Category: ახალი ამბები

  • ბერლინიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს

    ბერლინიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს

    ბერლინიდან საქართველოში დაბრუნებული 164 მოქალაქე სავალდებულო კარანტინში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს. უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

    სპეც  რეისი, „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ, ბერლინიდან გუშინ შესრულდა. შემდეგი რეისი ხვალ ამსტერდამიდან იგეგმება, რომლითაც ნიდერლანდებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება.

     

  • ჩეჩნეთში Covid-19–ით დაავადებულები ტერორისტებს გაუთანაბრეს

    ჩეჩნეთში Covid-19–ით დაავადებულები ტერორისტებს გაუთანაბრეს

    “Новая газета” წერს, როგორ ცხოვრობენ ჩენჩნეთში COvid19-ით დაინფიცირებული ადამიანები. გამცემა ამტკიცებს, რომ რამზან კადიროვმა ისინი პრაქტიკულად ტერორისტებს გაუთანაბრდა და ბრძანება გასცა მათ შესაბამისი მეთოდებით ებრძოლონ. გამოცემას წყარო უყვება, რომ მოსახლეობას ეშინია შესაბამის სტრუქტურებს ხველის, ტემპერატურის ან ვირუსის სხვა სიმპტომების შესახებ შეატყობინოს. ისინი ამჯობინებენ დაავადება დამალონ და სახლში მოკვდნენ.

     

  • ბრიტანეთს Covid19-ით სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ

    ბრიტანეთს Covid19-ით სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ

    ბრიტანეთი შესაძლოა ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა გახდეს. ასეთი ბრიტანეთის მთავრობის უფროსი მრჩევლის, ჯერემი ფერარის პროგნოზი. ბრიტანეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება მასობრივი ტესტირებით. ხელისუფლებას არ შეუძლია დროულად გამოავლინოს და იზოლირება გაუკეთოს Covid-19-ით დაინფიცირებულებს, რათა ვირუსის გავრცელება აღკვეთოს.

    ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აპრილის ბოლომდე ტესტირების საკითხს მოაგვარებს და დღეში 100 ათასამდე ადამიანს გატესტავს, თუმცა ბევრი მედიკოსი ამის რეალობას ეჭვქვეშ აყენებს.

    ამჟამად ბრიტანეთი ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა.  გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ქვეყანაში 10600–ს აჭარბებს.

    ბრიტანეთის მთავრობა დღეს საკარანტინო ზომების გადახედვას აპირებს, რომლებიც ქვეყანაში 23 მარტს შემოიღეს. შემსუბუქებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალი რჩება. ზოგიერთი მინისტრი პირიქით, კარანტინის გამკაცრების წინადადებით გამოდის, რადგან ბრიტანელები ძალიან თავისებურად იგებენ სახლიდან გამოსვლის და გასეირნების ნებართვას.

  • საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 266–მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 266–მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 266 –მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მონაცემები ასე გამოიყურება:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 67
    • მათ შორის გარდაცვლილი- 3
    • კარანტინის რეჟიმში – 4872
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
    • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3
  • “ივანიშვილმა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და  დაიმალა როგორც წრუწუნა, მათხოვარი და მშიშარა“–ლევან ბერძენიშვილი

    “ივანიშვილმა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და დაიმალა როგორც წრუწუნა, მათხოვარი და მშიშარა“–ლევან ბერძენიშვილი

    რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონოდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის შესახებ მთავარ არხზე, ნიკა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. წამყვანმა მას დაუსვა კითხვა, რატომ გაიმეტა ივანიშვილმა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ 100 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, როცა პიკასოს ნამუშევარში – დორა მაარი კატით რამდენიმე წლის წინ სამჯერ მეტი –  95 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    ბერძენიშვილის აზრით თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ივანიშვილი თავის ხალხს დაემალა:

    “ჩვენ გვერჩივნა სანამ 100 მილიონს გადაიხდიდა ერთხელ მაინც გამოჩენილიყო და თანაგრძნობა ეთქვა თავისი ხალხისთვის, რომ აგერ ვარ, ნუ გეშინიათ. საქმე ის გახლავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს რომ გაუჭირდა მაშინ გამოჩნდა, კლიპებში ჩაენაცვლა და ბილბორდებზე ჩაენაცვლა, და ახლა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და საერთოდ დაიმალა როგორც წრუწუნა. მათხოვარი და მშიშარა, წიწოლა ეს გაქცეული ბრძოლიდან ადამიანი. სამარცხვინოა და რა ასი მილიონი უშველის ამას ახლა . ჯობს სიცოცხლეს ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო რუსთაველმა თქვა. განსაცდელისთვის თქვა, მძიმე დღეებისთვის თქვა, ესეიგი ის უფრო მძიმე დღეები იყო სალომეს რო არ ირჩევდა ქართველი ხალხი? ასე გაირკვა, ვიდრე ის, როდესაც ეგზისტენციალური არსებობის საფრთხე დგას.

    და ამ დროს მან მოიცალა ხეების გადათრევისთვის. ამაშია საქმე. მას ეყო ზნეობრივი ძალა თუ უძლურება თუ უსინდისობა ამისთვის.

    მომხრეები იტყვიან, რომ ეს ძალიან კარგია, ხეებისთვის, ეს კარგია ეკოლოგიისთვის, ისინი ყველაფერს იტყვიან, მაგრამ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. მოგეხსენებათ საქართველოს ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ბოლო ხანებში, როდესაც თურქეთში აღმოჩნდა აშოტ კურაპალატის საფლავი.მე მეგონა რომ საქართველოს ხელისუფლება აშოტ კურაპალატს მიხედავდა და იმას გადმოასვენებდა. არა, ხეები ურჩევნია. ორი კაპიკი დაეხარჯა და ის პატიოსანი კაცი სამშობლოში დაებრუნებინა ეს ხომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვიმა თავის დროზე, როდესაც მას უთხრეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი შეიძლება გაიხსნას, მან თქვა, მერე ეს მე რას მაძლევსო. ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი დენდროლოგიური ჩანაფიქრი. დრუიდული სწავლების მიზედვით  რაც უფრო ძველი ხეები გექნება და ჩაეხუტები, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ანახოს თავისი შერცხვენა და ქართველი ხალხის მისგან განდგომა. დიდხანს უნდა იცოცხლოს, რომ ეს დაინახოს და მტკივნეული იყოს მისთვის და ინანოს, რომ კაპიკები ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის და რაც მთავარია სიტყვა ვერ გაიმეტა. თბილი სიტყვა ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის. ვის რად უნდა მაგისი მილიონები, რომლებსაც ყველამ იცის ვინ შეჭამს და ვინ დახარჯავს. “– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

  • ევრაზიული კავშირიდან წიწიბურის, ბრინჯის და სხვა რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა

    ევრაზიული კავშირიდან წიწიბურის, ბრინჯის და სხვა რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა

    12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთიდან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა.

    ეს გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის ძალაში დღეს, 12 აპრილს შევიდა. ექსპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.

    ექსპორტზე არ გავა შემდეგი პროდუქტები:

    • ხახვი;
    • ნიორი;
    • ჭვავი;
    • ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები;
    • წიწიბურა;
    • ბრინჯი;
    • მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან;
    • სოიო;
    • და მზესუმზირის მარცვლები.
  • ეკლესია იქცევა სწორად, რომ ღვთისმსახურებებს არ ცვლის, არავის ვეძახით, ხალხი თვითონ მოდის – მეუფე იაკობი

    ეკლესია იქცევა სწორად, რომ ღვთისმსახურებებს არ ცვლის, არავის ვეძახით, ხალხი თვითონ მოდის – მეუფე იაკობი

    საქართველოს საპატრიარქო აღდგომამდე  ღვთისმსახურების შეჩერებას აპირებს და სააღდგომო წირვასაც სავარაუდოდ მრევლის თანხლებით გამართავს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება საბოლოო გადაწყვეტილების დეტალები, თუმცა უკვე ცნობილია ვნების კვირის მსახურებების განრიგი,სადაც შაბათს 22:00 საათზე სააღდგომო წირვაა ჩანიშნული.

    სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება შეხვედრა საპატრიარქოში, სადაც მღვდელმთავრები პატრიარქის პოზიციას გაიგებენ. ჯერჯერობით კი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება , სასულიერო პირების ნაწილი აღდგომის წირვის ჩატარებას მრევლთან ერთად აპირებს და მრევლს ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი მრევლს, კანონის დაცვისაკენ.

