Category: ახალი ამბები

  • “არ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გადატანა მის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს“- ჯანმო

    “არ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გადატანა მის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს“- ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ახალი დაავადებების და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკოვემ განაცხადა,რომ ანტისხეულების ტესტებმა შესაძლოა ანტისხეულების დოზა გაზომონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვისაც ანტისხეულები აქვს, განმეორებითი ინფექციისგან დაცულია.

    ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ბევრი ქვეყნის მიერ არჩეულ სტრატეგიას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატესტონ არა მხოლოდ ეპიდემიის მაშტაბების დასადგენად, არამედ იმის გასათვლელად, რამდენმა ადამიანმა შეიძინა იმუნიტეტი უსიმპტომოდ გადატანილი კორონავირუსის შედეგად და გათვალონ, რამდენ ადამიანს შეუძლია სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს დაინფიცირების რისკის გარეშე. ჯანმო აცხადებს, რომ არ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუს გადატანილი ადამიანები თავად არ დაავადდებიან ხელახლა ან სხვებს არ დააინფიცირებენ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ წინდახედულობა გამოჩინონ და ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსის დასადგენად მხოლოდ ამ ტესტებს არ დაეყრდნონ. მან თქვა, რომ ჯერჯერობით  ხელმისაწვდომი ტესტების ეფექტურობის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა.

  • დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! – თიკა მახალდიანი

    დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! – თიკა მახალდიანი

    თიკა მახალდიანი დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველად წერს:

    “ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო რომ სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ.”-წერს თიკა მახალდიანი.

    შეგახსენებთ, გუშინ ბრმა ტყვიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    ის მომღერალ თიკა მახალდიანის დედა იყო.

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი. ინფორმაციისთვის, 402 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.

    გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა – ამირან გამყრელიძე

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა – ამირან გამყრელიძე

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

    “ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული, ამიტომ ყველა უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა”,- განუცხადა “პირველ არხს” ამირან გემყრელიძემ.

  • “სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ”- მაჭავარიანი

    “სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ”- მაჭავარიანი

    სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ეს განცხადება  „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით გააკეთა.

    „ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა.   ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ.   ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ. მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ესაა ჩვენთვის მთავარი მიზანი,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

  • ოკუპირებულ ახალგორში ხანძარია

    ოკუპირებულ ახალგორში ხანძარია

    ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეშია გავრცელებული.

    „ტყეში ცეცხლი ფოთლებს უკიდია, რომლის მასშტაბი საკმაოდ დიდია. სამჯერ მოხდა თანამშრომლების მობილიზება და ტყეში შესვლა. დღის მანძილზე ჩვენ ვახერხებთ ცეცხლთან გამკლავებას, თუმცა ღამით ვრცელდება“, – აღნიშნულია ე.წ. სახანძრო სამსახურში.

    მათივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილებშია, სადაც ტექნიკით შესვლა შეუძლებელია. „გვიწევს ცეცხლი ჩავაქროთ ნიჩბებით და ფოცხებით“,-აცხადებენ ე.წ. სამსახურში.

  • საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით – როდის გაირკვევა  გახანგრძლივდება თუ არა  აკრძალვა

    საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით – როდის გაირკვევა გახანგრძლივდება თუ არა აკრძალვა

    მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.

    გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

  • “წარმატება იმ  გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე“–ნოდარ მელაძე ადასტურებს, რომ მთავარი არხი დატოვა

    “წარმატება იმ გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე“–ნოდარ მელაძე ადასტურებს, რომ მთავარი არხი დატოვა

    “ბევრი წარმატება, იმ მაგარ გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე.“ –ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდზე მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ. ამით მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი არხი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ კვირაზე მეტია ვრცელდება,თუმცა მელაძეს ის ოფიციალურად აქამდე არ დაუდასტურებია. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას ნოდარ მელაძე. წარსულში ის რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, მას შემდეგ, კი რაც არხი ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა რუსთავი2–ის თანამშრომელთა ნაწილთან ერთად ახალ არხზე– მთავარ არხზე გადავიდა.

     

  • გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო

    გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო

    გერმანიაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო. კერძოდ, დღეს ქვეყანაში მცირე ზომის მაღაზიები, წიგნის მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები და ველოსიპედების მაღაზიები გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მომხმარებლებსა და დასაქმებულებში.

    რაც შეეხება სხვა შეზღუდვების მოხსნას, დაწესებულებები, სადაც 1.5 მ დისტანციის შენარჩუნება შეუძლებელია, ჯერჯერობით დახურული რჩება.

    4 მაისიდან იგეგმება სილამაზის სალონების გახსნა, ხოლო რაც შეეხება ბარებს, რესტორნებს და კაფეებს, ფეხბურთის მატჩებსა და კონცერტებს, ისინი 31 აგვისტომდე იკრძალება.

    ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 145743 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 4642 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.