Category: ახალი ამბები

  • საქართველოს მთავრობის განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას – ოპოზიციური პარტიები ზელენსკის და რადას

    საქართველოს მთავრობის განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას – ოპოზიციური პარტიები ზელენსკის და რადას

    საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადასა და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავენ.

    განცხადებაში წერია, საქართველოს მთავრობის ბოლო განცხადებები უპასუხისმგებლოა არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ,,უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას”.

    პარტიების თქმით, მთავრობის განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას.

    ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნების ისტორია უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებითდა მხარდაჭერით იწყება. მრავალი წელია, რაც საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის საერთო გამოწვევების წინააღმდეგ. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

    ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აფხაზეთში 1992-93 წლებში; დაუვიწყარია თანადგომა 2008 წელს – რუსული აგრესიის დროს და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.
    ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

    მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითა და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერის განცხადებებით.

    პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების საერთო მიზანია.

    დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულს სშესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე.

    პატივისცემით,

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გრიგოლ ვაშაძე

    დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე

    ახალი საქართველო- გიორგი ვაშაძე

    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა

    მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე

    გამარჯვებული საქართველო – გურამ ჩალაგაშვილი

    კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი

    ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია

    ემსახურე საქართველოს – მურმან დუმბაძე

    ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია

    საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძე

    ახალი საქართველოსთვის – ნიკოლოზ ვაშაკიძე

    საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია – მანანა ჯებაშვილი

    სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის – ზურაბ ხარატიშვილი

    გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ისტორიკოსი“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, რაც რადამ უკან გაიწვია.

  • მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1 042 995 ადამიანი.

    COVID-19-ით 3 308 901 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 234 139 პაციენტი გარდაიცვალა.

    ბოლო მონაცემებით, ვირუსს აშშ-იშ ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (63 871) და ყველაზე მეტი გამოჯანმრთელდა (155 737), ასევე დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი – 1 095 304 შემთხვევა.

    აშშ-ის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში დადასტურდა.

    დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 6.

  • COVID-19-თან ბრძოლის შვედური მოდელი ალბათ მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური – ზურაბ გურული

    COVID-19-თან ბრძოლის შვედური მოდელი ალბათ მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური – ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული WHO-ს ექპერტის, მაიკ რაიანის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია დიდი ალბათობით მხოლოდ შვედეთისთვის არის იდეალური.

    ,,WHO-ს ექსპერტ, დოქტორ რაიანის განცხადების თანახმად, შვედური მოდელი იდეალურია. მაგრამ რამდენად იმუშავებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოდელი? დიდი ალბათობით შვედური მოდელი მხოლოდ შვედეთისთვის იქნება იდეალური, რადგან რისი განხორციელებაც მოხერხდა შვედეთში, იმას სჭირდებოდა შვედური სამოქალაქო დისციპლინა და პოლიტიკური სისტემა”,- წერს გურული.

    მისივე თქმით, მკაცრ და ლიბერალურ რეგულაციების ერთნაირი შედეგი მოაქვს პანდემიების დროს, ამიტომ სახელმწიფოებმა ოქროს შუალედი უნდა მოძებნონ.

    ,,ისევ ისტორიას თუ მივუბრუნდებით და ესპანური გრიპის დროინდელ შედეგებს გადავხედავთ, მკაცრმა რეგულაციებმაც და ლიბერალურმა რეგულაციებმაც ზუსტად ერთნაირი შედეგი მოიტანეს მსხვერპლის თვალსაზრისით. ესე იგი, არცერთი უკიდურესობა არ მუშაობს და ოქროს შუალედია მოსანახი. ეს შუალედი კი რეგულაციების მუდმივი და მოქნილი ცვლილებები უნდა იყოს, რომლის დროსაც საკარანტინო ღონისძიებები ხან უნდა შემსუბუქდეს, ხანაც გამკაცრდეს – იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელების ტემპები.

    ჯერჯერობით ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ემორჩილება პრევენციის უკვე ჩამოყალიბებულ მეთოდებს. მთავრობებმა უნდა მიიღონ ლოგიკური და აზრიანი რეგულაციები, რათა მოქალაქეებს მათ მიმართა აგრესია, უნდობლობა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. მხოლოდ ამ გზით იქნება მოსახერხებელი ვაქცინის შექმნამდე (ან ვირუსის მოულოდნელ გაქრობამდე) მინიმალური დანაკარგებით მიღწევა”,- წერს გურული Facebook-ზე.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ ჩაკეტვებზე, მსოფლიოსთვის COVID-19-თან ბრძოლის მოდელი უნდა იყოს.

