Category: ახალი ამბები

  • აზიის განვითარების ბანკი კოვიდ-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ  დოლარამდე ზრდის

    აზიის განვითარების ბანკი კოვიდ-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ზრდის

    დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაასამმაგა ახალი კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) საპასუხო პაკეტი და დაამტკიცა საოპერაციო ცვლილებები, რაც ბანკს დახმარების უფრო სწრაფად და მოქნილად გაწევის საშუალებას მისცემს.

    აღნიშნული პაკეტი ADB-ის მიერ 18 მარტს გამოცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გაგრძელებას წარმოადგენს და მას 13.5 მილიარდი აშშ დოლარის რესურსით ავსებს, რაც ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებს კოვიდ-19-ით შექმნილი მწვავე მაკროეკონომიკური  და ჯანდაცვის  გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.

    ოცმილიარდიანი პაკეტიდან 2.5 მილიარდი შეღავათიან სესხებსა და გრანტებზე მოდის.

    „ეს პანდემია მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკურ, სოციალურ და განვითარების მიღწევებს აზიასა და ოკეანეთში, ამუხრუჭებს სიღარიბის შემცირების პროცესს და ეკონომიკებს რეცესიას უქადის,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „გაზრდილი, ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომლის დამტკიცება ჩვენი დირექტორთა საბჭოს მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, უფრო სწრაფად, მოქნილად და ქმედითად იქნება მიწოდებული ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის, რათა მათ პანდემიითა და ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაში დაეხმაროს.“

    ADB-ის ბოლო, 3 აპრილს გამოქვეყნებული შეფასება პანდემიის გლობალურ ზარალს მშპ-ს 2.3% და 4.8% შორის ვარაუდობს. არსებული პროგნოზით რეგიონული ზრდა 2020 წელს შარშან ნავარაუდევი 5.2%-დან 2.2%-მდე შემცირდება.

    ახალი პაკეტი მოიცავს კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ქვე-პროგრამას ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ახალი ქვე-პროგრამით 13 მილიარდ აშშ დოლარამდე დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების შერბილებისთვის ეფექტური ანტიციკლური ხარჯვითი პროგრამების შესამუშავებლად, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. საგრანტო რესურსი კვლავაც გამოიყოფა სწრაფი სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის და სახარჯი მასალის შესაძენად გაფართოებული შესყიდვების რესურსებიდან.

    ოცმილიარდიანი პაკეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. სესხები და საბანკო გარანტიები ფინანსურ ინტიტუტებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების გასაახლებლად მიეცემათ. გაზრდილი მიკროსაფინანსო სესხები, გარანტიები და პროგრამები გამოეყოფათ ფინანსური სახსრების საჭიროების მქონე მცირე და საშუალო, მათ შორის ქალების მიერ მართულ საწარმოებს იმ კომპანიების პირდაპირი დაფინანსების პარალელურად, რომლებიც კოვიდ-19-თან ბრძოლის საშუალებებს აწარმოებენ, ან პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.

    საპასუხო პაკეტი შეიცავს რამდენიმე შესწორებას ბანკის პოლიტიკასა და ბიზნეს პროცესში, რაც ADB-ის საშუალებას მისცემს კრიზისს უფრო სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ეს მოიცავს შიდა პროცესის დაჩქარებას, სხვადასხვა დახმარების არეალის გაფართოებას და მეტად ინდივიდუალურად მორგებულ სასესხო პირობებს.

    გაზრდილი პაკეტით გათვალისწინებული სრული დახმარება საერთაშორისოორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით განხორციელდება მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNICEF და გაეროს სხვა სააგენტოები, ფართო გლობალურ საზოგადოებასთან ერთად.

    ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებსმუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

  • ლაგოდეხში ძმისშვილმა მარტოხელა ბიძა ნაჯახით მოკლა

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალგორში მკვლელობა მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, ძმისშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით ბიძა მოკლა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შუახნის მამაკაცი მარტოხელა იყო და მას ძმისშვილი სტუმრობდა ხოლმე. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 272 -მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 272 -მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 272 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი.

    ინფორმაციისთვის, 272 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს  გადაუხდის–სავალუტო ფონდი

    საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის–სავალუტო ფონდი

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლება 6 თვის მანძილზე 150 ლარის დახმარებას მისცემს იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს. ასევე სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, ვინც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ. ეს ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ქვეყნების მიერ Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ზომების ჩამონათვალში საქართველოს გრაფაში წერია.  თუმცა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ განუცხადებია.

