Category: ახალი ამბები

  • ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – აშშ-ს საელჩო

    ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ის საელჩო საქართველოში 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, ეს საქმე სამართალწარმოების მიუკერძოებლობას აყენებს ჩრდილქვეშ.

    აშშ-ის საელჩო 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.

    ,,ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – წერი საელჩოს განცხადებაში.

    ირაკლი ოქრუაშვილი, გუშინ, 13 აპრილს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 20 ივნისის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის განმარტებით, ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი.

  • ბერძენიშვილი: ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ახლა ილია მეორე ულაწუნებს

    ბერძენიშვილი: ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ახლა ილია მეორე ულაწუნებს

    „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს აშანტაჟებენ.

    „ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს და ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს. ივანიშვილს, რომელიც აორთქლდა საერთოდ, რომელიც ერთადერთი ხელისუფალია, რომელიც არ ეჩვენება ხალხს. გახარიას კი ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს  და ილია მეორისგან ცალკე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია ზომები ეკლესიებში არსებული ხალხმრავლობის გამო, რითაც საგანგებო მდგომარეობის წესები ირღვევა, რომლის მიხედვით  სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი წირვებს  ესწრება. ამის გამო ხელისუფლებას მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია აკრიტიკებს და კანონის შერჩევით გამოყენებაში ადანაშაულებს.

    დღეს საღამოს საპატრიარქოში შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ  მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქთან შესახვედრად  საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე მივიდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური და ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

    შეხვედრის თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა სავარაუდოდ თემა სააღდგომო ლიტურია იყო, რომლის გამართვას საპატრიარქო კარანტინის მიუხედავად მაინც გეგმავს და მრევლისთვის ეკლესიების დაკეტვას არ აპირებს.

    მთავრობის წევრთა ნაწილმა გასულ კვირას თქვა, რომ ლიტურგიაზე არ მივა და სააღდგომო წირვას ტელევიზორში უყურებს.

  • აჭარაში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    აჭარაში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ცხრა თვის ბავშვს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კიდევ ერთ, ხუთი წლის ბავშვთან და ქალთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

    სამივე მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 272 დადასტურებული შემთხვევაა – აქედან 68 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

     

  • “მთავარია პანიკამ არ მოგიცვას“–ქართველმა ექიმმა ამერიკაში კორონავირუსი გადაიტანა

    “მთავარია პანიკამ არ მოგიცვას“–ქართველმა ექიმმა ამერიკაში კორონავირუსი გადაიტანა

    ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჩკორმა, რომელიც ამერიკის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მუშაობს, და კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს, თავადაც გადაიტანა კორონავირუსი. ამის შესახებ მან დღეს მთავარი არხის ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც ვირუსის ძირითადმა ფაზებმა უკვე გადაიარა. ის ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის შესახებ საქართველოში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ, რომ არ ენერვიულათ. ნანა გეგეჩკორი თვლის, რომ სავარაუდოდ ვირუსი პაციენტისგან გადაედო, როცა სამსახურიდან წასასვლელად გამზადებულს მოულოდნელად მოუწია პაციენტთან შესვლა კრიტიკული მდგომარეობის გამო. ის ეჭვობს, შეცდომა დაუშვა აღჭურვილობაში, რომელიც ნაუცბათევად მოირგო და შესაძლოა  ნიღაბი, რომელიც ნაუცბათევად შეარჩია, შესაძლოა მისი ზომის არ იყო. ექიმის თქმით, ნიღბის ზომის სწორად შერჩევა და მისი მორგება მნიშვნელოვანია.

    ის ყვება, რომ პაციენტთან ორი საათის განმავლობაში მოუწია პალატაში დარჩენა და პროცედურების გაკეთება, მათ შორის კათეტერის ჩადგმა. იმის გამო, რომ მარტო იყო და  დახმარება დაჭირდა, ტელეფონიც გამოიყენა. თვლის, რომ სავარაუდოდ მოგვიანებით ტელეფონის სტერილიზაცია დაავიწყდა. ნანა გეგეჩკორი ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ მუდმივად ელოდა რომ დაინფიცირდებოდა და მართლაც, ერთი კვირის თავზე ვირუსის სიმპტომები გამოაჩნდა. თუმცა ამბობს, რომ მან კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმით გადაიტანა.

