Category: ახალი ამბები

  • თვითდასაქმებულები ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას 15 მაისიდან მიიღებენ

    თვითდასაქმებულები ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას 15 მაისიდან მიიღებენ

    ჯადანცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას თქმით თვითდასაქმებულები, რომლებსაც  300 ლარიან დახმარების მიღების შანსი აქვთ, თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან.

    თვითდასაქმებულის შემთხვევაში ორი კატეგორიის ბენეფიციარია – პირველი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლის სამსახურის ვებგვერდზე. ესენია ინდივიდუალური, მცირე, მიკრო მეწარმეები, მცირე გადასახადის გადამხდელები და ასეთი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 150 ათასია. მათ გაეგზავნებათ ინფორმაცია, რომ არიან დახმარების მიმღებნი. შესაბამისად არ მოუწევთ რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტის მოტანა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას  – ესენი არიან პირები, რომლებიც ეწეოდნენ მუშაობას პირველი კვარტლის განმავლობაში, თუმცა არ არიან რეგისტრირებულნი შემოსავლის სამსახურში. მათ დასჭირდებათ დამატებითი საბუთის წარდგენა. მოხდება ერთჯერადი, 300 ლარის დახმარება დასაქმების სამსახურის მიერ”,-აცხადებს ბარკალაია.

    დახმარება ორივე კატეგორიას 15 მაისიდან შეეძლება მიიღოს და შესაბამისი განცხადების შევსება მათ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოუწევთ.

    “15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი და ადამიანები ატვირთავენ მხოლოდ საბანკო ანგარიშსს. შემდეგ ისინი მიიღებენ დახმარებას. რაც შეეხება არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს, ასევე ჩვენ ვერბპორტალზე მოუწევთ პირადი მონაცემების განთავსება და რაიმე ტიპის დამდასტურებელი საბუთი, რომელიც დაასაბუთებს მათ ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისი კომისია განცხადებას განიხილავს”,-აცხადებს თამილა ბარკალაია.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოში დღეიდან ჟურნალისტების, როგორც ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის, ტესტირებაც დაიწყება.

    მისივე თქმით, ჟურნალისტებზე თავდაპირველად სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში PCR ტესტებზე გადავლენ.

    „მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

  • მსოფლიო ბანკი პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

    მსოფლიო ბანკი პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

    მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის მოსაზიდად.

    პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

    ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

    „სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ამ რთულ პერიოდში პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების საარსებო სახსრების დაცვას.

    საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსების პაკეტი COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარი იქნება, რასაც ემატება 300 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსებაც, რომლის გამოყოფაც დაგეგმილი იყო 2020–2021 წლებში ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

    „მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართულნი მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასთან პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდანვე. კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე, გამოვყოფ მსოფლიო ბანკის როლს ამ პროგრამის მომზადებაში, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

    „აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერის ნაწილია და პირველია განვითარების პოლიტიკის სამი საკრედიტო ღონისძიებიდან, რომლებიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მეორე ღონისძიებას ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის არსებული ღონისძიების დამატებითი დაფინანსების სახე ექნება (რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2020 წლის 26 მარტს დაამტკიცა). მისი მიზანია მთავრობის დახმარება მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში და საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში. დახმარების მესამე ეტაპი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და იმ მიკრო, მცირე და საშუალო ფირმების ხელშეწყობას, რომლებზეც პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

    COVID-19 -ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს დახმარებასთან ერთად, მსოფლიო ბანკი ასევე აპირებს Log-In Georgia პროექტის საშუალებით ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცაა ციფრული კავშირი და ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი მთავრობას დაეხმარება ოპტიკურ – ბოჭკოვანი ქსელით 700 -ზე მეტი სოფლის ინტერნეტთან დაკავშირებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციურ სწავლასა და ზოგადად კავშირის არსებობას, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია პანდემიის პირობებში შექმნილი სოციალური დისტანციის პირობებში.

    დაბოლოს, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

    მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ბოლო 24 საათში, 87 პირი დაჯარიმდა

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ბოლო 24 საათში, 87 პირი დაჯარიმდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    უწყების ცნობით, პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.

    პოლიციის ინფორმაციით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმდა.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 000 ლარით ჯარიმდებიან, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით

  • “სუფთა სახლს” მუშაობის უფლება აღუდგა

    “სუფთა სახლს” მუშაობის უფლება აღუდგა

    18 დღიანი შეჩერებული საქმიანობის შემდეგ, „სუფთა სახლს“ ოპერირების უფლება აღუდგა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს “სუფთა სახლიც” დაემატა.

    აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილება ძალაში გუშინ, ანუ 28 აპრილს შევიდა.

    შეგახსენებთ, “სუფთა სახლის” მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა. კომპანიას ჯამში 150 ფილიალი აქვს, სადაც, გარდა ყოველდღიური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებისა, სადეზინფექციო საშუალებებიც იყიდება. კომპანიაში სულ 1200 ადამიანია დასაქმებული.

  • ” პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია” – ეზუგბაია

    ” პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია” – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, სამი საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ექვსი ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

    “დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 42 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 63 გვყავს. გუშინ სამი პაციენტის განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრციდან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • დღეიდან საქალაქთაშორისო გადაადგილება ისევ იკრძალება

    დღეიდან საქალაქთაშორისო გადაადგილება ისევ იკრძალება

    თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი – ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა დღეიდან ისევ იკრძალება. ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი ვადა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა, გუშინ საღამოს 21:00 საათზე ამოიწურა.

    შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ორშაბათს ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულადაა დაშვებული მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. თუმცა, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ დილის 6:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია. მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.

  • თელავში,  მდინარე ალაზანში  მაშველებმა  მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    თელავში, მდინარე ალაზანში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორდღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანში დაკარგული 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, 27 აპრილს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შეტყობინების მიღებისთანავე, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

    გაუჩინარებული მოქალაქის ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე, საძიებო ღონისძიებების დაწყებისთანავე იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამუშაოები დაიწყო როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

    ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებდნენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობდა მყვინთავთა ჯგუფი.

    ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

  • “რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს ” –  წულუკიანი ლევან ბერძენიშვილზე

    “რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს ” – წულუკიანი ლევან ბერძენიშვილზე

    “რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს”- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რესპუბლიკური პარტიის წევრზე, ლევან ბერძენიშვილზე გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

    “ძალიან ძნელია რესპუბლიკელების დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, ილია მეორეზე, ეკლესიაზე. თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის”,-  განაცხადა თეა  წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

  • საქართველოში ჩინეთიდან 40 ათასი PCR და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

    საქართველოში ჩინეთიდან 40 ათასი PCR და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

    საქართველოში სპეცრეისით ჩინეთიდან წეუხებ ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა. 40 ათასი პისიარ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. ამავე რეისით ჩამოიტანეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

    ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტები მიზნობრივ ჯგუფებს მოხმარდება, მათ შორის კარანტინში მყოფ პირებსა და კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს.იგეგმება მიზნობირივი ჯგუფების გაფართოება.

    “ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვანია 40 ათასი პიასიარ ტესტი, რასაც დიდი ხანია ველოდებით და იწვევს საზოგადოების მღელვარების საკითხს. დღეიდან, იმედია ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იქნება. მნიშვნლოვანია ისიც, რომ ამ რეისით ჩამოვიდა ანტისხეულების ტესტი და პირადი დაცვის საშუალებები, რაც ექმინების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზურნვეყოფენ”,-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.