Category: ახალი ამბები

  • ვცხოვრობთ ტუბერკულოზით დაავადებულთა გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც – თენგიზ ცერცვაძე

    ვცხოვრობთ ტუბერკულოზით დაავადებულთა გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც – თენგიზ ცერცვაძე

    ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

    “მთლიანად ვერ გავაქრობთ. კორონავირუსი ჯერ არ აპირებს სადმე წასვლას. ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ კოვიდთან. კოჰაბიტაცია ვირუსითან – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს. იგულისხმება ნიღბები, სოციალური დისტანცია… შეგუებული ვიქნებით იმაზე, რომ ჩვენს ირგვლივ გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი”,-აღნიშნა ცერცვაძემ.

  • “ალბათ დისტრიბუტორია ან ექიმი” – ოთარ  ფარცხალაძე “ნარუშილოვკით”  თავისუფლად გადადგილდება (ვიდეო)

    “ალბათ დისტრიბუტორია ან ექიმი” – ოთარ ფარცხალაძე “ნარუშილოვკით” თავისუფლად გადადგილდება (ვიდეო)

    იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საანგებო მდგომარეობის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული აქვს, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე ავტომანქანით დააფიქსირეს. მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ იმ მანქანებს აქვთ მოძრაობის უფლება, რომლებზეც სპეციალური საშვები გაიცემა, კონკრეტული საქმიანობის გამო. რა სტატუსით მიიღო ოთარ ფარცხალაძემ საშვი, უცნობია.

    თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე ოთარ ფარცხალაძე  შავი “რეინჯ-როვერით” გადაადგილდებოდა. ავტომობილს ის თავად მართავდა, გვერდით კი  კიდევ ერთი მგზავრი ეჯდა  რომელიც ასევე კანონ დარღრვევაა და 3000 ლარის ოდნეობით ჯარიმას ითვალისწინებს.

    ვიდეო საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო, როდესაც შავი მანქანა გაჩერდა, ოთარ ფარცხალაძეს დაბურული მინა უკვე ამოწეული ჰქონდა.

    “ფარცხალაძე “ნარუშილოვკით”  ალბათ დისტრიბუტორია ან ექიმი”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

     

  • სააკაშვილის დანიშვნა ურთიერთნდობას შეარყევს – თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს

    სააკაშვილის დანიშვნა ურთიერთნდობას შეარყევს – თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს

  • ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“  ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს – ვანო მერაბიშვილი

    ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს – ვანო მერაბიშვილი

    მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    მერაბიშვილის თქმით, „ოცნება“ წლების განმავლობაში ანალოგიურად აყალბებდა სხვა მაჩვენებლებს, მათ შორის დანაშაულის სტატისტიკასაც.

    „არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” – უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ – ეს არის „ოცნების მთავრობის სტრატეგია“. წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა „ოცნება“ დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.

    მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

    მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

    კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, – წერს მერაბიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა, რასაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „დიდი რაოდენობით“ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებს.

  • ჩვენ, ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ – მამა შალვა კეკელია

    ჩვენ, ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ – მამა შალვა კეკელია

    “ჩვენ, ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ” – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თეოლოგებს, ჟურნალისტებსა, ექიმებსა და პოლიტიკოსებს მიმართავს.

    „სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, „თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო… შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!“, – წერს დეკანოზი შალვა კეკელია

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა, სულ – 139

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა, სულ – 139

    აქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 456 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 5.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს – 3.

  • სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება – ვანო მაჭავარიანი

    სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება – ვანო მაჭავარიანი

    “მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმებში შესაძლო წარმატება თავისთავად ძალიან სერიოზულ თავისტკივილს უჩენს ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება,”  – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა  მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების პროცესში სააკაშვილს მჭიდრო კავშირი ექნება დასავლეთის ლიდერებთან და რეფორმების წარმატებით გატარების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება დასაბუთება, რომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკური გვამია“.

    „მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა რეფორმების საკითხებში უდაოდ უკავშირდება პრეზიდენტ ზელენსკის მზაობას, ქვეყანაში ჩაატაროს რადიკალური რეფორმები და მას სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც როგორ ჩანს, ზელენსკისთვის დღემდე არის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას არამარტო შიდა მხარდაჭერა სჭირდება, არამედ რეფორმების მიმართულებით მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან. „ქართული ოცნების“ სანერვიულო სწორედ ის იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი იმუშავებს უკრაინის პოსტ-საბჭოური სახელმწიფოდან ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნაზე და ძალიან მჭიდრო კავშირი ექნება მაღალჩინოსნებთან როგორც ვაშინგტონში, ისე ევროკავშირში. მას მიანდობენ რეფორმებისთვის განკუთვნილ პროგრამებს, რომლის კოორდინირებაც მან უნდა გააკეთოს და თავისთავად, რეფორმების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მისი სტატუსი საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში ერთიათად გაიზრდება. ცხადია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ნამდვილად არასასურველი სცენარია მაშინ, როცა 8 წლის გასვლის მიუხედავად, დღემდე „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში დარჩენისთვის მიხეილ სააკაშვილის მთავარ საფრთხობელად წარმოჩენაა. მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმებში შესაძლო წარმატება თავისთავად ძალიან სერიოზულ თავისტკივილს უჩენს ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის „პოლიტიკურ გვამად“ წარმოჩენის მითი რთული დასასაბუთებელი იქნება,“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

     

    წყარო : Interpressnews.ge

  • ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა, რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? – ძაბირაძე

    ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა, რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? – ძაბირაძე

    მე არ ვარ მომხრე ხელისუფლება ხელგაშლილი იყოს, ოღონდ არც ცინიკური უნდა იყოს იმიტომ, რომ ცინიზმია, როდესაც ამბობ 200 ლარი ამერიკულ 1500 დოლარს უდრისო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ  მთავრობის მიერ გუშინ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცადა.

    ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ მსყიდველობითი უნარის მიხედვით, საქართველო და აშშ მოქალაქეებზე ერთნაირ დახმარებას გასცემს, ძაბირაძის თქმით, აღნიშნული შედარება ცინიკურია.

    „მთელი ცხოვრება სულ მესმის ამერიკის შეერთებული შტატები. კომუნისტები იყვნენ და იმას ედრებოდნენ და ახლაც ამათმაც იმასთან შედარება დაიწყეს. იქ შეიძლება 1500 დოლარია დახმარება, მაგრამ 5000 და 10 000 საბანკო ანგარიშებზე აქვთ შენახული და ჩვენთან რა აქვთ? მე არ ვიცი 1500 დოლარით ამერიკაში რა შეიძლება იყიდო, მაგრამ 200 ლარით რომ აქ მხოლოდ საჭმელს იყიდი, ისიც ერთ სულ მოსახლეზე და თუ ავად გახდა მედიკამენტს. მეტი არაფერი არ არის დღეს 200 ლარი ქვეყანაში. თუ არადა ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? ამერიკაში რომ დარბის საქართველოს ფასები ნახოს, ამერიკაში რას გარბის“, – განაცხადა ძაბირაძემ.

  • ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 85 პირი დააჯარიმეს

    ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 85 პირი დააჯარიმეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    უწყების ინფორმაციით, 24 აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • ბოლნისის სოფლები ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    ბოლნისის სოფლები ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ხატისოფელი და მუშევანი ჩაიკეტა. ამის შესახებ  ბოლნისის მუნიციპალიტეტი აცხადებს.

    როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა, მათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

    „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები – ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

    ხატისოფლისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

    შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

    ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.