     

    მომიწია პალატაში ყოფნა და პროცედურების გაკეთება, კათეტერის ჩადგმა. მარტო იყო, დახმარება ჭირდებოდა და ტელეფონი გამოიყენა. გარდა ამისა, ზუსტად ვერ იხსენებს, თუმცა არ გამორიცავს, რომ პაციენტის პალატაში ტელეფონიც გამოიყენა, მოგვიანებით კი მისი სტერილიზაცია დაავიწყდა. სავარაუდოდ ტელეფონი გამოიყენა ისე, რომ ტელეფონი დაბინძურებული იყო   ნანა გეგეჩკორი  ამბობს, რომ მან ვირუსი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გადაიტანა, თუმცა ქონდა მაღალი სიცხე, ძირითადად 40 გრადუსი, საშინელი სისუსტე. ექიმი ამბობს, რომ ის ფსიოლოგიურად წინასწარ იყო ამისთვის მომზადებული, თუმცა შიში მაინც ქონდა.

    მე გამიმართლა და მსუბუქი ფორმით დავავადდი.

    დაინფიცირების გზებზე ინფორმაცია იცვლება. თავიდან გვეგონა, რომ საკმარისი იყო ქირურგიული ნიღაბი, მერე აღმოჩნდა რომ არ არის საკმარისი. გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ბოლომდე არც ვიცით არის თუ არა ეს უფრო გავრცელებადი ვიდრე დღეს ვიცით, ამიტომაც სოციალური დისტანცირება არის აუცილებელი ამ სიტუაციის მართვისთვის.

    “ტესტი არ ჩამიტარებია,  ტესტს აქვს ცრუ უარყოფითი შედეგიც , ჩემი სიმპტომები იყო იმდენად კლასიკური,  უარყოფითი რომც ყოფილიყო, ჩემი მკურნალობის ტაქტიკას ეს მაინც არ შეცვლიდა.

    პირველივე დღიდან ვამზადები ჩემს თავს რომ ამის შანსი იყო ძალიან დიდი. რისკი ექიმებისთვის და ექთნებისთვის რომ ჩვენ იქ დავაავადდებით არის ძალიან მაღალი. რამდენად შესაძლებელია თავის დაცვა არც კი ვიცი. მომზადებული მყავდა ჩემი თავი და ვამზადებდი ოჯახს. მქონდა გეგმაც ორკვირიანი კარანტინის. წინასწარ ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად. რომ გითხრათ რომ არ შემეშინდა არ ვიქნები გულწრფელი. პირველად რომ აღმოვაჩინე რომ მქონდა ძალიან მაღალი სიცხე, პირველი რეაქცია იყო ის, რომ გამახსენდა ყველა ტრაგიკული შემთხვევა რაც მოხდა. გვყავდა ჩემი ასაკის პაციენტებიც, რომელთა შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.

    საქართველოში ვინც მყავს დღეს თქვენგან გაიგებენ. სანამ კარგად არ გავხდებოდი, არ მინდოდა რომ გაეგოთ და ენერვიულათ. დავურეკე ოჯახს, ავუხსენი მათ. ისედაც იზოლირებული ვიყავი ერთი თვე მანამდე, რომ რამე არ გადამედო.

    ასეთ დროს გჭირდება ექიმი შენ თვითონაც რომელსაც შეიძლება ენდო, იმიტომ რომ ბოლო–ბოლო ყველაფერი შეიძლება ისე გართულდეს, რომ  გადაწყვეტილებები საკუთარი თავისთვისაც კი  ვერ მიიღო.დავურეკე ზურაბ გურულს, რომელსაც ძალიან ვენდობი როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალს და ძალიან კეთილსინდისიერ ექიმს და მას ვთხოვე რომ გაეწია ამ პროცესის განმავლობაში სამედიცინო დახმარება. ასე მოხდა ჩემი კარანტინის დაგეგმარება. ზურასთან საუბარმა ძალიან დამამშვიდა. დავიწყე ჩვეულებრივად სიმპტომების მართვა. მქონდა თთქმის  ყველა სიმპტომი მსუბუქად გამოხატული. უმეტესად მაწუხებდა  ძალიან მაღალი სიცხე რომლის მართვა მედიკამენტებით არის რთული, ეს არ არის საშიში, მაგრამ  ძალიან ცუდი ასატანია, როცა გაქვს მაღალი სიცხე, გაქვს საშინელი ტკივილი მთელ სხეულში, გაქვს  თავის აუტანელი ტკივილი, ღებისნების შეგრძნება. გემო დავკარგე ფაქტიურად, ბოლომდე არც მაქვს ჯერ აღდგენილი. სხვა ყველა სიმპტომმა გამიარა. მქონდა ძალიან ძლიერი ტახიკარდია. ყველაზე მძიმე ასატანი აღმოჩნდა, რომ მქონდა საშინელი სისუსტე.წარმოუდგენელი, შემეშინდა კიდევაც, რომ გადაადგილებაც კი მიჭირდა ერთი–ორი დღე. შემდეგ ძალიან ადვილად გადავიტანე შემდეგი დღეები. რამდენიმე დღეა არც სიცხე მაქვს,არც სიმპტომები მაქვს. ძალიან ორგანიზებულად ვაკონტროლებდი საკუთარ თავს. მე მქონდა ძალიან მსუბუქი ფორმა.

