Category: ახალი ამბები

  • 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ადამიანი დღეს დატოვებს კლინიკას – რატიანი

    2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 6 ადამიანი დღეს დატოვებს კლინიკას – რატიანი

    თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ამ დრომდე 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხოლო 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

    ,,7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასახვა განყოფილებებში იმყოფებიან რჩება სტაბილური, გართულებების გარეშე. 6 პაციენტი დღეს ტოვებს კლინიკას კოვიდვირუსის გარეშე“, – განაცხადა რატიანმა.

    საქართველოში დღეს კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და 485 გახდა. გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი.

  • საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 485

    საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 485

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 ადამიანს დაუდასტურდა და საერთო რაოდენობა 485 გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    485 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 139 ადამიანი, ხოლო 6 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4 928 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522.

  • საქართველოში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

    საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

    მისი თქმით, პაციენტს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

    „სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“ – თქვა ლევან რატიანმა.

    ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა.

  • პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ექიმების ზურგს ეფარება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

    პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ექიმების ზურგს ეფარება – ზურაბ ჭიაბერაშვილი

    ,,ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელიც ათასობით ოჯახს რეალურ დახმარებას ვერ სთავაზობს, ექიმების ზურგს ეფარება.

    მან ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და მას ,,ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა” უწოდა.

    „პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება, რომელსაც შიმშილის წინაშე დარჩენილი ათასობით ოჯახისთვის რეალური დახმარების შეთავაზება არ შეუძლია, ეფარება ექიმების ზურგს, იმ ექიმების, რომელთა ტესტირების, სათანადო ეკიპირებისა და დაცვის, ასევე, საავადმყოფოებში ტრანსპორტირების პრობლემა დღემდე ვერ მოუგვარებია. ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა ხალხის გაჭირვებაზე პოლიტიკური ქულების დაწერისა და ივანიშვილის გაკოტრებული მმართველობის გადარჩენის მცდელობა იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება რეალურად კრიზისიდან გამოსვლის გზებზე უნდა ფიქრობდეს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

    ირაკლი კობახიძემ გუშინ Facebook-ზე დაწერა, რომ “ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, არის პოლიტიკური მოროდიორობა”.

  • ლენტეხში COVID-19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

    ლენტეხში COVID-19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

    ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    უარყოფითია გამოჯანმრთელებული პაციენტის მცირეწლოვანი შვილის პირველი ანალიზის პასუხიც. ექიმები დღეს მის განმეორებითი ტესტირების შედეგს ელოდებიან და თუ პასუხი მეორედაც უარყოფითი იქნება, მამა-შვილი კლინიკას ერთად დატოვებს.

    10 აპრილს ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა, რადგან ინფიცირების 5 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

  • თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, რომ ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან 1 COVID-19 დაუდგინდა. ის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

    „ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე“, – თქვა ბეროზაშვილმა.

    ჯანდაცვის სამინისტროს 24 აპრილის ინფორმაციით, კორონავირუსი 18 ექიმს აქვს დადასტურებული. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

    COVID-19 გარდაცვლილთა ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა მსოფლიოში 200 ათასს გადაცდა. უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 203 307 ადამიანი.

    ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, სადაც ბოლო მონაცემებით COVID-19-ს 54 265 ადამიანი ემსხვერპლა.

    იტალიაში კორონავირუსით 26 384 ადამიანი დაიღუპა, ესპანეთში 22 902, ხოლო საფრანგეთში 22 614 პაციენტი.

    ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 922 078 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 837 156-ია.

  • “საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის (შესაძლო) დანიშვნაზე ბრიყვულია“–გია ნოდია

    “საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის (შესაძლო) დანიშვნაზე ბრიყვულია“–გია ნოდია

    ექსპერტი გია ნოდია უკრაინის ვიცე პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ბრიყვულს უწოდებს.

    “საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის (შესაძლო) დანიშვნაზე ბრიყვულია და მხოლოდ შიდა ფაქტორებით აიხსნება.

    რამდენად და რაში გამოადგება ზელენსკის სააკაშვილი არ ვიცი და ვაღიარებ, რომ მისი გადაწყვეტილება მიკვირს. არც სააკაშვილისთვის უნდა იყოს, ჩემი აზრით, ვიცე-ზე დაწყებული თანამდებობა დიდად საპატიო. მაგრამ ეს მათი საქმეა.

    ზელენსკის (ისევე როგორც მანამდე პოროშენკოს) გადაწყვეტილება რომ სერიოზულად არ იღებს საქართველოს სასამართლოს განაჩენს, ეს ცხადია, მტკივნეულია ხელისუფლებისთვის. მაგრამ ვინმე იღებს სერიოზულად ჩვენს სასამართლოს (მათ შორის საქართველოში, მათ შორის თვით ოცნების ხელისუფლებაში), რომ უკრაინამ მიიღოს?

    ის არგუმენტი, რომ უკრაინა საქართველოსთან პარტნიორობას უნდა გაუფრთხილდეს, თეორიულად მართალია. მართლა რომ არსებობდეს ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა, უკრაინას ნამდვილად უნდა შეეკავებინა თავი ასეთი ჟესტისგან. მაგრამ ამ მთავრობის ხელში ოდესმე უგრძვნია უკრაინას მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან? ხოდა, ახლა რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში?“– ამბობს გია ნოდია.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა, გახარიამ განაცხადა, რომ ძებნილი ადამიანის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია და ამ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვება.

    უკრაინის პარლამენტს საპროტესტო წერილი გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელშიც წერს რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და დააზიანებს უკრაინის და საქართველოს ურთიერთობებს.

  • პიკის პერიოდი იქნება თვის ბოლოს, ვვარაუდობ, რომ 1000 შემთხვევას არ უნდა გადასცდეს – ცერცვაძე

    პიკის პერიოდი იქნება თვის ბოლოს, ვვარაუდობ, რომ 1000 შემთხვევას არ უნდა გადასცდეს – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული.

    როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ჯანმრთელობის ფორმულას“ ეთერში განაცხადა, აპრილის ბოლოს ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან, ხოლო შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც დაიწყება ინფიცირებულთა კლება.

    „ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში – ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევაა დაფიქსირებული – აქედან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

    ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

  • “მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი“–ქართველი პაციენტი, რომელმაც Covid19  დაამარცხა ექიმებს მადლობას უხდის

    “მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი“–ქართველი პაციენტი, რომელმაც Covid19 დაამარცხა ექიმებს მადლობას უხდის

    ქართველი პაციენტი, რუსუდან გვანცელაძე, რომელმაც Covid19 გადაიტანა ფეისბუქზე ემოციურ პოსტს წერს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს მადლობას უხდის:

    გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ.

    5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი. ასე დავარქვი. უდიდესი  მადლობა მინდა უთხრა ცემი ოჯახის გადამრჩენელ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, მთელი კლინიკის მედ პერსონალს ასეთი სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილში. მადლობა ჩემს სულიერ მამაო სერაფიმეს ჩემს მეგობრებს ნათესავებს მეზობლებს მთელ თბილისს, მსოფლიოს ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუთან ბრძოლის დროს. მადლობა მინდა გადაუხადო სკოლა მწიგნობართუხუცესის ორივე კორპუსის მთელ გუნდს განსაკუთრებით ქალბატონ ლია მუსხელიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან მედგა გვედით. ჩვენი მაკა ექიმი, თიკო, ქეთი, ჩემი გულიკო, ლეილა, თამუნა, ალეკო, მადლობა ვინც მირეკავდით, მამხნევებდით, მადლობა არ გამომრჩეს კლინიკის ინფექიონისტები ეპიდემიოლოგები.უფალო დალოცე, ყველას წინაშე ქედს ვიხრი. მიგულეთ ერთგულ მეგობრად“ – წერს რუსუდან გვანცელაძე.