Category: ახალი ამბები

  • ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე, მრევლი არ გააბრაზოთ – ინაშვილი ხელისუფლებას

    ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე, მრევლი არ გააბრაზოთ – ინაშვილი ხელისუფლებას

    “ახლა უნდა ვეზიაროთ, ვიაროთ წირვაზე, მრევლი არ გააბრაზოთ “, – ეს განცხადება  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

    ინაშვილის განცხადებით, ეკლესიამ და მრევლმა ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა  რადგან „დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია, ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. სამედიცინო პერსონალთან“.

    „რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება და მეჩვენება, რომ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე და არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ წავალთ და ვეზიარებით.“, – განაცხადა ირმა ინაშვილი.

  • აშშ საქართველოს 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს

    აშშ საქართველოს 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს

    ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

    „ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია. ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა“, – აცხადებს კელი დეგნანი.

    2 000 მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტები, რამდენიმე საათში ადგენენ ვირუსს.

     

     

  • რა უნდა გაკეთდეს კრიზისის პერიოდში -5 რეკომენდაცია ბიზნესგაერთიანებებისგან ხელისუფლებას

    რა უნდა გაკეთდეს კრიზისის პერიოდში -5 რეკომენდაცია ბიზნესგაერთიანებებისგან ხელისუფლებას

    საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, მთავრობას საკუთარ გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით მიმართავს და მას იმგვარი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

    “მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა.

    საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

     

    შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ არ გამოეთიშონ ეკონომიკურ პროცესს.ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონიმიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერსასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს.რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალ კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად.

    ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება.

     

    რეკომენდაციები

     

    • სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;

     

    • დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;

     

    • შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;

     

    • შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;

     

    • ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.

     

    ყველა ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.

     

    შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება.ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებსდაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას.შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე.

     

    მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.

     

    გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით”, – ნათქვამია ბიზნესგაერთიანებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ დაბრუნდება, თუ ციხეში იქნებიან პოლიტპატიმრები“ -გიგა ბოკერია

    “ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ დაბრუნდება, თუ ციხეში იქნებიან პოლიტპატიმრები“ -გიგა ბოკერია

    ოპოზიციური პარტიები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობის შეფარდებას მწვავე შეფასებას აძლევენ. ოპოზიცია თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით ოპოზიციასთან მიღწეული მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება.

    “ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. ის დაკავებულია იმ პოლიტიკური აქტივობის გამო, რომელსაც ის ეწეოდა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო რეპრესიული ნაბიჯი და ის უნდა იყოს თავისუფალი. ხელისუფლებას, ივანიშვილს და მის გუნდს, უნდა ახსოვდეს, რომ ახლა მთელი საზოგადოება არის კონცენტრირებული ამ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც დგას  მსოფლიოს წინაშე, მაგრამ ეს საფრთხე გადაივლის და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. იქნება არჩევნები და ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვერ დაბრუნდება თუ ციხეში იქნებიან პოლიტიკური პატიმრები”, – ამბობს გიგა ბოკერია.

    ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებმა შესაძლოა ივანიშვილის ხელისუფლებას სანქციებიც დააწესონ.

    “ოქრუაშვილი არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი, დევნილი და პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს მითითება სასამართლოზე, რომ ის დატოვონ პატიმრობაში. ყველა პოლიტ პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული. საჭიროა, საერთაშორისო სანქციებაზე მუშაობის დაწყება, არა მარტო ივანიშვილის მიმართ, არამედ იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც ასრულებენ ბინძურ დავალებებს”, – აცხადებს ნათელაშვილი.

  • საქართველოს მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა

    საქართველოს მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით გარდაიცვალა

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადასტურებს, რომ  ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა.

    “გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადების გამო. ამას დაემატა კორონავირუსი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში მის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა და ბუნებრივია  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის პროცედურები, რაც არის გათვალისწინებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით, იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით დაიკრძალება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

     

  • ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

    ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

    ოზურგეთში სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლის პირველ სართულზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

    შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

    ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

    ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

    ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

    ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოს ჰიმნი იტალიის ქუჩებში გააჟღერეს (ვიდეო)

    საქართველოს ჰიმნი იტალიის ქუჩებში გააჟღერეს (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც იტალიის ქუჩებში  საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს.

    იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 431 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით  სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაინფიცირდა 4 092.ვირუსით საერთო ჯამში გარდაიცვალა 19 899 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი 156 363 ადამიანს შეადგენს.

    ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 34 211 პაციენტი.

     

  • ქობულეთში სასწრაფოს ბრიგადას სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები დაეკარგა

    ქობულეთში სასწრაფოს ბრიგადას სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები დაეკარგა

    ქობულეთში, სოფელ გვარას გამშვებ პუნქტთან, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საეჭვო სიმპტომების პაციენტები დაეკარგა და ექიმებმა დახმარება ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს სთხოვეს, თუმცა პირები მალევე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია  “პირველი“ ავრცელებს.

    როგორც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სოფელ გვარადან კორონავირუსზე 4 საეჭვო სიმპტომების მქონე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ტრანსპორტირებისას მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

    „ორი საეჭვო პაციენტი სასწრაფოს ავტომობილში იმყოფებოდა, ხოლო ორი კერძო ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილში მყოფებს ბლოკპოსტზე შეფერხება მოუწია.როდესაც მედიკოსებმა შეამჩნიეს საეჭვო პაციენტები უკან არ მიყვებოდნენ, უკან დაბრუნდნენ. Covid-19-ზე საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტი მალევე იპოვეს“,- აცხადებენ სამინისტროში.

    ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა, საიდანაც  გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.

  • აღდგომის მერე ურჩი მრევლი  ბიოლოგიური ბომბივით იფეთქებს  – ქართველი ექიმის მძიმე პროგნოზი

    აღდგომის მერე ურჩი მრევლი ბიოლოგიური ბომბივით იფეთქებს – ქართველი ექიმის მძიმე პროგნოზი

    ქართველი ექიმი ლევან ხარაშვილი სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულს  ეხმაურება და აღნიშნავს რომ სწორედ ამ დღესასწარულის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით.

    აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს – წერს ექიმი ლევან ხარაშვილი სოციალურ ქსელში.

    „ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ”წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები – სპორტსმებობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები – ბოზობას …. ი რაზვე ეტო ნორმალნო“, – წერს ლევან ხარაშვილი.