Category: ახალი ამბები

  • აპრილის ბოლო კვირას, მაისის პირველ კვირებში  მოსალოდნელია იყოს ინფექციის შემთხვევების  ზრდა– ამირან გამყრელიძე

    აპრილის ბოლო კვირას, მაისის პირველ კვირებში  მოსალოდნელია იყოს ინფექციის შემთხვევების  ზრდა– ამირან გამყრელიძე

    “დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

    ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არის მოსალოდნელი მომავალი 3 კვირის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების ზრდა.

    „ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე შიდა გავრცელებიდან.  ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6 დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს, ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ  ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – დავრჩეთ სახლში, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, უკვე არსებობს გეგმა , თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან, როგორ უნდა გაიხსნას სივრცე ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის, უმრავლესობისთვის, მაგრამ, თანდათანობით. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება. ნახავთ, რომ იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც უკვე გუშინ დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გამოსვლა, როდესაც უკვე დაღმავალ მრუდზე გადავიდა ყოველდღიური შემთხვევების. იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ. იგივე დაწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ახლა“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “პლაქვენილი” არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული – ცერცვაძე ზურაბ გურულს

    “პლაქვენილი” არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული – ცერცვაძე ზურაბ გურულს

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და აშშ-ში მოღვაწე ექიმ ზურაბ გურულის კრიტიკას უპასუხა.

    ცერცვაძის განცხადებით, ზურაბ გურულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო COVID-19-ით ინფიცირებულებს არასწორი პროტოკოლით მკურნალობს, არასწორია. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ არსებული მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებული მედიკამენტი “პლაქვენილი” ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული.

    ,,ბრიფინგი ეძღვნება ერთ საკითხს – აშშ-ში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე ქართველი ექიმმა, საკმაოდ ცნობილმა ექიმმა, ბატონმა ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებები, კომენტარები ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ კოლეგიალური დამოკიდებულების გამო არ ვპასუხობდით ამას, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა და არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ პასუხი გაგვეცა, რადგან ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს, არის სიმართლე. მე მინდა შევეხო ორ პროტოკოლს, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ერთი – ეს არის თვითონ კოვიდის მართვის პროტოკოლი. ეს პროტოკოლი თავის თავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლს – 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის პროტოკოლი, ცხელების ცენტრების პროტოკოლი, კოვიდ ცენტრების პროტოკოლი და სხვა.

    ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი, ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო. ვიმეორებ, ეს არის მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალის და ექიმების დამსახურება.

    რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის პროტოკოლს, რასაც შეეხებოდა ბატონი ზურა გურულის კრიტიკა, ეს არის ჩვენი ხელმძღვანელობით შედგენილი პროტოკოლი.

    როგორც ბატონი ზურა გურული ამბობს, საქართველოში არასწორად ნიშნავენ მედიკამენტ “პლაქვენილს”, მათ ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდება და ვისაც კომპიუტერულ ტომოგრამაზე არ აღენიშნება ფილტვების ანთება. აგრეთვე, თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ. იმ ვითარებაში, როდესაც COVID-19-ის სამკურნალო ანტი-ვირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. მიმდინარეობს ამის ძიება მთელ მსოფლიოში. დაახლოებით, 15 მედიკამენტზე არის კვლევა და მათ შორის “რემდესავირი” არის ყველა იმედისმომცემი, მაგრამ ის ჯერ კვლევებშია და არცერთი ქვეყნისთვის არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. ამასთან, ჩნდება სულ ახალ-ახალი შესაძლო მედიკამენტები. ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, “პლაქვენილი” ბევრის მიერ შეიძლება არა ყველას მიერ, მაგრამ ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

    შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

    გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.

  • პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

    პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას.

    მისი თქმით, ამავე ვადით გაგრძელდება მისი დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს.

    ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებოს გაგრძელება საშუალებას მისცემს ქვეყანას ნელ-ნელა მოხსნას შეზღუდვები.

  • 27 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მათ შორის, გადაადგილოების შეზღუდვის – ჩიქოვანი

    27 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მათ შორის, გადაადგილოების შეზღუდვის – ჩიქოვანი

    პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემსუბუქდება შეზღუდვები. კერძოდ, 27 აპრილიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის.

    „უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორად, ეტაპობრივად დაგეგმილი და აუცილებელია, ეს პროცესიც ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებენ და შემდგომშიც იმოქმედებენ.

    უკვე ორშაბათიდან ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

  • ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

    ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა კვირის ბოლომდე, 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. მანამდე კი, 31 მარტიდან საქართველოში სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

  • საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

    საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მთავრობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს მიმართავს.

    ,,ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა… ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, – განაცხადა ბრიფინგზე  ჩიქოვანმა.

  • ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან აღდგომის აღსანიშნავად ისროლა – ადვოკატი

    ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან აღდგომის აღსანიშნავად ისროლა – ადვოკატი

    ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ სამსახურეობრივი იარაღით, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით ისროლა.

    ადვოკატ ნუგზარ წერეთლის განცხადებით, პოლიციელი სროლის დროს ნასვამი იყო.

    “აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, ნასვამ მდგომარეობაში განახორციელა გასროლა [..] აღიარებს იმ ფაქტს, რომ მან კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ფაქტია, რომ უბედური შემთხვევა არის ზუსტად ამ კატეგორიის და ამ ტიპის შემთხვევა, როცა ყოველგვარი განზრახვის გარეშე დგება ის ლეტალური შედეგი, რომელიც მოცემულ შეთხვევაში დადგა”, — თქვა ნუგზარ წერეთელმა.

