Category: ახალი ამბები

  • “ექიმს უთქვამს, დამიძახე და თუ ძალიან ცუდად იქნები, სკაფანდრის გარეშე შემოვალო…”-  ამბავი ინფექციური საავადმყოფოდან

    “ექიმს უთქვამს, დამიძახე და თუ ძალიან ცუდად იქნები, სკაფანდრის გარეშე შემოვალო…”- ამბავი ინფექციური საავადმყოფოდან

    რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს სადაც წერს იმის შესახებ, თუ რა უთხრა კორონავირუსთან დაკავშირებით მისმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომლის შვილიც კლინიკაში მკურნალობდა. როგორც ნინო თარხნიშვილი წერს ექიმებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ პაციენტების გადარჩენა და სწორედ ამის გამო უკრავენ მათ ტაშს.

    ,,ექიმს პირდაპირ უთქვამს, როგორც კი რაიმე გაგიჭირდება, რა დროც არ უნდა იყოს, იმ წამსვე დამიძახე და მომეცი 15 წუთი, რომ სკაფანდრი ჩავიცვა და თუ ძალიან ცუდად იქნები, არც სკაფანდრს ჩავიცვამ, ისე შემოვალ, მთავარია, დაგვიძახეო”, – ნაწყვეტი ჩემი რესპონდენტის ინტერვიუდან, რომლის შვილიც ინფექციურში მკურნალობდა.

    მგონი, ეს არის თავგანწირვა, რომელიც ყველა მოკვდავს არ შეგვიძლია. მე ზუსტად ვიცი, რომ არ შემიძლია.
    ჰო, ეს არის თავგანწირვა და ამის გამო უკრავენ ხოლმე ტაშს ექიმებს, ზოგი რომ ვერ ვხვდებით და ვამბობთ, რა საჭიროა ტაში, ისინი ხომ თავის საქმეს აკეთებენ”.- წერს ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.

  • როცა ქალაქში კარგი რაღაცები კეთდება, ბავშვივით მიხარია – კალაძემ სკუტერით გაისეირნა (ვიდეო)

    როცა ქალაქში კარგი რაღაცები კეთდება, ბავშვივით მიხარია – კალაძემ სკუტერით გაისეირნა (ვიდეო)

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომენდანტის საათის დროს ქალაქში ელექტროსკუტერით სატესტოდ გაისეირნა.

    “რაც თბილისში არის სიახლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია როგორც ქალაქის მერს, როცა კარგი რაღაცები კეთდება, სიახლეები შემოდის, ბავშვივით მიხარია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს და სიამოვნებს, როდესაც ქალაქში სიახლეები შემოდის”, — განაცხადა თბილისის მერმა.

  • რუს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

    რუსეთის დუმის, კომუნისტური პარტიის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა მას ვირუსი  საკუთარი მძღოლისგან გადაედო.

    „მძღოლისგან გადამედო, რომელსაც ვირუსი წინა კვირას დაუდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ და ვმკურნალობ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

    ცნობისთვის, ლეონიდ კალაშნიკოვი  დიდი ხანია უკრაინისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირია.

    ინფორმაციისთვის, 497 ინფიცირებული ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • “საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს  ეპიდემიოლოგიური ვითარება“–პრემიერის მრჩეველი

    “საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება“–პრემიერის მრჩეველი

    “საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

    პრემიერის პრესსპიკერის თქმით, კოვიდ-19 არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელს მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს.

    „საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდვის ძალიან მსხვილი ასპექტი, რომლის მოხსნაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის არ დავუკავშირეთ არც ერთ ეტაპს, რომელიც მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • “გვეშინოდა, შავანაფორიანები არ ქცეულიყვნენ ვირუსის მთავარ გადამტანებად და მგონი, თეთრხალათიანები იქცნენ “–ზურაბ ჭიაბერაშვილი

    “გვეშინოდა, შავანაფორიანები არ ქცეულიყვნენ ვირუსის მთავარ გადამტანებად და მგონი, თეთრხალათიანები იქცნენ “–ზურაბ ჭიაბერაშვილი

    ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ საქართველოში მედპერსონალი სათანადოდ არ არის დაცული და  ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესაბამისი ეკიპირებით არ უზრუნველყოფს, რასაც მოყვა ის, რომ მედპერსონალი ვირუსის გავრცელების წყაროდ იქცა:

    “გვეშინოდა, შავანაფორიანები არ ქცეულიყვნენ ვირუსის მთავარ გადამტანებად და, მგონი, თეთრხალათიანები იქცნენ

    ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თეთრიწყაროს უშუალოდ სამედიცინო კლასტერში (კლინიკა, სასწრაფო) ჯერჯერობით აღებული 30 სინჯიდან რომ 12 დადებითი ამოვიდა.(იქნებ შესაბამისმა პირებმა დააზუსტონ ინფორმაცია)

    ეს არაა ექიმებისა დ ექთნების ბრალი!

    ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულობის შედეგია, რომ მედპერსონალი არაა დაცული: არ აქვთ სათანადო ეკიპირება, რეგულარული ტესტირება, არ უტარდებათ მუდმივი ტრენინგი.
    ამის გამო, სავარაუდოდ, მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ აქამდე შეხება.“– წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

  • სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ თვითდასაქმებულთა მესამედი მიიღებს

    სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ თვითდასაქმებულთა მესამედი მიიღებს

    21 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი მოდული ამოქმედდება, , სადაც პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილმა თვითდასაქმებულებმა დოკუმენტები და განაცხადი უნდა ატვირთონ 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, თუმცა კომპენსაციას  მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც დაამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.

    პიზიკური პირები შესაბამისი საბუთის გაცემას ვერ მოახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარეშეც დარჩება.

    ჯერჯერობით მათ დიდ ნაწილს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, როგორ შეძლებენ თანხის მიღებას.

    თვითდასაქმებულთა კატეგორია განმარტებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის თანახმად, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია გარკვეული მოცულობის საკუთარი შემოსავალი.

    დღეისათვის საქართველოში სტატისტიკურად 840 000 თვითდასაქმებულია რეგისტრირებული, თუმცა ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თავის დროზე როგორ დათვალა ამ რაოდენობის თვითდასაქმებული და რატომ არ აპირებს დათვლის იგივე მეთოდი კომპენსაციების გასაცემად გამოიყენოს. ფაქტია, რომ დღეს თვითდასაქმებულებს ამ სტატუსის დამტკიცება დამატებითი დოკუმენტაციით მოუწევთ და სავარუდოდ მათი დიდი ნაწილი კომპენსაციის გარეშე დარჩება. თვითდასაქმებულთა 75-80%  სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, 8% დაკავებულია ვაჭრობით, 5% სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს, დანარჩენი მოდის ტაქსის მძღოლებზე, რეპეტიტორებზე, სხვადასხვა კლასიფიკაციის მუშებზე, ძიძებზე და ა.შ.

    სახელმწიფომ თვითდასაქმებულთა კომპენსირებისთვის სულ 75 მილიონი ლარი გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მხოლოდ 250 000 ადამიანისთვის კომპენსაციის გაცემას ეყოფა, თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი კი როგორც ჩანს კომპენსაციის გარეშე დარჩება.

    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც აღრიცხული არიან, დახმარებას მარტივად მიიღებენ.

    რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება.

    თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა 2 კვირის განმავლობაში მოხდება და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა.

  • ჩვენ აღარ ვართ მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო – ტიკარაძე

    ჩვენ აღარ ვართ მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი აღარ არიან პიკის მოლოდინში, რადგან უკვე არსებობს პლატო. ამის შესახებ ჯანდაცვის  მინისტრმა ტელეკომპანია  “იმედის”  ეთერში ისაუბრა.

    “ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი — ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო. შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზიანი არ ჰქონდეს”, — განაცხადა მინისტრმა

  • ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, შეიძლება დაგაზიანოთ – ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაცია

    ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, შეიძლება დაგაზიანოთ – ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაცია

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელი  ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას ხელთათმანების გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ზახაშვილი აცხადებს ხელთათმანები ისევე ისვრება როგორც ჩვენი საკუთარი ხელები და ხელთათმანის გამოყენებას ჯობს ხელები ვიბანოთ ხშირად.

    • „ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ.
    • ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები.
    • უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთის რისკები“, – განაცხადა ზახაშვილმა.
  • Fox News-ზე მარნეული შეცდომით ჯორჯიის შტატის ქალაქად მოიხსენიეს

    Fox News-ზე მარნეული შეცდომით ჯორჯიის შტატის ქალაქად მოიხსენიეს

    ამერიკის ცნობილი ტელეახზე Fox News-ზე, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებულ შეზღუდვებზე გამართულ საპროტესტო აქციის სიუჟეტს აჩვენებდნენ. სიუჟეტში რამდენიმე ფანჯარა იყო გახსნილი სდაც სხვადასხვა შტატებში მიმდინარე პროცესებს აშუქებდნენ.

    ერთ-ერთ ფანჯარაში სიუჟეტს ინგლისურად აწერია რომ ვიდეო “მარნეულში, ჯორჯიას შტატშია” გადაღებული, სინამდვილეში კი ვიდეოზე ქართველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩანან რომლებიც მარნეულში გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ.