Category: ახალი ამბები

  • წარმოებები გამოდის ჩინეთიდან, ჩვენ ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ, უკრაინაში დავაბრუნებთ მუშახელს  – სააკაშვილი უკრაინისთვის თავის გეგმას ასაჯაროებს

    წარმოებები გამოდის ჩინეთიდან, ჩვენ ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ, უკრაინაში დავაბრუნებთ მუშახელს – სააკაშვილი უკრაინისთვის თავის გეგმას ასაჯაროებს

    წარმოებები გამოდის ჩინეთიდან, ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ. უკრაინაში დავაბრუნებთ მუშახელს. ეს ხალხი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიაში სტუმრობისას განაცხადა.

    “ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია. წარმოებები გამოდის ჩინეთიდან, ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ. უკრაინაში დავაბრუნებთ მუშახელს. ეს ხალხი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ პრემიერ-მინისტრთან ერთად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გუნდს, მსურს დავეხმარო, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, არა მხოლოდ იმიტომ რომ თავი დავაღწიოთ კრიზისის უკიდურეს შედეგებს, არამედ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი სახელმწიფოთი”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილი უკვე დაეთანხმა.

  • დასაქმებულები, რომლებმაც კრიზისის პერიოდში სამსახური დაკარგეს, 6 თვეში 1200 ლარს მიიღებენ – გახარია

    დასაქმებულები, რომლებმაც კრიზისის პერიოდში სამსახური დაკარგეს, 6 თვეში 1200 ლარს მიიღებენ – გახარია

    პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს. დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

    ასევე პრემიერის განცხადებით, არაფორმარულ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

  • მარნეულსა და ბოლნისის ბიუჯეტიდან ეპარქიებზე უფრო მატი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ჯანდაცვაზე–ფლანგვის დეტექტორი

    მარნეულსა და ბოლნისის ბიუჯეტიდან ეპარქიებზე უფრო მატი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ჯანდაცვაზე–ფლანგვის დეტექტორი

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით 2018–2019 წლებში მარნეულის და ბოლნისის ბიუჯეტიდან ეპარქიების დაფინანსებამ 1.5–ჯერ გადააჭარბა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს.

    მუნიციპალიტეტების მიერ ეპარქიის ოფიციალურმა დაფინანსებამ 1.45 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ჯანდაცვის პროგრამაზე 924 ათასი ლარი დაიხარჯა.

     

    მიუხედავად კარანტინის გამოცხადებისა, მარნეულში და ბოლნისში რიტუალების აღსრულება დროებით არ შეუწყვეტიათ;

     

    მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია ვირუსის საფრთხეების შესახებ, რომლის მიწოდებაც საზ. ჯანდაცვის პროგრამას ევალებოდა.

     

    ამ მუნიციპალიტეტებში 16,000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობა ახლა კიდევ უფრო დამძიმდა.

     

  • ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ზუგდიში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    ,,1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებს შსს.

    ზუგდიდში, გუშინ, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

    გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • COVID-19 სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული – ჯანდაცვის სამინისტრო

    COVID-19 სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული – ჯანდაცვის სამინისტრო

    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული, რომელთაგან 16 ბოლნისის კლასტერიდანაა.

    ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან. ამ დროისთვის ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.

    როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კორონავირუსი ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა.

  • გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტთან პასკა მიიტანა და წითელი კვერცხი გააგორა

    გოგი წულაიამ ქუთაისის პარლამენტთან პასკა მიიტანა და წითელი კვერცხი გააგორა

    “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წუალაიმ ქუთაისის პარლამენტის შენობასთან ღვინო და პასკა მიიტანა და წითელი კვერცხი გააგორა.

    წულაიას თქმით, პერფორმანსი ასახავს საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას.

    “ეს პარლამენტი არის მკვდრადშობილი, 2016 წელს დაიბადა მკვდარი და მას დავაგრიხინებთ ხან თბილისში, ხან ქუთაიში. შევასრულე რიტუალი, რაც ეკუთვნით გარდაცვილილ ადამიანებს და გარდაცვლილ პოლიტიკურ ორგანოს”,- აცხადებს წულაია ფორმულასთან.

  • უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას – ლევან რატიანი

    უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას – ლევან რატიანი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, რამდენიმე საათში კლინიკას 15-მდე პაციენტი დატოვებს.

    „დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

    მისივე თქმით, რეანიმაციაში 8 პაციენტი, აქედან 2-ია კრიტიკულ მდგომარეობაში, დანარჩენი პაციენტები კი სტაბილურად მძიმედ არიან.

    რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.

  • ტრამპს უნდა, გადაამოწმოს, იკურნება თუ არა COVID-19 სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით

    ტრამპს უნდა, გადაამოწმოს, იკურნება თუ არა COVID-19 სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს შესთავაზა გამოეკვლიათ, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით შეიძლება თუ არა კორონავირუსის განადგურება. მისი თქმით, ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს.

    „როგორც დავინახე, სადეზინფექციო ხსნარი ანადგურებს კორონავირუსს ერთ ან ორ წუთში. და არის რაიმე გზა, რომლითაც ჩვენ იმავეს გაკეთება შეგვიძლია შიგნით [სხეულში] ინექციით ან თითქმის, გაწმენდით? როგორც ჩანს, ის [კორონავირუსი] აღწევს ფილტვებში და მძიმედ აზიანებს მას ამიტომ, საინტერესო იქნებოდა ამის გადამოწმება,“ – თქვა ტრამპმა.

    ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბილ ბრაიანმა თქვა, რომ კორონავირუსი ყველაზე სწრაფად მზის პირდაპირ სხივში კვდება. ამის შემდეგ ტრამპმა მას ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ულტრაიისფერი სხივების ორგანიზმში შეტანა.

    „გთავაზობთ სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ რაიმე ძლიერი სინათლით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა და ექიმ დებორა ბრიქსს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა მოუწოდა, აღნიშნული მეთოდი გამოსცადოს.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 886 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 243 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 ათასამდე გამოჯანმრთელდა.

  • ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაძე გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

    გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომენტი დადგა – ცერცვაძე

    მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომენტი დადგა – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ეპიდემიის გავრცელება საქართველოში საგანგაშო არ არის, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ მაისის ბოლოს ეპიდსიტუაცია კარგი იქნება.

    მისი თქმით, მთავრობამ შეზღუდვები დროზე ადრე არ უნდა შეამსუბუქოს და შემსუბუქების მომენტი ,,რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს”.

    „როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.