Category: ახალი ამბები

  • ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს COVID-19-ის პრევენციისთვის 100 000 ლარით დაეხმარა

    ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს COVID-19-ის პრევენციისთვის 100 000 ლარით დაეხმარა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა.

    ბრიტანეთის საელჩომ გამოყოფილი თანხით შეიძინა სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია და ქართულ მხარეს გადასცა.

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე დაესწრნენ.

  • ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1923 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1923 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5048 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4878 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0170 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ხანძრის ჩაქრობის პროგრამაა, ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ – თურნავა ანტიკრიზისულ გეგმაზე

    ხანძრის ჩაქრობის პროგრამაა, ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ – თურნავა ანტიკრიზისულ გეგმაზე

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა გაჭირვებულებისთვის სწრაფად დახმარების და ,,ხანძრის ჩაქრობის” პროგრამაა.

    მინისტრის თქმით, ამ პროგრამით ოპოზიციას სათქმელი არ დაუტოვეს.

    „ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა. ეს არის მათ შორის ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება”,- აცხადებს თურნავა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან კონსტრუქციულ შეთავაზებას მიიღებენ, მაგრამ სპეკულაციების – არა.

    ,,ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, – თქვა თურნავამ.

    მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, დახმარებები ძალიან მცირეა, თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი – დისკრიმინაციული, რადგან დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც შემოსავლის დადასტურებას შეძლებს.

    ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური პანდემიის პერიოდში დაკარგა, 6 თვის განმავლობაში 300-ლარია დახმარებას მიიღებენ. ხოლო თვითდასაქმებულებს, თუ ისინი შემოსავლის დადასტურებას შეძლებენ, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებიან.

  • ტაილანდის სანაპიროსთან უიშვიათესი ვარდისფერი დელფინი დააფიქსირეს (ფოტო / ვიდეო)

    ტაილანდის სანაპიროსთან უიშვიათესი ვარდისფერი დელფინი დააფიქსირეს (ფოტო / ვიდეო)

    მეთევზეებმა ტაილანდის სანაპიროსთან ვარდისფერი დელფინი შეამჩნიეს რომელიც საკმაოდ იშვიათი სახეობაა.  ვარდისფერი დელფინი ძირითადად  ჩინეთის ზოგიერთ წყლებში  ბინადრობს მათ შორის ჰონგ კონგთან ამაზონის წყლებში ამიტომ მისი შემჩნევა ტაილანდის ყურეში საკმაოდ მოულოდნელია.

    როგორც ეკოლოგები აცხადებენ, პანდემიის გამო რომელმაც  ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია, დელფინებმა უფრო კომფორტულად იგრძნეს თავი და უფრო ხშირად ჩნდებიან კუნძულის მიდამოებში.

     

     

  • საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი – ვოლსკი

    საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი – ვოლსკი

    სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი, რომელიც ორინტირებულია დესტრუქციაზე და ყველა მათი გამონათქვამი მიმართულია სწორედ ამისაკენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს.

    როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საერთაშორისო მედიის შეფასება ბიძინა ივანიშვლის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, ოპოზიცია კი ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს.

    „ოპოზიცია თავის კლასიკური გაგებით ნიშნავს პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გაერთიანებას, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილების ძიებაზე არის ორიენტირებული, ასეთი რამ სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისებს, აქ ეჭვის შეტანა შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს კონკრეტული ფაქტები, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით, არამედ ზოგადად მისი საქმიანობა ამ სფეროში. ნებისმიერი შეფასება, რომელიც გაისმის არა მარტო მედიიდან, არამედ საკმაოდ მაღალი ოფიციალური დონეებიდან, არის რეალური, არის მისაღები და პირიქით მისასალმებელია და წესით, რეალური ოპოზიცია რომ არსებობდეს, ისინიც სიამოვნებით უნდა აღნიშნავდნენ იმას, რაც პოზიტიურია. სამწუხაროა, რომ მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი სააკაშვილის კლასტერიდან, რომელიც ამას არ დაგიდევს და ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს, რასაც პოზიტივი ჰქვია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, სადაც დაიწყება ტურისტების მიმოსვლა – თურნავა

    ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, სადაც დაიწყება ტურისტების მიმოსვლა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და ტურისტების მიმოსვლა დაიწყება.

    მისი თქმით, მთავრობა სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას ამზადებს.

    „ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, განსხვავებული გვერდით დგომა, რომელიც დღემდე მთლიანად ედგა გვერდში საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები კიდევ ამოიქოქება, ტურიზმში გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ვერ დაძლევს პანდემიას და შეზღუდვები შენარჩუნდება, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ესენი არიან გიდები, რომლებსაც გაუჭირდათ დღეს, ტუროპერატორები და ა.შ. მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა.

    ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო. ტურიზმის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმევა. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა. ეს გეგმაც მუშავდება“, – განაცხადა თურნავამ.

    საქართველოს საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 18 მარტს ჩაიკეტა.

  • სახლში რომ დაჯდა და სამსახური დაკარგა ამას განიცდიდა – ზუგდიდში მამაკაცმა თავი მოიკლა

    სახლში რომ დაჯდა და სამსახური დაკარგა ამას განიცდიდა – ზუგდიდში მამაკაცმა თავი მოიკლა

    ზუგდიდის რაიონში, სოფელ ჩხორიაში მამაკაცმა თავი მოიკლა. ის გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

    როგორც ოჯახის ახლობლები აცხადენენ, 55 წლის მამაკაცს  ორი სტუდენტი შვილი ჰყავს.

    „საშინელება დატრიალდა, ხაიშში მუშაობდა სახერხ საამქროში და სამსახური დაკარგა. სახლში რომ დაჯდა და სამსახური დაკარგა ამას განიცდიდა“,- განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

     

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    2-5 მაისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, 2 – 5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ბაზარი გახსნან, არაფრის საშუალება აღარ გვაქვს – რუსთავის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

    ბაზარი გახსნან, არაფრის საშუალება აღარ გვაქვს – რუსთავის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

    რუსთავის ე.წ. ძველი ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. 30-მდე მოვაჭრე აცხადებს, რომ საღსრები ამოეწურათ, პროდუქტები გაუფუჭდათ, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

    ,,პროდუქტები გაგვიფუჭდა, უცებ დაკეტეს, ბაზარი და შიგნით აღარ შეგვიშვეს, პროდუქტებიც იქ არის დარჩენილი. გაგვიხსნან ბაზარი. არაფრის საშუალება არ გვაქვს. პური რით ვიყიდოთ”,- ამბობს ერთ-ერთი მოაჭრე.

    მათი თქმით, ბაზარში არ არის ისეთი სიმჭიდროვე, რომ რეკომენდაციები ვერ დაიცვან.

    ,,იმხელა სივრცეა შიგნით, ღია სივრცეს ჯობია, შეგვიძლია ჩვენ მუშაობა. შექმნით პირობებს და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ”,- ამბობს ინფო რუსთავთან ერთ-ერთი მოვაჭრე.

    დღეს აქცია იყო გლდანის ბაზართანაც. ისინიც ამბობენ, რომ პროდუქტი უფუჭდებათ და მთავრობას ბაზრის გახსნას თხოვენ.

    საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავ

  • რაგბის კავშირი ახალგაზრდა მორაგბის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    რაგბის კავშირი ახალგაზრდა მორაგბის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს რაგბის კავშირი ახალგაზრდა მორაგბის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „საქართველოს რაგბის კავშირი და სარაგბო თემი მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის „არწივების“ ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ბესოს ოჯახის ტკივილს“, – წერია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.