Category: ახალი ამბები

  • მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ჯერჯერობით ვუმკლავდებით – ტურძელაძე

    მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობა, ჯერჯერობით ვუმკლავდებით – ტურძელაძე

    თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ პიკში შევდივართ, ამიტომ გაიზარდა პაცინტების რაოდენობა. მისი განცხადებით, ჯერჯერობით ჰოსპიტალური რესურსი ჰყოფნის პაციენტებს, თუმცა თუ მათი რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება უსიმპტომო პაციენტებმა სახლში, თვითიზოლაციაში იმკურნალონ.

    ,,ჯერჯერობით ვყოფნით პაციენტებს. ჩვენ და სხვა კლინიკებიც, ყველანი ჩართულები ვართ. მგონი კიდევ ახალი კლინიკების ჩართვაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ პიკში შევდივართ. მე ასე მგონია, ასე ვფიქრობდი, რომ თვის ბოლოსკენ, მაისის პირველ რიცხვებში პიკი იქნებოდა და მგონი შევდივართ ამ პიკში.

    29 პაციენტი იყო გუშინ, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. იმიტომ რომ წინა დღეებში 5-10 პაციენტი იყო და ცოტა გახარებულები ვიყავით, მაგრამ მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობაც. ჯერჯერობით ამას ვუმკლავდებით და თუკი ვეღარ იქნება საკმარისი საწოლები, იმ პაციენტებს, რომლებსაც მარტო დადასტურებული კორონავირუსი აქვთ და მეტი არავითარი სიმპტომი არ აქვთ, ამ პაციენტების სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა აბსოლუტურად შესაძლებელია”,- ამბობს ლალი ტურძელაძე.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი

  • გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც არ იყო დაცული რეკომენდაციები – იმნაძე აღდგომის დღეებზე

    გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც არ იყო დაცული რეკომენდაციები – იმნაძე აღდგომის დღეებზე

    პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევების მატება იმას უკავშირდება, რომ ადამიანები აღდგომის დღეებში რეკომენდაციებს არ იცავდნენ.

    მისი თქმით, ინფიცირებულთა ზრდა სასაფლაოებზე გასვლამ და დღესასწაულების ქეიფით აღნიშვნამ გამოიწვია.

    ,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს”,- აცხადებს იმნაძე.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი.

     

  • აშშ-ის ციხეებში 3 227 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა – მათგან 96% უსიმპტომოა

    აშშ-ის ციხეებში 3 227 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა – მათგან 96% უსიმპტომოა

    აშშ-ს ციხეებმა პატიმრების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყეს. ,,როიტერის” ინფორმაციით, ოთხ ციხეში – არკანზასში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და ვირჯინიაში – 3 277 პატიმარს დაუდასტურდა COVID-19 და მათგან 96%-ს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

    მკვლევართა განცხადებით, ასიმპტომურ და ამავე დროს ინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა ვირუსის სიმპტომები მოგვიანებით განუვითარდეთ.

    ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ ციხეში ყველა, 723-ვე პატიმარს ჩაუტარეს ტესტი. მათგან 444-ს ვირუსი აღმოაჩნდა და აქედან 98% ასიმპტომური იყო. ციხეში ვირუსისგან ერთი პატიმარი გარდაიცვალა.

    ასევე, არკანზასის ორ ციხეში ვირუსი 751 პატიმარს გამოუვლინდა და თითქმის ყველა ასიმპტომური იყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ პატიმარს ჩაუტარეს ტესტი.

    Reuters-ის ინფორმაციით, 50 სახელმწიფო ციხეთა სისტემაში გამოკითხვა ჩაატარა. გამოცემას 30 მათგანი გამოეხმაურა და გაირკვა, რომ ციხეების დიდი ნაწილი ტესტებს მხოლოდ სიმპტომიან პატიმრებს უტარებს.

    ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 960 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 54 265 ადამიანი გარდაიცვალა, 118 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

  • “გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ“–ზურაბ გურული ტროლების და მისი ბრალმდებლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

    “გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ“–ზურაბ გურული ტროლების და მისი ბრალმდებლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ქართველ ტროლებთან ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, მას რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ინფექციონისტები გააკრიტიკა, სახელმწიფო რეპრესიის აპარატი ამუშავდა და მის აკადემიურ სტატუსზე სიბინძურის გავრცელება დაიწყო, ამაში მონაწილეობენ როგორც ტელევიზიები, ისე ტროლები. ის ერთ–ერთი ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც მას ბრალდებებას უყენებს:

    “სერიიდან, ამხილე ტროლი
    მივყვეთ ბოლოდან:
    “მედიქეარს არ იღებს გურული, მხოლოდ ნაღდ ფულს”
    ამერიკის ფედერალურ, სახელმწიფო სისტემაში მომსახურე ექიმებს არცერთი სახის დაზღვევასთან არა აქვთ საქმე. პაციენტებთან ნებისმიერი სახის ფინანსურ ურთიერთობას აკონტროლებს სახელმწიფო და ექიმს არანაირი შეხება არა აქვს სადაზღვევო სამსახურებთან.
    რატომ დასჭირდა მოხალისე ტროლ ხოფერიას ამ მტკნარი სისულელის განცხადება?
    იმიტომ რომ ეჩვენებინა რა ხარბი და ფულისმოყვარულია ექიმი გურული, რომელიც ამერიკის ფინანსურად ყველაზე გაჭირვებული პოპულაციისათვის გავრცელებულ სადაზღვევო სისტემას არ ცნობს.
    რომელი სერიიდან არის ეს?
    გეხსომებათ ალბათ სსრკ-ს დროინდელი ანეკდოტი, მეგრელი რომ ამერიკელს სისხლს გაუშრობს და მერე ამაყი ნიშნისმოგებით ეტყვის: – თქვენ რომ ზანგებს აწვალ’ებთ?
    დაახლოებით ანალოგიური ანეკდოტიდანაა გადმოსული ამხანაგი ხოფერიაც.
    ახლა რაც შეეხება შტატების სამედიცინო სისტემების ხარისხებს.
    ამხანაგი ხოფერია იმის გაგებაშიც არ არის, რომ ამერიკული სამედიცინო სისტემის პროფესიონალთა ხარისხს განსაზღვრავს არა შტატების ეკონომიკური განვითარების დონე, არამედ დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, თავისი ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ერთიანი სტანდარტით. შესაბამისად იელში, სტენფორდში თუ მისისიპიში მომსახურე ექიმის ხარისხი და კვალიფიკაცია არის ზუსტად ერთნაირი.
    სწორედ ზემოაღნიშნული სისტემა განაპირობებს ე.წ. აკადემიური სნობიზმის არარსებობას ამერიკულ სამედიცინო სამყაროში, განსხვავებით სხვა სპეციალობებისაგან.
    ექიმი ზურაბ გურული გაწვრთვნილია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტულეინის უნივერსიტეტში, ჰიუსტონის გულის კლინიკაში “ტექსას ჰართ”; MD Anderson -ის კლინიკაში; კლინიკური წვრთვნის გასაგრძელებლად მიღებული იქნა ჯონს ჰოპკინსის, ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნული ცენტრის კლინიკურ “ფელოუშიფებში” და ამერიკული ფედერალური სისტემა აირჩია იმისათვის, რომ ეს არის სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სახელმწიფო მოხელის რანგშიც იმსახუროს, თუნდაც როგორც სპეციალურმა ატაშემ რომელიმე ქვეყნის საელჩოში. ასე რომ, ექიმ გურულს თავისი გეგმები ჯერ არ დაუსრულებია, ამხანაგო ხოფერიავ!
    რაც შეეხება ზემოთქმულს, ჩემი ყოველი სიტყვის დამადასტურებელი საბუთი გამაჩნია და შემიძლია წარვადგინო ნებისმიერ დროს, თავისი თანხლები პირადობის მოწმობებით ზემოხსენებული კლინიკებიდან.
    ცხადია, არ მოვცდები ამ დღეებში “აყეფებული” ყველა მოხალისე და უხალისო “ძაღლის” დევნით ამ დღეებში, მაგრამ გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ, მათ შორის სასამართლო უწყებითაც, პიროვნების შეურაცხყოფისა და რეპუტაციის განადგურების მცდელობისათვის.
    ამხანაგ ხოფერიას პასკვილს გადავუგზავნი თბილისში ამერიკის საელჩოს, პირადად ელჩს , როგორც ნიმუშს ამერიკის მოქალაქის და ამერიკელი სახელმწიფო მოსამსახურის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული კამპანიისა.
    გამზადდება ამერიკაში მომსახურე ქართველი ექიმების სპეციალური მიმართვაც საელჩოსათვის.
    ზურაბ გურულის აბსოლუტურად ყველა კლინიკური და აკადემიური წოდება თუ ხარისხი არის ლეგიტიმური, დადასტურებული ამერიკის სახელმწიფო სამსახურების მიერ და წარდგენილი იქნება ნებისმიერ ოფიციალურ ორგანოში საჭიროებისამებრ.
    რადგან არ ცხრებით, გიჩვენებთ როგორ დაიცავს თავს პატიოსანი ადამიანი და პროფესიონალი.
    მე ამას გავაკეთებ ჩემი შვილების თაობისათვის, რომ მათ მაგალითი ჰქონდეთ შეუპოვრობისა და ბრძოლის.
    წილი ნაყარია!“ – წერს ზურაბ გურული.
  • სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში საქეიფოდ გადასვლას – იმნაძე სოფლის მოსახლეობას

    სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში საქეიფოდ გადასვლას – იმნაძე სოფლის მოსახლეობას

    საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქალაქებში მაცხოვრებელებმა შეასრულეს რეკომენდაციები, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – არა.

