Category: ახალი ამბები

  • მონასტრებში წირვა ღამით მრევლის გარეშე ჩატარდება, დილით – მრევლთან ერთად – ბათუმის და ლაზეთის ეპარქია

    მონასტრებში წირვა ღამით მრევლის გარეშე ჩატარდება, დილით – მრევლთან ერთად – ბათუმის და ლაზეთის ეპარქია

    ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე.

    ,,მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრი ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება.

    რაც შეეხება სამრევლო ტაძრებს, ყველა ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით.

    დილის 7-ზე დაიწყება ღვთისმსახურება, შესაძლებელი იქნება დასწრება, დისტანციის და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული“ ,– განაცხადა იოანე გორელიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქთან შეთანხმებით მიიღო.

    ცნობისთვის, გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს. მან რისკჯგუფში მყოფ მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტაძარში მისვლისგან.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • ჩინეთში ვირუსი ბრუნდება – წყარო რუსეთია

    ჩინეთში ვირუსი ბრუნდება – წყარო რუსეთია

    ჩინეთი, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ ითვლება, ახალ ტალღაზე საუბრობს და ამბობს, რომ იმპორტირებული შემთხვევები რუსეთიდან ფიქსირდება.

    როგორც ოფიციალური პეკინი ამბობს, რუსეთის საზღვართან მდებარე ჩინურ ქალაქებში 409 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.სწორედ ამიტომ ჩინეთი დღეს ამბობს, რომ ვირუსის უმსხვილესი გამავრცელებელი დღეს სწორედ რუსეთია.

    აქედან გამომდინარე ჩინეთმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გამამკაცრა, რათა თავიდან აიცილოს ვირუსის გავრცელება.

    ოფიციალური პეკინი ავრცელებს ინფორმაციას რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. რა შედეგს მიიღებენ ჩინელი მეცნიერები ეს ამ დრომდე უცნობია. 1 თვის წინ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაქცინაზე მუშაობენ ისრაელში, გერმანიაში კანადასა და ავსტრალიაშიც.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ველოდი, იქნებოდა მოწოდება – „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის” – ზოიძე

    ველოდი, იქნებოდა მოწოდება – „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის” – ზოიძე

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ელოდა, რომ დღეს საპატრიარქო მრევლს, არამხოლოდ რისკჯგუფებს, არამედ ყველას მოუწოდებდა — ,,თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის”.

    „მე ვისურვებდი და მოველოდი, რომ დღეს მოწოდება იქნებოდა ისეთივე, როგორსაც ჩემი კოლეგა ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს. ამ ჟამს, ამ მომენტში ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. საგანგებო მდგომარეობა გამოწვევაა ჯერჯერობით არნახული. „თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის”, – ამას ეუბნებიან ექიმები, ექთნები, პოლიციელები, ვისაც უწევთ თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულება”, – განაცხადა ზოიძემ.

    დღეს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება, თუმცა მოქალაქეები დაიცავენ დისტანციას. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება რეკომენდაციები, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს. მან რისკჯგუფში მყოფ მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტაძარში მისვლისგან.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • დარწმუნებული ვარ მოქალაქეებისა და მრევლის გონივრულობაში, სწორად შეაფასებენ რისკებს – ტიკარაძე

    დარწმუნებული ვარ მოქალაქეებისა და მრევლის გონივრულობაში, სწორად შეაფასებენ რისკებს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქოსა და მთავრობის შეთანხმების შემდეგ, დარწმუნებულია მოქალაქეებისა და მრევლის გონივრულობაში, რომ სწორად შეაფასებენ კორონავირუსის რისკებს.

    ,,ეს არის გარკვეულწილად ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა, ვინაიდან ჩამოთვლილი იყო ძალიან ბევრი რისკჯგუფის წარმომადგენელი, რომლებიც უნდა მოერიდოს ეკლესიაში მისვლას ამ პერიოდში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მრევლის გონივრულობაში. ისინი სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რომლებიც ახლავს COVID-19-ს. რომელი მოქალაქეებიც არიან რისკჯგუფში. შესაბამისად მოხდება მნიშვნელოვნად შემცირება მათი გადაადგილების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აგვარიდებს იმ დიდ რიცხვებს, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ ყოველდღიურად”,- აცხადებს ტიკარაძე.

    მისივე თქმით, გამორიცხული იყო რომ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის გაუგებრობა მომხდარიყო, რადგან ექიმები ზრუნავენ მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე.

