Category: ახალი ამბები

  • საპატრიარქოსთან შევთანხმდით – ტაძრები არ დაიხურება, დისტანცია იქნება დაცული – ჩიქოვანი

    საპატრიარქოსთან შევთანხმდით – ტაძრები არ დაიხურება, დისტანცია იქნება დაცული – ჩიქოვანი

    პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

    ჩიქოვანის თქმით, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია.

    „ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

    მისი თქმით, ყველა ტაძართან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ნორმების დაცვას უზრუნველყოფენ.

  • მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე დატოვებს  – დეკანოზი ანდრია  ჯაღმაიძე

    მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე დატოვებს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

    “კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენს მცდელობას რომ ვზრუნავთ და არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

    მთავრობის განცხადებით, საპატრიარქოსთან შეთანხმდნენ, რომ დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

  • წამლების დეფიციტი – ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ

    წამლების დეფიციტი – ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ

    ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პრეპარატი ფენილკეტონური, რომელსაც მოზარდთა ჯგუფები იყენებენ და რომელის უალტერნატივო საკვები დანამატია, დეფიციტშია, ჯანდაცვის სამინისტრო კი მათ კითხვებს არ ვერ პასუხობს.

    წამლების დეფიციტის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 აპრილს განაცხადა რომ  გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის საჭირო წამალი ქვეყანაში არ არის, ის უკვე შეკვეთილია, თუმცა არსებობს ამ წამლების ალტერნატივებიც.

    ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის მშობლების თქმით, წამლის ალტერნატივა არ არსებობს.

    ადამიანთა უფლებების ცენტრში ამბობენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია მარაგები დროულად შეავსოს.

    სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მისაღები წამლების მარაგის შევსებას ფენილკეტონურიის დიაგნოზთ 150-მდე პაციენტი ელოდება. მოქალაქეები საკვები დანამატის შეძენას თავად მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებენ. 1 თვის წამლის ღირებულება საშუალოდ 2 000 ლარია.

  • საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

    საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

    მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.შესაბამისი გადაწყვეტილება 21:00 საათიდან ძალაში შევიდა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა ვირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზეა.

    “15 აპრილის 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალა 10 დღით” , – განაცხადა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

    დაშვებულია გამონაკლისებიც,რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს – 144-ს.

    დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.

    როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:

    სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

    საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

    საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

    ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

    ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

    ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

    სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

    მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

    სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

    საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

    კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

    საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

    დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

    ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს

  • 16 აპრილს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

    16 აპრილს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

    ხვალ დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.  როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა მიბრძანდება თუ არა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტაძარში, ჯერჯერობით უცნობია.

    წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.

    დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

    ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

  • ხშირად ექიმები პაციენტებს ეუბნებიან, სეზონურ ვირუსს ჰგავს, მოდი, არ გინდა ტესტირებაო – ბუწაშვილი

    ხშირად ექიმები პაციენტებს ეუბნებიან, სეზონურ ვირუსს ჰგავს, მოდი, არ გინდა ტესტირებაო – ბუწაშვილი

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ალგორითმის აღსრულებაში პრობლემებია, რადგან პაციენტების გაფილტვრა ხდება და ყველას ტესტირება არ უტარდება.

    ,,დღევანდელი ალგორითმი საკმარისია, მთავარია ამის შესრულება იყოს ეფექტური. ახლა უკვე ეს არის პრობლემა. თუ ყველას, ვინც ამ ალგორითმში წერია, ჩაუტარდა კვლევა  და არ დავიწყეთ გაფილტვრა – კარგი იქნება. გაფილტვრის ნიშნები არის. თუ ეს არ მოხდა აღნიშნული ალგორითმი სრულიად ეფექტურია.

    თუ იქ რაც წერია, იმ კრიტერიუმების მიხედვით ეფექტურად მოხდება ტესტირება იქნება კარგი. მაგრამ აქაც პრობლემებია, ვგულისხმობ იმას, რომ სიმპტომებიანების ბოლომდე ტესტირება არ ხდება. ხშირად ექიმები ეუბნებიან, რომ ეს სეზონურ ვირუსს ჰგავს და მოდი, არ გინდა ტესტირება“,  – ამბობს მაია ბუწაშვილი.

    მისი თქმით, ეს ვითარება შესაძლოა ტესტებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობით იყოს გამოწვეული, თუმცა ინფექციონისტებს სჭირდებათ ტრენინგი, რათა ალგორითმის ეფექტური შესრულება შეძლონ.

    „ხელმომჭირნეობის თემაც არის და ასევე ექიმებისთვის არის ახალი თემა და ინსტრუქტაჟი. მეტი სჭირდებათ, რომ არ გამორჩეთ ადამიანები“, – თქვა ბუწაშვილმა.

    მისივე თქმით, მსუბუქსიმპტომიან პაციენტებს მაქსიმალურად უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება, რადგან მათ ვირუსის ქონის მაღალი ალბათობა აქვთ.

  • თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ  პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს –  ენდელაძე

    თუ მოსახლეობამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

    თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება, მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს თანაც ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ მოახერხოს ამ პაციენტების მოვლა , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

    „ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში, საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ, თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა. თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

    მარინა ენდელაძის თქმით, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე „არცერთმა არ ვიცით ვართ თუ არა ინფიცირებულები“ და ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

    „აქამდე ჯანდაცვის სამინისტრომ და მედიცინამ ძალიან კარგად ვიარეთ. ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ. ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ, გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება. ახლა ის ეტაპია როდესაც ჩვენ არცერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    ლარი მცირედით გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1334 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1334 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4173 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 71

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 71

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს პირველადი ტესტი 12 პაციენტის ჩაუტარდა და 12-ვე უარყოფითი იყო, ხოლო 2 პაციენტთან განმეორებითმა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განკურნებული არიან.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 306 შემთხვევაა, მათგან 3 გარდაიცვალა.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ციხელაშვილი

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ციხელაშვილი

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ აქვთ, რადგან რეგიონი რამდენიმე თვეა იზოლირებულია, ასეთმა მიდგომამ კი 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    ,,იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა საუბედუროდ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

    დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რეჟიმის ამგვარმა მიდგომებმა, რომლებიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, სრულიად უკანონოა, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უფლებების უხეში შელახვა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

    მინისტრი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, ხელი არ შეუშალონ ადამიანებს გადაადგილებაში, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

    ოკუპირებული ახალგორი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა. მიზეზად სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ საგუშაგო-საპოლიციო პუნქტის აგება დაასახელა.