    “ჩვენი ეკლესია იქცევა ძალიან სწორად, რომ ღვთისმსახურებებს არ ცვლის. არავის ვეძახით, რომ მოვიდეს, მაგრამ ხალხი თვითონ მოდის, ხომ ხედავთ. არ მიმაჩნია სწორად, რომ ღვთისმსახური ხალხის მოსაწონად ლაპარაკობდეს. შეიძლება ძნელია ამის თქმა, მაგრამ თუ მოვიდა ადამიანი, უნდა მიიღო”, – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა და 257-ს მიაღწია.

    მათგან 67 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 პაციენტი გარდაიცვალა.

    მის შესახებ ინფრომაცია ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    საკარანტინო რეჟიმში 4 872 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.

  • “აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა“–ნიკა მელია

    ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებში ხალხმრავლობას ფეისბუქ სტატუსით აფასებს და ერთ–ერთ ეკლესიასთან ხალხმრავლობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:
    “ასე აკურთხეს ბზა და ბზასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა.
    აჯარიმებენ ცოლ-ქმარს, რომელიც გვერდიგვერდ სხედან, აჯარიმებენ იმიტომ რომ არ ემორჩილებიან აკრძალვას.
    როდესაც ადამიანს კანონის დარღვევისთვის სჯი, აჯარიმებ სრულიად სამართლიანად და შემდეგ, უარესი დარღვევისთვის არ აჯარიმებ ვიღაც სხვებს, ის სრულიად სამართლიანი სასჯელიც მომენტალურად უსამართლო ხდება.
    რისთვის დავკეტეთ ბაზრები და რატომ დავტოვეთ ულუკმაპუროდ ამდენი ხალხი? რატომ გავაჩერეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი? იმიტომ რომ ხალხმრავლობა აგვეცილებინა თავიდან.
    რატომ არ იღებს ხმას ხელისუფლება? ან ოპოზიცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა) რატომ არ ვიღებთ ხმას სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად?
    ოპოზიციაში ვართ და ძალიან ბევრნი ხმის ამოღებას მაქსიმალურად ვერიდებით და ხელისუფლებაში რომ ვიყოთ, ალბათ კრინტსაც არ დავძრავდით.
    რა ხდება, ამომრჩეველს ვეპრანჭებით? ძვირი დაგვიჯდება ეს პრანჭვა.
    ვირუსი იფეთქებს და ჩვენც, ჩვენი დუმილით ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელნი ვიქნებით.
    ჩვენ, ჩვენი დუმილით თანამონაწილე ვართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების.
    საზოგადოებისთვის ერთ გარკვეულ ნაწილთან ასე უშნოდ გაპრანჭვა, ძალიან ძვირი დაგვიჯდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილთანაც და თვითონ იმ ნაწილთანაც, რომელსაც ვეპრანჭებით, რადგან ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხვდება, სად მთავრდება გულწრფელობა და სად იწყება პოპულიზმი.“– წერს ნიკა მელია.
  • თბილისში კარანტინი კიდევ ერთ კლინიკაში გამოცხადდა და დაიხურა

    თბილისში კარანტინი კიდევ ერთ კლინიკაში გამოცხადდა და დაიხურა

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტის შემდეგ კარანტინი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალშიც გამოცხადდა და დაიხურა.  პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ჰოსპიტლის სტრატეგიულის ხელმძღვანელის, ეკა სანიკიძის განაცხადებით, ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური.

    სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი 72 წლის ქალს PCR ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს. ექიმის თქმით, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ კორონავირუსის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის ქმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

    ,,ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“,- განაცხადა სანიკიძემ.

    სანიკიძემ ასევე აღნიშნა,რომ შედგენილია პაციენტების კონტაქტების სიები და ის მოკლეა, რადგან კლინიკაში რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილია.

    ,,ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიღება დავკეტეთ და არა კლინიკა. აუცილებლობა არ არის, რომ კლინიკა მთლიანად დავხუროთ და ნაოპერაციები პაციენტები სადმე გადავანაწილოთ, თუმცა ვისაც შემხებლობა ჰქონდა, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. დროებითი საბჭო შეიკრიბა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. როგორც კი პაციენტის ინფიცირების ფაქტი დადგინდა, მაშინვე შედგა სიები, ვისაც შეიძლებოდა მასთან 6 აპრილიდან დღემდე კონტაქტი ჰქონოდა“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.