Category: ახალი ამბები

  • “ევროპული საქართველო” ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

    ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებული  შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება. დღეს, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად ეკონომიკის ამუშავებასა და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე ზრუნვა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა დაგვიანებულია და თავისი არსით, ნელი ტემპისაა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნები უკვე არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, თუ სად უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიხსნება ეკონომიკა.

    საქართველოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ შერჩევითად და არათანმიმდევრულად გაავრცელა, რამაც შეზღუდვათა მთელ წყებას იმთავითვე დაუკარგა აზრი.

    საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების სწრაფად არმიღების ფასს, საქართველოს მოქალაქეები, ასიათასობით ოჯახი გადაიხდის.

    ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:

    1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს  მოქალაქეებსა  და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს.
    2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი
    3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.
    4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები –  გააუქმოს მცირეწლოვანის ბავშვების, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა
    5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება
    6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი
    7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს  მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი).
  • ბასილ კობახიძე წულუკიანს: სტრასბურგში ჩემი მრევლი იყავით, თუმცა ეკლესიაში მოსული არ მინახიხართ

    თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე ფეისბუქ სტატუსით ეხმიანება თეა წულუკიანს ფეისბუკით ეხმიანება იუსტიციის მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსსახელმწიფომაც და ეკლესიამაც პანდემიის დროს “ის სახე აჩვენეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება.“

    “შვილო თეა, საეკლესიო სამართლის მიხედვით, სტრასბურგში ჩემი მრევლი იყავით, თუმცა ეკლესიაში მოსული არ მინახიხართ. თქვენ და ეკლესიამ ბანდიტების და სერიული მკვლელების სახე აჩვენეთ, რაც ნამდვილად არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. არც რელიგიური ექსტრემისტი იუსტიციის მინისტრი ეკადრება, რადგან პანდემიის დროს მართლმადიდებლობით მანიპულირება სწორედაც ექსტრემიზმია. თან რუსი სალახანების ლექსიკას იყენებთ ювелир, филигранно” – წერს ბასილ კობახიძე ფეისბუკზე.

  • ნიგერიაში მეკობრეებმა გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა

    ნიგერიაში მეკობრეებმა გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა

    ეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, – ამ შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

    “30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან საქართველოს 9 მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია”,- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

  • სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

    სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

    ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც.

    საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

    კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

    „მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. არსებული პროგრამის ფარგლებში საგანგებო ზომის სახით დამატებით გამოვყოფთ 200 მილიონ აშშ დოლარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაფინანსება უკვე დაამტკიცა“, – აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.

  • ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ სხვა, მოდით ჩვენთან ეკლესიაში – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

    ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ სხვა, მოდით ჩვენთან ეკლესიაში – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

    “ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ სხვა, მოდით ჩვენთან ეკლესიაში “-  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა ქადაგებისდროს განაცხადა და  უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ტავშესაფრად ეკლესია შესთავაზა.

    როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, სირცხვილია, როცა ადამიანი მზადაა თავი დაიწვას იმის გამო, რომ “მისი ბედი არავის აინტერესებს”.

    “მე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მოდით ჩვენთან ეკლესიაში და ჩვენ გაგიზიარებთ, რაც გვაქვს. წინასწარ ბოდიშს გიხდით მოკრძალებულობაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თითოეული ადამიანი, ტრანსსექსუალი იქნება ეს თუ ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთის ხატად და სახედ არის შექმნილი, შესაბამისად ჩვენ ყველას მოწიწებული დამოკიდებულება გვმართებს ამ ადამიანის მიმართ.

    ჩვენი ზრუნვის სამიზნე არის არა მარტო ადამიანი, არამედ ზრუნვა მთელი სამყაროს მიმართ გვმართებს. ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ამ კარანტინის პირობებში გამოდიან ჩანთებით ხელში და საკვებს ურიგებენ ქუჩაში მყოფ ცხოველებს და ამით გამოხატავენ თავიანთ თანადგომა. რა თქმა უნდა, ისინი არ ფიქრობენ, რომ დიდ რელიგიურ საქციელს სჩადიან, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, ამაზე დიდი რელიგიური საქციელი არ არსებობს, როდესაც შეგიძლია, უანგაროდ გაიღო სიკეთე ამ სამყაროს თითოეული წევრის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს იგი”, — განაცხადა მალხაზ სინღულაშვილმა.

     

  • გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა –   ტურძელაძე

    გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა – ტურძელაძე

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, – ამის შესახებ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

    „აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“, – განაცხადა ტურძელაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

    კარანტინის რეჟიმშია 5152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირი.

