Category: ახალი ამბები

  • “პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც ჭირდებოდა ტესტირება ყველას ჩაუტარდა“–ამირან გამყრელიძე

    “პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც ჭირდებოდა ტესტირება ყველას ჩაუტარდა“–ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული. მაისის შუა რიცხვებისთვის კი ყოველდღიურად 3000-მდე ადამიანი გაიტესტება.

    “ სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. ხედავთ, რომ 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა, კიდევ დავამატეთ ლაბორატორია. პიკზე იყო 859 ტესტი, ეს არის პირველადი ტესტები და განმეორებითთან ერთად 900-ზე ზემოთ ავედით. 515 გვქონდა გუშინ და ნაკლები იყო მომართვიანობა. ამიტომ ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც ის სტანდარტია , რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    მისი ინფორმაციით საქართველოში ამ დროისთვის მოსახლეობის 0.6 პროცენტია გატესტილი.

    ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%, რაც საქართველოს განვითარების ქვეყნისთვის საშუალო მაჩვენებელია:

    “გარდა ისლანდიისა არცერთ ქვეყანაში 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა  პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

    „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში რჩება. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული ვითარება, რადგან რურუა ჯანმრთელობის მდგომარეობით რისკ-ჯგუფს წარმოადგენს.

    “სასამართლოზე დაკითხულ პირთა ჩვენებებიდან აშკარად გამოვლინდა, მათ შორის პოლიციელების ჩვენებებიდან, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა და პოლიტიკური პატიმარია და მხოლოდ იმიტომ იმყოფება ციხეში, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერი”, — ამბობს ადვოკატი მთავარ არხთან.

    გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

  • როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი  გვაქვს

    როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი გვაქვს

    კარგი ამბებით დავიწყოთ: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესობას (81%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნება და ისინი გართულებების გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას.

    დღეისთვის არ არსებობს რომელიმე კონკრეტული წამალი, რომელიც კორონავირუსისგან განგკურნავთ. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, გაგიმარტივებთ კორონავირუსის გადატანას და სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ:

    • სიცხის დამწევი (პარაცეტამოლი) მიიღეთ მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ან/და ტკივილის შემთხვევაში
    • ხველის საწინააღმდეგო წამლები
    • სითხის დიდი რაოდენობით მიღება
    • დასვენება
    • ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი – დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს!

    თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის  ჯგუფს: ხართ > 60 წლის, ორსული, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი (მაგ. ჰიპერტენზია, დიაბეტი), გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ დაავადებულ პირთან ან იმოგზაურეთ საზღვარგარეთ , აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რათა განიხილოთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების საჭიროება.

    გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის ინფექციის ზუსტად დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტით, რადგან სიმპტომურად ის შეიძლება სხვა ტიპის ვირუსებს ჰგავდეს.
    დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რათა დავიცვათ სხვები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება:

    • იყავით თვითიზოლაციაში და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი პირად ექიმთან

     

    • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს (შეგიძლიათ გამოყოთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით და თუ შესაძლებელია ისარგებლოთ ცალკე სააბაზანოთი)

     

    • თუ დაინფიცირებული ვერ ახერხებს ნიღბის გამოყენებას, მაგალითად, იმ მიზეზით, რომ უჭირს სუნთქვა, აუცილებელია, დაავადებულის მომვლელმა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო ოჯახის სხვა წევრები მასთან კონტაქტს მოერიდონ

     

    • ხველისა და ცემინების დროს, ცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელი, ამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი

     

    • გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები სულ ცოტა 20 წამის  განმავლობაში

     

    • არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს

     

    • ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები

     

    ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს! თუ გრძნობთ, რომ მდგომაროება უარესდება, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ექიმს და შემდგომ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!

     

    წყარო : covid19info.ge

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2044 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2044 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4790 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0239 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ცხინვალს სტალინირი დაარქვა

    სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ცხინვალს სტალინირი დაარქვა

    თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,   ანატოლი ბიბილოვმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ცხინვალისთვის “ქალაქ სტალინირის“ დარქმევის შესახებ.

    “ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად ვხელმძღვანელობ რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 51–ე მუხლით ვბრძანებ:

    დადგინდეს ქალაქ ცხინვალის სიმბოლოდ სახელწოდება “ქალაქი სტალინირი“, რომელიც გამოყენებული იქნება “ქალაქ ცხინვალთან“ ერთად რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებების ჩატარებისას, რომლებიც მიძღვნილი იქნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ქალაქ ცხინვალის ისტორიისთვის სამახსოვრო დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული თარიღებისადმი.“ – ნათქვამია ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ბრძანებაში.

    ბიბილოვმა დაავალა უწყებებს გაატარონ რიგი ღონისძიებები “ისტორიული დასახელების, სტალინირის პოპულარიზაციის მიზნით.“

    ქალაქ ცხინვალს წარსულში, 1934–1961 წლებში უკვე ერქვა ქალაქი სტალინირი იოსებ სტალინის საპატივსაცემოდ.

  • საშვი არ ექნებოდა და თუ ასეა უნდა დაჯარიმდეს – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

    საშვი არ ექნებოდა და თუ ასეა უნდა დაჯარიმდეს – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

    “საშვი არ ექნებოდა და თუ ასეა, უნდა დაჯარიმდეს “- ეს განმარტება თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ავტომობილით გადაადგილებაზე გააკეთა.

    როგორც მერი აცხადებს  ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ, მანქანით გადაადგილების საშვი არ ექნებოდა და ამის გამო ის უნდა დაჯარიმდეს.

    “მე არ მაქვს ინფორმაცია მას ჰქონდა თუ არა ამის უფლება და საშუალება. თუ არ ჰქონდა და სავარაუდოდ, არ ექნებოდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დაჯარიმდეს”, — განაცხადა კახა კალაძემ.

  • ყინწვისის მონასტერში მომხდარი ინციდენტის გამო  სასულიერო პირი დააკავეს

    ყინწვისის მონასტერში მომხდარი ინციდენტის გამო სასულიერო პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა დაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს., – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

    გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული სასულიერო პირია, რომელიც ყინწვისის ინციდენტში  მონაწილეობდა.

    შეგახსენებთ, რომ  გავრცელებული ინფორმაციითყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით ურთიერთდაპირისპირების შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა.

    სასულიერო პირები დაპირისპირებას უარყოფდნენ.

  • აგრარული ბაზრების ნაწილი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად ვერ გაიხსნა. ნახეთ რა ხდებოდა საქართველოს რეგიონებში

    აგრარული ბაზრების ნაწილი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად ვერ გაიხსნა. ნახეთ რა ხდებოდა საქართველოს რეგიონებში

    შეზღუდვების ნაწილის  მოხსნის მიუხედავად, აგრარული ბაზრების ნაწილის გახსნა ვერ მოხერხდა. თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან რამდენიმე საათში ისევ  დაიკეტა- მიზეზ კი მოვაჭრეების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა და მუშაობა გაურკვეველი ვადით შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებამ მოვაჭრეები გააღიზიანა. ისინი ამბობენ, რომ გასაყიდი პროდუქტი წინასწარ მოიმარაგეს და თუ ვერ გაყიდიან, ზარალს ნახავენ.

    ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიც. მოვაჭრეებმა მხოლოდ ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ მუშაობის დაწყების საშუალება არ ქონდათ. მიზეზი აქაც, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა ხდება. მოვაჭრეები ამბობენ, რომ უმუშევრად ყოფნა მათ ოჯახებს დიდ პრობლემებს უქმნის.

    ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა მკაცრ საკარანტინო ზონაში, მარნეულში. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური, ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ. ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.

    აგრარული ბაზრები გაიხსნა ქუთაისში და ზუგდიდში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან, რათა აუცილებელი რეკომენდაციები დაცული იყოს. შეზღუდვების მოხსნას დადებითად აფასებენ ზუგდიდელები და ამბობენ, რომ ვაჭრობა  მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    აგრარული ბაზარი გაიხსნა ბათუმშიც . გაკონტროლდება დისტანცირება, აუცილებელი იქნება პირბადეებისა და ხელთათმანების გამოყენება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყველა ბაზრის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს.

    ნაწილობრივ, თუმცა, დილიდან გაიხსნა მომხმარებლისთვის ბათუმის ცენტრალური, აგრარული ბაზარი.  საქმიანობა მხოლოდ იმ მოვაჭრეებმა განაახლეს, რომლებსაც დახლები ბაზრის ეზოში აქვთ. სარეალიზაციოდ მხოლოდ არამალფუჭებადი პროდუქტია გამოტანილი. უსაფრთხოების ზომებს აქ მუნიციპალური ინსპექციის სამსახური იცავს. თერმოსკრინინგს მოვაჭრეებთან ერთად მომხმარებლებიც გადიან. აუცილებელი პირობაა პირბადის ტარება.

    მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად,  მოქალაქეებს შორის სოციალურ დისტანციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც აკონტროლებენ.

    მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო დღეს ბათუმის თევზის ბაზრობაც, თუმცა დახლების უმეტესობა თითქმის ცარიელი დაგვხვდა.  მოვაჭრეების თქმით, მეთევზეები არ ელოდნენ შეზღუდვების მოხსნას, რის გამოც ზღვის პროდუქტები საკმარისად ვერ მოიმარაგეს.

    რაც შეეხება ვაჭრობის განახლებას დახურული ტიპის ბაზრობებზე,  ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ნებადართული მეხუთე ეტაპზე, ანუ  22 ივნისიდან უნდა გახდეს.

  • პრეზიდენტმა ისრაელელ კოლეგასთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ისაუბრა

    პრეზიდენტმა ისრაელელ კოლეგასთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ისაუბრა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვიდეოზარის საშუალებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა.

    როგორც საუბრისას აღინიშნა, ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალდა სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადება და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საქართველომ კრიზისის შემდეგ ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს.

    ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ის კონკრეტული გეგმები გააცნო, რაზეც ამ ეტაპზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს არსებული სირთულეების დასაძლევად და ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების მხარდასაჭერად.

  • “ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადგენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას”- ნათია თურნავა

    “ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადგენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას”- ნათია თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც ტურისტულ ინფრასტრუქტურას “სხვაზე ადრე აღადგენს”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

    “მე მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას, რადგან შიდა ტურიზმი, ალბათ, უფრო სწრაფად ამოქმედდება. ამ წლის ბოლომდე ველოდებით, რომ თუ ყველანი დისციპლინირებულად მოვიქცევით გვექნება შესაძლებლობა, რომ წავახალისოთ ჩვენი ტურიზმი. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში მიმდინარე ვითარებაზე დამოკიდებული”, — აღნიშნა მინისტრმა