Category: ახალი ამბები

  • წლის ბოლომდე  ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი – გახარია

    წლის ბოლომდე ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი – გახარია

    წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი. მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.

    „თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ კრიზისული მართვის პერიოდში და ვსაუბრობთ კრიზისის პერიოდში მართვაზე. შესაბამისად, ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფიც, რომელიც შექმნილია როგორც უწყებათაშორისი საბჭოს გაგრძელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა რაღაც თეორიული საუბრებისთვის, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამოცანა მარტივია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად, ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ერთ და ორ თვეში ვერ აღვიდგენთ იმ სასტარტო პირობებს, რომლებიც ჩვენ 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ 1,5-2 წლის განმავლობაში უნდა აღვიდგინოთ. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს იმ მუშაობისთვის, რომელიც მათ ერთობლივად, კოორდინირებულად გასწიეს დონორებთან და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF). ფონდის თანამშრომლობის გაფართოებული პაკეტი, რომელიც 450 მილიონამდეა, უკიდურესად მნიშვნელოვანია და აქედან 200 მილიონი უახლოეს დღეებში, აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება. დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას, სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება, ისევე, როგორც დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იგივე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორისთვის. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილ ჩეკებზე ტრამპის სახელი დაიწერება

    ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილ ჩეკებზე ტრამპის სახელი დაიწერება

    აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი იმ ჩეკებზე დაიბეჭდება, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებულ მილიონობით ამერიკელს გაეგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა “The Guardian” ავრცელებს. 

    ” (IRS) შიდა შემოსავლების სამსახურს  წყაროზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 000 $  ჩეკები, რომელსაც 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ფარგლებში გაუგზავნეს ამერიკელებს, დონალდ ტრამპის სახელს ატარებენ და ასევე წარწერას ” – „ეკონომიკური შედეგების გადასახდელი“.

     

  • რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

    რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

    ბოლო 24 საათში, რუსეთში  კორონავირუსით ინფიცირების 3 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების დღიდან ქვეყანაში.

    წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 588 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქ მოსკოვში.

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გასამკლავებლად ეროვნული გვარდიის გამოყენება გახდეს საჭირო.

    ამ დროისთვის რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ  24 490-ს მიაღწია. გარდაიცვალა 198 პაციენტი.

  • ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება

    ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება

    ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება, – ამის შესახებ “პირველ არხს” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

    მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო – 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.

    “ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა – 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში – სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები”, – განაცხადა შალამბერიძემ.

  • პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს  – ოქრუაშვილი

    პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს – ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს.ის ხაზს უსვამს იმას, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმება არ სრულდება, როცა ქვეყანა მთლიანად საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული.

    „პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

  • დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ! – ლევან რატიანი

    დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ! – ლევან რატიანი

    “დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავჩეთ” – ამის შესახებ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს და მოსახლეობას მიმართავ.

    „მივმართავ მოსახლეობას. დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ. ძალინ ვთხოვ ყველას. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ყველას, თუ არ დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ დესოციალიზირებულები.

    თუ არ დავიცავით ერთმანეთი, დადგება მომენტი, როცა ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

  • ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო როცა მითხრეს სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა – ტრამპი

    ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში მაშინ იყო როცა მითხრეს სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე გასულ თვეს იყო, როცა გაიგო, რომ აშშ-ში სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ.

    „ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთი თვის წინ იყო, როცა ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ, ჩემმა გუნდმა მითხრა, რომ ჩვენ დაგჭირდებოდა 130 000 სასუნთქი აპარატი და რომ ჩვენ არ გვქონდა ასობით ათასი აპარატი, რომელიც გვჭირდებოდა. ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ“,- განაცხადა ტრამპმა.

    ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის 614 246 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 26 064 ადამიანი ემსხვერპლა.

  • შეამოწმეთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია… – კალაძის თხოვნა ქალაქიდან გამსვლელ თბილისელებს

    შეამოწმეთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია… – კალაძის თხოვნა ქალაქიდან გამსვლელ თბილისელებს

    თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას, მოუწოდებს საცხოვრებელი ბინებისა და სახლების დატოვებამდე ყურადღებით შეამოწმონ, არის თუ არა გამორთული ბუნებრივი აირი, წყალი და დენი, რათა ფატალური შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

    „თბილისელებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ, კარგად შეამოწმონ ბინები, ყურადღება მიაქციონ საკუთარ საცხოვრებელში ბუნებრივი აირის გამორთვას, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის გამორთვას იმიტომ, რომ ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. შეიძლება, ბუნებრივი აირი დარჩეს ჩართული და ამან ფატალური შემთხვევები გამოიწვიოს. ამიტომ ყველას მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ ამ მიმართულებას, შეამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი ბინები, სახლები, გამორთეთ ბუნებრივი აირი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ, რადგან ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევა ამ მიმართულებით“, – მიმართავს კალაძე მოსახლეობას. 
  • ლილოში  მრავალსართულიან კორპუსში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდგინდა

    ლილოში მრავალსართულიან კორპუსში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდგინდა

    ლილოს დასახლებაში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებ დედა-შვილს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

    როგორც ირკვევა, დედა-შვილი სპეციალური ეკიპირებით სასწრაფომ გუშინ წაიყვანა.
    ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულების კონტაქტი არავის შეუსწავლია, თუმცა კორპუსს დეზინფქცია მაცხოვრებლების ძალებით  ჩაუტარდა.

    ადგილობრივების თქმით, საჭიროა სწრაფი ტესტების ჩატარება, რადგან ინფიცირებულები საერთო ლიფტით სარგებლობდნენ.

  • მოხუცთა რეზიდენციაში ვმუშაობდი, ბევრი აღარ არის, არ მინდა საქართველოშიც იგივე მოხდეს – ბასილ კობახიძე

    მოხუცთა რეზიდენციაში ვმუშაობდი, ბევრი აღარ არის, არ მინდა საქართველოშიც იგივე მოხდეს – ბასილ კობახიძე

    ყოფილი სასულირო პირი, ბასილ კობახიძე აღდგომის დღეებში საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე  სოციალურ ქსელში წერს.

    “ხვალ უამრავი ხალხი შეიკრიბება ეკლესიებში, დიდი ხუთშაბათია. მედია დუმს ამაზე, თითქოს მხოლოდ აღდგომაზე იყოს შეკრება. მე ახლა ვარ საფრანგეთში. ერთი თვეა მკაცრი კარანტინია, სულ ოდნავი სიკეთე ეტყობა. უამრავი ხალხი დაიღუპა და იღუპება. აი ჩემგან, ტრასის იქით, არის მოხუცთა რეზიდენცია. კორონამდე მანდ ვმუშაობდი კარისკაცად, ყველას ვიცნობდი თითქმის და აღარ არიან ძალიან ბევრი. არ მინდა რომ ეს მოხდეს საქართველოში და რა ვქნა არ ვიცი. გახარიას კრიტიკა არ შეიძლებაო პატიოსანი ბიჭიაო, ამირან გამყრელიძის კრიტიკა არ შეიძლება უმაღლესი პროფესიონალი და ჩვენი ახლობელიაო, პატრიარქის არ შეიძლება, ჩვენი ღმერთიაო, მაშინ ჩემი დედაც ვატირე, ეს შეიძლება, მაგრამ საქმეს რითი წაადგება? ხალხმა უნდა გამოხატოს დიდი და ძლიერი მღელვარება სოციალური ქსელებით და დარეკვებით, ეს მღელვარება უნდა მივიდეს მთავრობამდე და ეკლესიამდე, რომ იმათ ნახონ რომ ძალიან ბევრი ადამიანია აღშფოთებული” – წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.