Category: ახალი ამბები

  • გაუგებარია, რატომ განვიხილავთ ბერას პირად ვიდეოს პოლიტიკურ ჭრილში – კალაძე

    გაუგებარია, რატომ განვიხილავთ ბერას პირად ვიდეოს პოლიტიკურ ჭრილში – კალაძე

    თბილისის მერს, კახა კალაძეს, არ ესმის, რატომ უნდა განიხილებოდეს ბერა ივანიშვილის მიერ განთავსებული ვიდეო პოლიტიკურ ჭრილში, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.

    მისი თქმით, ივანიშვილის ოჯახის წევრებს ვიდეოების გამოქვეყნება პოლიტიკურ ჭრილში ,,არ უნდა გავუტაროთ”.

    ,,რატომ განვიხილავთ ბერას პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოს რაღაც პოლიტიკურ ჭრილში, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. გასაგებია, რომ პარტიის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მისი ფოტოების, ვიდეოების გამოქვეყნების უფლება ოჯახის პოლიტიკურ ჭრილში რატომ უნდა გავუტაროთ, ზოგადად, არ მესმის და არ მგონია, ეს თემა სადისკუსიო იყოს”, — თქვა კალაძემ  შალვა რამიშვილის გადაცემაში.

    ბიძინა ივანიშვილის TikTok ვიდეოს გამოეხმაურა ,,ქართული ოცნებაც”. პარტიის განცხადებით, ,,აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა მოჰყვა”.

    ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, ტიკ-ტოკ ვიდეოს გავრცელების შემდეგ განაცხადეს, რომ ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგან მძიმე კრიზისის დროს მმართველი პარტიის ლიდერი პირველად ამ ვიდეოში გამოჩნდა.

    ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამა-შვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.

  • არ შევცდეთ, წინ გრძელი გზა გვაქვს, ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება –  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

    არ შევცდეთ, წინ გრძელი გზა გვაქვს, ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინ დიდი გზა გასავლელი და კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის.

    „ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება“, – განაცხადა გაბრეიესუსმა.

    მან აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის ტენდენციის გამო შეშფოთება გამოხატა.

  • კახა კალაძემ ვანო ზარდიაშვილს  მიწის ნაკვეთი გადასცა

    კახა კალაძემ ვანო ზარდიაშვილს მიწის ნაკვეთი გადასცა

    თბილისის მერმა ყოფილ დეპუტატს  და მეგობარს ვანო ზარდიაშვილს მიწის ნაკვეთი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 1 ბრძანებთი გადაიცვალა ცოტა უფრო დიდ და გაცილებით ძვირ ნაკვეთში გლდანში. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

    ამ ბრძანებას  რამდენიმე დღეში საკრებულო დაამტკიცებს რომელსაც დღის წესრიგში ქონების გადანაწილება აქვს და არა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ადამიანების დახმარება.

    ტერიტორია გლდანში რომელიც ვანო ზარდიაშვილს გადაეცა ბევრად უფრო დიდია 1000 კვადრატული მეტრია. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომელსაც გასახლება ემუქრება ზარდიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 თვისწინ 2 ჯერ იყო მისული და  ტერიტორიას ათვალიერებდა.

     

     

  • შიში განაპირობებს მათ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლონ – ხუხაშვილი მთავრობაზე

    შიში განაპირობებს მათ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლონ – ხუხაშვილი მთავრობაზე

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის აზრით, მთავრობის აკრძალვები ხშირ შემთხვევაში შიშით არის განპირობებული.

    ,,საღი აზრი ნაკლებად ფიგურირებს ხელისუფლების ზოგიერ გადაწყვეტილებაში. ემოციით, ხშირ შემთხვევაში შიშით არის განპირობებული და ფიქრობენ, რომ ჯობია გადააჭარბონ, ვიდრე რაღაცა დააკლონ და ნაბან წყალს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბავშვიც გადააყოლონ. მხედველობაში მაქვს მსუბუქი მანქანების შეზღუდვა. არ ვარ შეზღუდვების წინააღმდეგი, მაგრამ აქ გადამეტებას აქვს ადგილი. კიბატონო, გასაგებია რომ ნაკლებად მოძრაობაა უზრუნველსაყოფი, მაგრამ ამის ბევრად უფრო მოქნილი მექანიზმია საპოვნი და არა ის რომ ნაჯახით ადგე და ყველაფერი გააჩერო”,- ამბობს ხუხაშვილი.

    მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მარტივად გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მაშინ როცა პრობლემა არის ძალიან რთული.

    ,,მე მოვუწოდებ, მეტი იფიქრონ, იმუშავონ მეტი და უფრო ზუსტი და ადეკვატური ალგორითმები იპოვონ კრიზისის მართვის”,- აცხადებს გია ხუხაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. 27 აპრილამდე გახანგრძლივდა ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაც. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი.

  • შესაძლოა, ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს, ამას უნდა შევეჩვიოთ – გამყრელიძე

    შესაძლოა, ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს, ამას უნდა შევეჩვიოთ – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, რომ ნიღბების ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს.

    როგორც გამყრელიძე ამბობს, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, მას ახლა ,,სოციალური ნიღაბი” დაერქვა.

    ,,ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

  • პროტესტი სეირნობით – გირჩი საგანგებოს გაუქმების მოთხოვნით იპოდრომზე აქციას გამართავს

    პროტესტი სეირნობით – გირჩი საგანგებოს გაუქმების მოთხოვნით იპოდრომზე აქციას გამართავს

    პოლიტიკური პარტია ,,გირჩი” საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გაპროტესტებას ძველ იპოდრომზე სეირნობით აპირებს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქცია ხვალ 14:00 საათზე დაგეგმა. მისი თქმით, რადგან ქვეყანაში შეკრება-მანიფესტაციები აკრძალულია, პროტესტის ასეთი ფორმა მოიფიქრა.

