Category: ახალი ამბები

  • თუ 2 კვირის განმავლობაში ასეთი ზრდა შევინარჩუნეთ, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია – გამყრელიძე

    თუ 2 კვირის განმავლობაში ასეთი ზრდა შევინარჩუნეთ, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ასეთი ზრდა 2 კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, მაშინ ჯანდაცვის სისტემა მართვადი იქნება.

    ,,დღეს გვაქვს 22 ახალი შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან და დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. ყველა მათგანი შესაბამის ცენტრებში არის გადაყვანილი. იცით, რომ 179 ადამიანია უკვე გამოჯანმრთელებული. სამწუხაროდ, გვაქვს 6 გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა, ჩვენი პროცენტი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 1.1% ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ თუ ამ ორი კვირის განმავლობაში დინამიკის ასეთი ზრდა შევინარჩუნეთ, მე-6 მე-7 და მე-8 კვირას, თუ იქნება 20, 30, 40-ით ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია”, – ამბობს გამყრელიძე.

    მან საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

    ,,მოვუწოდებ მოსახლეობას, ვიცით, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილია ექვსპუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დააკადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, რომ მათი იგნორირება მოხდეს. ისევ და ისევ მტავარი რეკომენდაცია არის დარჩი სახლში. განსაკუთრებით, ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანები. ხშირი ხელების დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება, დისტანციის დაცვა და სოციალური დისტანცირება არის მთავარი. რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია მივმართოთ ექიმს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება – ტიკარაძე

    კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ გაიდლაინებით, რომელიც დღეს დამტკიცდება, PCR ტესტი დღეში 1000 ადამიანს ჩაუტარდება.

    ტიკარაძის თქმით, საქართველოს ,,ამის საშუალება” აქვს.

    ,,დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება ეს ტესტირება უფრო მეტად გაფართოებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ხარვეზად არ თვლიან იმ ფაქტს, რომ მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე მეტი ტესტია ჩატარებული, რადგან მიზნობრიობის მიხედვით საქართველოს კარგი შედეგები აქვს

    საქართველოში 27 აპრილის ჩათვლით ახალ კორონავირუსზე ჯამში 13 673 ტესტი ჩატარდა.

    ოპოზიცია ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, ჩაატაროს მასობრივი ტესტირება, რათა დადგინდეს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში.

    ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოში 539 ადამიანს დაუდასტურდა, 178 განიკურნა, 6 – გარდაიცვალა.

  • თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალან მნიშვნელოვანია–ზურაბიშვილი თავდაცვის ძალებს

    თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალან მნიშვნელოვანია–ზურაბიშვილი თავდაცვის ძალებს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.

    ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა.

    “29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა.

    მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

    თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით.

    არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან.

    არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს.

    ყველას უდიდეს მადლობას გიხდით. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა და ერთად მოვიხადოთ ჩვენი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    დღესვე მან პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

     

     

  • აღარ გვინდა ამ რუსეთში, წაგვიყვანეთ – თეონა კონტრიძე ხელისუფლებას

    აღარ გვინდა ამ რუსეთში, წაგვიყვანეთ – თეონა კონტრიძე ხელისუფლებას

    მუსიკოსი თეონა კონტრიძე, რომელიც რუსეთში იმყოფება, ხელისუფლებას მიმართავს, რომ ის და რუსეთში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ.

    ,,აღარ გვინდა ამ რუსეთში, წაგვიყვანეთ”,- ამბობს კონტრიძე მარი ნაკანის Instagram ლაივში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 30 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად 8 728 მოქალაქე დაბრუნდა.

  • TBILISI OPEN AIR გადაიდო – ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება

    TBILISI OPEN AIR გადაიდო – ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება

    კორონავირუსის პანდემიის გამო TBILISI OPEN AIR გადაიდო. მუსიკალური ფესტივალი 26-28 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

    ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ამ ეტაპზე ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება განიხილება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

    ,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Tbilisi Open Air 2020-ის ფეისბუქ-ივენთზე თარიღებს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევცვლით, ამიტომაც ახალი თარიღების გარკვევამდე იქ კვლავ 26-28 ივნისი იქნება მითითებული.

    ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ.

    მათ, ვინც უკვე შეიძინა ფესტივალის აბონემენტი TKT.GE-ზე, ვთავაზობთ არჩევანს:

    • შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.
    • ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი (გათამაშების გარეშე). ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.
    • თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10-წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე – ორწლიანს. ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.
    • თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე. ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.
    • თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ.

