Category: ახალი ამბები

  • გუშინ ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ეზუგბაია

    გუშინ ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, რომელის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, დანარჩენები კი სხვა პაციენტების კონტაქტებია.

    მისივე თქმით, დღეს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტიდან, 3 ინფექციურის პაციენტი იყო.

    ,,ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა უცვლელია, როგორც მოგახსენეთ გუშინ. ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის 431 დადასტურებული, ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა და გახდა 114, მათგან 3 ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა.

    პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 431 ადამიანი, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 114

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში – 114

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 431 შემთხვევა, მათგან 5 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 431

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 431

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 431-ს მიაღწია. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    431 ინფიცირებულიდან 114 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.

     

  • “გახარიასა და მთავრობის გინების გამო დაგვაჯარიმეს” – კარანტინში მყოფი ძმები გურეშიძეები

    “გახარიასა და მთავრობის გინების გამო დაგვაჯარიმეს” – კარანტინში მყოფი ძმები გურეშიძეები

    ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეები აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონაში  გახარიასა და მთავრობის მისამართით გინების შემდეგ ისინი პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა და მოსამართლემ დააჯარიმა. ამის შესახებ მათ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრეს.

    “მივიღეთ უარი თვითიზოლაციაში გადასვლაზე, გვითხრეს, რომ ეს ჩვენი უფლება არ არის. ძალიან უხეში, ძალიან დამამცირებელი, ირონიული დამოკიდებულება იყო. როცა ვთქვით, რომ შიმშილობას დავიწყებდით, სამედიცინოს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ აინტერესებდა ვიშიმშილებდით თუ არა, მთავარი იყო სიცხე გაგვეზომა. მოვითხოვეთ ვინმე კომპეტენტური, ვისაც შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა და დავხურეთ კარი, დავბრუნდით ოთახში. ამას მოყვა ლანძღვა გახარიასა და მთავრობის მიმართ ჩემი ძმისგან. ამას კიდე მოყვა პოლიციელთა გაღიზიანება, როგორც ჩანს. კარზე გაისმა ბრახუნი. შემდეგ გადაგვიყვანეს და 2 საათს ვიცადეთ სასამართლოს ეზოში. მიგვიყვანეს და მოსამართლე ჩაგვერთო სკაიპით. ბრალდებაში ჩაწერეს, რომ თითქოს შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, მოკლედ, ავიკელით სასტუმრო. სასამართლოში პოლიციელებმაც დაადასტურეს საკუთრ ჩვენებაში, რომ მათთვის არ გვიგინებია. მე ვუთხარი, რომ ეს არ გამიკეთებია, მაგრამ წარსულში მქონია, როგორც საქართველოს მოქალაქეების 100 პროცენტს და მომავალშიც, სავარაუდოდ, თუ რამეს გააფუჭებდა მთავრობა, გავლანძღავდი მათ. ამის გამო მოსამართლემ დამიწერა მე 1000-ლარიანი, ჩემს ძმასაც 1000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა, მანამდე, პატრულმა გამოგვიწერა 3-3-ათასლარიანი ჯარიმა, საკარანტინო წესების დარღვევისთვის. ეს რაში გამოიხატება არ ვიცი. მანამდე ოთახიც არ დაგვიტოვებია.მოსამართლემ მთავრობის გინება ახსნა, როგორც იგივე პოლიციელზე გინება”

    ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია  23 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. საიას განცხადებით ძმები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ, ისინი მაშინვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.

     

  • აკრძალვები არის ჩვენთვის, თავის დაქალოჩკებს თუ ნაშოჩკებს ნარუშილოვკები დაურიგეს და დაშლიგინობენ აქეთ-იქით – ელისაშვილი

    აკრძალვები არის ჩვენთვის, თავის დაქალოჩკებს თუ ნაშოჩკებს ნარუშილოვკები დაურიგეს და დაშლიგინობენ აქეთ-იქით – ელისაშვილი

    “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ შეზღუდვების ნაწილი დაუსაბუთებელია.

    როგორც ელისაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, გაუგებარია რატომ გაახანგრძლივა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე, მაშინ როდესაც ევროპის ბევრ ქვეეყანაში გამკაცრებული ზომები მხოლოდ 10 მაისამდე მოქმედებს.

