Category: ახალი ამბები

  • თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის დამცავი პლასტიკური ნიღბების დამზადება დაიწყო

    თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის დამცავი პლასტიკური ნიღბების დამზადება დაიწყო

    ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.

    დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე  განთავსდა.

    კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პირი.

    69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “ჩინურ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“–ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა

    “ჩინურ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“–ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა

    აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცა განკარგულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკული შენატანების შეწყვეტის შესახებ. მიზეზი ტრამპის თქმით ის არის, რომ ჯანმომ კორონავირუსის პანდემიას თავი ვერ გაართვა.

    “რელობა ის არის, რომ ჯანმო არასაკმარისად იღებდა, არ ამოწმებდა და არ ავრცელებდა ინფორმაციას დროულად და გამჭვირვალედ. მსოფლიოს იმედი აქვს, რომ ჯანმო იმუშავებს ქვეყნებთან იმისათვის, რომ ჯანმრთელობისთვის არსებულ საერთაშორისო საფრთხეებზე ინფორმაცია დროულად გავრცელდეს და თუ ეს არ ხდება, დამოუკიდებლად მიაწოდოს სიმართლე მსოფლიოს მომხდარის შესახებ. ჯანმო–მ არ შეასრულა მისი ეს მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამდენი ათწლეულის შემდეგ დრო მოვიდა.“– განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ყოველღდიურ პრესკონფერენციაზე.

    ტრამპის თქმით, გაეროს სააგენტო ჩინურ დეზინფორომაციას ავრცელებდა, რამაც ეპიდემიის უფრო მაშტაბურ შედეგებამდე მიგვიყვანა.

    ტრამპმა ბრძანება გასცა დაფინანსება შეჩერდეს, სანამ არ გაირკვევა ორგანიზაციის როლი იმ მოვლენებში, რამაც პლანეტაზე ვირუსის ფართომაშტაბიანი გავრცელებია გამოიწვია ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სადაც ვირუსი თავდაპირველად ჩაისახა.

    აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი დაფინანსების წყაროა. მხოლოდ გასულ წელს მათმა შენატანმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტის 15 პროცენტია.

    გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონო გუტერეშმა განაცხადა, რომ ახლა დრო არ არის ჯანმო–ს ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის სამოქმედო რესურესების შემცირებისთვის, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.

    “ახლა ერთობის და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედების დროა ამ ვირუსთან და ეპიდემიის კატასტროფულ შედეგებთან საბრძოლველად “– ავრცელებს გაეროს გენმდივნის ციტატას როიტერი.

  • COVID19-ის ახალი რეკორდი: 2 მილიონი დაინფიცირებული მსოფლიოში

    COVID19-ის ახალი რეკორდი: 2 მილიონი დაინფიცირებული მსოფლიოში

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 126 000 ადამიანზე მეტი.

    Covid 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროისთვის აშშ–ში დაინფიცირდა. გარდაცვლილების რაოდენობითაც ეს ქვეყანა ლიდერობს. 610 000 დაინფიცირებული და 26000 გარდაცვლილი – ასეთია ამერიკის მონაცემები.

    დაინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი 174 000დაინფიცირებულით და 18 056 გარდაცვლილით.

    მესამე ადგილს იტალია იკავებს 162 488 დაინფიცირებულით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ  21 067 გარდაცვლილით.

    მეოთზე ადგილს საფრანგეთი იკავებს  143 303  დაინფიცირებულით და 15 729 გარდაცვლილით.

    მეხუთეა ადგილზეა გერმანია 131 000 დაინფიცირებულით, თუმც გარდაცვლილთა რაოდენობა აქ გაცილებით დაბალია – ქვეყანაში  3294 გარდაცვლილია.

    მძიმე მდგომარეობაა ბრიტანეთში, სადაც გერმანიაზე ნაკლები დაინფიცირებულია – 93 873 ადამიანი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით ის გერმანიას უსწრებს. დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის 12 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

    ჩინეთი, საიადანაც ახალი კორონავირუსი წარმოიშვა დაინფიცირებულთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობითაც ბევრად ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს. ჩინეთში ამ დროისთვის 82 249 დაინფიცირებულია, საიდანაც 77 738 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3341 ადამიანი. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი მინიმალურია.

    კორნავირუსი მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.

    ყველაზე ცოტა დაინფიცირებული იემენშია. ამ ქვეყანაში სულ ერთი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

     

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა

    საქართველოში COVID-19 კიდევ 4 ადამიანს დადასტურდა და მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

    ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

    300 ინფიცირებულიდან ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 69 ადამიანი, ხოლო 3 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462 პაციენტი.