    ბოლოს გეტყვით, რომ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები ევროპის მთავარ ფესტივალებთან და ჩვენ ყველა, არტისტებთან ერთად, ვეცდებით, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.

    დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

    გვჯერა, რომ მალე დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ Lisi Wonderland-ში”, – წერია Tbilisi Open Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • კაცს, რომელმაც მეუღლე სოფელ ყარაჯალაში შვილის თანდასწრებით მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

    კაცს, რომელმაც მეუღლე სოფელ ყარაჯალაში შვილის თანდასწრებით მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მეუღლი შვილის და ცოლის დის თანდასწრებით განსაკუთრებულის სისასტიკით მოკლა, 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში 2020 წლის 15 თებერვალს ღამის საათებში მოხდა. კაცმა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ხ.გ.-ს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო მეუღლის დას ასევე დაზიანება მიაყენა ხელის არეში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცავებმა ტ.მ 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ბ”, და “ე” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.

  • ,,უნიკალური მეთოდია” – ლევან რატიანი კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდის გამოყენებას აპირებს

    ,,უნიკალური მეთოდია” – ლევან რატიანი კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდის გამოყენებას აპირებს

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირების ახალ, „ჯინ ექსპერტ” მეთოდს გამოიყენებენ.

    ამ მეთოდით ტესტირებას საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის იმ პაციენტებთან გამოიყენებენ, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

    „ჩვენს კლინიკაში დაიტესტა „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიაზაციას, ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი არ არის“,- განაცხადა რატიანმა.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმის, ხატია მიქაბერიძის განმარტებით, ტესტი პასუხს 50 წუთში აჩვენებს და ადამიანური ხელით დაშვებულ შეცდომას გამორიცხავს.

    ,,აქ ხდება ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით, არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული, იმ შემთხვევაში თუ მოხდა აღების დროს რაიმე შეცდომა.

    ჩვენ საშუალება გვაქვს საკმაოდ მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ასე ჭირდება იმის დადასტურება, არის გამოჯანმრთელებული თუ ინფიცირებული, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება”,- ამბობს მიქაბერიძე.

  • რემდესივირს არ ვიყენებთ, რადგან არსებობს ფაქტები, რომ დადებით შედეგს არ იძლევა – რატიანი

    რემდესივირს არ ვიყენებთ, რადგან არსებობს ფაქტები, რომ დადებით შედეგს არ იძლევა – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დრომდე არ იყენებენ პრეპარატ რემდესივირს, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა.

    ,,ვარ სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი, სადაც შეყვანილია რემდესივირზე მკურნალობა, მაგრამ მე პირადად, ჩემს კლინიკაში რემდესივირო თერაპია ამ დრომდე არ გამოიყენება, ვინაიდან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნებულება ამასთან დაკავშირებით, რომ რემდესივირო თერაპია დადებით შედეგს, მკვეთრს, არ იძლევა. გამოცდილება ამ პრეპარატის შესახებ არ გამაჩნია და აქედან გამომდინარე ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ”,- ამბობს რატიანი.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პრეპარატი რემდესივირი არ არის. ,,ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ?”,- ასე უპასუხა მან დასმულ კითხვას.

    აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

    თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა – “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს”.

    კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

    კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.

     

  • ამ ვირუსის მკვლელმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა – რატიანი კორონავირუსზე

    ამ ვირუსის მკვლელმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა – რატიანი კორონავირუსზე

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის.

    რატიანმა თქვა, რომ კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.

    „როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს“,- განაცხადა რატიანმა.

    გარდა ამისა, რატიანმა აღნიშნა, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ-19-თან ერთად შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა. ის ამ დროისთვის აპარატიდან არის მოხსნილი, რაც სწორედ კორონავირუსის მკვლელი ფუნქციის ლიკვიდაციის მაგალითია.

    მისივე თქმით, 5 პაციენტს განმეროებითი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა და ისინი დღეს კლინიკას დატოვებენ.

  • ოჯახის ექიმები გახარიასა და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ – ჭიაბერაშვილი

    ოჯახის ექიმები გახარიასა და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ – ჭიაბერაშვილი

    ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.

    მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, ბევრი ამბულატორია და პოლიკნინიკა ფინანსური პრობლემის წინაშე დადგება, რაც ექიმებს და ექთნებს უმუშევრად დატოვებს.

    ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.

    “ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა. 520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს.

    ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების არშეჩერება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც”,- ამბობს ჭიაბერაშილი.

    ის მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. მისი აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი მთავრობის აღნიშნულ დადგენილებას აქვეყნებს: