Category: ახალი ამბები

  • როგორ გავასუფთაოთ სმარტფონი მიკრობებისგან ისე, რომ არ დავაზიანოთ

    როგორ გავასუფთაოთ სმარტფონი მიკრობებისგან ისე, რომ არ დავაზიანოთ

    არის ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნის შემდეგ უნდა გავაკეთოთ: დავიბანოთ ხელები და გავასუფთაოთ ტელეფონი. ბევრს ავიწყდება მობილურსი გასუფთავება, არადა სწორედ მის ზედაპირზე გროვდება ყველაზე მეტი მიკრობი და ბაქტერია. მოგიყვებით, როგორ მოვიშოროთ ისინი თავიდან ისე, რომ ტელეფონი არ დავაზიანოთ.

     

    სმარტფონი ყველთვის სუფთა უნდა გქონდეთ. ეს არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს ეხება, არამედ შენს ჯანმრთელობასაც. რატომ? პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ნივთი პრაქტიკულად სულ ხელში გვიჭირავს, თუმცა ამავე დროს სხვადასხვა ზედაპირებზე ვდებთ, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში. ტელეფონით საუბრისას კი ის სახის კანს ეხება. სწორედ ამიტომაც საშიში მიკროორგანიზმები თავისუფლად შეიძლება მოხვდნენ ჩვენს ლორწოვანში და ანთების ან ინფექციის პროვოცირება გამოიწვიონ.

    შეგიმჩნევიათ თუ არა, რა მალე მუქდება სმარტფონის დამცავი გარსი, განსაკუთრებით გამჭვირვალე? ასეთი “სიგნალი“ უკვე ერთ თვეში ვლინდება. ეს იმას მიანიშნებს, რამდენად ადვილად ბინძურდება ის და ჭუჭყთან ერთად რამდენი ბაქტერია ხვდება ზედაპირზე.

     

    იმისათვის, რომ ტელეფონი უსაფრთხოდ გაწმინდოთ და არ დააზიანოთ, სპეციალური საშუალებები არ გჭირდებათ. აიღეთ ჩვეულებრივი რბილი ნაჭერი, ხაოიანი და ბუსუსებიანი ზედაპირის გარეშე. გამოგადგებათ სათვალის საწმენდი ნაჭერი და სალფეტკიც .

    აი ძირითადი წესები:

    გამორთეთ ტელეფონი.

    მსუბუქად დაასველეთ სალფეტკის წვერი და ეკრანი ორივე მხრიდან გაწმინდე. ეცადე წყალი დამტენ ბუდეში და დინამიკებში არ ჩავიდეს.

    გაამშრალე ტელეფონი ნაჭრის მშრალი მხარით რამდენჯერმე. სულ ეს არის, ოღონდ ეს დღეში რამდენჯერმე უნდა გააკეთო, ასევე საზოგადოებრივი ადგილების მონახულების შემდეგ ყოველ ჯერზე.

    და კიდევ: თუ ეკრანზე დამცავი ფირი ან შუშა გაქვთ გადაკრული, მიაქციეთ ყურადღება მის მდგომარეობას. დამცავი აქსესუარის კიდეებზე და ბზარებში შეიძლება ჭუჭყი და ბაქტერიები დაგროვდეს. ამ დაბინძურების გასაწმენდად შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, სპეციალისტები არ გვირჩევენ ტელეფონი სუფთა სპირტით გავადეზინფიციროთ. მან შეიძლება დისფლეის დამცავი ფენა დააზიანოს.

     

     

  • სიმართლის გაგონება არ სურს ვიწრო ჯგუფს, რომლის ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას – მელია

    სიმართლის გაგონება არ სურს ვიწრო ჯგუფს, რომლის ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას – მელია

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სიმართლე ერთია, რომ  ნებისმიერი სახის შეკრება ვირუსის მასიურად გავრცელების საფრთხეს შეიცავს, თუმცა ამ სიმართლეს არ ამბობს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი.

    მელიას თქმით, ამ სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს, ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება ,,სასაკლაოდ აქცევს ქვეყნას”.

    ,,შექმნილ ვითარებაში სიმართლე ერთია – ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს.

    ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება.

    ამ სიმართლის აღიარება არ სურს გავლენიან ინსტიტუტს – საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს.

    ამ სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი.