    “რადგან არავინ გვაკრიტიკებსო, მოდი ახლა რაც გვინდა ის ვაკეთოთო. დაიწყეს ძალიან გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი ნაბიჯების გადადგმა. გამაგებინოს ვინმემ მანქანების გადაადგილების აკრძალვა რას ემსახურება?! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს?! რაღაცას რომ მიკრძალავ დამისაბუთე შე დალოცვილი, რისთვის ხდება ეს. რატომ აგრძელებენ საგანგებო მდგომარეობას 22 მაისამდე?! ევროპის ქვეყნები 10 მაისამდე აგრძელებენ მაგალითად. დღეს გასული ვიყავი, კაი აკრძალვა აკრძალვაა, მაგრამ იმდენ ჯიპს ვუყურე, რომლებიც დაქრიან აქეთ-იქით, ეს რა არის?! აკრძალვები არის ჩვენთვის და თავის დაქალოჩკებს, ძმაკაცებს, რავიცი “ნაშებს“, დაურიგეს საშვები და მარიაჟობენ, რა მაგარი ბიჭები არიან, “ნარუშილოვკებით” დაშლიგინებენ აქეთ-იქით. კარგი თბილისში კიდე არის ახლოში მაღაზიები, მაგრამ რეგიონებში რა ხდება, იცის ვინმემ?!”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • გერმანული ბუნდესლიგა თამაშების განახლებისთვის ემზადება

    გერმანული ბუნდესლიგა თამაშების განახლებისთვის ემზადება

    გერმანული საფეხბურთო ბუნდესლიგა შესაძლოა ევროპაში პირველი მსხვილი ლიგა გახდეს, რომელიც მინდორზე დაბრუნდება. ხუთშაბათს ორივე დივიზიონის მეთაური თათბირისას 9 მაისიდან ტურნირების განახლების წინადადებით გამოვიდა. ახლა ეს წინადადება ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების პრემიერ მინისტრმა უნდა მოიწონონ. გადაწყვეტილებას ისინი 30 აპრილს გამოაცხადებენ.

    ბელორუსის პრემიერ ლიგა ერთადერთია ევროპაში, რომელსაც კორონავირუსის გამო თამაშები არ შეუწყვეტია. ამ ქვეყანაში კარანტინი ან შემზღუდავი ზომები საერთოდ არ შემოუღიათ.

    პარალელურად, ხუთშაბათს უეფამ რამდენიმე წინადადება განიხილა, თუ როგორ შეძლებენ გუნდები კვალიფიცირებას მომავალი წლის ევროპულ ჩემპიონატებზე, თუ ახლო მომავალში ეროვნული ლიგები შეჯიბრებებს არ განაახლებენ. ვარიანტებს შორის განიხილება ჩემპიონატების ჩვეულებრივი განრიგებით დასრულების შესაძლებლობა, ასევე მინი ტურნირების ან ფლეი ოფის თამაშების ჩატარება.

    უეფამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო, კვლავ ევრო2020–ად მოიხსენიება. “ეს გადაწყვეტილება უეფას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს თავდაპირველი იდეა ეს ტურნირი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 60 წლისთავისთვის მიუძღვნას (1960–2020)“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, სულ – 425

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, სულ – 425

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, დადასტურებულია 425 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    425 ინფიცირებულიდან 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5 126 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578.

  • მანქანების შეზღუდვის გაგრძელებას მხარს არ ვუჭერ, დიდი დისკომფორტია – ცერცვაძე

    მანქანების შეზღუდვის გაგრძელებას მხარს არ ვუჭერ, დიდი დისკომფორტია – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აცხადებს, რომ 27 აპრილიდან მანქანების შეზღუდვის გაგრძელებას მხარს არ უჭერს, რადგან ეს ძალიან დიდი დისკომფორტია.

    ,,მე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ. ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმისთვის სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ყველაფერი ამის კეთება სპეციალური საშვებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით ძნელია.

    ვფიქრობ, რომ ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლებელი გახდება მანქანების მოძრაობის აღდგენა, იმ პირობით, რომ ცოტა ვისწავლეთ, თუ როგორ მოვიქცეთ. დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები როცა მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს გამოიჩენენ”,- ამბობს ცერცვაძე.

    ავტომობილების აკრძალვას ვადა 27 აპრილს გასდის.

  • თუ ვიცე-პრემიერი გახდა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამოვრიცხავ – იონათამიშვილი სააკაშვილზე

    თუ ვიცე-პრემიერი გახდა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამოვრიცხავ – იონათამიშვილი სააკაშვილზე

    ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცის ეხმიანება და ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ამ თანამდებობას დაიკავებს, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს.

    „თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი“, – თქვა „იმედის“ ეთერში რატი იონათამიშვილმა.

    გუშინ, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის დიდი პატივია და თანახმაა.

    ,,პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • ზოომარტმა მიკროავტობუსით გადაადგილებაზე ნებართვა მიიღო

    ზოომარტმა მიკროავტობუსით გადაადგილებაზე ნებართვა მიიღო

    თბილისის მერიის განცხადებით, მაღაზია ზოომარტმა მიკროავტობუსით გადაადგილების საშვი მიიღო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მაღაზიამ ნებართვა განაცხადის შეტანიდან რამდენიმე წუთში მიიღო.

    დღეს, 23 აპრილს ზოომარტი აცხადებდა, რომ თანამშრომლების გადაყვანისთვის კერძო მიკროავტობუსებზე ნებართვა ამ დრომდე არ მიუღიათ, რის გამოც 26 აპრილიდან თბილისში 12-ვე ფილიალის დაკეტვა უწევდათ.