    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო შეჯერება, ვინაიდან ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია სულიერ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ შორის გამორიცხული იყო, გარკვეული გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით იმ გამოსავლებს, რომლებიც იქნებოდა საუკეთესო როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვისაც”, – განაცხადა მინისტრმა.

    ცნობისთვის, დღეს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება – დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

     

  • რა შემთხვევაში გამოცხადდება ქვეყანაში მკაცრი კარანტინი – ტიკარაძის განმარტება

    რა შემთხვევაში გამოცხადდება ქვეყანაში მკაცრი კარანტინი – ტიკარაძის განმარტება

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 9 მაისამდე ქვეყანაში 2000 კორონავირუსით ინფიცირებული იქნება, ხოლო ცუდ შემთხვევაში- 4000 ათასზე მეტი.

    „საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 – ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია”,- ამბობს ტიკარაძე.

    მინისტრის თქმით, თუ შემდეგ ორ კვირაში კრიტიკული ზღვარი, 2000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდება, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება.

    ,,ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, ჩვენ უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად ვმართოთ ყოველივე ეს უმკაცრესი ხელით“,- განაცხადა მინისტრმა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ განისაზღვრება კონკრეტული მიზნობრიობა, თუ რა შემთხვევაში შეძლებს მოქალაქე სახლის დატოვებას.

    ამ დროისთვის ქვეყანაში 306 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 71 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • ვაჟკაცობა გვეყოს, რომ მთავრობასთან შეთანხმების პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ – მეუფე საბა

    ვაჟკაცობა გვეყოს, რომ მთავრობასთან შეთანხმების პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ – მეუფე საბა

    ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ პასუხისმგებლობა ეკლესიაზე და სასულიერო პირებზეა, ამიტომ მათ ეს პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დააკისრონ.

    ,,პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ, პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ გადაწყვეტილებაზე, რაც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან. იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ, რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, როცა ამ წუთას მრევლს ჩვენ არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები რა იქნება”, — განაცხადა მეუფე საბამ.

    მისივე თქმით, სასულიერო პირთა მოწოდებები, რომ ეკლესიაში არმისვლა რწმენის ღალატია, უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობაა.

    მეუფის განმარტებით, მრევლისთვის ეკლესიას უნდა ეთქვა, რომ დღეს ჩვენ ვებრძვით ვირუსს და ამ ვირუსთან ბრძოლის მეთოდებს გვეუბნებიან მედიცინის მუშაკები და სახელმწიფო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მათ გაავრცელეს ხმა, რომ თითქოს მართლმადიდებლების დევნა იწყება, მრევლმა კი ეს სხვანაირად აღიქვა.

    ცნობისთვის, დღეს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება – დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

  • ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია – იმნაძე

    ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია – იმნაძე

    დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

    „დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშბლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათაშორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭირო, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

  • თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით.. გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე

    თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით.. გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე

    გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწეყებლის ეთერში  განაცხადა.

    „დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ.

    კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

    მან მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ წავლენ ეკლესიაში.

    ,,მესმის, რომ ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ უარი ერთხელ იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ სულ ყველამ, იგივე ეკლესია რომ გადარჩეს. ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია”,- განაცხადა  პაატა იმნაძემ.

     

  • აღდგომას საფლავზე გასვლა ხალხური ტრადიციაა, თუ არ გავალთ, არაფერი დაირღვევა – ჯაღმაიძე

    აღდგომას საფლავზე გასვლა ხალხური ტრადიციაა, თუ არ გავალთ, არაფერი დაირღვევა – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომას სასაფლაოზე გასვლა არაა  ხალხური ტრადიციაა და არ არის საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული, ამიტომ თუ არ გავალთ, არაფერი დაირღვევა.

    “აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა. არაფერი არ ირღვევა თუ აღდგომას და მომდევნო დღეებში, შეზღუდვების გათვალისწინებით, არ გავალთ საფლავზე. მადლობა ღმერთს, რომ აღდგომას არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ვფქირობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი”, — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

    მთავრობის განცხადებით, საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.  პრემიერის პრესსპიკერს, ირაკლი ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვებზეა საუბარი.

    მან პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმდა, რომ დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

  • საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

    საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

    საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

    „მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.