Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 27 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • “მიკროფონის დეზინფექცია, დისტანციის დაცვა…“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

    “მიკროფონის დეზინფექცია, დისტანციის დაცვა…“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციების მიხედვით მედიამ მუშაობისას შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

    2 მეტრამდე დისტანციის დაცვა ჟურნალისტებსა და რესპოდენტებს შორის, ასევე თვით ჟურნალისტებს შორის.

    ინტერვიუ უნდა წარიმართოს მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით,მიკროფონის ღრუბლის გარეშე.

    ინტერვიუს დროს მედიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია პირაბდის გამოყენება.

    ინტერვიუს დასრულების შემდეგ აუცილებელია მიკროფონის მთლიანი, კამერის კორპუსის, და ყველა სხვა ნივთის, რომელსაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან სველი წესით გაწმენდა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

    სამუშაოს დასრულებისთანავე რეკომენდებულია პირბადის მოხსნა გარე ზედაპირთან შეხების გარეშე, სანაგვეში გადაგდება და ხელის დაბანა არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

  • შეიძლება, საერთოდ არ ჩაატარონ წელს არჩევნები, თუ კარგად დააპანიკეს ხალხი – ჯაფარიძე

    შეიძლება, საერთოდ არ ჩაატარონ წელს არჩევნები, თუ კარგად დააპანიკეს ხალხი – ჯაფარიძე

    “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების საკითხი საფრთხის ქვეშაა.

    მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით გადაწიოს იმისთვის, რომ წელს არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს.

    “თუ სურვილი ექნათ, კიდევ იტყვიან, რომ ისევ პანიკაა, რომ შეიძლება დავიხოცოთ, კუბოები გინდათ და თავისუფლად გააგრძელებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სურვილი აქვთ. შესაბამისად, შეიძლება, საერთოდ არ ჩაატარონ წელს არჩევნები, უპრობლემოდ, თუ კარგად დააპანიკეს ხალხი, რასაც, ჯერჯერობით, ახერხებენ. შეიძლება საერთოდ ჩაშალონ პოლიტიკური პროცესი და ის შეთანხმებაც დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

  • კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად – გედევან ფოფხაძე

    კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად – გედევან ფოფხაძე

    ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, გედავან ფოფხაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს და არ უნდა გადასინჯოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

    ,,კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში, ეს არანაირად არ იქნება სწორი. არც იმ მხრივ, რომ რაღაც ძველი შეცდომები და ეკონომიკის თუ სოციალურ სფეროში არგაკეთებული საქმეები ჩამოეწეროს კორონავირუსთან მიმართებაში, ან ახლა გადასინჯოს უკვე მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები”, — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში გედევან ფოფხაძემ.

    ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მოქმედებს კომენდანტის საათი და 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა. ასევე, აკრძალულია აქცია-მანიფესტაციები.

  • საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

    საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

    საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.

    როგორც საპარლამენტო უმრალესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთვევაში ამისთვის 3000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთვევაში კი ჯარიმა 15 000 ლარია.

    „359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთვევაში ამისთვის ის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთვევაში ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახლი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითთება რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • როცა კრიზისისას უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და მერე ასეთ ვიდეოს დებს, არაადეკვატურია – ნოდია ივანიშვილზე

    როცა კრიზისისას უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და მერე ასეთ ვიდეოს დებს, არაადეკვატურია – ნოდია ივანიშვილზე

    პოლიტილოგი გია ნოდია ივანიშვილის TikTok ვიდეოს ეხმიანება და ამბობს, რომ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებთან ერთად ,,ცანცარში” პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი რომ ჯერ უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და შემდეგ ასეთ ვიდეოს დებს, არააადეკვატურია.

    ,,ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ნებისმიერი ასაკის და თანამდებობის ადამიანმა ოჯახის წევრებთან ერთად როგორც უნდა ისე იცანცაროს. კაცია და გუნება.

    მაგრამ როცა სახელმწიფოს ფაქტიური პირველი პირი კრიზისულ სიტუაციაში ჯერ უარს ამბობს ხალხთან კომუნიკაციაზე და მერე ასეთ ვიდეოს დებს, ეს ნიშნავს, რომ სრულიად არაადექვატურია.

    მისიანებმა, ცხადია, უნდა აპრავონ, სხვა რა გზა აქვთ,”- წერს გია ნოდია Facebook-ზე.

    ივანიშვილი თავის შვილთან, ბერასთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საზოგადეობის წინაშე პირველად 21 აპრილს, TikTok ვიდეოში გამოჩნდა. ამას ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

  • ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს, უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას –  ცერცვაძე

    ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს, უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას – ცერცვაძე

    კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და საკარანტინო მოთხოვნებს – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.

    „ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ყოველდღე გესმით, რომ ათასობით ახალი ავადმყოფია და ასეულობით გარდაცვლილი, ამას ყოველდღე ხედავთ. საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და იმ საკარნტინო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვყავდეს. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის – თენგიზ ცერცვაძე

    კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის – თენგიზ ცერცვაძე

    საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს. ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის “ , – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  • ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

    23 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 1 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ახალი გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.1854 ლარი ღირს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1749 ლარი იყო

    ევროსთან მიმართებით ლარი 2 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.4291 ლარი ღირს. დღეს კი 3.4502 იყო.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ეკო მაღრაძემ მთავარი არხი დატოვა

    ეკო მაღრაძემ მთავარი არხი დატოვა

    ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკო მაღრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    „განსაკუთრებულად მიყვარს ეს არხი და იქ გატარებული რამდენიმე თვე. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამშრომელს!“ – წერს ეკო მაღრაძე.

    ცნობისთვის, ეკო მაღრაძის წასვლას წინ უძღოდა “მთავარი არხის” საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის წასვლა.