Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 67 – მარინა ეზუგბაია

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 67 – მარინა ეზუგბაია

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, 67 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401 პირი.

     

  • თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა – ინფიცირებულია კლინიკის ექიმი

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა – ინფიცირებულია კლინიკის ექიმი

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა, რადგან მათ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილზე მისულები იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები.

    კლინიკის სტაციონალური განყოფილების ხელმძღვანელის ანა მამრიკაშვილი თქმით, ექიმთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები კარანტინში არიან გადაყვანილი.

    „ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ვისაც, მასთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი ახლა არიან საკარანტინო სიცრცეში. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი. კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა, ვინაიდან ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა“,- განაცხადა მამრიკაშვილმა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • 80 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ინფარქტის ნიშნებით შეიყვანეს, COVID-19 დაუდგინდა

    80 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ინფარქტის ნიშნებით შეიყვანეს, COVID-19 დაუდგინდა

    ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა ,,მედისონში” კორონავირუსი დღეს 80 წლის ქალს დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ ის არა ვირუსის სიმპტომით, არამედ ინფარქტის ნიშნებით და მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

    მედისონის” დირექტორმა ეკატერინე სანიკიძემ განაცხადა, რომ მას სწრაფი ტესტი ჩაუტარეს, თუმცა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.  მას შემდეგ, რაც კორონავრიუსი მის მეუღლეს დაუდასტურდა, ქალს განმეორებითი PCR ტესტი ჩაუტარეს და ვირუსი დადასტურდა. ამ ეტაპზე კლინიკაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

    ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოიძია ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტი, ეს კონტაქტი აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტის მიერ მოხდა ამ ქალბატონის გამოკვლევა, დადგინდა კორონავირუსი. როგორც აღმოჩნდა, მას გადაედო მეუღლისგან. ყველა იმ ადამიანს გამოიკვლევენ, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება,” – განაცხადა “მედისონის” დირექტორმა ეკატერინე სანიკიძემ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა დასტურდება, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ,,არ მაქვს ვალდებულება, ვუმკურნალო ნიკა გვარამიას” – ექიმის ამ განცხადებას კოლეგები ემიჯნებიან

    ,,არ მაქვს ვალდებულება, ვუმკურნალო ნიკა გვარამიას” – ექიმის ამ განცხადებას კოლეგები ემიჯნებიან

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკრიტიკა იმუნოლოგ დავით ნანობაშვილის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მას არ უმკურნალებს.

    ეზუგბაიას თქმით, ,,პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია და მას სხვა კრიტერიუმი არ სჭირდება.”

    „წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. გილოცავთ ძალიან დიდ დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ჰქვია. ქრისტიანი ადამიანი უარს არასდროს არაფერზე ამბობს, მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. შენი მტერი უნდა გიყვარდესო და პაციენტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვსაუბრობთ და არც სხვა დეტალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას სხვა კრიტერიუმები არ სჭირდება. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩვენი მეგობარი იქნება, მტერი თუ ვინ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ლევან ნანობაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც. მისი თქმით, ერთი პრინციპი აქვს ცხოვრებაში – რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე.

    ,,მე სულით ვარ ექიმი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.. ერთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში – რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე”,- თქვა რატიანმა.

    თავად იმუნოლოგი ლევან ნანობაშვილი აცხადებს, რომ ამ განცხადებას არ ნანობს და არც ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს.

    ,,რა შუაშია ჰიპოკრატეს ფიცი? მე მაგალითად, ვინმემ რომ მლანძღოს და მაგინოს და მერე მოვიდეს, მიმკურნალეო, შეიძლება არ ვუმკურნალო. აბსოლუტური უფლება მაქვს. აქ ჰიპოკრატეს ფიცი არაფერ შუაშია. ჰიპოკრატეს ის კი არ უთქვამს, რომ შენ რომ ვიღაცა ტყვიას გესვრის და გაგინებს იმას აუცილებლად უმკურნალეო”,- აცხადებს ნანობაშვილი.

    მანამდე მან ,,პოსტივის” ეთერში თქვა, რომ არანაირი ვალდებულება არ აქვს ნიკა გვარამიას უმკურნალოს თუ ის დაინფიცირდება. ,,ყველა ექიმი გამწარებულია გვარამიაზე, 30 ოყნა გამოწერილი აქვს დღეში”,- თქვა ნანობაშვილმა.

  • ვიღაცები უფრო თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ვიღაცები – ნაკლებად – ეპისკოპოსი რუსუდანი

    ვიღაცები უფრო თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ვიღაცები – ნაკლებად – ეპისკოპოსი რუსუდანი

    ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსიდან გოცირიძის აზრით, სახელმწიფო  საკუთარ მოქალაქეებს სელექციურად უდგება.

    ,,მამა-შვილი დააჯარიმეს მაღაზიის რიგში დგომისთვის. დისტანციის დაუცველობის გამო. ცოლ-ქმარი დააჯარიმეს გვერდით რატომ ზიხარ მანქანაშიო.

    ეკლესიების ფოტოები, რაც ვრცელდება, ძალიან ლამაზია, ყვავილებით მოხატულ რიგში რომ დგანან, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ხომ ძალიან კარგად ვიცით? ყველა უბანში ეკლესიაა. აუარება ხალხია და არავინ იცავს დისტანციას. სამების წირვას ვუყურე და ამბიონთან არ იცავდნენ დისტანციას”. – ამბობს ეპისკოპოსი რუსუდანი.

