Category: ახალი ამბები

  • რუსეთში პუტინისა და სტალინის მოზაიკური გამოსახულებით საკათედრო ტაძარი იხსნება

    რუსეთში პუტინისა და სტალინის მოზაიკური გამოსახულებით საკათედრო ტაძარი იხსნება

    რუსეთში უზარმაზარი საკათედრო ტაძრის გახსნას გეგმავენ, რომელზეც ვლადიმერ პუტინისა და იოსებ სტალინის პორტრეტები იქნება გამოსახული. ასევე აპირებენ რომ  ყირიმის ანექსიისა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74 წლისთავის ამსახველი სცენები მოზაიკით გამოსახონ. ამის შესახებ ფინორმაციას,  The Guardian წერს.

    ამ ტაძრის სიმაღლე  95-მეტრი იქნება და მისი გახსნის შემდეგ,  კონსტურქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება.ის  მოსკოვის გარეთ, პატრიოტების პარკში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება.

  • 1 პაციენტი დღეს გაეწერება, სავარაუდოდ, კიდევ 15-16 ადამიანი დატოვებს კლინიკას – რატიანი

    1 პაციენტი დღეს გაეწერება, სავარაუდოდ, კიდევ 15-16 ადამიანი დატოვებს კლინიკას – რატიანი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკიდან 1 პაციენტი გაეწერება, ხოლო თუ განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, კიდევ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

    ამ ეტაპზე კლინიკაში არის 105 პაციენტი, აქედან 86 არის ინფიცირებული შემთხვევა. დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პირველადი პასუხი. დღეს მეორადი ანალიზია გაგზავნილი და ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა.

    რეანიმაციაშია რვა პაციენტი. ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ის რჩება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება დანარჩენების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან სხვადასხვა განყოფილებებში. არ ვლინდება გართულებები. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს. ახალი შემთხვევა არ გვყოლია“,- განაცხადა რატიანმა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

     

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 28 აპრილს თბილისში, დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

     

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • ნავთობის ფასის ვარდნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ – სოსო ფხაკაძე

    ნავთობის ფასის ვარდნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ – სოსო ფხაკაძე

    საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება ძალიან ცუდია, რადგან დამოკიდებული ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან.

    ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის გამო საქართველომ სამი ტიპის შოკი განიცადა: მოთხოვნა-მიწოდების ერთდროული ვარდნა, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

    ,,როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების მრუდმა ქვემოთ გადაინაცვლა, რაც უპრეცედენტოა და ძალიან დიდი შოკია მოთხოვნა-მიწოდების კუთხით. მეორე დიდი შოკი, რაც ყველა ქვეყანას არ აქვს ისე, როგორც ჩვენ და აუცილებელად უნდა აღინიშნოს, ეს არის ნავთობის ფასიდან გამომდინარე შოკი.

    მე დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი გადავა, მაგრამ თუ ნავთობის ფასები ზევით არ წავიდა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ვართ დამოკიდებული იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. ეს არის გადამწყვეტი და მე პარალელი გავავლე, რა ხდებოდა 2014, 2015, 2016, 2017 წლებში, როგორი დარტყმა მიაყენა არა მარტო ბიზნესს, არამედ მოსახლოებას. მესამე ფაქტორი, რაც მიმდინარე პერიოდში არც დასავლეთ ევროპას და არც ამერიკას განუცდია, იყო ის, რომ ამ ყველაფერს დაემთხვა არასტაბილურობა შიდა სავალუტო ბაზარზე. ლარის კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკების ამპლიტუდა დიდია“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ვისოლ პეტროლიუმისთვის, რომელიც მის ჯგუფში ერთ-ერთი კომპანიაა, ნავთობზე ფასის ვარდნა კარგია, რადგან რაც უფრო იაფია საწვავი, ის უფრო მეტად იყიდება.

    ცნობისთვის, 20 აპრილს WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, ისტორიაში პირველად, 1 დოლარზე ნაკლებ ნიშნულამდე დაეცა. დღევანდელი მონაცემებით, მისი ღირებულება $10.24-ია. 

     

     

  • საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია – შსს

    საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, მისასვლელ გზებს კი აკონტროლებენ.

    ,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, – ამის შესახებ აშია ნათქვამი.

    „სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

    სასაფლაოები საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 20 აპრილს დაიხურა.

  • 1 ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტი – საყურადღებო – სოლოღაშვილი

    1 ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტი – საყურადღებო – სოლოღაშვილი

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო 11 პაციენტის მდგომარეობა – საყურადღებო.

    ,,ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – თქვა სოლოღაშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან 4 პაციენტი შეიყვანეს.

    ,,ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა”,- განაცახადა მაკა სოლოღაშვილმა.

    ამ დროისთვის ქვეყანაშო კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 109 პირი დააჯარიმა

    შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 109 პირი დააჯარიმა

    ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.

    მათივე განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 1 მოქალაქე დაჯარიმდა.

    საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით ჯარიმდება.

  • 15 ახალი პაციენტიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

    15 ახალი პაციენტიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 ახალი პაციენტიდან ინფიცირების წყარო 13 შემთხვევაში ცნობილია და ისინი ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს კლასტერებიდან არიან. თუმცა უცნობია 2 პაციენტის ინფიცირების წყარო, რის გამოც ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

    მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 11 არასრულწლოვანი მკურნალობს, რომლების მდგომარეობაც კარგია, თუმცა, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ტესტირების ჩატარება ნაადრევია, რამდენიმე დღეში დაიწყება.

    ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე სულ 349 პაციენტი მკურნალობს.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

  • აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები, იჩხუბეს, ერთმა მეორის მანქანა ჩაცხრილა – კობახიძე ყინწვისის ინციდენტზე

    აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები, იჩხუბეს, ერთმა მეორის მანქანა ჩაცხრილა – კობახიძე ყინწვისის ინციდენტზე

    თეოლოგი ბასილ კობახიძის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას ცეცხლის გაუხსნა, მის მანქანაში სხვა მღვდლებიც ისხდნენ.

    ,,შვიდი ტყვია დაახალა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას, სადაც სხვა მღვდლებიც ისხდნენ, ისინიც გაწირა. აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორის მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა”, – წერს კობახიძე.

    მას აინტერესებს, რატომ არ მიეცნენ მღვდლები დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში, რომლებმაც მედიასთან იცრუეს, რომ არაფერი მომხდარა. მისივე თქმით, მამა დავითს მთავრობა ციხიდან მალე გაათავისუფლებს.

    ,,მედიამ უნდა მოსთხოვოს პასუხები მიტროპოლიტ იობს: რატომ ცრუობდნენ ის და მისი მღვდლები პირდაპირ ეთერში და მალავდნენ ამ ფაქტს? დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცენ პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს?

    მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს”,- ამბობს კობახიძე.

    ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის მღვდლები მომხდარ შემთხვევას მალავდნენ. დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ის ,,გულნატკენი და ნაწყენია”.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 511

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 511

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

    511 ინფიცირებულიდან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი.