Category: ახალი ამბები

  • ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, რომ მრევლს ავუკრძალოთ ტაძარში მისვლა, არ იქნება მართალი – მეუფე დავითი

    ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, რომ მრევლს ავუკრძალოთ ტაძარში მისვლა, არ იქნება მართალი – მეუფე დავითი

    აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი აცხადებს, რომ ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ,,საყოველთაო გაფიცვას”.

    ,,ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისაებრ ის სიფრთხილემ რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება. გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო, ერთი შეხედვით , გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ან ტაძარში ან სამსახურში. ამას რაღაც გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი, რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. ის რომ ამ ერთი სასულიერო პირის ავადობამ გამოიწვიოს, ის რომ მრევლს ავუკრძალოთ [ტაძარში მისვლა], არ იქნება მართალი”,- ამბობს მეუფე დავითი.

    საქართველოში სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა რამდენიმე დღის წინ წირვა თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.

    ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.

  • დავიღალე პაციენტების შემოწმებით.. ცოცხალია თუ არა – ნიუიორკელი ექთნის ემოციური მიმართვა  (ვიდეო)

    დავიღალე პაციენტების შემოწმებით.. ცოცხალია თუ არა – ნიუიორკელი ექთნის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

    ინტენსიური თერაპიის ამერიკელი ექთანი დინეილ შმალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს, ვიდეოჩართვისას ატირდა. ის ყვება რომ ყოველდღიურად უწევს პაციენტების შემოწმება ცოცხლები არიან თუ არა.

    „სახლში დაბრუნებისას მთელი გზა ვტირი. მგონია რომ ადამიანები საერთოდ ვერ ხვდებიან რამხელა სტრესის ქვეშ ვართ სამედიცინო პერსონალის თანამშრომლები. ასეთი მძიმე სიტუაციებისთვის  მთელი ცხოვრება ვემზადებით, მაგრამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. დავიღალე.. რთულია.. ყოველდღიურად მიწევს პაციენტების შემოწმება ცოცხლები არიან თუ არა… ხანდახან მგონია ხალხს ავიწყდება რომ ჩვენც ადამიანები ვართ.. ჩვენ ემოციები გვაქვს.. რაც პაციენტებს ვნებს ის ჩვენც გვნებს მაგრამ მე  არ შემიძლია რომ ეს თქვენ დაგანახოთ და გამოხვატო.  “, – ამბობს 35 წლის დინეილ შმალი.

    მისი თქმით, გარდა მძიმე პაციენტებისა მის თვალწინ მისი კოლეგებიც დაიღუპნენ რაც უფრო მეტად ამძიმებს და ართულებს სიტუაციას.

  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

    ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

    ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს, 2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე შევა ძალაში.

    ,,კერძოდ:

    • ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;

    • ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;

    • იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.

    ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები”,- წერს საელჩო ოფიციალურ განცხადებაში.

  • ,,დაბოღმილი ილია მეორის კაპრიზებს უნდა გადავყვეთ ყველანი?” – კობახიძე მღვდლის ინფიცირებაზე

    ,,დაბოღმილი ილია მეორის კაპრიზებს უნდა გადავყვეთ ყველანი?” – კობახიძე მღვდლის ინფიცირებაზე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე სასულიერო პირის კორონავირუსით დაინფიცირებას ეხმიანება. მისი თქმით, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, სადაც ინფიცირებული წირვაზე იმყოფებოდა, 48 საათით დაკეტეს, რათა აღდგომას ისევ გახსნან.

    კობახიძე ამბობს, რომ კარანტინის დროს დანარჩენ ეკლესიებს ,,ფანატიკური კაპრიზის და მკვლელი ინფანტილიზმის გამო” არ კეტავენ.

    ,,მღვდელს დაუდგინდა კორონავირუსი. მსახურობს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ფილარმონიასთან. ეს ეკლესია და გვერდით ლურჯი მონასტერი დაკეტეს კარანტინზე 48 საათით. ანუ შეიძლება ხომ ეკლესიის დაკეტვა კარანტინზე. დანარჩენებს რატომ არ კეტავენ? ფანატიკური კაპრიზის და მკვლელი ინფანტილიზმის გამო. თან ეს ორი ეკლესიაც მხოლოდ 48 საათით დაკეტეს, რათა აღდგომას მაინც გახსნან, შეკრიბონ ხალხი და დაავირუსონ. დაბოღმილი ილია მეორის კაპრიზებს უნდა გადავყვეთ ყველანი?”, – აცხადებს კობახიძე.

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ წირვა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.

    იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.

  • მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს COVID-19 ინფიცირებული მღვდლის ექთანი დისგან გადაედო

    მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს COVID-19 ინფიცირებული მღვდლის ექთანი დისგან გადაედო

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტის მთავარი ექიმის, ლევან ყურაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით სულ 5 თანამშრომელია ინფიცირებული. კლინიკა დახურულია და კარანტინია გამოცხადებული.

    ყურაშვილის თქმით, კლინიკის ერთ ექიმსა და სამ საშუალო მედპერსონალს ვირუსი ერთ-ერთი საშუალო მედპერსონალისგან გადაედოთ, რომელიც არის ინფიცირებული სასულიერო პირის და.

    ,,მე გიდასტურებთ ერთ რამეს, რომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად, ჩვენი თანამშრომელი, რომელიც არის საშუალო მედპერსონალი და რომელიც არის ინფიცირებული და იყო სიმპტომური, იმისგან მოხდა ვირუსის გავრცელება კლინიკის შიგნით. მისი ძმა, მისი ოჯახის წევრი სასულიერო პირია, თუ არაა სასულიერო პირი, ეს უკვე არ არის ჩემთვის ცნობილი,”- განაცხადა მედიცინის ინსტიტუტის მთავარმა ექიმმა.

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებული სასულიერო პირი თავის 3 ოჯახის წევრთან ერთად კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ის ამბობს, რომ რომელს რომლისგან გადაეცა ვირუსი, ჯერჯერობით არ იციან.

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ წირვა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა. 

  • ვისთან ჰქონდა შეხება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

    ვისთან ჰქონდა შეხება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

    სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიციფრების გამო, ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის. ამის შესახებ  ეკლესიის დარაჯმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ეკლესიაში სულ 6 სასულიერო პირი მსახურობს. დარაჯის განმარტებით, პირადად მან დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა. თუმცა, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.

    დაცვის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან ერთ ცვლაში მუშაობდა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანეს.

    თავის მხრივ სასულიერო პირის დაინფიცირებაზე კომენტარს აკეთებს საპატრიარქო. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, დაინფიცირებული მოძღვარი ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მსახურებას კი სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

    კონტაქტებს შორის მოიაზრებიან: ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები, მეზობლები და ის პირები, რომლებიც კასპიდან თბილისში მასთან ერთად მგზავრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულს კონტაქტი სასულიერო პირებთან, თუმცა ცნობილია, რომ დაცვის ყველა თანამშრომელს სამუშაო ცვლის დროს სასულიერო პირები ლოცავენ.

  • ფინანსთა სამინისტროს სახაზინო აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

    ფინანსთა სამინისტროს სახაზინო აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს,  2020 წლის 14 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

    ,,აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392 პროცენტით განისაზღვრა”,- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

  • ნორმალურ ვითარებას სჭირდება შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია, სიბრიყვეა – ბოკერია

    ნორმალურ ვითარებას სჭირდება შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია, სიბრიყვეა – ბოკერია

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კორონავირუსის კრიზისის ფონზე საქართველოს დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებული საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს და საერთაშორისო მეგობრები ყურადღებას არ მიაქცევენ.

    ,,იმ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება, ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება, არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის.

    კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მაგრამ მე გავრისკავდი და ვიტყოდი მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების სახელით, რომ ახლა ჩვენ გვაწუხებს ეს უმძიმესი გამოწვევა, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს და ჩვენ გვექნება არჩევნები და საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და არავინ არ მიაქცევს, არის უბრალოდ სიბრიყვე, ოღონდ ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვე და ამ ფასს გადაიხდის თვითონ ივანიშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაიხდის ქვეყანაც”,- ამბობს ბოკერია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ინსტრუმენტებით შეასრულებს ხელისფულება პირობას და მთავარია შედეგი, მისივე თქმით, პოლიტპატიმრების ნაწილის შესრულების გარეშე, შეთანხმება მთლიანად ჩაიშლება

    ,,ყველა ის პირი, ვისაც ეს მოლაპარაკება ეხებოდა უნდა გათავისუფლდეს. რაზეც ღია ტექსტშია საუბარი – არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური მოტივით არის გამოყენებული სამართლებრივი ინსტრუმენტი და შთაბეჭდილება კი არა, უაშკარავესი სურათი გვაქვს ოქრუაშვილზე, რურუაზე, უგულავაზე”, – ამბობს ბოკერია.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა და აღნიშნა, ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას.

    საელჩომ ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდა სრულად დაიცვან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

    8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მართლმსაჯულების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის განმარტებით, ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი.

  • დავით ბაქრაძე: 3 მიზეზი, რატომ ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად

    დავით ბაქრაძე: 3 მიზეზი, რატომ ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად

    ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატო ვერ ჩაითვლება შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა.

    „სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი – საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია.

    მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება.

    მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 6 თვის მანძილზე 150 ლარის დახმარებას მისცემს იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

    ეს ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ქვეყნების მიერ Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ზომების ჩამონათვალში საქართველოს გრაფაში წერია. 

  • საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

    საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

    საქართველოს საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელს COVID-19 დაუდგინდა.

    საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება დაცვის იმ თანამშრომლებსაც უტარდებათ, რომლებსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.

    მისივე განცხადებით, ინფიცირებულს პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია.

    დაცვის თანამშრომელი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობდა და სამსახურში იქიდან დადიოდა.

    ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. მასთან შემხებლობაში მყოფი რამდენიმე პირი უკვე კარანტინში გადაიყვანეს.