    დიახ, ისინი ჩვენ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, ჩვენ კი ოღონდ მათ არ ვაწყენინოთ, დისკომფორტი არ შევუქმნათ, უარს ვამბობთ სიმართლის თქმაზე და საფრთხეში ვაგდებთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

    სიმართლის გაგონება არ სურთ ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას + დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას და ბევრი მაინც უბრალოდ ხმას არ ვიღებთ, ყველა ვერიდებით სიმართლის თქმას, გვერდზე ვწევთ, გვერდს ვუვლით, თვალს ვუხუჭავთ ჭეშმარიტებას და ისე გვინდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას”,- წერს Facebook-ზე ნიკა მელია.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი და რამდენიმე პატარა ქალაქი. ასევე, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში.

    მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.

  • კორონავირუსი მუტაციას განიცდის და სიმპტომები შემსუბუქებულია – ხათუნა ზახაშვილი

    კორონავირუსი მუტაციას განიცდის და სიმპტომები შემსუბუქებულია – ხათუნა ზახაშვილი

    “კორონავირუსი მუტაციას განიცდის და სიმპტომები შემსუბუქებულია”- ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

    „მეცნიერები ახლა საუბრობენ, რომ ეს არის ერთი და იგივე ვირუსი, თუმცა შეიძლება ორი ქვეგანსხვავება ჰქონდეს, რომლის ერთ ვარიანტთან მძიმე შემთხვევები იყოს, მეორესთან კი უფრო მსუბუქი.

     

    თუმცა ჯერ სამეცნიერო წრეებში ამის სრული მტკიცებულება არ არსებობს.

    დეზინფექციის მეთოდიკას მიმართავდა ჩინეთი. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთმა საოცარი ძალები ჩადო ამ დაავადების შეკავებაში.კორონავირუსის გადაცემის მექანიზმი არის იგივე, რაც არის სხვა რესპირაციული ვირუსების, რომელიც ახლა, გაზაფხულის მეორე პიკისკენაა წასული.სადეზინფექციო საშუალებები და დასუფთავების მექანიზმები ერთნაირად ეფექტურია როგორც ყველა ამ ვირუსისადმი, ასევე ახალი კორონავირუსის მიმართ.

    შესაბამისად დეზინფექცია, გასუფთავება და სისუფთავე არასოდეს ყოფილა ზედმეტი და მჯერა, რომ თუ ამ მეთოდებს მივსდევთ, ჩვენ სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელებას შევაკავებთ“,- განაცხადა ზახაშვილმა.

     

  • COVID-19-ით უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – მეუფე იობი

    COVID-19-ით უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – მეუფე იობი

    მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის თქმით, კორონავირუსით ის მოხუცები იღუპებიან, რომლებიც ,,უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”.

    ,,ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ”,- ამბობს ქადადებისას მეუფე.

    მისივე განცხადებით, ეს ვირუსი ხელოვნურად ,,თავსმოხვეული ფსიქოზია”, საგანგებო მდგომარეობა – ,,მასონური გადაწყვეტილება”.

    ,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა”,- განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

    კორონავირუსი პანდემიაა, რომლის გავრცელების შედეგად მსოფლიოში 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 129 ათასი გარდაიცვალა.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ჩაკეტილია ქვეყნის 4 ყველაზე დიდი და რამდენიმე პატარა ქალაქი. ასევე, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრებაც. ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში.

    მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

  • საქართველოს სავალუტო რეზერვები მარტში 38,5 მილიონი დოლარით შემცირდა

    საქართველოს სავალუტო რეზერვები მარტში 38,5 მილიონი დოლარით შემცირდა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში $100-მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიუხედავად, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებამ მხოლოდ $38,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციებით რეზერვების შემცირება ნაწილობრივ სხვა ფულადმა ტრანზაქციებმა დააბალანსეს.

    ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $3.399 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იანვართან შედარებით, ‘რეზერვის მოცულობა $82 მილიონით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი მისი შემცირება $77,5 მილიონს შეადგენს.

    მას შემდეგ, რაც მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაამთავრებენ მოლაპარაკებებს, სავალუტო რეზერვების მოცულობა კიდევ რამდენიმე ასეული მლნ დოლარით შეივსება.

    რა არის სავალუტო რეზერვი?

    სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს არის თანხა, რომელსაც კრიზისების, საშინაო თუ საგარეო შოკების დროს, ეკონომიკისთვის ბუფერის როლის შესრულება შეუძლია. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია – თუ მისი მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არის ადეკვატური, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული.