    მე არ მჭირდებოდა არც კლინიკაში ყოფნა. ჩემი კლინიკდან ყოველდღიურად მიკავშირდებოდა ექთანი. იწერდა ჩემს მონაცემებს . ვიზომავდი სიცხეს, ჟანგბადის შემცველობას სისხლში. მაკონტროლებდა, როგორც ვაკონტროლებთ ხოლმე მსუბუქ პაციენტებს. საბედნიერდ მე არ მქონია არც ხველება და არც სუნთქვის უკმარისობა. მონდა ყველაფერი სხვა, მაგრამ ეს ორი მნშვნელოვანი რამ არ მქონია.

    როდესაც ავად ხარ ძალიან რთულია ამ დროს რაღაც აკეთო,მაგრამ  უნდა ეცადო, რომ სუნთქვითი ვარჯიშები აკეთო, ძალიან მცირე ვარჯიშები. თუნდაც ბურთი გაბერო რომ რაც შეიძლება მეტად ფილტვის აერაცია მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფილტვის ყველა კუთხე კარგად სუნთქავდეს და თან არ დაერთოს ბაქტერიული პნევმონია. ვეცადე რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გამეგრძელებინა ცხოვრება. ინტერნეტით აქტიური კონტაქტი მქონდა კოლეგებთან და განვიხილავდით ლიტერატურას, ვცვლიდით ინფორმაციას.

    მთავარია რომ პანიკამ არ მოგიცვას. თქვენს მაყურებელს საბედნიეროდ არ აქვს ნანახი ის საშინელებები, რაც ტრაგედიები, რაც მე გამოვიარე ჩემს პაციენტებთან ერთად. პირველი, რაც გამახსენდა იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდას შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, და ეს ფსიქოლოგიურად არ არის მარტივი, მაგრამ უნდა სცადო რომ მოერიო ამას. ამ დროს პანიკა არ არის საუკეთესო მეგობარი. ბევრი ეტაპი უნდა გაიარო, ბევრ რაღაცას გაუძლო, სწორად მართო. ოჯახის წევრებზეც ვფიქრობდი. არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი ჩემი პორბლემებით მოცული . ვფიქრობ, რომ ეს გეხმარება და ამან გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი შეიტანა. “– ამბობს ნანა გეგჩკორი.

  • საქართველოში COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა

    საქართველოში COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა

    COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას  report.ge ავრცელებს. როგორც ცნობილია  სასულიერო პირი ერთ-ერთი იმ მედიკოსის ძმაა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით სწორედ მამაოსგან გადაედო თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექთანს კორონავირუსი, რომელიც სამსახურში დადიოდა. სავარაუდოდ მისგან დაინფიცირდნენ დანარჩენი მედიკოსები. ინფიცირებულია ასევე სასულიერო პირის დისშვილი და დის დედამთილი.

    შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი თბილისის მედიცინის ინსტიტუტის რამდენიმე მედიკოსს დაუდასტურდა. 

  • მუცლის არეში ტკივილი და დიარეა – მარინა ენდეალაძე  კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობს

    მუცლის არეში ტკივილი და დიარეა – მარინა ენდეალაძე კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობს

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას კორონავირუსის იმ სიმპტომებზე ისაუბრა რომლებიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო.

    როგორც ენდელაძე აღნიშნავს რეცეპტორები, რომლებიც იღებენ ვირუსს, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები.

    „რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები. იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან CoVID-19.ამდენად მე ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ წინა პლანზე არ არის წამოწეული, თორემ ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“, – განმარტავს ინფექციონისტი..

  • საპატრიარქოში შეხვედრაზე გახარია და  მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ

    საპატრიარქოში შეხვედრაზე გახარია და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ

    საპატრიარქოში შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ  მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქთან შესახვედრად  საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე მივიდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური და ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

    შეხვედრის თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა სავარაუდოდ თემა სააღდგომო ლიტურია იყო, რომლის გამართვას საპატრიარქო კარანტინის მიუხედავად მაინც გეგმავს და მრევლისთვის ეკლესიების დაკეტვას არ აპირებს.

