Category: ახალი ამბები

  • ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა

    ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა

    ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გამოძიება  დაწყებულია 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.

    მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

    მონასტრის სასულიერო პირები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

  • კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები  მცირდება

    კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება

    კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

    კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.

  • კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი

    კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო.

    ტურძელაძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.”

    ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7 აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“,- განაცახადა ტურძელაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

  • Covid19-ის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა ოქსფორდში ხვალ იწყება

    Covid19-ის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა ოქსფორდში ხვალ იწყება

    ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ხუთშაბათს დაიწყება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა.

    ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფის ერთ–ერთი წევრის თქმით, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, შემოდგომისთვის ვაქცინის მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს რომ მსოფლიო შეძლებს თანდათანობით კარანტინიდან გამოსვლს ეპიდემიის შემდეგ, რომელმაც 175 000 სიცოცხლე შეიწირა და გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები მოიტანა.

    დაუნინგ სთრითზე ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჰენკოკმა თქვა, რომ მთავრობა ყველა ძალას იყენებს ვაქცინის შესაქმნელად და ოქსფორდის მეცნიერთა გუნდი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსა, რათა კლინიკურ ცდებში დახმარებოდა. კიდევ 22.5 მილიონი მისცა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკლევარებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შესამუშავებლად 18 თვე ან მეტია საჭირო, ოქსფორდის მკვლევარები პროფესორ სარა გილბერტის მეთაურობით ვარაუდობენ, რომ ფართომაშტაბიანი წარმოება შეიძლება უკვე სექტემბერში დაიწყოს – დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ იქიდან, როცა ჩინეთის ქალაქ უხანში პირველად აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი.

    ჰენკოკი ამბოს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ახლა საწარმოო სიმძლავრეებს დააფინანსებს, და თუ ოქსფორდული ან იმპერიალ კოლეჯის ვაქცინა გაამართლებს, ის ბრიტანეთის მოსახლეობისთვის რაც შეიძლება სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი.

  • საქართველოში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა. გარდაცვლილია 68 წლის მამაკაცი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

    ამ დროისთვის საქართველოში 411 ადამიანია ინფიცირებული, 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა.

  • აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს

    აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს

    აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 45 039-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 37 179-ით მოიმატა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 824 438-ს მიაღწია.

    „სიენენის“ განმარტებით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა სტატისტიკამ ზრდა მომავალი დღეების განმავლობაშიც განაგრძოს, რაც განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთმა შტატმა მონაცემებში კორონავირუსით „სავარაუდოდ გარდაცვალების“ შემთხვევებიც დაამატა.

  • აშშ-ის სენატმა კორონავირუსით დაზარალებული მცირე ბიზნესის და საავადმყოფოების დასახმარებლად 484 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა

    აშშ-ის სენატმა კორონავირუსით დაზარალებული მცირე ბიზნესის და საავადმყოფოების დასახმარებლად 484 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა

    აშშ-ის სენატმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა.

    „როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი – საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი – საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი-კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.

    აშშ-ის სენატმა აღნიშნული პაკეტი ერთხმად მიიღო. შემდეგ ეტაპზე მას კენჭი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა უყაროს, მხარდაჭრის მიღების შემთხვევაში პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

    შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 824 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. პანდემიის გავრცელების დღიდან კი ქვეყანაში სამსახური დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

  • საქართველოში არის COVID-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს – იმნაძე

    საქართველოში არის COVID-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს.

    „ჩვენთან საქართველში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 4 გარდაცვალება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 97-მდე გაიზარდა.

  • რაღაც ეტაპზე იძულებული გავხდი, მოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა — იმნაძე

    რაღაც ეტაპზე იძულებული გავხდი, მოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა — იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რადგან რაღაც ეტაპზე მოქალაქეების “ზედმეტი დაზაფვრა” მოუწია.

    ,,აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, ძალიან ვწუხვარ, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე”, — განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

    მისივე თქმით, ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ ერთი წელი დასჭირდება.

    ,,რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით COVID-19-თან ერთად ცხოვრებას”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ 5 ინფიცირებულში შედიოდა, მაგრამ ტესტი ისევ დადებითს აჩვენებს – იმნაძე

    გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ 5 ინფიცირებულში შედიოდა, მაგრამ ტესტი ისევ დადებითს აჩვენებს – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში პირველი 5 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი დღემდე ინფიცირებულია.

    მისი თქმით, ამ პაციენტის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მძიმე ფორმაც კი არ ყოფილა, საშუალო სიმძიმის იყო.

    „ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ. ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევა ფიქსირდება, მათგა 97 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.