Category: ახალი ამბები

  • გუშინდელი დღის ანტიგმირი საქართველოს მთავრობაა, გმირი – ქართველი ხალხი – ვაშაძე გახარიას

    გუშინდელი დღის ანტიგმირი საქართველოს მთავრობაა, გმირი – ქართველი ხალხი – ვაშაძე გახარიას

    “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი გიორგი გახარიას მიმართავს, ნუ დაიბრალებენ გუშინდელ დღეს, რადგან საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს.

    ,,გახარია, ნუ დაიბრალებთ გუშინდელ დღეს! თქვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს! მსოფლიო მედიაც შოკშია! ამიტომ სჯობს ცოტა ხანს გაჩუმდეთ!

    გუშინდელი დღის ანტიგმირი – საქართველოს მთავრობა

    გუშინდელი დღის გმირი – ქართველი ხალხი!”,- წერს Facebook-ზე გიორგი ვაშაძე.

    დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს, ვინც ტაძრებში არ წავიდა, ან რეკომენდაციები დაიცვა, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ,,გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!”.

    საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

  • “მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი“–გამოჯანმრთელებული პაციენტი ექიმებს მადლობას უხდის

    “მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი“–გამოჯანმრთელებული პაციენტი ექიმებს მადლობას უხდის

    80 წლის გიული ურუშაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც მისი თქმით თავდაუზოგავად იმუშავეს:

    “მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი.10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ.
    მეგობრებო, გავუფრთცილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში.“– წერს გიული ურუშაძე ფეისბუქ გვერდზე. 

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 87

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 87

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ განკურნებულია 87 ადამიანი.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პაციენტი.

  • კახეთის გზატკეცილზე მანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

    კახეთის გზატკეცილზე მანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

    კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი მგზავრი, მძღოლი კი უგუნო მდგომარეობაშია.

    მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ვრცელდება ვიდეო, როგორ აჩენს ახალგაზრდა ბიჭი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარს

    ვრცელდება ვიდეო, როგორ აჩენს ახალგაზრდა ბიჭი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარს

    სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ აჩენს მოქალაქე დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარს.

    ახალგაზრდა ბიჭი, ვინც სავარაუდოდ ხანძარი გააჩინა, live ჩართვაში ამბობს, რომ ,,კორონავირუსის ბუდე” ნახა და მისი დემონტაჟი უნდა. რამდენიმე წუთში ისმის მსხვრევის ხმა და კადრში ცეცხლმოკიდებული ბიბლიოთეკის პირველი სართული ჩნდება.

    მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზებმა მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ქუჩაში ხალხი არ იმყოფებოდა, ხოლო ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო. ის სამართალდამცავებს მიმართავს, ეს ინციდენტი კარგად გამოიძიონ.

     

  • ვარკეთილში მოქალაქეების დაჯარიმებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა (ვიდეო)

    ვარკეთილში მოქალაქეების დაჯარიმებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა (ვიდეო)

    თბილისში, ვარკეთილის რაიონში პოლიციამ ადგილობრივი მცხოვრებლები დააჯარიმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს ქეიფობდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    ადგილზე შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

    ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ქეთი ბაქრაძე აქვეყნებს:

     

  • გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო – გიორგი გახარია

    გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო – გიორგი გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმ ადამიანებს, ვინც სახლში დარჩა და ტაძარში რეკომენდაციები დაიცვა, მადლობას უხდის. მისი თქმით, გუშინ ქართველმა ხალხმა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა.

    ,,გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!

    გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას!

    მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ. მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ”,- აცხადებს პრემიერი.

    მისივე თქმით, წინ მძიმე ბრძოლაა, მაგრამ ერთიანობით ამ გამოწვევას ქართველი ხალხი დაძლევს.

    ,,წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო!

    კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს”,- წერს გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

    საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

  • რა როლი ითამაშა შეზღუდვებმა ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ – გამყრელიძე ლიტურგიაზე

    რა როლი ითამაშა შეზღუდვებმა ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ – გამყრელიძე ლიტურგიაზე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიაში დაწესებულმა, განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა რა როლი ითამაშა, ამას ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ.

    გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ტაძარში არ მივიდა.

    ,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და ტაძრებში დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები. ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინა”,- თქვა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო ინტერვიუში.

    მისივე თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება.

    ,,დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ”,- განაცხადა გამყრელიძემ.

    საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

  • ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო, სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო – სააკაშვილი ხანძარზე

    ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო, სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო – სააკაშვილი ხანძარზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმიანება და ამბობს, რომ ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ქუჩაში ხალხი იყო, ხოლო ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო.

    ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული.

    ,,დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

    “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და
    რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა – ჯაღმაიძე

    9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა – ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოებას აღდგომას ულოცავს და ამბობს, რომ 9 აპრილის ერთობისა და ძმობის განცდა გამეორდა.

    მისი თქმით, რომ შეეძლოს, სათითაოდ ყველა ქართველს პირადად მიულოცავდა.

    ,,ქრისტე აღდგა! მინდა ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ. რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად! 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ეხლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

    1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება! ქრისტე აღდგა!”,- წერს დეკანოზი Facebook-ზე.

    დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი ტაძრებში 21 საათზე მივიდოდა და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.