    მისივე თქმით, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა საქეიფოდ მეზობელთან სიარულს. იმნაძე აღნიშნავს, რომ არასწორად შესრულებული რეკომენდაციების შედეგია სწორედ ის, რაც ბოლნისის რაიონში ხდება.

    ,,ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა მოსახლეობას მოვუწოდებდით, რომ…

    სახლში დარჩენა არ ნიშნავს, მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ. სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ. სახლში დარჩენა ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით იმისას, რაც ხდება დასახლებებში და ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში”, – ამბობს პაატა იმნაძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 6 გარდაიცვალა, ხოლო 139 გარდაიცვალა.

  • ბოდიში მათ, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში – იმნაძე

    ბოდიში მათ, ვისაც იმედი გავუცრუე და არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში – იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ბევრი ინფიცირებული პაციენტი ,,რომ ეპარებოდეს”, დღეს საავადმყოფოები პნვემოვნიით დაავადებული ადამიანებით სავსე იქნებოდა.

    ,,ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით, ვერ დაიტევენ პნვემონიან ავადმყოფებს”,- ამბობს იმნაძე.

    მისივე თქმით, არცერთი მაჩვენებელით ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ ფართო გავრცელება არ არის.

    ,,კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით”,- აღნიშნავს იმნაძე.

    მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნაში 12 ათასზე PCR ტესტია გაკეთებული, ხოლო დაახლოებით 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა

    ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა

    დღეს დილით აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში COVID-19-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

    პაციენტს კორონავირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის ჰოსპიტალში 20 აპრილს გადაიყვანეს, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

    აფხაზური მხარის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დადასტურებული.

  • ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს – ილია მეორემ ხელისუფლება დალოცა

    ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს – ილია მეორემ ხელისუფლება დალოცა

    საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებაზე ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი დალოცა. მისი თქმით, ,,ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან ამის საშუალება არ არის”.

    „მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება და ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება. მნიშვნელოვანია კვირაცხოვლობა იმით, რომ ამ დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს ამდენი წყალობისათვის”, – თქვა პატრიარქმა.

    მისივე თქმით, ეკლესია ახლა დიდ გასაჭირშია.

    ,,ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.  უფალი ჩვენც მოგვმართავს: მიიღეთ სულიწმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად”,- აღნიშნა ილია მეორემ.

    საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, წირვა-ლოცვა მრევლთან ერთად აღევლინება. ამასთან, მთავრობა და საპატრიარქო აღდგომის ლიტურგიის ჩატარებაზეც შეთანხმდნენ და მრევლის ნაწილი ამ დღეს ღვთისმსახურებას დაესწრო.

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებოს და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებოს და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 შემთხვევა გამოავლინეს.

    უწყების განცხადებით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 75 მოქალაქე დააჯარიმეს.

    24 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

    ასევე, სამინისტროს ცნობით,  საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის წესის დარღვევის გამო 33 პირი დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • საზიარებელ კოვზს ადამიანი უბრალოდ თუ შეეხება, ის აუცილებლად განიკურნება – მეუფე დანიელი

    საზიარებელ კოვზს ადამიანი უბრალოდ თუ შეეხება, ის აუცილებლად განიკურნება – მეუფე დანიელი

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის თქმით, საზიარებელი კოვზი “ღვთიური ენერგიის მატარებელია” და თუ ადამიანი მას უბრალოდ შეეხება, ის აუცილებლად განიკურნება.

    ,,საზიარებელი კოვზი ეხება ქრისტეს ხორცსა და სისხლს. თუ ადამიანი არ ეზიარება, მაგრამ უბრალოდ კოვზს შეეხება, ის არის ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის განიკურნება – ამიტომ აცხადებს ეკლესია, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო”, – ამბობს მეუფე დანიელი საკვირაო წირვა-ლოცვაზე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მაინც ტარდება.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და მას კვლევა არ სჭირდება. მან ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უპასუხა, რომელმაც თქვა, იმის დადგენას, სახიფათოა თუ არა საერთო კოვზით ზიარება,  სამეცნიერო კვლევის ჩატარება სჭირდება.