Category: ახალი ამბები

  • ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით – კალაძე სააკაშვილზე

    ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით – კალაძე სააკაშვილზე

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის.

    როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.

    „ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

  • ყველა პაციენტი პოტენციურ ინფიცირებულად უნდა განიხილებოდეს, ჩატარდეს მასობრივი ტესტირება –  სამედიცინო ასოციაციები

    ყველა პაციენტი პოტენციურ ინფიცირებულად უნდა განიხილებოდეს, ჩატარდეს მასობრივი ტესტირება – სამედიცინო ასოციაციები

    საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება. მათ შორის: მასობრივი ტესტირება და კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია.

    გაერთიანებას აქვს ინიციატივა, სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის.

    ,,კერძოდ:

    1. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით, ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული.

    2. გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული (მტკიცებულებაზე დაფუძნებული) მკურნალობის მეთოდები, საჯარო კლინიკური დისკუსიები მოსახლეობაში არასწორი დასკვნების გაკეთებას უწყობს ხელს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაში ჩართულ სპეციალისტებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, სადაც დარგის ექსპერტებსა და პროფესიულ თემს შეეძლება მსჯელობა დაავადების დიგანოსტიკის, კლინიკური მართვის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

    3. არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება. რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში გეგმიური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი.

    4. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის უნდა მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც მათი სახელფასო განაკვეთების გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე კომპენსაციის გაცემის საკითხები. ამასთან, აღნიშნული აქტივობები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

    5. ასევე უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია.

    გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების ჩართულობითა და მონაწილეობით”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც BM.GE ავრცელებს.

    მასობრივი ტესტირებებისკენ მოუწოდებს მთავრობას ოპოზიციური პარტიის ნაწილიც. თუმცა ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აცხადებენ, რომ ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე უნდა ჩატარდეს.

  • ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე – რატიანი

    ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს.

    ,,სიმართლე, რომ გითხრათ, მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ ერთადერთი შემიძლიათ გითხრათ, რომ „ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში, რომელიც დღეს საბჭოზე გადაწყდა. ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ესაჭიროებათ პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“,- თქვა ლევან რატიანმა.

    ანალოგიური განცხადება გააკეთა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, მაგალითად, გერმანიამ, ლიტვამ და ისრაელმა მოსახლეობის სულ 3%-ის გამოკვლევა შეძლეს, ამიტომ ეს ვერ მოახდენს ეპიდემიის კონტროლზე გავლენას. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის აზრით, მთავარია მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევა.

    დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გაფართოებული კვლევა მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ასევე, საჭირების მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდებათ სასულიერო პირებსაც.

    ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან მასობრივი დიაგნოსტიკის ჩატარებას ითხოვს. ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მასობრივი ტესტირება ვირუსის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და ლოკალიზების უალტერნატივო საშუალებაა.

    ,,შესაბამისი ალგორითმით, სწრაფი და მასობრივი ტესტირების პირობებში, მოგვიწევდა არა მთელი ქვეყნის გამოკეტვა და იზოლაცია, არამედ მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე მოქალაქეების. დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელთაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთებს”,- ამბობს ვაშაძე.

  • საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ტიკარაძე

    საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება – ტიკარაძე

    საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    „საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია. ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ შეიძლება არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც ჩვენ საკარანტინო ზონებში გვაქვს განხორციელებული, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • გაფართოვებულ ტესტირებაში მოხუცებულთა თავშესაფრები და შშმ პირები ჩაერთვებიან – ტიკარაძე

    გაფართოვებულ ტესტირებაში მოხუცებულთა თავშესაფრები და შშმ პირები ჩაერთვებიან – ტიკარაძე

    კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ლენტეხსა და ხათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

    ლენტეხსა და ხათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

    დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა.

  • შეიძლება ცილისწამებაც არის – მეუფე იოანე ყინწვისის მონასტრის საქმეზე

    შეიძლება ცილისწამებაც არის – მეუფე იოანე ყინწვისის მონასტრის საქმეზე

    ქუთაის-გაენათის მიტორპოლიტი, მეუფე იოანე ყინწვისის მონატერში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და მამა დავითის დაკავებაზე ამბობს, რომ ,,შეიძლება ცილისწამებაც არის”.

    მისი თქმით, იმის შეფასება, რაც არ იცი, ცილისწამებაა, ამიტომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

    “ბერებს ჰკითხეთ? იმათ ჰკითხეთ, მე რავიცი. შეფასება იმისა, რაც არ იცი, არის ცილისწამება. თუ დაკავებულია, მაშინ დაველოდოთ გამოძიებას”-ამბობს მეუფე რუსთავი 2-ის ეთერში.

    ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

  • ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

    ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

    ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა.  სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ  ხუთივე ინფიცირებული ვირუსის დადასტურებამდე საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.

    ცნობისთვის, ბოლნისის სასწრაფოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა.

  • ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო იქნება – ბოკერია თვითდასაქმებულთა დახმარებაზე

    ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო იქნება – ბოკერია თვითდასაქმებულთა დახმარებაზე

    ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულების შერჩევითად დახმარება კორუფციის და ნეპოტიზმის წყარო იქნება.

    ,,რაც გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ თვითონ, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არაო და მერე თქვეს, ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე იმათ არ ეკუთვნითო, ეს ნიშნავს ქაოსს და გაჭიანურებას და უარეს შემთხვევაში, ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო“, -ამბობს ბოკერია.

    200-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, არასაკმარისი და მცირეა, საჭიროა საშუალო კლასის წონასწორობის შენარჩუნება.

    „იქ, სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, 200- ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 1000-1500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, 200 ლარით ეს საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს. თუ მოირღვა საშუალო კლასი, ვისი შემოსავალიც 1000-1500 ლარია, ეს იმოქმედებს მთელ ეკომომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც”,- თქვა გიგა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა არ დაეხმარება თვითდასაქმებულებს, რომელებიც ხელფასს ფიზიკური პირისგან იღებდნენ. მაგალითად, ძიძები, რეპეტიტორები, მუშები და სხვა.

    იმ დაქირავებით დასაქმებულებს, ვინც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, მთავრობა 200 ლარით, 6 თვის განმავლობაში დაეხმარება.

  • ნატოს გენერალურმა მდივანი რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    ნატოს გენერალურმა მდივანი რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩინეთი და რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს ნატო-ს მოქმედებები არასწორად ასახონ.

    „ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ ცდილობენ მოსკოვი და პეკინი ძირი გამოუთხარონ ნატო-ს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულობას და აბსოლუტურად არასწორად ასახონ ნატო-ს მოქმედებები“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

    მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პანდემიის ფონზე, თითქოს ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას თავისი ხანშიშესული ადამიანები.

    „უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.