     

    წყარო: BM.GE

  • ხვალ ტაძარში ყველა მიმსვლელი ვალდებულია, ეზიაროს, გაავრცელეთ ინფორმაცია ხიფათზე – კობახიძე

    ხვალ ტაძარში ყველა მიმსვლელი ვალდებულია, ეზიაროს, გაავრცელეთ ინფორმაცია ხიფათზე – კობახიძე

    ყოფილი მღვდლის და თეოლოგის, ბასილ კობახიძის განცხადებით, ხვალ ზიარების დაწესების დღეა, ამიტომ ტაძარში ყველა მიმსვლელი ვალდებულია, რომ ეზიაროს.

    კობახიძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, გაავრცელონ ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია.

    ,,ხიფათი ხვალინდელი კარგად რომ ავხსნა: ხვალ, დიდ ხუთშაბათს, არის ზიარების დაწესების დღე, საიდუმლო სერობის. ამიტომ ყველა მიმსვლელი ვალდებულია ეზიაროს. ერთი კოვზით. ეს დღეებია საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს რომ ბევრნი მივიდნენ ხუთშაბათს. გთხოვთ გადასცეთ ეს ტელეარხებს, ჟურნალისტებს, რომ გავრცელდეს ხვალინდელი ხიფათის შესახებ ინფორმაცია”,- წერს ბასილ კობახიძე.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც აპირებს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

    მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ აღდგომის ღამისთვის 2000-კაციან შენობას ამზადებენ.

    საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი სამების ტაძარში აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დარღვევით, 23:00 საათზე მივა.

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.

  • ბოლნისში სოფელი სავანეთი დაიკეტება, ამოქმედდება საკარანტინო რეჟიმი – შოთა რეხვიაშვილი

    ბოლნისში სოფელი სავანეთი დაიკეტება, ამოქმედდება საკარანტინო რეჟიმი – შოთა რეხვიაშვილი

    ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილი რისკების გამო ბოლნისში, სოფელი სავანეთი გადაიკეტება და კარანტინი გამოცხადდება.

    რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმია. საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 20 დადასტურებული შემთხვევაა.

    ,,ბოლნისში, სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო, ჩვენ მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება და სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი არიან მკაცრი კარანტინის სივრცეებში გადანაწილებული. მათგან როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ ექიმს დაუდასტურდა და ექვსთან გარკვეული სიმპტომების გამო აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

    ცნობისთვის, მკაცრი კარანტინი გამოცხადებულია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, თუმცა უშუალოდ ქალაქში გადაადგილება ნებადართულია.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • აღდგომის ღამისთვის 2 000-კაციან შენობას ვამზადებთ – მამა შალვა კეკელია

    აღდგომის ღამისთვის 2 000-კაციან შენობას ვამზადებთ – მამა შალვა კეკელია

    “აღდგომის ღამისთვის შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს”- ამის შესახებ  მამა შალვა კეკელიამ, „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

    „თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ.ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ.პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში“,- აცხადებს მამა შალვა კეკელია.

  • ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში Facebook-ს გავაუქმებინეთ – მთავრობა

    ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში Facebook-ს გავაუქმებინეთ – მთავრობა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინეს.

    მათი ცნობით, ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან.

    „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელს მიმართა, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია. ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს.

  • COVID-19 ეკლესიიდან არ გავრცელდება, ტაძარში ადამიანები განსაკურნებლად მოდიან – მეუფე გერასიმე

    COVID-19 ეკლესიიდან არ გავრცელდება, ტაძარში ადამიანები განსაკურნებლად მოდიან – მეუფე გერასიმე

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ კორონავირუსი ეკლესიიდან არ გავრცელდება, რადგან იქ ადამიანები განსაკურნებლად მიდიან.

    ,,ეკლესიიდან არ გავრცელდება, პირიქით, ტაძარში ადამიანები იმისთვის მოდიან, რომ განიკურნონ, სულიერად და ხორციელად… საპატრიარქოში იმსჯელებენ და იტყვიან თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ღვთისმსახურება ეკლესია-მონასტრებში”,- განაცხადა მეუფემ.

    ცნობისთვის, კორონავირუსი 14 აპრილს სასულიერო პირს დაუდგინდა, რომელმაც თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარში წირვა ჩაატარა. ვირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის 3 წევრსაც.

    საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის და წირვა-ლოცვების ჩატარებას მაინც აპირებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ მრევლი დისტანციას დაიცავს, თუმცა ამ დრომდე არ შეცვლილა ერთი კოვზით ზიარების წესი.

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ,,მოქალაქეების გონიერებისა და სიბრძნის იმედი აქვს”, რადგან, როგორც ის ამბობს ,,გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”. მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლიდან მთავრობა ისე უნდა გამოვიდეს, რომ არ დაანგრიოს არც სახელმწიფო და არც ეკლესია.