    ტრამპმა ამ განცხადების საპასუხოდ შვედეთის სტრატეგია გააკრიტიკა და თქვა, რომ შვედეთი ქვეყნის არ დაკეტვის გამო მძიმე ფასს იხდის.

  • 4 ახალი ინფიცირებული დაგვემატა – ორი დედა-შვილი – ბოჭორიშვილის კლინიკა

    4 ახალი ინფიცირებული დაგვემატა – ორი დედა-შვილი – ბოჭორიშვილის კლინიკა

    ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 63 ინფიცირებული მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, დღეს 4 ახალი პაციენტი დაემატა, ორი დედა-შვილი. ისინი ცნობილი კლასტერიდან არიან.

    სოლოღაშვილის ინფორმაციით, 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღეობა, ხოლო 1-ის – მძიმე.

    კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტი მკურნალობს.

    ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევა დასტურდება, მათგან 184 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ – 566

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ – 566

    საქართველოში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopgov.ge-ზე განახლდა.

    566-დან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი

  • 4 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს  ლეიკემია აღმოაჩნდა.ოჯახი დახმარებას ითხოვს

    4 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს ლეიკემია აღმოაჩნდა.ოჯახი დახმარებას ითხოვს

    4 წლის ემილი ხიზამბარელს, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ამჟამად ბავშვი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

    ემილის ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა. იმის გამო, რომ ფრენები შეწყვეტილია, ბავშვის ტრანსპორტირება რეანომობილით უნდა მოხდეს, რასაც 9500 ლარი ჭირდება. ცალკე თანხებთან არის დაკავშირებული თურქეთში მკურნალობა. გოგონას დედა ფეისბუქზე წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს:

    „ჩემი შვილი, 4 წლის ემილი ფუმფულა, კულულა, თვალებრიალა პრინცესა, რომელიც თავის თავს „პეპა გოჭს“ ეძახდა, წლების წინ, როცა ყველა ექიმი გვეუბნებოდა, რომ შვილი არ გვეყოლებოდა და, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ასეც უნდა ყოფილიყო, დიდი სასწაული მოხდა და ქალბატონმა ემილიმ ინება დედამიწაზე მობრძანება. ასე, ძლიერი გოგოა.

    შეუძლებელია, ნახო ემილი და არ შეიყვარო, ირგვლივ ყველაფერს ათბობს თავისი სითბოთი და სიყვარულით. ყოველთვის ვამბობ, ჩემი ახდენილი ოცნებაა.

    პატარა ფუმფულიკო, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა, სიმღერა, თამაში, პრანჭვა და შოკოლადები, დღეს, მოწყენილი, სულ საწოლში წევს და ებრძვის ვერაგ დაავადებას ლეიკემიას!!! covid-19-ით შეშინებულები, მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში განთავსებულებს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაგვიდგინდა.

    რამდენიმე დღის წინ თავად ვაზიარებდი მსგავს პოსტებს და ვერც კი წარმოვიდგენდი, მსგავსი მე თუ დამემართებოდა, ასმაგად მწარეა, როცა საქმე შენს 4 წლის შვილს ეხება. კითხვას: დედა, როდის წავალთ სახლში, ჯერ პასუხი არ აქვს.

    ძალიან გვინდა, რომ მალე წამოვდგეთ ფეხზე და გავაგრძელოთ ჩვეული ცხოვრება, ამაში თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება!!! გზა მძიმე, დამღლელი და გრძელია, მაგრამ ნათელიც მალე გამოჩნდება და ამ დღეებს აღარასოდეს გავიხსენებთ! ემილის ძალიან უნდა სახლში! გთხოვთ, დაგვეხმარეთ….

    ამ გოგოსაც ძალიან უყვარს კოსმეტიკა, სარკე და პრანჭიაობა“, – წერს გოგონას დედა.

