Category: ახალი ამბები

  • სასულიერო პირს, რომელიც ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

    სასულიერო პირს, რომელიც ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს, კორონავირუსი დაუდასტურდა

    გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის სიონის ტაძარში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ტაძარში წივა-ლოცვა მრევლის გარეშე ტარდება.

    ,,დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი სასულიერო პირია. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

    საქართველოში ეს უკვე მეორე სასულიერო პირია, ვისაც COVID-19 დაუდგინდა.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

     

  • კანონმორჩილი მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ ხელისუფლებასა და ფანატიკოსებს – ბოკერია

    კანონმორჩილი მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ ხელისუფლებასა და ფანატიკოსებს – ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის და საპატრიარქოს შეთანხმებას, სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარებასთან დაკავშირებით აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა ფანატიკოსების გამო დანარჩენი მოქალაქეების სიცოცხლეს სწირავს.

    „კანონომორჩილი, შეგნებული, მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ უგუნურ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს. ხელისუფლებას რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და პოლიტიკური კონტრაქტი აქვს და ამიტომ, ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

    ანუ, ყველა დანარჩენი ამ უპასუხისმგებლო მთავრობისა და რეგულიგიური ფანატიკოსების საფასურს იხდის საფრთხეების შესამცირებლად. რადგან რელიგიურ ფანატიკოსებს ვერ ეხებიან, შექმნეს პირობები, როცა ადამიანებმა თვითონ უნდა ჩაიგდონ რისკისა და საფრთხის ქვეშ თავი ამხელა მოძრაობით, რაც მთელი ეს დღეებია ქუჩებში ხალხმრავლობის თვალსაზრისით ხდება. ხალხს სხვა გზა არ დაუტოვეს. რასაც ეს მთავრობა და რელიგიური ფანატიკოსები აკეთებენ, პოლიტიკური ფარსიც არ არის, პოლიტიკური კატასტროფაა,“,-განაცხადა ბოკერიამ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკები საოცრად გაზრდილია, რაზეც ხელისუფლება პასუხს პოლიტიკურად აგებს, სასულიერო პირები და საპატრიარქო – მორალურად.

    ცნობისთვის, საპატრიარქო და ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში მრევლთან ერთად ჩატარდება, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იდგება.

    საპატრიარქოს განცხადებით, მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივა და მას დილის 6 საათის შემდეგ დატოვებს.

    ინფექციონისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ მივიდნენ ტაძრებში, რადგან არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში კორონავირუსი მასშტაბურად გავრცელდეს.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში – 79

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში – 79

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, განიკურნა 79 პაციენტი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდა.

    საქართველოში კორონავირუსით 370 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3  გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5 035 ადამაინი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პაციენტი.

  • მარნეულში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მარნეულში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა.

    მისი თქმით, ექთანი 10 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყო და COVID-19 ბოლო კვლევით დაუდგინდა.

    რეხვიაშვილის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში ბოლნისში 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის შემთხვევები სამედიცინო პერსონალის კლასტერს უკავშირდება.

    შეგახსენებთ, რომ სრული კარანტინია გამოცხადებული ბოლნისსა და მარნეულში, ასევე დაბა კაზრეთში, სოფელ სავანეთსა და ბალიჭში.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 370 შეთხვევაა დადასტურებული, მათგან 79 განიკურნა, 3 გარდაიცვალა.

  • საპატრიარქოს საგანგებო განცხადება – აკრძალვა შეთანხმებული არ ყოფილა

    საპატრიარქოს საგანგებო განცხადება – აკრძალვა შეთანხმებული არ ყოფილა

    საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მსუბუქ ავტომობილზე დაწესებული შეზღუდვები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

    საპატრიარქო განცხადებით, სატელეფონო საუბრით გაარკვიეს, რომ აკრძალვა არ შეეხება სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს, თუმცა მრევლს – კი.

    „გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

    აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

    სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
    • დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
    • მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
    • ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
    • 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
  • სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილების საშუალება ექნებათ, მრევლს – არა – საპატრიარქო

    სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილების საშუალება ექნებათ, მრევლს – არა – საპატრიარქო

    საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. თუმცა, მრევლს ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.

    “გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

    აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

    სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”,- წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

    შეგასხენებთ, რომ დღეს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    პაატა იმნაძე და სხვა ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 მოქალაქე დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 მოქალაქე დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინეს.

    მათი განცხადებით, გასულ ღამეს, 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 74 ადამიანი დააჯარიმეს.

    საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და დისტანციის დაუცველობისთვის 89 მოქალაქე დაჯარიმდა.

    მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 4 ადამიანს გამოუწერეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • კლინიკაში 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება – რატიანი

    კლინიკაში 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება – რატიანი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.

    მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ხოლო დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

    ,,ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    დღეს კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება. იმედია ყველა პასუხი უარყოფითი ამოვა და განმეორებითი ტესის ჩატარებისას, ხვალ დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

    მისივე თქმით, დღეს კლინიკასი 2 პაციენტი დაემატა, რომელთაგან 1-ს მწვავე პნევმონია დაუდგინდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

  • მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ტაძარში მისვლას ვერ შეაფერხებს – ტიკარაძე

    მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ტაძარში მისვლას ვერ შეაფერხებს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, საქართველოს ტაძრების გეოგრაფილი მდებარეობის გამო ეკლესიებში მრევლის მისვლასთან არანაირ კავშირში არ არის.

    ტიკარაძის თქმით, ახლად დაწესებული რეგულაციებით მთავრობა ცდილობს, ხალხს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა დაანახოს.

    „თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არის. ეს არის უბრალოდ გამკაცრებული ღონისძიება, რათა ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალური დისტანცირების დაცვას“, – ამბობს მინისტრი.

    შეგასხენებთ, რომ დღეს 12:00 საათიდან აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

    15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

    პაატა იმნაძე და ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.

  • გთხოვთ, დავრჩეთ სახლში, ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქოთ – მარინა ეზუგბაია

    გთხოვთ, დავრჩეთ სახლში, ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქოთ – მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას მოუწოდა, ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად სახლში დარჩნენ.

    ,,ძალიან რთულია, რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში“,- თქვა მარინა ეზუგბაიამ.

    მან საზოგადოებას თხოვა, დაემორჩილონ გამკაცრებულ რეგულაციებს.

    ,,გუშინ საღამოს ყველამ მოვისმინეთ, რომ ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება თითქოს აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს თითქოს რომ არ გამყარდეს და ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება, აუცილებელია, დავემორჩილოთ ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    დღეს, დღის 12:00 საათიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში იკრძალება ავტომობილით გადაადგილება გარკვეული გამონაკლისების გარდა. ასევე, სავალდებულოა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.