    მისივე ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციელი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა აღდგომას, თუმცა გასროლისას ის მარტო იყო.

    “კომენდანტის საათის დაწყებამდე მეგობრები დაიშალნენ და შემდეგ საკუთარი აივნიდან გაისროლა. ისროლა და როგორც ყვება, დაწვა დასაძინებლად. გავიდა რამდენიმე საათი და მას მიაკითხა პოლიციამ”, – ამბობს ადვოკატი.

    19 აპრილს პოლიციელის მიერ აივნიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი მოკლა. გარდაცვლილს ტყვია საკუთარ სახლში მოხვდა.

    პროკურატურამ პოლიციელს ბრალი დღეს დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პოლიციელს, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

    პოლიციელს, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

    შსს-ს თანამშრომელს, რომლის გასროლილ უმისამართო ტყვიას, ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

    ,,პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ს. გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახოცრიელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

    საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა,ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

    მათივე ცნობით, გასროლის მომენტში ს.გ. ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ბინა გასროლამდე დატოვეს, რაც, პროკურატურის მტკიცებით, დადასტურდა მოწმეების დაკითხვით და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.

    პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე. ს.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მას აქამდე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.

  • დიახ, ვიყავი ტაძარში და იმ დღესვე ამიწია სიცხემ – რას ყვება COVID-19-ით ინფიცირებული ქალი

    დიახ, ვიყავი ტაძარში და იმ დღესვე ამიწია სიცხემ – რას ყვება COVID-19-ით ინფიცირებული ქალი

    კორონავირუსით ინფიცირებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ყვება, რომ ის არ არის საპატრიარქოს თანამშომელი, როგორც მედია მას მოიხსენიებდა.

    მისი თქმით, შაბათ-კვირას ტაძარში ნამდვილად იმყოფებოდა, სიცხემ კი კვირა საღამოს აუწია, ასე მალე კი ვირუსი ვერ გამოვლინდებოდა, ამიტომ ხალხს მოუწოდებს, ნუ აბრალებენ მის ინფიცირებას ეკლესიას.

    ,,ის დაიმფიცირებული, როგორც თქვენ მიხსენიებთ, საპატრიარქოს თანამშრომელი, მე არ ვარ მინდა განვმარტო, მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებული იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არ ვიყავი პირადი თანამშრომელი პატრიარქის!

    მე მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება არ მქონია თანამშრომლებთან! მე როგორც ჩვეულებრივი ერის ადამიანი და მოქალაქე, ტაძრის გარდა სანამ აიკრძალებოდა, ვსარგებლობდი საზოგადოებრივ ტრასპორტით, ვსარგებლობდი მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატომ ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?! რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!

    დიახ, ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესით დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხემ, როგორც ვიცი, კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავდებოდა! ამიტომ მიზანმიმართულად ნუ გინდათ დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ მდგომარეობიდან”,- წერს ქეთი თოდუა.

    ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევა დასტურდება, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

  • “ფინანსთა მინისტრს მაქსიმუმ ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე,მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ ელაპარაკება“–სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

    “ფინანსთა მინისტრს მაქსიმუმ ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე,მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ ელაპარაკება“–სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

    სააკაშვილი ივანიშვილის გუნდის პასუხს ეხმაურება მის შეთავაზებაზე, რომ ის მზად არის საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარება მოიზიდოს და ის მისი პირადი კავშირების საშუალებით 5 მილიარდამდე თანხის მობილიზაციას შეძლებს. მის შეთავაზებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდებათ.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებას ვიდეომიმართვით უპასუხა:

    “ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა და ეს ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი მიცეს ხალხს.

    არანაირი 3 მილიარდი არ არსებობს ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს და ფიზიკურად არ აქვთ მათ ეს ფული.

    მაშინ, როდესაც ჩვენ მართლა ხუთნახევარი მილიარდი დოლარი, იმ პირობებში, როცა მთელ მსოფლიოში იყო მძიმე კრიზისი, მაინც წამოვიღეთ, ჩემი ნაცნობობით, იმის გამო, რომ ჩემს მიმართ იყო დიდი სიმპატია, ჩვენ საქართველოს ეკნომიკა 2008–2009 ში რეალურად გადავარჩინეთ. და ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012–ში, რომელიც ამათ შეჭამეს.

    მინდა ვუთხრა სესიაშვილს, რომელიც ამბობს რომ სააკაშვილი კაპიკის მომტანი არ არისო.

    დიახ, ბატონო სესიაშვილო, თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არა ვარ. უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან, თქვენ და თქვენისთანებს, მაგრამ ქართველი ხალხისთვის მე ვარ მომტანი მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, სანამ ქვეყნის გარეთ ვიმყოფები, იმიტომ რომ ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე ყველას თქვენ ერთად აღებულს.

    საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს, რომ მიხვდები, მაქსიმუმ ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე და მსოფლიოს ინსტიტუტებში პრაქტიკულად ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება.

    მე მინდა ამ ეტაპზე, სანამ თქვენ კიდევ რამდენიმე თვე თქვენ იქნებით, ისეთი შეუქცევადი შედეგები რო არ იყოს, თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდევინო ხელი ჩვენს მეგობრებს.“

    სააკაშვილი ამბობს, რომ კარგად იცის რა მძიმე ვითარება აღმოჩნდება ქვეყანაში, თუ არ მოხდება უცხოური თანხების ძალიან მაშტაბური შემოდინება.