Category: ახალი ამბები

  • ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

    30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად სოფელ გომში, აგარაკზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

    როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები. ამასთან, მოხდება სინჯების აღება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 63 გარდაიცვალა, 3 კი გარდაიცვალა.

  • მე პირადად, ვერ მოვუწოდებ ადამიანს კანონის დარღვევისკენ – მეუფე გრიგოლი

    მე პირადად, ვერ მოვუწოდებ ადამიანს კანონის დარღვევისკენ – მეუფე გრიგოლი

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე ამბობს, რომ ვერ მოუწოდეს კანონის დარღვევისკენ მრევლს.

    მისი თქმით, ეკლესია არ არის  სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო.

    ,,როგორ შეიძლება მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. იესო ქრისტე ამბობს, მეუფება ჩემი არა ამსოფლიურ არსო და ამ სოფელში კეისრის ხელისუფლება არის და თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა. მე პირადად ვერ მოვუწოდებ ადამიანს კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

    მეუფე იაკობი ამბობს, რომ არავის მოუწოდებენ მოსვლისკენ, მაგრამ ,,ხალხი თვითონ მობრძანდება”. მისივე განცხადებით, სააღდგომო ლიტურგია აუცილებლად ჩატარდება. 

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.

  • არავის არ ვეძახით, მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება – მეუფე იაკობი

    არავის არ ვეძახით, მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება – მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სასულიერო პირები ეკლესიაში მისვლისკენ მრევლს არ მოუწოდებენ, მაგრამ ისინი თავად მიდიან.

    ,,არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხალხი თვითონ მობრძანდება, ხო ხედავთ… თუ მოვიდა კაცი უნდა მიიღო, თუ არ მოვიდა, დღეს არავის არ ვეძახით… ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩავატაროთ ისე, როგორც ტარდება. უნდა დაგვაცადონ, რომ აქ იქნება თუ სხვა ტაძრებში, წესრიგზე ვიზრუნოთ”, – ამბობს მეუფე.

    მისი თქმით, ,,აუცილებლად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია და როგორ ჩატარდება მაგას ვნახავთ”.

    მეუფე იაკობისვე განცხადებით, კორონავირუსის პანდემია არასწორი ცხოვრებისთვის მოვლენილი რისხვა და განსაცდელია. ეკლესია კი ყველა რეკომენდაციას იცავს.

    “ჩვენ არ ვიცავთ იზოლაციის წესებს ან იმას? შეხედეთ რამდენი დროს გავიდა, 6 კვირაზე მეტია გასული, რაც ყველაფერი დაწყებულია და ძალიან რომ უნდათ ხოლმე, რომ კლასტერი ეკლესიიდან იყოს, თუ ვინმეს გადადებია აქედან?!” – ამბობს მეუფე იაკობი.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.

  • იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! – მეუფე ნიკოლოზი სააღდგომო ლიტურგიაზე

    იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! – მეუფე ნიკოლოზი სააღდგომო ლიტურგიაზე

    ,,იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?!” – ასე უპასუხა სააღდგომო ლიტურგიაზე ხალხის დასწრებასთან დაკავშირებულ კითხვას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

    როგორც მან აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული.

    „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი.

    ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

    არქიდიაკონმა დემეტრემ სამების ტაძარში აღდგომის კვირეულის განრიგი გააცნო მრევლს, რის მიხედვითაც ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება.

  • თანამემამულეებს, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს – ზურაბიშვილი

    თანამემამულეებს, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს – ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ვინ დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

    ,,ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტეს აღდგომას, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!“-წერს Facebook-ზე ზურაბიშვილი.

    აღდგომა მიულოცა მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

    ,,გილოცავთ აღდგომას კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიებს, ყველას, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს”,-წერს კახა კალაძე “ტვიტერზე”.

    დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

  • “თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ“–გია ხუხაშვილი ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმას აქვეყნებს

    “თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ“–გია ხუხაშვილი ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმას აქვეყნებს

    ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ ნაბიჯების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უნ და გადაიდგას.
    “ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგზაო რუქა“ –ასე უწოდებს ხუხაშვილი გეგმას, რომელიც მისი თქმით სქემატურ ხასიათს ატარებს, მოცემულია მხოლოდ მოქმედების ალგორითმი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დეტალიზაციას.
    ექსპერტის მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯები კი ასეთია:
    ნაბიჯი 1. ამოცანის დასმა
    ა) მოხდეს ე.წ. „კრიტიკული სამომხმარებლო კალათის“ შედგენა.
    აქ საუბარია საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების სიის ფორმირებაზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის მინიმალური უზრუნველყოფისთვის.
    ბ) განისაზღვროს კალათის საერთო მოცულობა პოზიციების მიხედვით წლიური მოხმარების შესაბამისად.
    გ) განისაზღვროს იმპორტის წილი პოზიციების მიხედვით.
    მოცანა მდგომარეობს შემდეგში – გ) პუნქტში მიღებული პროდუქციის საქართველოში წარმოების ორგანიზება მინიმუმ იმ მოცულობებით, რაც შეავსებს ბ) პუნქტში მოცემულ მოცულობებს.
    ნაბიჯი 2. ძირითადი სამოქმედო მიმართულებები
    ა) აგრარული მეურნეობები, მეცხოველეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, პირველადი ნედლეულის მოპოვება და/ან წლიური რეზერვების ფორმირება.
    ბ) ლოგისტიკა – შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა.
    გ) შესაბამისი სიმძლავრის კვების გადამამუშავებელი და პირველადი მოხმარების საგნების ინდუსტრიის მშენებლობა კონკურენტული, უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტებით.
    ნაბიჯი 3. პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება სამოქმედო მიმართულებებზე 3-5 წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი კონკურენტუნარიან სისტემებად ჩამოყალიბება.
    ა) პირდაპირი და არაპირდაპირი (საგადასახადო) ფინანსური სტიმულირება.
    ბ) ეკონომიკური საზღვრის კონტროლის გამკაცრება
    გ) ზოგიერთ შემთხვევებში მოკლევადიანი სუფსიდირება, კონკურენტუნარიანობის წერტილის მიღწევამდე.
    დ) მიწის ფონდის მართვის ოპტიმიზაცია მისი სრულად ათვისების მიზნით, სასურსათო
    უსაფრთხოების ამოცანების შესაბამისად.
    კონკრეტულ ნაბიჯებზე რეკომენდაციებს შემდგომში შემოგთავაზებთ.
    P.S. ვთხოვ თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტებს, ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ. ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, რომელშიც მათ მიერ დაზუთხულ ლიტერატურაზე დამყარებული რწმენა გამოუსადეგარია“.– წერს ხუხაშვილი.-
  • პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დროს მივა

    პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიაზე კომენდანტის საათის დროს მივა

    არქიდიაკონ დემეტრეს ინფორმაციით, ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. პატრიარქი ილია მეორე ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება.

    არქიდიაკონის განცხადებით, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. მან სამებაში შეკრებილ მრევლს განრიგი გააცნო.

    ,,ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი. სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე,შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება. ოთხშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე ისევ სერობის ჟამი და ცისკარი. ხუთშაბათს , 10:00 საათზე, შესრულებული იქნება ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება. 12 ვნების სახარება წაკითხული იქნება საღამოს 16:00 საათზე. პარასკევს 9:00 საათზე სამეუფეო ჟამები იქნება წაკითხული, ხოლო 16:00 გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.

    შაბათს, 7:00 საათზე, შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9:00 საათზე, წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 00:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმ. იოანე ოქროპირის საზეიმო სააღდგომო საღვთო ლიტურგია“,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

  • უფალი გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით მივიღებთ, ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ – ილია II

    უფალი გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით მივიღებთ, ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ – ილია II

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღეს, 12 აპრილს, ბზობის წირვის ქადაგებისას თქვა, რომ თუ უფლის მოცემულ განსაცდელს ქართველი ერი მადლიერებით შეხვდა, უფალი მათ ძალას მისცემს, რომ გადაიტანონ.

    ,,მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი”,- თქვა ილია II-მ.

    მან მრევლს ბზობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ადამიანი სულით ძლიერია.

    ,, ისაც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ“, – განაცხადა პატრიარქმა.

  • 79 წლის კაცი და 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ – რატიანი

    79 წლის კაცი და 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ – რატიანი

    თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 80 წლის ქალი  და 79 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

    მისი თქმით, ქალი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ, კაცი კი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს.

    ,,18 დღის წინ შევიდა კლინიკაში და იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან. აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”,- თქვა რატიანმა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

     

  • ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ზომიერია და კონტროლირებადი – ეზუგბაია

    ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ზომიერია და კონტროლირებადი – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ჯერჯერობით კონტროლირებადი.

    ,,სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია… დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით. მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 10 შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 252-მდე გაიზარდა. მათგან 63 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.