Category: ახალი ამბები

  • ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2027 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0173 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4291 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს”- გრიგოლ ვაშაძე  მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

    “ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს”- გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

    “ამას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.  ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ  “მთავარ არხთან” ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ შემცირდეს გადასახადები, თვითდასაქმებულებისთვის დღეში გამოყოფილი 6 ლარი, მათ ვერ დაეხმარება.

    “ამას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს იმიტომ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან იმ “ოცნებებს”, რაც დღეს მოვისმინეთ არანაირი კავშირი არ აქვს. იმ თვითდასაქმებულებმა, ვინც ყველაფერი დაკარგეს, იატაკზე დაცემული ლარისა და გაბერილი ფასების პირობებში 6 ლარად უნდა იარსებონ. მოთხოვნა მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მინისტრებმა სასწრაფოდ დაიწყონ 6 ლარზე ცხოვრება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “მთავარ არხთან”.

  • ისე არ წვიმს, როგორც ქუხს  –  რომან გოცირიძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

    ისე არ წვიმს, როგორც ქუხს – რომან გოცირიძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

    “ისე არ წვიმს, როგორც ქუხს” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას.

    გოცირიძის  თქმით, სინამდვილეში მთავრობის დახმარებების მთელი პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობისაა.

    “არ არის გასაკვირი, თუ რატომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული გეგმა პარლამენტში. მოკლედ, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. მხოლოდ სოციალური დახმარებების პაკეტი, რომ ავიღოთ, სინამდვილეში ეს არის 200 მილიონი დოლარი. თუ ამას დავუმატებთ, ასევე, კომუნალურ შეღავათებს, მთელი ეს პაკეტი არის 250 მილიონი დოლარის ოდენობის”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ჯგუფის კრიტიკულ შეფასებას ეხმაურება, მას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდება ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას, რაც მიუღებელია.

    „მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში. საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ არ თვლის საჭიროდ შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულიად გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებ-გვერდი, ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი, ლაივ-ჩართვები მედიაში, სპეციალური ბრიფინგები) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დამატებით, ნებისმიერ რესპოდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას.

    ცენტრისთვის უწინარესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, მისი ხელშეწყობა და გაუმჯობესება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვით, მუშაობდა, მუშაობს და კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს ახალი კორონავირუსის ეპიდემიას”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

  • ხომ არიან ღირსები მინისტრები და მათი ოჯახები 200 ლარზე აცხოვრო მთელი თვე?! – ელისაშვილი

    ხომ არიან ღირსები მინისტრები და მათი ოჯახები 200 ლარზე აცხოვრო მთელი თვე?! – ელისაშვილი

    ,,ხო არიან ღირსები ეს მინისტრები და მთავრობის ხალხი, პარლამენტის თავმჯდომარე რომ სხედან იქ გაბღენძილები, 200 ლარზე ისინიც და მათი ოჯახიც, რომ აცხოვრო მთელი თვე?! როგორ გაძლებენ მაინტერესებს”,- ასე ეხმიანება ,,სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

    ,,შევედი, არ დამეზარა, ნებისმიერმა გადაამოწმოს, საარსებო მინიმუმი საქსტატის მარტის მონაცემებით, იცით რამდენია? 206 ლარი. ანუ რომ არ მოკვდეს შიმშილით, 206 ლარი უნდა 1 შრომისუნარიან მამაკაცს”,- აცხადებს ელისაშვილი.

    მისივე თქმით, მთავრობას საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები უნდა დაებრუნება ხალხისთვის და მიმდინარე ხარჯები შეემცირებინა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს. დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

     

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 132

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 132

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 132-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 5 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პაციენტი. პირი.

  • ფაქტობრივად, იმავეს ვიძლევით, რასაც აშშ – მაჭავარიანი 200-ლარიან დახმარებაზე

    ფაქტობრივად, იმავეს ვიძლევით, რასაც აშშ – მაჭავარიანი 200-ლარიან დახმარებაზე

    ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილებისთვის 200-ლარიანი დახმარება მაღალი თანხა არ არის, თუმცა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, იმდენივეა, რამდენიც აშშ-ის მიერ თავისი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი $1200-იანი დახმარება.

    ,,200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, ვთქვათ, 1500-ლარიანი, 2000-ლარიანი იყო ხელფასი და დაიკარგა, სრულად ანაზღაურდეს. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.

    ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს. დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

  • მიუღებელია, დააზიანებს უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას – არჩილ  თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

    მიუღებელია, დააზიანებს უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას – არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა  მიუღებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის წლებია კარგი ურთიერთობაა, ეს ნაბიჯი თანამშრომლობას დააზიანებს.

    “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას”,-  განაცხადა თალაკვაძემ

  • როგორ შეძლებენ თვითდასაქმებულები იმის დამტკიცებას, რომ შემოსავალს იღებდნენ – პრემიერის განმარტება

    როგორ შეძლებენ თვითდასაქმებულები იმის დამტკიცებას, რომ შემოსავალს იღებდნენ – პრემიერის განმარტება

    მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გიორგი გახარიამ ნამარტა საკმაოდ რთული იქნება იმ ადამიანების რიცხვის დადგენა და დახმარება, რომლებიც ქვეყანაში თვითდასაქმებულები არიან.

    „თვითდასაქმებულები გარკვეული პრობლემააა. გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ომში ვიმყოფებით და ამ პრინციპით ახლა არ გავარჩევთ ადამიანებს. ამიტომ არაფორმალურად დასაქმებული, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს, რომ რაიმე სახით შემოსავალს იღებდა, სოციალურ დახმარებას მიიღებს. თვითდასაქმებულს შეუძლია წარმოადგინოს მაგალითად ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრეს შეუძლია წარმოადგინოს იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა… რაიმე სახის საბუთი საგადასახოდან, რაც ელემენტარულად ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ სოციალური დახმარება გავცეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

     

     

  • ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია, ამას რეაქცია მოყვება – გახარია სააკაშვილზე

    ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია, ამას რეაქცია მოყვება – გახარია სააკაშვილზე

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია და ამას შესაბამისი რეაქცია მოყვება საქართველოს მხრიდან.

    „უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.

    ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ,” – განაცხადა გახარიამ.

    გუშინ ,,ქართული ოცნების” წევრმა, რატი იოანათამიშვილმა თქვა, რომ თუ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნება, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს. 

    22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის დიდი პატივია და თანახმაა.

    ,,პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.