Category: ახალი ამბები

  • ვერ ვხვდები, რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და აგრესიული განცხადებების გაკეთება – მამუკა მაჩაიძე

    ვერ ვხვდები, რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და აგრესიული განცხადებების გაკეთება – მამუკა მაჩაიძე

    ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით დაწყებულ ექიმებს შორის დაპირისპირებას ეხმიანება. მისი თქმით, ვერ ხვდება, რას ემსახურება წამყვანი ექიმების აგრესიული განცხადებები.

    მაჩაიძის თქმით, მათ შრომას არავინ უკარგავს, უბრალოდ კარგი იქნებოდა გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია.

    ,,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოცემულობა ასეთია, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვერ გავქრებით და საჯარო თუ პირადი წყაროებით შევეცდებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ისე, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს.

    მე ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა ჭირდება. თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას რაც გასწიეთ ამ საქმეში. მათ შორის, ისიც ნორმალურია რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული, ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზრივნე.

    იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და შესაბამისად ვერ ავღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია. ამიტომ თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას დაახლოებით 2-3 დღე ჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ვიცოდეთ პაციენტების სიმძიმე, ლაბორატორიული/რენტგენოლოგიური მაჩვნებლები, ასევე რამდენმა პაციენტმა მიიღო პლაქუენილი (სიმძიმის მიხედვით), დარუნავირ/რიტონავირი, სხვა ანიტივირუსულები და სტეროიდები, ასევე რამდენმა მიიღო კომბინაცია/მედიკამენტების კოქტეილი.

    მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა რომ ვისწავლო კოლეგიალობა. ამიტომ გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, ისე როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით. ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება. ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა. პატივისცემით, მ.მ . “,- წერს მამუკა მაჩაიძე.

    შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორის, ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

    გურულმა ცერცვაძეს დღეს უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა.

    ლევან რატიანმა , ,გრძელენიანებს და მოკლეენიანებს” მოუწოდა, ტვინს მოუხმონ და თუ რჩევების მიცემა უნდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიბრძანდნენ და იმუშავონ.

  • ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის უნიჭო დემონსტრირებაა – სააკაშვილი ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის უნიჭო დემონსტრირებაა – სააკაშვილი ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტიკ-ტოკ ვიდეოს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის უნიჭო დემონსტრირებაა.

    მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილის შიშით სახლებშია გამოკეტილი და ამ დროს ,,ხელმწიფე და მისი უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს”.

    აღდგომა არ მიულოციათ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ, ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავშვი დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ

    ,,ვინმემ შეიძლება მისაყვედუროს, მამა-შვილია და რასაც უნდათ თავის ოჯახში იმას გადაიღებენ და დადებენო!

    არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება.

    უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასოწარკვეთილი უმრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას. ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ამას ჰქვია ოლიგარქია ყველაზე დამცინავი, შეურაცხმყოფელი ფორმით! ფიქრობენ ალბათ, რაც მეტად გაღარიბდება ხალხი, მით უფრო ადვილად ვიყიდით ხალხის სულებსაც და მომავალსაც! მე პირადად ამას არ დავუშვებ!

    საქართველოში მალე გათენდება! წყვდიადი დამარცხდება!

    ჯანმრთელობას და სულ მცირედ გამძლეობას გისურვებთ.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო – კალაძე ივანიშვილების TikTok ვიდეოზე

    ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო – კალაძე ივანიშვილების TikTok ვიდეოზე

    თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა და ბერა ივანიშვილის ტიკ-ტოკ ვიდეოს ეხმიანება და ბერა ივანიშვილს მიმართავს, ვარჯიშს მოუმატოს.

    ,,ბერა,შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო”,- წერს Facebook-ზე კალაძე.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად – კაპანაძე ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად – კაპანაძე ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპატანაძე ამბობს, რომ ქართული ოცნებისთავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

    მისი თქმით, როგორ ჩანს კარგი დრო იპოვა ივანიშვილმა გასართობად.

