Category: ახალი ამბები

  • “ქარველ ხალხს და უკრაინელ ხალხს არ ჭირდება ავანტურისტი და სააკაშვილის მსგავსი დესპოტი“–კალაძე უკრაინულ ტელეარხზე

    “ქარველ ხალხს და უკრაინელ ხალხს არ ჭირდება ავანტურისტი და სააკაშვილის მსგავსი დესპოტი“–კალაძე უკრაინულ ტელეარხზე

    უკრაინულ ტელეარხ “112 უკრაინა“–ს ეთერში ჩართვისას კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ძალიან უყვარს უკრაინა თუმცა  სააკაშვილის ვიცე-პრემიერად  დანიშვნა, რა თქმა უნდა, დააზიანებს იმ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას  შორის არის. ხოლო შემდეგ  პირადად სააკაშვილი მოახერხებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება, მეტი პრობლემები გაუჩნდეს.

    “დარწმუნებული ვარ რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეგობარი და ქვეყანა, რომელიც  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩვენს პარტნიორულ  და მეგობრულ ურთიერთობებს და არ დანიშნავს    ვიცე პრემიერის პოსტზე სისხლის სამართლის საქმეებზე გასამართლებულს. ორ საქმეზე სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი ყველა ინსტანციაში, მათ შორის სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში მან    პარლამენტის  დეპუტატს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიუგზავნა და ისე სცემეს, რომ ძლივს გადარჩა. მეორე შემთხვევა კი დასრულდა ადგილზე ახაგაზრდა ადამიანის სიკვდილით. რამდენიმე საქმე განხილვის სტადიაში, მათ შორის 8 მილიონის დატაცება, დემონსტრაციის დარბევა, მედიის მიტაცება და ა.შ. ჩემი აზრით ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა,   ჩვენი ხალხის ურთიერთობა და მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული პირის დანიშვნა.

    არც საქართველოს და ქარველ ხალხს, არც უკრაინელ ხალხს არ ჭირდება ავანტურისტი და სააკაშვილის მსგავსი დესპორტი.    ეს დაამტკიცეს საქართველოში, ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როცა  ის დანიშნეს ოდესის გუბერნატორად, თუმცა პროვოკაციების და პირადი ქულების ჩაწერის გარდა არაფერი გაუკეთებია.

    კითხვეთ ქარველ ხალხს და მიიღებთ პასუხს იმ საშინელებების შეახებ, რასაც ის აკეთებდა საქართველოში წლების მანძილზე.

    ვფიქრობ, საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი უკვე გუშინდელი დღეა. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები და მხოლოდ წინ უნდა მივიწევდეთ და არა უკან“, – თქვა კალაძემ.

  • დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი  4419-ით გაიზარდა

    დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4419-ით გაიზარდა

    ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4419-ით გაიზარდა. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განმარტებით, რიცხვის ასეთი ზრდა იმან განაპირობა, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკაში შეიყვანეს მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა დაწესებულებებში ამ დრომდე დაღუპულებიც.

    აქამდე დიდი ბრიტანეთი მხოლოდ საავადმყოფოებში დაღუპულთა შესახებ ავრცელებდა ყოველდღიურ ინფორმაციას.

    ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 165 221 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 097 ადამიანი გარდიცვალა, ხოლო 847 გამოჯანმრთელდა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 1559 ადამიანი.

  • ვარაუდი, რომ მოსახლეობის მეტი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, რეალურია – ცერცვაძე

    ვარაუდი, რომ მოსახლეობის მეტი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, რეალურია – ცერცვაძე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვარაუდი, რომ მოსახლოების იმაზე მეტი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გვაქვს, რეალურია.

    მისი თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში.

    „საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ ერთ მილიონ მოსახლეზე გადავითვლით ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ჩვენთან 160-ჯერ ნაკლებია გარდაცვალება ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე აშშ-ში და 200-300-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, უზარმაზარი განსხვავებაა.

    თუ თქვენ იკითხავთ, რამდენად რეალურია ეს ციფრი იდენტიფიცირებულებთან და არაიდენტიფიცირებულებთან მიმართებაში, მინდა შევიტანო სიცხადე – ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომო ფორმებით, ვიდრე დღეს ჩვენ ვიცით, სავსებით რეალურია. ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა, არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების რაღაც რაოდენობა, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოშიც“ , – განაცხადა ცერცვაძემ ,,ტვ პირველზე”.

  • აგრესიული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, თან კოვიდით ინფიცირებული.. ძნელია ასეთ პაციენტებთან უსაფრთხოდ მუშაობა – ცერცვაძე

    აგრესიული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, თან კოვიდით ინფიცირებული.. ძნელია ასეთ პაციენტებთან უსაფრთხოდ მუშაობა – ცერცვაძე

    „რამდენიმე სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა კლინიკებში, მათი რიცხვი დაახლოებით ორი ათეული იქნება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ტვ-პირველის“ ეთერში განაცხადა.

    „რამდენიმე სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა კლინიკებში, მათი რიცხვი დაახლოებით ორი ათეული იქნება. ჩვენს კლინიკაში ინფიცირების შემთხვევა საბედნიეროდ არ ყოფილა, თუმცა ეს არ არის საზომი, რადგან სხვა კლინიკის შიგნით იყო შემთხვევები.

    შემთხვევები ჭარბობს სასწრაფო დახმარების ექიმებში, რადგან მათ უხდებათ უშუალოდ პაციენტთან ურთიერთობა და მისი გადაყვანა სტაციონარში.ბათუმში იყო მედიცინის მუშაკის ინფიცირების პირველი შემთხვევა. მე ჩავედი ბათუმში და პირადად გავეცანი ამ ამბავს. ექიმს ისეთ პაციენტთან უხდებოდა ურთიერთობა, რომელიც აგრესიული და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, თან კოვიდით ინფიცირებული.

    შეიძლება ითქვას კმაყოფილი დავრჩი რომ ერთი პაციენტის დაინფიცირება მოახდინა და არა ბევრის. ძალიან ძნელია ასეთ პაციენტებთან უსაფრთხოდ მუშაობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

     

  • ალბათ ეკლესიაში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს – ვაშაძე ხელისუფლებაზე

    ალბათ ეკლესიაში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს – ვაშაძე ხელისუფლებაზე

    „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინა ,,ქართული ოცნების” და სხვა ,,კეთილმოსურნეების” გარეშე გადაწყვეტს სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას.

    ,,დღეს ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს, ეს პროცესი არც შეწყვეტილა, არც რამე საფრთხე ემუქრება და აუცილებლად გაგრძელდება. უკრაინის ხელისუფლება და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორმე „ქართული ოცნების“ და სხვა კეთილმოსურნეების გარეშე გადაწყვეტენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    მისი თქმით, არავის სჯერა იმ ბრალდების, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯეს და მთელი სამყარო აღიარებს მესამე პრეზიდენტის როლს საქართველოს ქმედით სახელმწიფოდ გადაქცევაში.

    ,,ზოგიერთი რამ მხოლოდ ზედაპირზეა. პირველი არის ის, რომ პოლიტიკურად წარმართული პროცესის, რომლის შედეგადაც გასაამართლეს საქართველოს პრეზიდენტი და რაღაც მიუსაჯეს, არავის სჯერა არც საქართველოს შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

    მეორე ის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, დანარჩენი სამყარო აღიარებს იმ უზაარმაზარ როლს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა საქართველოს ქმედით ეფექტურ სახელმწიფოდ გადაქცევაში.

    მესამე ის, რომ ალბათ, ეკლესიებში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს. თუ გამოუვიდა, არაპროფესიონალიზმი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, კიდევ უფრო ნათელი გახდება“, – განაცხადა ვაშაძემ ,,ფორმულას” ეთერში.

  • არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უხარია – ცერცვაძე

    არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უხარია – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უხარია და კარგი შედეგის დროს იმედგაცრუებული არიან.

    ,,ადამიანი არ უნდა იყოს ასეთი, მაგრამ , სამწუხაროდ, მაქვს ასეთი განცდა, რა თქმა უნდა, არავის არ უთქვას, რომ არ გვიახარიაო, მაგრამ იმდენად ზოგჯერ იმედგაცრუებს ვამჩნევ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ რომ რაღაცაზე დაიდო კარგი შედეგი, რომ მიჩნდება ეჭვი, რომ ეს კარგი შედეგი არ უხარია”,- ამბობს ცერცვაძე.

    მისი თქმით, ქვეყანამ ვერ დაძლია პიროვნული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური განცალკევება და დაპირისპირება.

    ,,არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, არ უხარია სხვისი აშენებული ქვეყანა, ამის მაგალითები ახლო წარსულში გვქონდა”,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

    26 აპრილს ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ,,დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით”,- თქვა იმნაძემ.

  • 3 ქვეყნის ლიდერია დამალული: პუტინი, კიმ ჩენ ინი და ბიძინა – გუბაზ სანიკიძე

    3 ქვეყნის ლიდერია დამალული: პუტინი, კიმ ჩენ ინი და ბიძინა – გუბაზ სანიკიძე

    გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გამო 3 ქვეყნის ლიდერია ,,დამალული”: ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი და ბიძინა ივანიშვილი.

    ,,ყველა ლიდერი არის საველე მდგომარეობაში, გასული, დღეში ერთხელ, ორჯერ ჩანან. ზოგმა გადაიტანა კორონა. გადაიტანეს ფეხზე. სამი ქვეყნის ლიდერი არ ჩანს, ეს არის პუტინი, ბიძინა და პუტინი. კიმ ჩენ ინს აქვს საპატიო მიზეზი, ჯანმრთელობის ცნობა აქვს, კვდება.

    ცოდვა ვართ, ეს კაცი მართავს ქვეყანას, ჟამიანობის და ჭირიანობის დროს, ცალკე იყოს, რაც უნდა ის უქნია, პეპლებზე დასაჭერად ურბენია ფეხშველა, რა პრობლემაა, მაგრამ როცა ამ კაცის ჭკუაზეა ყველაფერი და ასე რეაგირებს, როგორ რეაგირებს ხო უყურებთ?! მისი მეხოტბეები წერენ, რომ მის გენიალურობას ვერ შევწვდით, ჰომეროსს როგორც ვერ შეწვდნენ ბერძნები თავის დროზე”,- აცხადებს ,,ტელეკომპანია კავკასიის” ეთერში გუბაზ სანიკიძე.

    შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პანდემიის დროს პირველად თავისი შვილის, ბერა ივანიშვილის TikTok ვიდეოში გამოჩნდა.

  • გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ჰოსპიტალის განცხადებით, ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ქონია.

    „ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევა დასტურდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით აქიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

    ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით აქიაშვილს პატიმრობა შეეფარდა

    ყინწვისის ინციდენტზე მამა დავით აქიაშვილს (კობა კობაიძეს) პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორი დავით აქიაშვლის პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე – გირაოს.

    პროკურორის განცხადებით, მომდევნო სასამართლო სხდომამდე, რომელიც 22 ივნისს არის ჩანიშნული, არსებობს მიმალვს საფრთხე, ამიტომ აქიაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.

    შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის ავტომობილის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 178

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 178

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა რიცხი კი 178-მდე გაიზარდა.

    დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 178, ხოლო 6 პირი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.