    რეკვიზიტები:

    მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებია,  ნომერი: 01004002158 საქართველოს ბანკი#GE13BG0000000161828101

    საქართველოს ბანკში, უცხოური ვალუტის ჩარიცხვის შემთხვევაში საჭიროა სვიფტი:

    დოლარის შემთხვევაში SWIFT: CITIUS33SWIFT: BAGAGE22

    ევროს შემთხვევაში SWIFT: COBADEFFSWIFT: BAGAGE22

    თიბისი ბანკი:GE71TB7688145063600004

    https://www.facebook.com/deadewk/posts/3352679081426317

  • “როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?“–ბიზნესმენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

    “როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?“–ბიზნესმენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

    კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ბიზნესისთვის საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი პრობლემების შესახებ ფეისბუქზე წერს:

    “მთავრობამ 31 მარტს გააჩერა ეკონომიკა, მხოლოდ 70-მდე კომპანიას მისცა მუშაობის გაგრძელების უფლება, დღემდე გაუგებარია კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს კომპანიები; 1 კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნა რეგისტრაციის მექანიზმი იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებოდათ, ასობით კომპანიამ შეიტანა განაცხადი, შეამოწმეს ბევრი კომპანია, მათმა 80%-მა დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, თუმცა არცერთ მათგანს დღემდე არ მისცემია მუშაობის გაგრძელების უფლება. გუშინ კი ვიგებთ, რომ თურმე კომპანიების რეგისტრაციის ახალი მექანიზმი შეუმუშავებიათ და ახლა ამ გზით უნდა ვეცადოთ მუშაობის გაგრძელების უფლების მოპოვება. ამასობაში გავიდა მთელი აპრილის თვე. ახლა მითხარით, როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?

    P.S. თურმე აქვე ირკვევა, რომ მთავრობის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ათვლა ბევრი კომპანიის მაგალითზე პრაქტიკულად იწყება მხოლოდ მაისიდან. აქაც ცინიზმი: ადამიანებს მარტი-აპრილიდან შემოსავლის მიღების საშუალება მოუსპე და საშუალო ხელფასზე 5-ჯერ ნაკლებ თანხას აძლევ, ისიც მხოლოდ მაისიდან.“– წერს ბიზნესმენი.

  • ამ ეტაპზე, გარკვეულწილად შევაჩერეთ პანდემია–ამირან გამყრელიძე

    ამ ეტაპზე, გარკვეულწილად შევაჩერეთ პანდემია–ამირან გამყრელიძე

    დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა და  ვირუსს მხოლოდ კომპლექსური ქმედების შედეგად დაამარცხებს.

    „ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს. ეს არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი.

    აქ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.

  • არ დაკეტვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის, დღეისათვის 2 462 გარდაცვლილი ჰყავს – ტრამპი

    არ დაკეტვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის, დღეისათვის 2 462 გარდაცვლილი ჰყავს – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლის შვედეთის სტრატეგია გააკრიტიკა და თქვა, რომ შვედეთი ქვეყნის არ დაკეტვის გამო მძიმე ფასს იხდის.

    ,,საპირისპირო ანგარიშების მიუხედავად, ქვეყნის არ დაკეტვის გამო შვედეთი მძიმე ფასს იხდის. დღეისათვის 2 462 გარდაცვლილი ჰყავს. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ნორვეგია (207), ფინეთი (206) ან დანია (443). აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.”- წერს ტრამპი ტვიტერზე.

    დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის.

    რაიანის თქმით, მსოფლიომ ,,გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა.

    ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათაგან 2 586 გარდაიცვალა, ხოლო 1 005 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია.

    შედარებისთვის: შვედეთში ერთ მილიონ მოქალაქეზე დაინფიცირებულია 2088 ადამიანი. ერთ მილიონ მოქალაქეზე 256 გარდაცვლილი მოდის.

    ამერიკაში ერთ მილიონ მოქალაქეზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ბევრად მაღალია – 3251. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი შედარებით დაბალი: 1 მილიონ ამერიკელზე 191 გარდაცვლილი მოდის.

     

  • “სახელმწიფო არ ზრუნავს ჩემზე” – თბილისის მერიის წინ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა (ვიდეო)

    “სახელმწიფო არ ზრუნავს ჩემზე” – თბილისის მერიის წინ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ტრანსგენდერი ქალი თბილისის მერიის წინ თავის დაწვას ცდილობდა. ამის ამსხაველ ვიდეოს ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს. როგორც ტრანსგენდერი აცხადებს ამ ზომამდე იმიტომ მივიდა რომ “სახელმწიფო მასზე საერთოდ არ ზრუნავს”. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

    “მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და რადგან საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს ამიტომ ვიწვავ თავს” – ეს სიტყვები მან გავრცელებულ ვიდეოში წარმოთქვა.