Category: ახალი ამბები

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 178 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 178 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    მათივე ცნობით, პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.

    ამასთან, შსს-ს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმეს.

    თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 5 პირი დაჯარიმდა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 63

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 63

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 63 .

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 63 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია COVID-19-ით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი.

     

  • სამებაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქიც ესწრება

    სამებაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქიც ესწრება

    სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. მას როგორც პატრიარი ილია II , ისე მრევლი ესწრება.

    ორი კვირის შემდეგ პატრიარქი კვლავ გამოჩნდა ტაძარში და მასთან ერთად წირვას ატარებენ  თანამოსაყდრე შიო, იაკობი, დანიელი და ნიკოლოზი.

    საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები წირვა-ლოცვას განაგრძობენ. არ შეცვლილა 1 კოვზით ზიარების წესიც.

  • ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

    ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

    პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში : გვარაში, მუხაესტატეში, წყალრუკაში და ლეღვაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე ზომები წესდება.

    პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ამ სოფლებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, რასაც უზრუნველყოფს თავდაცვის და შს სამინისტროს ძალები.

    ჩიქოვანის განმარტებით, მოქალაქეებს სახლდიან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როცა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში მოუწევთ გასვლა, ან სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ.

    მკაცრი საკარანტინე ზომების დაწესების მიზეზი ჩიქოვანის თქმით ის არის, რომ კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების ფართო წრე გამოვლინდა.

  • ექიმების წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული – ბორის ჯონსონი

    ექიმების წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული – ბორის ჯონსონი

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა და ექიმებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

    „სამაგალითოდ იმუშავეს. მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული და მე არ შემიძლია, სათანადო მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯონსონმა.

    ცნობისთვის, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 5 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 252-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 10 შემთხვევა დადასტურდა და 252 შეადგინა.

    ინფორმაცია StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    252 ინფიცირებულიდან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.

  • აშშ-მ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო – დაღუპულია 20 ათასზე მეტი ადამიანი

    აშშ-მ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო – დაღუპულია 20 ათასზე მეტი ადამიანი

    აშშ-მ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო და ლეტალური შემთხვევებით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ამერიკაში ამ დროისთვის 20 580 ადამიანია დაღუპული, ხოლო იტალიაში – 19 468.

    აშშ ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ერთი დღე-ღამის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

    რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, აშშ-ში 533 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათგან 30 502 განიკურნა, 20 580 კი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 11 ათასზე მეტი ადამიანი.

  • ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს

    ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს

    ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს,რადგან მისი აზრით  შალვა კეკელია მრევლს სუიციდისკენ მოუწოდებს.

    ბასილ კობახიძემ სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ დეკანოზი სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.

    „მოვითხოვ, პოლიციამ დააპატიმროს დეკანოზი შალვა კეკელია, ის თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღმერთის სასჯელით აშინებს ხალხს და მოუწოდებს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ”, – წერს ბასილ კობახიძე.

    შალვა კეკელიას ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა – ვიდეოში ის მოუწოდებს მრევლს, მივიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე. “აი, იმ ღამეს გარდაიცვალე და წარდექი საშინელი სამსჯავროს წინაშე. რა უნდა უთხრა ღმერთს? რატომ არ მივედიო მსახურებაზე? მომავალი წლის აღდგომას ველოდებოდი და მომავალ წელს მოვიდოდიო? მომავალი წლის აღდგომა რო არ გაგითენდეს? მეორე წლამდე რო არ იცოვრო? იმ აღდგომას რას აკეთებ? აბა მაშინ შენი ქრისტიანობა რაღა არის? ქრისტიანად ნუ იწოდები მაშინ თუ ესეთ რამეს გააკეთებ. პირდაპირ გეტყვით ამას. შენ, ჯანმრთელი ადამიანი წირვაზე არ წამოხვალ აღდგომას, ღვთისმსახურებას არ დაესწრები, მერე ქრისტიანის სახელი როგორ უნდა ატარო?“ – თქვა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.

     

  • საშინელება ხდება, ასობით სასაფლაო წინასწარაა გათხრილი.. ქვეყანაში სიკვდილის სუნი ტრიალებს – ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან

    საშინელება ხდება, ასობით სასაფლაო წინასწარაა გათხრილი.. ქვეყანაში სიკვდილის სუნი ტრიალებს – ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან

    ქეთი ნაკაშიძე ქართველი ემიგრანტია რომელიც თურქეთში იმყოფება, ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე  სოციალურ ქსელში  წერს.

    „თურქეთში საშინელება ხდება. ათას ექვსასი ადამიანი გარდაიცვალა და 47 ათასი დავირუსებულია. მედპერსონალები ლამის კლინიკებში დასახლდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობენ, ათასობით მომაკვდავი ადამიანი გამოაჯანმრთელეს. თვალცრემლიანი ექიმები ტელე-ეთერით ეხვეწებიან მოსახლეობას „დარჩით სახლში ჩვენი გულისთვის, რადგან შენს გამო ვართ ჩვენ კლინიკებში. შაბათ-კვირას საერთოდ აიკრძალა ქუჩაში გასვლა. მართალია, თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დაუმორჩილებელი მოსახლეობის გამო ვითარება გართულდა.ღამის პირველი საათია და ქუჩები ხალხითაა სავსე. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი ადამიანი პროდუქტის რიგში დგას, პირბადეების გარეშე. ათათურქის აეროპორტი საავადმყოფოდ გადააკეთეს.

    თურქეთის ხელისუფლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით და ტელე-ეთერით მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას სთხოვს…ასობით სასაფლაო წინასწარაა გათხრილი. ქვეყანაში ვირუსის და სიკვდილის სუნი თანაბრად ტრიალებს.ეპიდემიის ეპიცენტრი სტამბოლია. აქ საშინელება ხდება, თუ ასე გაგრძელდა,კარანტინი არასდროს დასრულდება, რადგან ვირუსს მისცეს გავრცელების საშუალება. ლირა შვიდამდე ავიდა, პროდუქტი საშინლად გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი არაა.თურქეთში ვართ, პირბადეების საშინელი დეფიციტია, აფთიაქში მარლებიც კი ვერ ვიშოვეთ, იქნებ თავად შეგვეკერა მაინც.ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა…ჩემს საქართველოში მინდა, უფალო დაგვიფარე.

    P.s. ახლახანს გავიგე, რომ პირბადეების დეფიციტი აღარ არსებობს, ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოება დაიწყო და ყველგან უფასოდ რიგდებაო. რა თქმა უნდა, გაყიდვაშიცაა“, – წერს ემიგრანტი

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა, სულ – 60

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა, სულ – 60

    საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი გამოჯანმრტელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს. ამის შესახებ  ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 60 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალ. კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს – 3