    მთავრობის წევრთა ნაწილმა გასულ კვირას თქვა, რომ ლიტურგიაზე არ მივა და სააღდგომო წირვას ტელევიზორში უყურებს.

    ხელისუფლებას დღემდე არ მიუღია ზომები ეკლესიებში არსებული ხალხმრავლობის გამო, რითაც საგანგებო მდგომარეობის წესები ირღვევა, რომლის მიხედვით  სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მიუხედავად ამისა, ეკლესიებსა და ტაძრებში მსახურება გრძელდება და მრევლი წირვებს  ესწრება. ამის გამო ხელისუფლებას მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიცია აკრიტიკებს და კანონის შერჩევით გამოყენებაში ადანაშაულებს.

     

  • ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა

    ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა

    ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორზე იაროსლავ ემელიანენკოზე დაყრდნობით იუწყება.

    მისი თქმით, ხანძარმა ატომურ ელექტროსადგურამდე მიაღწია.

    „ამ დროისთვის ხანძარი სადგურიდან ორ კილომეტრშია, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მაღალი აქტიურობის რადიოაქტიური ნარჩენებია“, – აცხადებს ემელიანენკო.

    როგორც ცნობლია, ჩერნობილის მახლობლად ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

  • 3 მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. საკარანტინო ზომები შემსუბუქდა

    3 მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. საკარანტინო ზომები შემსუბუქდა

    ორშაბათიდან 3  მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა დაინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს და ხელისუფლებამ გადაწყვიტა თანდათანობით მოხსნას შეზღუდვები, რომლებიც 30 მარტს შემოიღო. მუშაობის განახლება შეძლო ნაწილობრივ სამშენებლო სექტორმა.

    თუმცა მკაცრი ზომების შემსუბუქებამ საზოგოადოების ნაწილის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. პროფკავშირები და ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობენ, რომ პანდემიის ხელახალი აფეთქება მოხდება, რომელმაც ესპანეთში 17500 ადამიანი შეიწირა. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეღამეში ქვეყანაში თანდათანობით იკლებს და ორშაბათს 517 შეადგინა. ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით სულ 170 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 65 გამოჯანმრთელდა.

    ესპანეთის მთავრობამ შაბათს დაადგინა წესები იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურში დაბრუნდება კარანტინის და თვითიზოლაციის შემსუბუქებული წესების ფონზე. კომპანიებმა, რომლებიც მუშაობას განაახლებენ თანამშრომლებს თავდაცვის საშუალებები უნდა მიაწოდონ და უნდა უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთისგან 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

    ბრალდებაზე, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა ნაადრევი იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ მთლიანობაში კარანტინი და მის დაცვაზე კონტროლში ნარჩუნდება.

    კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის მიზნით ხელისუფლებამ შემოწმებები გაამკაცრა და მოსახლეობას დაახლოებით 10 მილიონი დამცავი ნიღაბი დაურიგა, რომელთა ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა. პოლიციელები ნიღბებს მოქალაქეების მეტროს შესასვლელებშიც ურიგებენ.  გარკვეული დისტანცია მოქალაქეებს შორის ტრანსპორტშიც უნდა იყოს დაცული. მადრიდის მეტროპოლიტენის მონაცემებით მგზავრების რაოდენობა გასულ ორშაბათთან შედარებით 35%–ით გაიზარდა, თუმცა ეს მაინც 80%–ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.

    ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების შენელება იმედის აჩენს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: აპრილის დასაწყისში აქ დღეში 950 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ქვეყანამ მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით დაზარალდნენ სამედიცინო მუშაკები – დაინფიცირებულთა 15%, ანუ დაახლოებით 25 000 ადამიანი მედიცინის მუშაკია.

  • COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია ვიდრე 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია – ჯანმოს დირექტორი

    COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია ვიდრე 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია – ჯანმოს დირექტორი

    ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია, – ამის შესახებ განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.

    როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი, აცხადებს კოროანვირუსის მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით “გვაწვდის უფრო ნათელ სურათი ამ ვირუსის შესახებ, თუ როგორ იქცევა ის, როგორ უნდა შევაჩეროთ და როგორ ვებრძოლოთ მას. ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის სასიკვდილოა – 10-ჯერ სასიკვდილო, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია”, – განაცხადა  ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

    2009 წელს ღორის გრიპის პანდემიას, რომელიც H1N1 გრიპის ვირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200 000 ადამიანი ემსხვერპლა მთელს მსოფლიოში.