Category: ახალი ამბები

  • როდის ამუშავდება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები

    როდის ამუშავდება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები

    პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას თქვა, რომ სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები ეკონომიკის ამუშავების მეოთხე ეტაპზე, 27 აპრილიდან 6 კვირის შემდეგ, სავარაუდოდ ივნისში ამუშავდება. პრემიერის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება, პირველი ეტაპი კი ორშაბათს, 27 აპრილს დაიწყება.

    მეოთხე ეტაპზე, სალონებთან ერთად, ასევე, ამუშავდება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით), ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

  • სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა აკადემიური წელი არ გამოცხადდება – გახარია

    სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა აკადემიური წელი არ გამოცხადდება – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

    ასევე , ჩატარდება ეროვნული გამოცდები, თუმცა შეიძლება გადავადდეს.

    ,,ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება.

    ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ ეროვნული გამოცდების მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე. სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად”,-აცხადებს გახარია.

  • როგორ მოიხსნება შეზღუდვები ქვეყანაში – ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი

    როგორ მოიხსნება შეზღუდვები ქვეყანაში – ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპებზე ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული ეტაპი დაახლოებით 2 კვირის ინტერვალით გაგრძელდება.

    პირველი ეტაპი: 27 აპრილიდან მოიხსენება მანქანების გადაადგილების შეზღუდვა. გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების მოძრაობა და ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

    მეორე ეტაპი: ეს სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და  შეზღუდვების მოხსნა შეეხება  მშენებლობას, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობას, სამშენებლო მასალების წარმოებას, ავტოსამრეცხაოებსა და ავტოსერვისებს, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტსა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებას.

    მესამე ეტაპი: გაიხსენება საცალო და საბითუმო მაღაზიები. თუმცა არ გაიხსნება მოლები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

    მეოთხე ეტაპი: შეზღუდვები მოიხსენება სავაჭრო მოლებზე, ღია ტიპის რესტორნებსა და კვების ობიექტებს ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

    მეხუთე ეტაპი: გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

    მეექვსე და ბოლო ეტაპი: გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

  • მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად : რა შეღავათებს მიიღებენ მთავრობისგან კომპანიები და კერძო პირები

    მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად : რა შეღავათებს მიიღებენ მთავრობისგან კომპანიები და კერძო პირები

    პრემიერმა დღეს ეკონომიკური ანტიკრუსუზული გეგმა წარადგინა, სადაც ეკონომიკურ და საცოალურ დახმარებებთან ერთად, საზოგადოებას პანდემიის გამო დაწესებული შეზღდუვების შემსუბუქების გეგმა გააცნო.

  • კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – გახარია

    კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვს თვიან შეღავათს მიიღებენ.

    მისი თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

    მთავრობის ცნობით, ეს ნაბიჯი ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი დაუჯდება.

    ამასთან ერთად, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს.

    ასევე, რაფორმარულ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

  • ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს – გიორგი გახარია

    ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს – გიორგი გახარია

    კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, ამ თანხაში არ იგულისხმება ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენა.

    „ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა,ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

    კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამოდენიმე ძირითადი გამოწვევა ეს გახლავთ პანდემიის სწარფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენა. 2 ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმეს ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომაროებაში, როცა უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ერთი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ორშაბათიდან მანქანების მოძრაობა, ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრები აღდგება

    ორშაბათიდან მანქანების მოძრაობა, ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრები აღდგება

    პრემიერ მინისტრის განცხადებით 27 აპრილიდან სრულად აღდგება ავტომობილების მოძრაობა, მათ შორის ტაქსების მომსახურება. სრულად აღდგება ონლაინ ვაჭრობის ყველა სახე. ასევე გაიხსნება აგრარული ბაზრობები. თუმცა გახარიას თქმით ეს ყველა საქმიანობა მხოლოდ სადეზინფექციო ზომების მკაცრად დაცვით იქნება ნებადართული.

    გახარიამ დღეს შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმა წარმოადგინა.

  • თვითდასაქმებულებს იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – გიორგი გახარია

    თვითდასაქმებულებს იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – გიორგი გახარია

    საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება, როგორც თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

    “არის სერიოზული ჯგუფი და ფენა საზოგადოებაში, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დასამარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 75 მილიონი ლარი”, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • იანვრიდან პენსია გაიზრდება ისე, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიის მოცულობაზე – გიორგი გახარია

    იანვრიდან პენსია გაიზრდება ისე, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიის მოცულობაზე – გიორგი გახარია

    2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

    მისი თქმით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.

    „ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული როადენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს“, – განაცხადა გახარია.

     

  • სოც. დაუცველი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ – გახარია

    სოც. დაუცველი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ – გახარია

    გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-სა და 100 ათასს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებს.

    მისი განცხადებით, ეს დახმარება 70 ათას ოჯახს – 190 ათას მოქალაქეს შეეხება.

    ასევე, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 600 ლარით, 6 თვის განმავლობაში.

    გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული შმმ პირები და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც მიიღებენ ანალოგიურ დახმარებას – 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებით.

    გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.