზომიერად იყოს შეფასებული გარემოებები, მით უფრო ადმინისტრაციული სახდელის დადების და ფუნქციონირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები და ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ორგანიზებულად, უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედი კომპანიების გაჩერებას. “–ნათქვამია ასოციაციის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!“–ნიკა მელია საგანგებო მდგომარეობაზე

    “რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!“–ნიკა მელია საგანგებო მდგომარეობაზე

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია თვლის, რომ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება სახლში დარჩენილ ხალხს დახმარებას არ სთავაზობს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მათ შიმშილისთვის გაწირვას ნიშნავს.

    “21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ მთავრობა მისი გაგრძელების წინადადებით მიმართავს პარლამენტს.

    ოპოზიცია დილემის წინაშეა – დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?!

    სასწორის ერთ პინაზე დევს ვირუსის აფეთქების საფრთხე, თუ შეზღუდვები მოიხსნა, მეორე პინაზე კი – გარდაუვალი შიმშილის საფრთხე, თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა.

    ორივე შემთხვევაში საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!

    რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ?

    ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

    ხელისუფლება დღემდე ვერ გვპასუხობს, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას? რას ისახავს მიზნად?

    რაც შეეხება საგანგებო მდომარეობის და „დარჩი სახლშის“ კამპანიის გაგრძელელებას, ჩემი აზრით, ამ ზომების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება რეალურად დაეხმარება უსამსახუროდ დარჩენილ, სახლებში ულუკმაპუროდ გამოკეტილ მოსახლოებას. ვიმეორებ, თუ რეალურად დაეხმარება.

    ცარიელი „დარჩი სახლშის“ ძახილი იოლია, მაგრამ ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ.

    ლუკმა პურის გარეშე მხოლოდ დათვები რჩებიან ზამთრობით თავის ბუნაგში, აქ დათვი არავინ არ არის.

    ხელისუფლებამ ნება უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

    დიახ, საქართველოს მთავრობა, თუ ადამიანებს სიცოცხლის უფლებას არ უტოვებთ, სიკვდილის არჩევის უფლება მაინც დაუტოვეთ, მოხსენით შეზღუდვები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს – დარჩეს სახლში და მოკვდეს შიმშილით, თუ გავიდეს სამუშაოდ და მოკვდეს ვირუსით.

    ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?“– წერს ნიკა მელია ფეისბუქზე.