    მისი თქმით, ეს არის “ძალიან სელქციური მიდგომა, ვიღაცები უფრო თანაწორები არიან კანონის წინაშე და ვიღაცები ნაკლებ თანასწორნი”.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მრევლს ტაძარში სიარული ყოველთვის სურს, ამიტომ გადაწყვეტილებები წინამძღოლებმა უნდა მიიღონ.

    ,,ტაძარში მოსვლის ბედნიერება მართლა ძალიან დიდია და ცარიელ ტაძარში ღვთიმსახურების ჩატარება ძალიან რთულია, ურთულესია. ემოციურად ძალიან მძიმეა. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, არ მოსულიყვნენ, იმიტომ რო ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების ჯანმრთელად ყოფნა და უსაფრთხოება და მე მგონია, წინამძღოლი ვერასდროს წაუვა ამ პასუხისმგებლობას”,- აცხადებს ეპისკოპოსი რუსუდანი.

  • კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება არ რეაგირებს – კახიძე

    კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება არ რეაგირებს – კახიძე

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სრული კარანტინის პირობებში ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ხელისუფლება კი ამ დარღვევაზე დემონსტრაციულად არ რეაგირებს.

    მისი თქმით, ასეთი უსამართლობა სახელმწიფოს ძირს უთხრის.

    ,,იმას, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან ვერ ნახავთ. სრული კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ტაძრებში კრებს ხალხს, რომელთაც აზიარებს საერთო კოვზით, აკოცნინებს ჯვრებსა და ხატებს.

    ამაზე ხელისუფლება ასევე დემონსტრაციულად არ რეაგირებს, სამაგიეროდ, აჯარიმებს ოჯახის წევრებს, კეტავს პარკებს და მაღაზიებს, ზომავს სიცხეს…

    ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას და შესაბამისად, სახელმწიფოს ძირს უთხრის.

    ლოგიკურად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას ეს ამბავი აწუხებს, მაგრამ…

    შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ივანიშვილისთვის საქართველო არ არის სახელმწიფო, ის არის მისი სამშობლო, ცვრიანი ბალახი, მთა, მდელო, ხე და დენდრო პარკი.

    ამიტომ აქებენ გომელაური და წულუკიანი ეკლესიას, რადგან მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა. რადგან ასეთია ბიძინას დაკვეთა”,- წერს კახიძე.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესია წირვა-ლოცვას და ერთ კოვზით ზიარებას აგრძელებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.

  • სასწრაფოდ გამოიყოს 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი – ნათელაშვილი

    სასწრაფოდ გამოიყოს 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი – ნათელაშვილი

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს სახნავ-სათესი ვაუჩერები გადასცეს.

    მისი განცხადებით, ამისათვის თითოეულ ოჯახზე 500 ლარი უნდა გამოიყოს. ნათელაშვილმა, დღეს სოფელ დიღომში, ერთ-ერთი მოქალაქის ნაკვეთზე სიმბოლურად კარტოფილი დათესა.

    ,,კორონავირუსი მალე დამთავრდება და ხალხს კორონა შიმშილობა ემუქრება, რადგან არ არის სახნავ-სათესი რესურსი. ამასობაში ივანიშვილი მილიონებს  ხარჯავს, რომ ასწლოვანი ხეები ერთი ადგილიდან ამოთხაროს და მეორე ადგილზე გადაათრიოს. სასწრაფოდ 500-ლარიანი სახნავ-სათესი საგაზაფხულო პაკეტი, ესაა ერთადერთი გადარჩენა, რადგან უცხოეთიდანაც ვერ შემოვა. ახლა წყდება, ჩვენი ხალხი რას შეჭამს ხვალ, ზეგ და მაზეგ,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

    ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

    BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს.

    კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.

    ცნობისთვის, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 5 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

  • გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ – ბასილ კობახიძე

    გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ – ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე წერს, რომ ეხმიანება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და პატრიარქი სამებაში კომენტანდის საათის დროს მივა. მისი თქმით, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ.

    კობახიძე ამბობს, რომ მარტო ადგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც.

    ,,თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, ხომ ხართ ნორმალური ხალხი, ხომ ხედავთ მარტო დღეს რამდენი ხალხი შეიკრიბა ეკლესიებში, ხომ იცით რომ ეპიდაფეთქება იქნება. მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ. ხომ იცით რომ მარტო ადგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც, რადგან საპატრიარქო ოფიციალურად იწვევს ხალხს რომ მრავალჯერ შეიკრიბონ და არავინ იღებს ხმას”,- აცხადებს ბასილ კობახიძე.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, საპატრიარქო აცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, პატრიარქი ილია მეორე კი ლიტურგიაზე აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დრო, 23:00 საათზე მივა და ლიტანიობა ამ დროს დაიწყება. დღეს არქიდიაკონმა დემეტრემ სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის განრიგი გააცნო.

  • სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-სს გაადააჭარბა

    სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-სს გაადააჭარბა

    სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიხვმა 1013-ს მიაღწია. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

    1013 ინფიცირებულიდან 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

    ამასთან, ხელისუფლება აპირებს, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გაახანგრძლივოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ზომის მიღება არსებული მძიმე მდგომარეობის გამო გარდაუვალია.