Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 აპრილიდან მაღალ მთაში მოსალოდნელია ზოგან თოვლი, ზღვაზე სამ-ოთხ ბალიანი ღელვა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

  • დააკავეს პოლიციელი, რომლის გასროლილ უმისამართო ტყვიას საბურთლოზე ქალი ემსხვერპლა

    დააკავეს პოლიციელი, რომლის გასროლილ უმისამართო ტყვიას საბურთლოზე ქალი ემსხვერპლა

    დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ვაჟა ფშაველას გამზირდე წუხელ საკუთარ სახლში მყოფი ქალი მოკლა. თამარ ანთელავა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა მოშორებით მდებარე კორპუსიდან გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

    „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით“-ნათქავმია პროკურატურის განცხადებაში.

    გარდაცვლილი ქალი მომღრალ თიკა მახალდიანის დედაა.

  • მომეცით ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, გპირდებით, იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ ეკონომიკა გადარჩეს – სააკაშვილი ხელისუფლებას

    მომეცით ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, გპირდებით, იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ ეკონომიკა გადარჩეს – სააკაშვილი ხელისუფლებას

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, სააკაშვილი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

    “გთავაზობთ გამომიყენოთ უცხოური დახმარების მისაღებად. მოვივლი ყველა ევროპულ დედაქალაქს. ბევრს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. დონალდ ტრამპი თავის მეგობრად მაცხადებდა ბოლო წლები, ევროპის ლიდერებს ყველას ვიცნობ . მოდით, იურიდიულ კამათზე, შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით იმდენ დახმარებას ჩამოვიტან , რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო. მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკირი გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება”, – აცხადებს სააკაშვილი.

  • მძღოლი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს, ამტკიცებს რომ კორონავირუსს გაურბოდა

    მძღოლი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს, ამტკიცებს რომ კორონავირუსს გაურბოდა

    ლონდონის სიახლოვეს მდებარე ავტომაგისტრალზე  დააკავეს მძღოლი, რომელიც 210 კმ/სთ–ზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ეს კი დაშვებულზე ორჯერ უფრო მეტია. მამაკაცი პოლიციამ გააჩერ, მან კი თავისი საქციელი მან კორონავირუსის შიშით ახსნა. ბრიტანელმა მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ პანდემიისგან გარბოდა

    „მეგონა, რაც უფრო სწრაფად ვივლიდი, კორონავირუსით დაავადების შანსი უფრო ნაკლები იქნებოდა“.

    კანონდამრღვევი მძღოლი დააპატიმრეს და მას წინ სასამართლო ელოდება.

     

  • ნიკა მელია ამბობს, რომ ტყვია, რომელსაც საკუთარ ბინაში მყოფი ქალი შეეწირა პოლიციელებმა ისროლეს

    ნიკა მელია ამბობს, რომ ტყვია, რომელსაც საკუთარ ბინაში მყოფი ქალი შეეწირა პოლიციელებმა ისროლეს

    წუხელ, ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია ფეისბუქზე წერს. ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბრმა ტყვია, რომელმაც ვაჟა–ფშაველას გამზირზე საკუთარ ბინაში, მერვე სართულზე მყოფი ქალი შეიწირა პოლიციელებმა ისროლეს:
    “კომენდანტის საათია
    ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.
    და მერე რა ხდება?
    როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.
    ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“– წერს ნიკა მელია.
    შეგახსენებთ, რომ კვირას საღამოს ვაჟა ფშაველას გამზირდე საკუთარ ბინაში მყოფი ქალი მეზობელი კორპუსიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გასროლა სავარაუდოდ 500 მეტრის დაშორებით მდებარე კორპუსიდან მოხდა.
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 399–მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 399–მდე გაიზარდა

    მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე, stopcov.ge–ზე განახლებული ინფორმაციითსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 399 შეადგინა. ამის  კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

    399 ადამიანიდან 93 გამოჯანმრთელებულია, 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • თბილისში ქალი საკუთარ ბინაში მეზობელი კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

    თბილისში ქალი საკუთარ ბინაში მეზობელი კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

    თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიამ  საკუთარ ბინაში მყოფი ქალი იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით საშუალო ასაკის ქალს, რომელიც საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა მეზობელი კორპუსიდან გასროლილი ბრმა ტყვია თავში მოხვდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს–ს ინფორმაციით გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

    ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ

  • სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

    სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ. დააკავეს.

    ,,მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ მ.სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული”, — აცხადებს სამინისტრო.

    უწყების ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ქ. ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • ეს მათი გალაშქრებაა აღმშენებლობაზე, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია – სააკაშვილი ხანძრის გაჩენაზე

    ეს მათი გალაშქრებაა აღმშენებლობაზე, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია – სააკაშვილი ხანძრის გაჩენაზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენა აღმშენებლობაზე გალაშქრებაა იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია.

    ,,ბიბლიოთეკაში არის მრავალი ათასი წიგნი, აქ არის ძალიან ბევრი კომპიუტერი, ათასობით ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს ამ ბიბლიოთეკით. იქ არის არქიტექტურის, სამართლებრივი მეცნიერების, პოლიტიკური მეცნიერების, მაგრამ ყველაზე მეტი წიგნია არქიტექტურის და დიზაინის, იმიტომ რომ ეს ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, რაღაც ახალის შექმნის იდეას. ამიტომ ეს არის გალაშქრება, რა თქმა უნდა, აღმშენებლობაზე, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია. ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს ხალხისთვის არაფერი არ დაუდგია, მე კიდევ პრეზიდენტობის შემდეგაც მოვახერხე მისი აშენება”,- ამბობს სააკაშვილის მთავარ არხზე.

    მისი თქმით, ბიბლიოთეკაში ხანძარი სუსის აგენტმა გააჩინა.

    ,,ეს ადამიანი გიჟი რომ არ არის, მე მგონი გიჟების გარდა ყველა ხვდება. ეს არის ჩვეულებრივი სუსის აგენტი, ასეთი აგენტებით არის სავსე სუსი მთელ საქართველოში, ამათ იყენებენ ძირითადად არჩევნების დროს, მაგრამ იყენებენ არჩევნებს შორის დაშინების აქტებზე. ეს არის რუსული სტილი, არ არის ივანიშვილის მოგონილი, ეს არის რასაც პუტინი ნერგავდა. რა თქმა უნდა, ამ კაცს არავინ არ დაიჭერს”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

    დღეს ერთმა ახალგაზრდამ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა. მან live ჩართვაში თქვა, რომ ,,კორონავირუსის ბუდე” ნახა და მისი დემონტაჟი უნდა.

    მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზებმა მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 93

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 93

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულია 93 პაციენტი.

    მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5 094 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547.