Category: ახალი ამბები

  • რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა

    რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა

    რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ინფიცირების შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აცნობა. მიშუსტინის განცხადებით, იზოლაციაში გადადის.

    მან პუტინს თავის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ანდრეი ბელუსოვი შესთავაზა და განუცხადა, რომ მთავრობა აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

    პუტინი ბელუსოვის დროებით დანიშვნას დაეთანხმა და მიშუსტინს გამოჯანმრთელება უსურვა.

    რუსეთში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 106 498 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 1073 გარდაიცვალა, ხოლო 11 619 გამოჯანმრთელდა.

  • სააკაშვილი სავარაუდოდ ზელენსკის მრჩევლად დაინიშნება

    სააკაშვილი სავარაუდოდ ზელენსკის მრჩევლად დაინიშნება

    მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე რეფორმების საკითხებში აღარ განიხილება.  ის სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

    ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით საქართველოს ექს პრეზიდენტის უკრაინის ვიცე პრემიერად არჩევისთვის საკმარისი ხმები არსებობს, თუმცა მას უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი მოუძებნეს.

    “მიხეილ სააკაშვილმა ბოლო რამდენიმე დღე ხანგრძლივი კონსულტაციები გამართა პრეზიდენტთან და მათ სხვა ფორმატი მოძებნეს, რომელშიც იმუშავებენ, ახაი თანამდებობა. რა თანამდებობაა, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის ინიციტივაა“– განაცხადა არახამიამ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, ზელენსკიმ უკვე განიხილა სააკაშვილთან ახალი წინადადება და გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

    მართალია ოფიციალურად ახალი თანამდებობა ჯერ არ სახელდება, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ ზელენსკის მრჩეველი გახდება.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 184

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 184

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რიცხვი 184-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 6 გარდაიცვალა.

    კარანტინში რჩება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.

  • ავიარეისების განრიგი, რომლითაც 1–9 მაისს საქართველოს მოქალაქეები ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

    ავიარეისების განრიგი, რომლითაც 1–9 მაისს საქართველოს მოქალაქეები ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდებიან

    უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესიც განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეს მორიგი სპეციალური რეისი მადრიდიდან შესრულდება. სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 563 მოქალაქე, ხოლო 17 072 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:

    1 მაისი – ვენა-თბილისი

    2 მაისი – პრაღა-ბათუმი

    5 მაისი – ათენი-თბილისი

    7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

    9 მაისი – ბერლინი-თბილისი

  • შვედეთი, რომელმაც უარი თქვა ჩაკეტვებზე, მსოფლიოსთვის COVID-19-თან ბრძოლის მოდელი უნდა იყოს – WHO

    შვედეთი, რომელმაც უარი თქვა ჩაკეტვებზე, მსოფლიოსთვის COVID-19-თან ბრძოლის მოდელი უნდა იყოს – WHO

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის.

    რაიანის თქმით, მსოფლიომ ,,გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა.

    მან აღნიშნა, რომ დაკეტვის ნაცვლად, ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა სოციალური დისტანცირების, მზრუნველობისა და დაცვის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებით.

    ,,ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს, თუ გვსურს ისეთ საზოგადოებაში დავბრუნდეთ, როგორშიც იზოლაციამდე ვიყავით.

    ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა”, – თქვა რაიანმა.

    მისივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთი ძალიან ენდობა მოქალაქეების უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია.

    ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბიზნესები და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, შვედეთში კი კაფე-რესტორნები, ბარები, სკოლები და სხვა ობიექტები ისევ ღიაა. ქვეყანაში არ არის ჩაკეტილი საზღვრები.

    ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათაგან 2 586 გარდაიცვალა, ხოლო 1 005 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია.

  • ინციდენტი, რომელიც მედიაში ვრცელდება, რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა – ეპარქია ყინწვისზე

    ინციდენტი, რომელიც მედიაში ვრცელდება, რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა – ეპარქია ყინწვისზე

    სასულიერო პირების დაპირისპირების შესახებ რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.

    ეპარქიის განცხადებით, ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე და არც რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა.

    ,,ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა”, – წერია ეპარქიის განცხადებაში.

    ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში ასევე წერია, რომ ბრალდებული დავით აქიაშვილი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და ის რიგითი წევრია.

    “ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას პატიმრობა შეეფარდა.

  • კურიერი, რომელსაც გუშინ თემქაზე მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

    კურიერი, რომელსაც გუშინ თემქაზე მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

    კურიერი, რომელიც გუშინ თემქაზე ავტომანქანამ გაიტანა, გარდაიცვალა.

    ინფორმაცია „ჩემო კარგოს“ დელივერი დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ მესხმა ,,ფორმულას” დაუდასტურა.

    „დიახ გარდაიცვალა. სამსახურიდან მეგობართან წავიდა, იქიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა“, – თქვა მესხმა.

    შეგახსენებთ, რომ თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპედს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

  • თბილისში შუახნის ქალს კორონავირუსი ზიარების შემდეგ დაუდასტურდა

    თბილისში შუახნის ქალს კორონავირუსი ზიარების შემდეგ დაუდასტურდა

    შუახნის ქალი 11 აპრილს ლაზარეს სახელობის ტაძარში ზიარებაზე იმყოფებოდა, 3 დღის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტაძრის წინამძღვრის თქმით, ტაძარს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია.

    ქალი მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ყოველდღიურად უვლიდა მთაწმინდის პანთეონს, ასევე იყო მამა დავითის ტაძრის მრევლი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

    ინფიცირებული ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობ. მას ტესტი გუშინ ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო, დღეს თუ განმეორებითი ტესტიც უარყოფითი აღმოჩნდება, ის კლინიკიდან გაეწერება.

    კარანტინში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელმაც სასტუმრო დღეს დატოვა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

  • საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

    საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

    საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

    სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული საქმის დეტალებზე არ საუბრობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოცდას თხოვს.

    ცინარიძე პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

  • არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც რემდესივირს მიიღებს – ცერცვაძე

    არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც რემდესივირს მიიღებს – ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს იმედი, რომ COVID-19-ის მკურნალობისთვის საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს.

    ცერცვაძე ამბობს, რომ პრეპარატის მწარმოებელ კომპანია გილიადთან საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის მედიკამენტებს სწორედ ეს კომპანია აწვდის.

    “ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლებს ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს კომპანიას, რომ გაითვალისწინო საქართველოსთან მისი წარმატებული ისტორია. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს რემდესივირს. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო ენტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ”, — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეპარატი რემდესივირი უკვე შეკვეთილია აქვს.

    “არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დაკვნა, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დამაიმედებელი. თუმცა, ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილიადთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყნას ექნება”, – თქვა  გამყრელიძემ ბრიფინგზე.

    ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დრომდე არ იყენებენ რემდესივირს, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა.

    აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

    თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა – “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს”.