    ,,მოდი, პირდაპირ სერიოზული თემებით დავიწყოთ დისკუსია, თორემ რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთოთ მაგაზე? ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად”,- ამბობს კაპანაძე.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამაშ-ვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

     

  • “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა“– გვარამიას რეაქცია ბერა და ბიძინა ივანიშვილების TikTok ცეკვაზე

    “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა“– გვარამიას რეაქცია ბერა და ბიძინა ივანიშვილების TikTok ცეკვაზე

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ბერა და ბიძინა ივანიშვილები ცეკვავენ.

    “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა. მაგას მართლა რა შეხედავდა. ისეთი გარეკილი აქვს, მართლა კარგად ვართ კიდე გადარჩენილები. თუმცა რა? ყველაფერი წინაა. კაცმა არ იცის, კიდე რას დაგვანახებს

    ვუმღერეთ “გამოდი, გამოდი” და აჰა, ისიც.
    ასკინკილით გადაგვიარა თავზე ოთხ კედელში გამოკეტილ ცოცხლებსაც და გარდაცვლილების საფლავებსაც. მოკლედ, თავისი მრავალმილიონიანი ვილიდან დაგვცინა და დაგვამცირა, მუდმივი კარანტინი და კორონასა და შიმშილს შორის წანწალი გვისურვა.
    დედამოტყნული სვავია, მორჩა, ვაბრუნებ ეპითეტს ხმარებაში, აღარ მადარდებს შენიშვნები ეთიკაზე. ქვეყნის მტერს და დამაქცევარს ის უნდა დაარქვა, რაც არის.
    ps თან მერამდენე დუბლზე ჩაწერა, ხომ წარმოგიდგენიათ? რამდენი იმეცადინა, “შარვალ-კოსტუმში” გამოიწკიპა, რომ უფრო სოლიდურად დაეცინა.“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

     

  • ბოლოს საქართველოს TikTok-ზე რა დაიდება, კარგად ვიცი – დიდი პანღური ბატონ ბიძინას! – დეკანოიძე

    ბოლოს საქართველოს TikTok-ზე რა დაიდება, კარგად ვიცი – დიდი პანღური ბატონ ბიძინას! – დეკანოიძე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის ტიკ-ტოკ ვიდეოს ეხმიანება და ამბობს, რომ ბოლოს საქართველოს TikTok-ზე დაიდება ,,დიდი პანღური ბატონ ბიძინას”.

    ,,ამ დაცინვისთვის და ქვეყნის დამცირებისთვის ბოლოს თავისუფალი საქართველოს Tik Tok-ზე რა დაიდება ვიცი კარგად: დიდი პანღური ბატონ ბიძინას! “,- წერს ხატია დეკანოიძე.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების – ბოკერია ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების – ბოკერია ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის მიერ ბერასთან ერთად ჩაწერილი ტიკ-ტოკ ვიდეო მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა. მისი თქმით, ივანიშვილმა ამით გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე ჰკიდია მთელი ქვეყანა.

    ,,ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, მოქალაქეების. ადამიანი, რომელიც დეფაქტო მმართველია ამ ქვეყნის, ფორმალურად მმართველი პარტიის თავჯდომარეა და ყველაფერს წყვეტს ეს და არ დაგვლაპარაკებია არავის, არცერთ მოქალაქეს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს სიტყვა არ უთქვამს, რას ხედავს, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და აი ასე მიეგება საზოგადოებას, პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა. მან გარკვევით თქვა რომ ფეხებზე კიდია მთელი ეს ქვეყანა”,- აცხადებს ბოკერია.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • ბერა ივანიშვილი მამასთან ერთად ცეკვის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს(ვიდეო)

    ბერა ივანიშვილი მამასთან ერთად ცეკვის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს(ვიდეო)

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამაშვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • საჩხერეში ნაჯახით შვილმა მამა მოკლა – შსს

    საჩხერეში ნაჯახით შვილმა მამა მოკლა – შსს

    შსს საჩხერეში შვილის მიერ მამის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.ბ.

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით მამას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

    ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო”- წერია ინფორმაციაში.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 97

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულების რიცხვი 97-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია Stopgov.ge-ზე განთავსდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 97 გამოჯანმრთელდ, გარდაიცვალა 4 ადამიანი.