     

  • აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

    აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

    აზერბაიჯანში სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დროშის ფერებში ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა გაანათეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერზე ავრცელებს და აზერბაიჯანს მადლობას უხდის.

    ,,მადლობა აზერბაიჯანს ჰეიდარ ალიევის მოედნის საქართველოს დროშის ფერებში განათებისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის”, — წერს დავით ზალკალიანი.

    აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ეხმაურება.

    ,,დღეს ღამით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის. ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება აზერბაიჯანელი ხალხისგან. ერთად უფრო ძლიერები ვართ”,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

  • “ეს ქრისტეს სახელით მოფოტინე მჩხიბავი წვერიანები არიან სტალინისტი ტერორისტები“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ეს ქრისტეს სახელით მოფოტინე მჩხიბავი წვერიანები არიან სტალინისტი ტერორისტები“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საგანგებო მდგომარეობის  და ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად ეკლესიაში ღვთისმსახურების გაგრძელებას ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:
    “ხალხო ქრისტიანები ვართ ჩვენ – ის ხალხი, რომლებიც ვაცნობიერებთ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება.
    ჩვენ – ბურთივით მრგვალი, ან წიფელივით ხმელი ლიბერალები.
    ეს ქრისტეს სახელით მოფოტინე მხჩიბავი წვერიანები არიან სტალინისტი ტერორისტები.
    არავინ დაუთმობს ქრისტეს სახელით სპეკულირებას მაგ ბოროტმოქმედებს.“– წერს ჩერგოლეიშვლი.
  • ჯერ პიკთან ნამდვილად არ ვართ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ჯერ პიკთან ნამდვილად არ ვართ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    “მთლიანად მსოფლიოს ეპიდაფეთქებებს შორის, შემთხვევების 90 პროცენტი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. ასე რომ ჯერ პიკს ნამდვილად ვერ ვხედავთ” – განაცხადა ექიმმა მარგარეტ ჰარისმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.

    დღეს, ჟენევაში გაიმართა გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ბრიფინგი კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის თაობაზე. ექიმ ჰარისის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა ევროპის რამდენიმე ნაწილში შემსუბუქებულია, მაგალითად – იტალიაში და ესპანეთში. თუმცა, ეპიდაფეთქების ზრდა ხდება ბრიტანეთში და თურქეთში.

    სიტუაცია გამუდმებით იცვლება. ახლა რუსეთი გახდა ჩინეთში კორონავირუსის მთავარი იმპორტიორი. ჩინეთში, ინფიცირების 409 ახალი ფაქტი, მისი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან შევიდა. “ახლა ჩინეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იმპორტირებული შემთხვევებია” – თქვა ბრიფინგზე ექიმმა ჰარისმა.

    იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების შერბილებას გეგმავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს სარეკომენდაციო გზამკვლევს გაუგზავნის. მისი მიზანია სახელმწიფოს ლიდერები დარწმუნდნენ იმაში, რომ შეზღუდვების მოხსნისას უზრუნველყოფილ იქნას 6 პუნქტი. ექიმ ჰარისის თქმით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: კონტროლირებულია, თუ არა ვირუსის გადაცემა თქვენს სახელმწიფოში.

    წყარონ: ამერიკის ხმა

  • საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი მაქვს გამოიძებნება ოქროს შუალედი–ამირან გამყრელიძე

    საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი მაქვს გამოიძებნება ოქროს შუალედი–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან და ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით ჩატარდება აღდგომის წირვა-ლოცვა.

    „მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია რომ უფრო სწრაფი ზრდა იყოს. ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ არ დავიცავთ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, მათგან 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი ინება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ იქნება დანაკარგები. ამიტომ ყველაფერს ამას უნდა ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას რომ დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი სუფრები და შევიკავოთ თავი ბევრი სხვა რელიგიური და არარელიგიური ღონისძიებებისგან. ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალ რეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში. ის მხოლოდ ხელს უწყობს ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას. ამიტომ ეს ორი კვირა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა გავითავისოთ როგორ მოვიქცევით ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ თავს ავარიდებთ დიდ ყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სხვაგან. კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ის ოქროს შუალედი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

     

  • თუ მოვდუნდებით, მაისის დასაწყისში ათასეული შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

    თუ მოვდუნდებით, მაისის დასაწყისში ათასეული შემთხვევა გვექნება – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლს ვეთამაშებით, რადგან ხალხი შეკრებას არ წყვეტს, რაც დაუშვებელია.

    „ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    მისი თქმით, საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს რეკომენდაციებს და რეგულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და დანაკარგს გამოიწვევს.

    ,,თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი.