Category: ახალი ამბები

  • მადლობას გიხდით მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, ქრისტე აღდგა! – სალომე ზურაბიშვილი

    მადლობას გიხდით მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, ქრისტე აღდგა! – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის და ქრისტეს აღდგომას ულოცავს.

    ,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!”,- აცხადებს პრეზიდენტი.

    საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

    ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღდგომის ღამეს ლიტანიობა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

  • მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო პატრიარქის ეპისტოლე – დავით ბერძენიშვილი

    მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო პატრიარქის ეპისტოლე – დავით ბერძენიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო.

    მისი თქმით, სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე ხელისუფლებას მადლობებს უხდიდა.

    ,,სულ რომ არ გაკოტრებულიყო ილია მეორე, მადლობები უხადა მთავრობას. ხელი ხელს ბანს პრინციპი არის. ეკლესია, საპატრიარქო დიდი ხანია შეზრდილია ხელისუფლებაში. მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილი იყო პატრიარქის ეპისტოლე, იქ არ იყო არცერთი თანამედროვე აზრი. აბა, შევადაროთ როგორ , რა სიღრმით მეტყველებს მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი”, — განაცხადა ფორმულას ეთერში დავით ბერძენიშვილმა.

    დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. გუშინ პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას აღდგომა ეპისტოლეთი მიულოცა.

    საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

  • მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

    მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

    უწყების ცნობით, ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

    შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება – ხუნდაძე

    ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება – ხუნდაძე

    პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეთანხმება პატრიარქის მითითებას სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, ხელისუფლება ზრუნავს სოფლის გაძლიერებაზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი არ დაინტერესებულა სოფლის მეურნეობით, თუმცა ახლა, ეპიდემიის დროს ხალხი შეშინდა და დაიწყო მიწის დამუშავება.

    ,,რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაზეც უწმინდესი მიგვითითებს, სრულიად ვეთანხმები და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც სწორედ ეს არის – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკის გატარება და სოფლის გაძლიერება. ამისთვის ბევრი პროექტი ხორციელდება. თუმცა, ნებისმიერი რეფორმის გატარება შეუძლებელია ხალხის თანამონაწილეობის გარეშე. ამ წლებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ინიციატივა მიიღო და ბევრი საწარმო შეიქმნა, თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც არ დაინტერესებულა მიწების დამუშავებით და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით.

    დღეს კი, არსებული ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება და სხვა სასოფლო საქმიანობა. მინდა მჯეროდეს, რომ მათი ეს ქმედება ეპიდემიის გაქრობასთან ერთად არ დამთავრდება და მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ხელისუფლება კი გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა განსაცდელისგან რაღაცას სწავლობს ადამიანიც და ქვეყანაც. მჯერა, ამ განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ და იმ უპირატესობებს, რითაც აშკარად გამოიკვეთა საქართველო მსოფლიოში, სასიკეთოდ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ კომენტარში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.

  • 91 ინფიცირებულიდან 10 რეანიმაციაში გვყავს, მათგან 8 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა – რატიანი

    91 ინფიცირებულიდან 10 რეანიმაციაში გვყავს, მათგან 8 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამჟამად კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან 91-ს კორონავირუსი აქვს დადატურებული. 10 პაციენტს რეანიმაციაში მკურნალობენ, ხოლო მათგან 8 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.

    ,,ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 108 პაციენტი, აქედან 91 გვყავს კოვიდინფიცირებული, რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 10 პაციენტი, აქედან 8 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე”,- ამბობს რატიანი.

    მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.

  • შსს-მ ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 71 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 71 პირი დააჯარიმა

    შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

    უწყების ცნობით, პოლიციამ, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა.

    საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე დააჯარიმეს.

    ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 91 პირი დააჯარიმდა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება

  • როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-4 პაციენტის მდგომარეობა – კლინიკის დირექტორის განმარტება

    როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-4 პაციენტის მდგომარეობა – კლინიკის დირექტორის განმარტება

    18 აპრილს ბათუმში, კლინიკა “მედალფაში” კორონავირუსით გარდაცვლილ მე-4 პაციენტს, ქალს მრავალი თანმხლები დაავადება ჰქონდა – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ალექსი გოხელაშვილმა, განაცხადა.

    ,,ქალბატონს ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, მრავლობითი აბსცესი პოსტ-ინექციური და ეს იყო ძირითადად ამის ყველაფრის გამომწვევი”,- თქვა გოხელაშვილმა.

    მისივე თქმით, ქალის გადასვენება მოხდა იმ პროტოკოლით, რომელიც არის გაწერილი მთავრობის დადგენილებით.

    გუშინ, 18 აპრილს საქართველოში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა.

  • ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩატარდა – დეკანოზი შალვა სააღდგომო ლიტურგიაზე

    ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩატარდა – დეკანოზი შალვა სააღდგომო ლიტურგიაზე

    დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისას დისტანცია არ დარღვეულა.

    კეკელიას განცხადებით, ბევრი ადამიანი სახლში შეგნებულად იმიტომ დარჩა, რომ სხვებისთვის ადგილი დაეთმო.

    „ტაძარში ყველაფერი მოწესრიგებულად ჩატარდა, არანაირი დისტანცია არ დარღვეულა, პირიქით, ეზოშიც კი, სადაც მეტრნახევარზე მეტი იყო დაშორება, შენობებში 4 მეტრი. ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად ჩატარდა. მრევლმა ძალიან გაიხარა. ძალიან ბევრი ადამიანი შორიდან მოვიდა. ღვთის მადლით, მადლობა ღმერთს, მოგვეცა იმის საშუალება, რომ მრევლთან ერთად ღვთისმსახურება ჩაგვეტარებინა.

    ბევრი ადამიანი სახლში შეგნებულად იმის გამო დარჩა, რომ სხვისთვის ადგილი დაეთმო. მაგალითად, დიდ ხუთშაბათს ვინც ეზიარა, მრევლის ნაწილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეგნებულ დამოკიდებულებას“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

    საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლის ნაწილმა ინფექციონისტების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და აღდგომის ლიტურგიზე მივიდა. მათ ღამე ტაძრებში გაათენეს და საერთო კოვზით ეზიარნენ.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.

  • სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მგონი ხელისუფლება საფლავზე გასვლაში ხელს არ შეგვიშლის – მეუფე იოანე

    სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მგონი ხელისუფლება საფლავზე გასვლაში ხელს არ შეგვიშლის – მეუფე იოანე

    ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს (გამრეკელი) თქმით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი ჩატარდება, ხოლო შემდეგ წინაპრებს აღდგომას მიულოცავენ, ამიტომ იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა საფლავზე გასვლაში ხელს არ შეუშლით.

    ,,რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენი ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება. 21 სამშაბათია. ასე რომ სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ,” – განაცხადა მეუფე იოანემ.

    მთავრობამ 17 აპრილიდან, 10 დღის განმავლობაში, 27 აპრილამდე ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვა დააწესა.

    კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

  • ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტანიობა დისტანციის წესების დარღვევით ჩატარდა (ვიდეო)

    ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტანიობა დისტანციის წესების დარღვევით ჩატარდა (ვიდეო)

    ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღდგომის ღამეს ლიტანიობა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.

    ვიდეოში, რომელსაც მთავარი არხი აქვეყნებს, ჩანს რომ მრავალრიცხოვანი მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ტაძარს ტრადიციისამებრ გარს უვლის რამდენჯერმე, თუმცა ამ დროს 2-მეტრიანი დისტანციის წესი დაცული არ არის.

    საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების გაფრთხილებების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად ჩატარდა.

    მთავრობა და საპატრიაქო შეთანხმდნენ, რომ აღგომის ღამეს მრევლი ტაძრებში 21 საათამდე მივიდოდა და დილის 6 საათზე დატოვებდა.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.