    ჯაფარიძის აცხადებს, რომ მთავრობას არ აუხსნია, რატომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე.

    ,,არავის აუხსნია რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ასობით ათასი ადამიანისთვის სიცხის გაზომვამ, ქუჩების საპნიანი წყლით რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა.

    არავის აუხსნია რას ველოდებით 21 მაისს. იმის გათვალისწინებით რომ მაისის მეორე ნახევრისთვის არც ვაქცინა იქნება, არც წამალი, არც პოპულაციური იმუნინეტის გამომუშავება მოხდება, დადასტურებით შეიძლება მხოლოდ ერთი რამის მტკიცება – ვიქნებით პრინციპულად იგივე რეალობაში როგორშიც ვართ დღეს”,- ამბობს ჯაფარიძე.

    აქციის მოთხოვნები ასეთია:

    1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
    2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
    3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
    4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
    5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა;
    6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
    7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
    8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
    9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა;
    10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
    11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში ასევე 27 აპრილამდე შეზღუდულია ავტომობილით გადაადგილება. მოქმედებს კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ყველანაირი გადაადგილება აკრძალულია.

  • “გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?“–დავით ჭიჭინაძე

    “გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?“–დავით ჭიჭინაძე

    „ ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორიერებულია.“- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას,  ეკონომიკური და სოციალური პროგრამის გარეშე.

    „დღეს, პანდემიის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც მოსახლეობა ფაქტიურად ჩაკეტილია, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ მუშაობს ფორს-მაჟორი ბანკებთან მიმართებაში?! რა ფენომენია ასეთი?!

    მითუმეტეს, სამოქალაქო კოდექსში არის  მუხლები – 348, 398, 401, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საგანგებო მდგომარეობაა, თუ ცუდი ამინდია,  როდესაც კომპანია ვერ ასრულებს  ვალდებულებას, ამასაც კი ფორს-მაჟორი ქვია. ჩვენმა ბანკებმა კი, 2008 წლის მერე ხელშეკრულებებიდან ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს.

    არადა,  რეალურად  კანონი არეგულირებს ხელშეკრულებებში ფორს-მაჟორის არსებობას, რაც თავის მხრივ დაუძლევევლი წინააღმდეგობის პირობებში ვალდებულებების  შეჩერებას გულისხმობს ორივე მხარის მიმართ.

    მითუმეტეს, რომ არსებობს სასამართლოს პრეცენდენტი, (საქმის ნომერია 2ბ /7137-14 ) დავა ორ სუბიექტს შორის, როდესაც სასამართლომ ჯარიმები არ დააკისრა მოპასუხე მხარეს, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო.

    სწორედ ამიტომ აფრთხილებს  დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას, რომ თუკი ვინმეს, ამ ვითარებაში დაერიცხება დამატებითი პროცენტი , ან გაეზრდება კრედიტი – ეს კანონის დარღვევაა.

    დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საყურადღებოა სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, მერსედეს ვერა-მარტინის მიმართვა იმის შესახებ, რომ ბანკებმა სასწრაფოდ უნდა აღიარონ ის ვალები, რომლებსაც ისინი ვეღარ დაიბრუნებენ.

    ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი რომელიც გაკოტრდება და ვერ შეძლებენ თავიანთი ვალის მომსახურებას, რაც ჩანს კიდეც, ბანკებმა უნდა აღიარონ ეს ვალები და შექმნან რეზერვები ეროვნულ ბანკში, ამ ვალებთან მიმართებაში. რადგანაც სესხებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოხდეს  არა მეანაბრეების, არამედ ბანკების კაპიტალის ხარჯზე. ვინაიდან ხშირად ასეთ შემთხვევებში ფულს კარგავენ მეანაბრეები და არა ბანკირები“– აცხადებს ჭიჭინაძე.

  • კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 105 – ამირან გამყრელიძე

    კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 105 – ამირან გამყრელიძე

    დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ლაივში  განაცხადა, რომ კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 7 ადამიანი განიკურნა.

    მთლინობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 105 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 5 160 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 579. 

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა – გამყრელიძე

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა.

    ,,გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    416 ინფიცირებულიადნ 105 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 ადამიანია.

  • შეზღუდვების მოხსნის გეგმა შემუშავებულია და დეტალურად პარასკევს წარმოვადგენთ–მთავრობის ადმინისტრაცია

    შეზღუდვების მოხსნის გეგმა შემუშავებულია და დეტალურად პარასკევს წარმოვადგენთ–მთავრობის ადმინისტრაცია

    “თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვუშვებთ, ხვალ შეიძლება უკან დავბრუნდეთ და ყველაფერი, რაც მათ შორის თქვენი მხარდაჭერით არის გაკეთებული, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეთ, შესაძლოა, ჩაგვეყაროს წყალში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყარეს კენჭი.

    მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა მზადაა და საზოგადოებას პარასკევს წარედგინება.

    „საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უნდა დაუჭიროთ მხარი იმიტომ, რომ ჩვენ თუ დღეს ამ შეზღუდვებს, რომელთა ნაწილი გეთანხმებით, რომ ხვალ და ზეგ მოსახსნელია, ერთიანად მოვხსნით, შეიძლება უკან დავბრუნდეთ და ყველაფერი, რაც მათ შორის თქვენი მხარდაჭერით არის გაკეთებული, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეთ, ჩაგვეყაროს წყალში. ეს არ უნდა დაუშვათ არც ჩვენ და არც თქვენ. შეზღუდვების მოხსნის გეგმა შემუშავებულია და დეტალურად პარასკევს წარმივადგენთ“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.