Category: ახალი ამბები

  • ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, ხელისუფალმა ხელები დაიბანა – ლომჯარია

    ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, ხელისუფალმა ხელები დაიბანა – ლომჯარია

    ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

    “სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან… არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

  • მოქალაქეების სერიოზული დაცინვაა, სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს – ეპისკოპოსი  რუსუდან გოცირიძე

    მოქალაქეების სერიოზული დაცინვაა, სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს – ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

    “სერიოზული დაცინვაა, სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს”- აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ვიდეომიმართვაში.

    ასევე რუსუდან გოცირიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის და მალხაზ სონღულაშვილი ტაძარში რეგულაციის ძალაში შესვლამდე მივიდა და სახლში ფეხით დაბრუნებას აპირებს.

    “ჩემთვის ძვირფასია არა კანონის დარღვევა-დაურღვევლობა, არამედ, რომ დღევანდელ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ამის უპირველესი პასუხისმგებლობა ადევს სახელმწიფოს და სახელმწიფო თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს.ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთადერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არამხოლოდ ერთი რელიგიური თემისათვის არის მნიშვნელოვანი”, – ამბობს გოცირიძე.

     

     

  • ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

    მერიამ ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.

    საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

    „შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად ქალაქ ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის გარდა ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთიც გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა და მტევნები დაიწვა” – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი

    “პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა და მტევნები დაიწვა” – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი

    “პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა და მტევნები დაიწვა” – ამის შესახებ  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი  გუგა ქაშიბაძემ რუსთავი 2 ის ეთერში განაცხადა.

    როგორც ის აცხადებს დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს პაციენტი რომელმაც სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს კი ცეცხლი გაუჩნდა და მტევნების დამწვრობა მიიღო.

    “ბუნებრივია ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია და ასეთია სპირტი და სადეზინფექციო ხსნარები, სპირტის ფუძეზე დამზადებული, ჯობია შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ მივიტანოთ. სპირტი ადვილად აალებადია და ხანძარსაც იწვევს”, — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

  • საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევა დაიწყეს

    საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევა დაიწყეს

    საგანგებო მდოგმარეობის მიუხედავად დღეს დილით ქარელის რაიონში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნე. საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევა სოფლების:  დირბის და ტახტის ძირის ტერიტორიაზე დაიწყეს.

    ოკუპანტებმა ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწები უკვე მიითვისეს რომელიც დაახლოებით 5 ჰექტრამდეა. ადგილზე ქართველი სამართალდამცავები პატრულირებენ.

    “შემოვიდნენ დაიწყეს ბოძების ჩაყრა. დაახლოებით 8-10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი მათ ტერიტორიაზე მოექცა.. ლობიო იქნებოდა თუ ხორბალი იქნებოდა რაც შეგვეძლო დაგვეთესა და გლეხს მოგვეყვანა მათ ტერიტორიაზეა”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი

  • მეუფე დანიელის თქმით, სასულიერო პირები პირბადეებს არ გაიკეთებენ, რადგან ,,უფალთან აქვთ უშუალო კავშირი”

    მეუფე დანიელის თქმით, სასულიერო პირები პირბადეებს არ გაიკეთებენ, რადგან ,,უფალთან აქვთ უშუალო კავშირი”

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელის თქმით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება გათვალისწინებული არ არის, რადგან მათ ,,უფალთან აქვთ უშუალო კავშირი”.

    „მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

    რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ აქვთ ეს პირბადეები”, – ამბობს მეუფე დანიელი.

    მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

  • ებრძვიან ეკლესიას და ცუდად დაამთავრებენ, არ მინდა ვიხილო ბევრი კუბო მათ ოჯახში – დეკანოზი გიორგი

    ებრძვიან ეკლესიას და ცუდად დაამთავრებენ, არ მინდა ვიხილო ბევრი კუბო მათ ოჯახში – დეკანოზი გიორგი

    ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ,,ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, არ უნდა იმ ადამიანების ოჯახში ბევრი კუბო იხილოს, ვინც ეკლესიას ებრძვიან.