    აქვე მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები:

    მთავრობის მიერ 9 ძირითადი პროდუქტის –  ფქვილის, ხორბლის, მაკარონის, ბრინჯის, ზეთის, შაქრის, რძის ფხვნილის, ლობიოს, წიწიბურას  იმპორტის სუბსიდირება და აღნიშნულია, რომ ამ პროდუქტების მარაგის შესაქმენლად სახელმწიფო 50 მილიონს დახარჯავს. ფონდის ინფორმაციით საქართველოს მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემასაც ეკონომიკის აღსადგენად პოსტკორონავირუსის პერიოდში. გატარებულ ზომებში ნახსენებია ხელისუფლების გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისა და ტურისტული ბინესისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების შესახებ.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა, თუმცა გახარიას არ დაუკონკრეტებია, რაში დაიხარჯება კონკრეტულად ეს თანხა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ დრომდე გაატარა, როგორიცაა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება, გარკვეული რეგიონების საკარანტინო სივრცეებათ გამოცხადება და მათი ჩაკეტვა, ასევე სასწავლო პროცესის შეჩერება და საზღვრების ჩაკეტვა.

  • ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საპატრიარქოში მივიდნენ

    ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საპატრიარქოში მივიდნენ

    საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ.

    მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება.

    დღის პირველ ნახევარში, საპატრიარქოში, სავარაუდოდ, სასულიერო პირებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრა ილია მეორესა და სინოდის გარკვეულ წევრებს შორის ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაანონსებული. მთავარი თემა საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურება და სასულიერო პირების ტესტირება უნდა ყოფილიყო.

    ამ დრომდე ცნობილია ვნების კვირეულის განრიგი, რომლის მიხედვითაც, სააღდგომო ლიტურგია ე. წ. კომენდანტის საათის დროს ჩატარდება.

  • ვერ წარმომიდგენია ეკლესია მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდება –   მდინარაძე

    ვერ წარმომიდგენია ეკლესია მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდება – მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესია მოქალაქეების ჯანმრთელობას გაუფრთხილდება და ელოდება, რომ სააღდგომო მსახურებებისას რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავს.

    “მე დარწმუნებული ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია, მისი მესვეურები, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან. ამიტომ ველოდები, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომდევნო დღეებში საქართველოს ეკლესია და ზოგადად, ერიც და ბერიც მკაცრად დაიცავენ რეკომენდაციებს”, — განაცხადა მდინარაძემ.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    ლარი მცირედით გამყარდა

    13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.1349 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4227 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.98 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4629 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.9174 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან  შევა ძალაში.

  • ხაშურის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

    ხაშურის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

    კიდევ ერთი სოფელი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები.

    მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით.

    მანამდე ჩაიკეტა ქობულეთის ოთხი სოფელი, ასევე ლენტეხი, მარნეული და ბოლნისი. მიზეზი ყველა შემთხვევაში ადგილზე დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია.

    საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.

     

  • გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნის – Edison Research

    გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნის – Edison Research

    ეკლესიასთან დაკავშირებული განწყობები “ედისონ რისერჩმა” “ფორმულას” მიერ დაკვეთილ სატელეფონო გამოკითხვაში გამოიკვლია.

    გამოკითხულთა უმეტესობა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას საფრთხედ აფასებს.  კითხვაზე – “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ მოძღვრებს შეუძლიათ გააგრძელონ ხალხის ზიარება ერთი კოვზით. როგორ ფიქრობთ, უქმნის თუ არა საფრთხეს ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის დროს – დადებითი პასუხი გამოკითხულთა 60 პროცენტმა გასცა, 40% კი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

    ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით 1000 ადამიანი გამოკითხა.

  • “მაისიდან შესაძლოა დავიწყოთ ზომების ეტაპობრივად მოხსნა” – არჩილ თალაკვაძე

    “მაისიდან შესაძლოა დავიწყოთ ზომების ეტაპობრივად მოხსნა” – არჩილ თალაკვაძე

    საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა კარანტინის რეჟიმში 1 პრილიდან გადავიდა. შეზღუდული და გამკაცრებული რეჟიმის პირობებში საქართველო, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, განაგრძობს პანდემიასთან ბრძოლას. მმართველი უმრავლესობის აზრით, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაადგენილი წესები შესრულდება, სავარაუდოდ, მაისიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა. მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების ეტაპების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შესრულება.

    „თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და წესების დაცვა – მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას,  გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს. რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დაუბრუნდება საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.