Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი.

    ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

  • საერთაშორისო ხნის კომიტეტი კონფლიქტის ზონებში კორონავირუსით მილიონობით ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობს

    საერთაშორისო ხნის კომიტეტი კონფლიქტის ზონებში კორონავირუსით მილიონობით ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობს

    საერთაშორისო ხსნის კომიტეტის განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახლა კონფლიქტი, ან ომია, კორონავირუსით დაინფიცირების მილიარდზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 3.2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება. მონაცემები მოიცავს ავღანეთს, სირიას, იემენსა და 31 სხვა ქვეყანას.

    კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო სცენარის მიხედვით, დაინფიცირების შემთხვევები 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე იქნება, ხოლო ვირუსისგან დაახლოებით 3,2 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვლება ომით დაზარალებულ, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტი ახლაც მიმდინარეობს.

    “ამ ციფრებმა უნდა გამოგვაფხიზლოს”. თქვა საერთაშორისო ხსნის კომიტეტის პრეზიდენტმა დევიდ მილიაბანდმა. “ამ პანდემიის სრული, დამანგრეველი და არაპროპორციული წონა ჯერ კიდევ წინაა მსოფლიოს ყველაზე მყიფე და ომის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში”, დაამატა მან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • „ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს შეიძლება ნაცნობები ვყოფილიყავით“ – მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანზე

    „ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს შეიძლება ნაცნობები ვყოფილიყავით“ – მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანზე

    ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს შეიძლება ნაცნობები ვყოფილიყავით ” – ეს განცხადება  ვანო მერაბიშვილმა თათია შარანგიას ინსტაგრამის „სთორში“ საუბრისას გააკეთა.

    „გავარკვიე რომ ჩემი მეგობრის მეგობარი ყოფილა და ცოცხალი რომ ყოფილიყო დღეს შეიძლება ნაცნობები ვყოფილიყავით. ჩემი შეცდომაა, რომ არ დავუკავშირდი მის მშობლებს. მე მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი მეუღლის მონაწილეობა ამ საქმეში არ არსებობს. ის იქ რომ იმყოფებოდა ამ ფაქტმა დაამძიმა ეს საქმე. აქ იყო დამთხვევა და ვინც არიან სანდრო გირგვლიანის მეგობრები, დარწმუნდნენ რმ ამ ტრაგიკულ მოვლენასთან უშუალო შეხება მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ გვქონია“ – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

  • ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს -გამყრელიძე

    ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს -გამყრელიძე

    “მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „ბოლო 4 თვის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთი მოდელირება გაკეთდა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მოდელი ეყრდნობა იმ აზრს, რომ ივნისის დასაწყისში, როდესაც მდგრადი თბილი ტემპერატურა დგება, ამან სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ამ ვირუსთან ბრძოლაში“- განაცხადა ამირან გამრყელიძემ.

    თუმცა მისი თმით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს.

  • “სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შემოსულა, შესაბამისად, ვერც გაიხმობდნენ“–რადას დეპუტატი

    “სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შემოსულა, შესაბამისად, ვერც გაიხმობდნენ“–რადას დეპუტატი

    უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსანდრ კოჩურა აცხადებს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა და შესაბამისად, მისი უკან გაწვევაც ვერ მოხდებოდა.

    „ოფიციალურად, პრემიერ-მინისტრისგან რადაში სააკაშვილის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არაა შემოსული. ასე რომ ვერ გაიხმობ იმას, რაც არც შემოსულა“, — ამბობს კოჩურა.

    შეგახსენებთ, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე მთავრობამ უკან გაიწვია.

  • ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს –  ამირან გამყრელიძე

    ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს – ამირან გამყრელიძე

    “ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში  განაცხადა.

    როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ დროისთვის საქართველოში 11 ლაბორატორიაა და მაისში კიდევ ხუთი დაემატება.

    “ერთი კვირაა, სერიოზულად გავაფართოვეთ PCR ტექნოლოგიები. თუკი დღეში ვატარებდით 300-250-ს ტესტს, ახლა, ბოლო ერთი კვირაა 700-ის მაჩვენებელში ვართ. ალბათ, აპრილის ბოლოს ავალთ 1 000-ზე და, 1 500-ზე მაისის პირველ ნახევარში და შემდეგ 3 000-ზე. 2 500 არის ის მაჩვენებელი, რაც დღეს აქვს ავტრიას, გერმანიას, ბელგიას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • “ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის“–სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ვიცეპრემიერად წარდგენის გამო უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

    “ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის“–სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ვიცეპრემიერად წარდგენის გამო უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკავშილის უკრაინის ვიცე პრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო. ის წერს, რომ სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გააფუჭებს. გთავაზობთ ზურაბიშვილის მიმართვას სრულად:

    “საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამდღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი – საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კოროფციულ დანაშაულებშია ბრალდებული.

    დღეს შექმნილ ვითარებას განიცდის ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნების ისტორიასა და ერთად გავლილ უმძიმეს გზას პატივს სცემს და ვისაც აღელვებს ჩვენი სტარტეგიული მეგობრობის მომავალი. მათ შორის ვარ პირადად მე – საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთან ერთად არის საზოგადოების უმრავლესობა. მოვლენების ასე განვითარება კი მხოლოდ მათ შეიძლება სურდეთ, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ურყევ მეგობრობაში ბზარის გაჩენა აწყობთ.

    მე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რამეთუ უკრაინასა და საქართველოს არამარტო საუკუნოვანი მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებთ, არამედ ახლო წარსულში ერთდროულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზა და საერთო მიზნები: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეკონომიკური გეგმები, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის გამყარება და რეგიონალური როლის დამკვიდრება, – რაც კორონავირუსის გამოწვევის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩანს. ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით  ან საქართველო, ან – უკრაინა.
    პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება.

    მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ – ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება.“– წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 168 პაციენტი. ინფორმაციას StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 168 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 6.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს – 3.

  • “იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    “იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს” – ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრი გუშინ საღამოს დააკავეს. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგ მამა დავით კობაიძემ მისივე მეგობარს, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი კი უცნობია.

    დაკავებული სასულიერო პირი ამ დროისათვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სასულიერო პირები კომენტარისგან თავს იკავებენ, დაკავებულის მეზობლები კი სხვა რეალობაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივის განმარტებით, თვითონ დაკავებული სასულიერო პირი იარაღით არასდროს უნახავს, თუმცა სხვა მღვდელმსახურები იარაღით ხშირად დადიან. ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ზე გავრცელდა.

    “ჯიპებით მოდიოდნენ. იობიც არის ჩვენს ოჯახში ნამყოფი. სიმართლე რომ გითხრათ, კობა იარაღით ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ სამღვდელოებაში რომ იარაღი ანაფორის ქვეშ ყველას აქვს, ეგ ნამდვილად ვიცი, არ გამიკვირდება. მამაოები კომენდანტის საათებშიც დადიან და მაგათ ყველანაირი საშვი აქვთ” – აცხადებს მოქალაქე.

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ – კალაძე

    საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ – კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

    როგორც კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, აკვირდებიან არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ მერია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის თაობაზე შესაბამისი პირების მხრიდან რეკომენდაცია გაიცემა.

    კალაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან ერთად შესაძლოა, ცხოვრება მოგვიწიოს, ხოლო ვაქცინის გამოგონებამდე დისტანციის დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია.

    „რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანპორტი,როდესაც დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.