    ,,აშკარად ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ ეს ადამიანები მოღვაწეობას, ვინც შეგნებულად გვიშლის ხელს ღვთისმსახურების ჩატარებაში. თქვენ შეხედეთ იმ ადამიანებს, ვინც ასე გავეშებულები ყვირიან. ახლა მე რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ კლინიკაში არ მიხივდეთ ხალხო, ხო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები და ძალიან ბევრ ჭუჭყს მესვრიან?!

    რატომ უსვამენ ხაზს , რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, თქვი რომ თავშეყრის ადგილებზე არ წახვიდე და არამარტო ეკლესიაში. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს ჩემი ტონი არ მოეწონა, უბრალოდ მოქმედებს ჩემზე ეს ყველაფერი და ვიცი შედეგები, როგორც დამთავრდება ეს ყველაფერი და მე არ მინდა ვიხილო ბევრი კუბოები გარკვეული ადამიანების ოჯახებში, ვინც ეკლესიას ებრძვის, მართლა არ მინდა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, მრავალ აღდგომას დაგვასწროს ღმერთმა”,- თქვა დეკანოზმა გიორგიმ.

     

     

  • ინფიცირებული სასულიერო პირის დისგან 5 ექთანი, 2 ექიმი და 2 პაციენტი დაინფიცირდა – მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი

    ინფიცირებული სასულიერო პირის დისგან 5 ექთანი, 2 ექიმი და 2 პაციენტი დაინფიცირდა – მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი

    თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი გაჭახიძის თქმით, მის კლინიკაში 9 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირეული. 5 ექთანი, 2 ექიმი და 2 პოსტოპერაციული პაციენტი სასულიერო პირის დისგან დაინფიცირდნენ, რომელიც კლინიკაში ექთნად მუშაობს.

    ,,5 ექთანი არის ჩვენთან ინფიცირებული, 2 ექიმი და 2 პაციენტი. ეს არის ორი პოსტოპერაციული პაციენტი, რომელიც ჩვენთან იყვნენ, ჩაუტარდათ მას კარდიოქირურგიული პროცედურები და გადიოდნენ პოსტოპერაციულ პერიოდს. იმის ალბათობა რომ ამ პაციენტებს თვითონ ჰქონოდათ ვირუსი არის პრაქტიკულად გამორიცხული. მათი ინფიცირება, სამწუხაროდ მოხდა მედპერსონალის მიერ. წყარო ჩვენ კლინიკაში არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელიც თვითონ დაინფიცირდა თავისი ძმისგან, რომელიც არის სასულიერო პირი”,- ამბობს კლინიკის დირექტორი.

    მისივე თქმით, ინფიცირებულ პოსოპერაციულ პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასაკოვნები არიან.

    შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს სასულიერო პირს, რომელმაც ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში წირვა ჩაატარა, კორონავირუსი დაუდგინდა. COVID-19 დაუდგინეს მის 3 ოჯახის წევრსაც, მათ შორის დას.

  • “ერთი ადამიანი- ერთი კოვზი.ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!“– გიორგი მარგველაშვილი

    “ერთი ადამიანი- ერთი კოვზი.ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!“– გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას და ეპიდემიის საფრთხეს ტვიტერზე ეხმაურება:

    “მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია. კოვიდის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:

    თავშეყრა – არა

    ერთი ადამიანი- ერთი კოვზი

    სოციალური დისტანცირება

    ზრუნვა გაჭირვებულებზე

    ეს მეცნიერების და საღი აზრის ხმაა. ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!“– წერს გიორგი მარგველაშვილი.

  • ავტომობილების აკრძალვის შემდეგ მოქალაქე თბილისის ქუჩებში ცხენით გადაადგილდება (ვიდეო)

    ავტომობილების აკრძალვის შემდეგ მოქალაქე თბილისის ქუჩებში ცხენით გადაადგილდება (ვიდეო)

    ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ თბილისის ქუჩებში ცხენზე ამხედრებული მამაკაცი გამოჩნდა. ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც თბილისის ქუჩებში ერთ-ერთი  მოქალაქე ცხენით გადაადგილდება.

    ცნობისთვის, დღეს 17 აპრილს, 12:00 საათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა შეზღუდვა რომლის მიხედვითაც იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

    შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.აკრძალულიაგადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა. შეზღუდვა შეეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედითა და ველოსიპედით გადაადგილება.