  • სახელმწიფომაც და ეკლესიამაც ის სახე ვაჩვენეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება – თეა წულუკიანი

    სახელმწიფომაც და ეკლესიამაც ის სახე ვაჩვენეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება – თეა წულუკიანი

    “სახელმწიფომაც და ეკლესიამაც ის სახე ვაჩვენეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას  ეკადრება” – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანმა შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

    “ეს შეიძლება, უკვე ბევრ ადამიანს აქვს შეფასებული, მაგრამ დრო რომ გავა, ეს უფრო საგრძნობი გახდება. ჩვენ შევძელით, ამ უკიდურესი საფრთხის პირობებში არ შევხებოდით იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორიც არის ეკლესია, მეჩეთი და კარები არ დავკეტეთ, იმიტომ, რომ ეს ის ადგილებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დროშიც კი ამა თუ იმ ფორმით მაინც ღია რჩებოდა. მაგრამ სხვა მეთოდებით, უფრო რთული გზით, ყველაფერი გონივრული რთულია ხოლმე, ეკლესიასთან თანამშრომლობით, ჩვენ, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც შევძელით, ვაჩვენეთ ის სახე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება”, — განაცხადა თეა წულუკიანმა შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას

  • ვირუსის გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც პაციენტს ხელმეორედ დაინფიცირებისგან იცავს – ინფექციონისტი

    ვირუსის გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რომელიც პაციენტს ხელმეორედ დაინფიცირებისგან იცავს – ინფექციონისტი

    “კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გამომუშავდება ანტისხეულები, რაც არის დამცველი. ამ პაციენტებს ხელმეორედ ინფექციის რისკი არ გააჩნიათ’  – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

    „ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი, გამომუშავდება G ანტისხეული, ანუ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ ადამიანის დაინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს, ასევეა კორონავირუსული ინფექცია.

    იმისთვის, რომ გავიგოთ, ეს გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენად ხანგრძლივია, ამისთვის დაახლოებით 6 თვე, ერთი წელი უნდა გავიდეს და დაავადება გადატანილ ადამიანებს ისევ უნდა განესაზღვროთ G ანტისხეულები“, –  განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

  • “თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანი,რომელიც 24 საათი მუშაობს, შეუძლია რეფორმების გატარება და  არ ეშინია,  მაშინ აირჩიეთ სააკაშვილი“– გვარამია უკრაინულ არხზე

    “თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანი,რომელიც 24 საათი მუშაობს, შეუძლია რეფორმების გატარება და არ ეშინია, მაშინ აირჩიეთ სააკაშვილი“– გვარამია უკრაინულ არხზე

    მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ უკრაინული ტელეარხის, უკრაინა24–ის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ეხებოდა. გვარამიას დაუსვეს კითხვა, როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაზე.

    “თქვენ საუბრობდით თქვენს ქართველ პარტნიორებზე. მინდა გითხრათ, რომ უკრაინას საქართველოს ხელისუფლებაში პარტნიორები არ ყავს. საქართველოს ხელისუფლებაში პარტნიორები ყავს პუტინს და რაც იქნება დაკავშირებული ანტიპუტინურ ქმედებებთან, ხან სააკაშვილის, ხან სხვა პოლიტიკური თუ სხვა ფიგურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლება პარტნიორი არ იქნება. იმიტომ რომ საქართველოში დამყარებულია ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს არის რუსეთის ოფიციოზთან, უფრო ახლოს ვიდრე პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე, როგორც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. საქართველო ოლიგარქიული ქვეყანაა. ის შორს არის დემოკრატიისგან. ის, რომ  საქართველოში არის მედია, ერთი თუ ორი არხის დამსახურებაა, პირველ რიგში  ჩვვენი არხის, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხია. ჩვენ  მუდმივი პრესის ქვეშ ვართ – ფინანსური, სამართლებრივი. ორჯერ დამაპატიმრეს ივანიშვილის მმართველობის დროს და ახლაც გამოძიება მიდის ჩემს წინააღმდეგ.

    რაც არ უნდა თქვან ახლა იმ ცხრა წელზე, ეს არის საქართველოს ისტორიის საუკეთესო პერიოდი არა მხოლოდ ჩემი მორალური შეხედულებებიდან, ან რაიმე სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ციფრებიდან გამომდინარე, რომლებიც არ ტყუიან. ჩვენი ეკონომიკა ათჯერ გაიზარდა და ყველაფერი სხვაც იყო ისე, როგორც ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში, ზოგიერთი მიმართულებით უკეთესადაც კი. ვიცი, რომ ეს უკრაინას აკლია. “– თქვა გვარამიამ.

    სტუდიიდან იყო რეპლიკა იმის შესახებ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არა პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობას, არამედ სახელმწიფოსთან ურთიერთობას გულისხმობს, რომელსაც ამ მომენტში ამჟამინდელი ხელისუფლება წარმოადგენს.ამ რეპლიკაზე სააკაშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უკრაინის მხარდამჭერი არასოდეს იქნება, რადგან ის რეგიონში პუტინის მთავარი მოკავშირეა:

    “გაგიგიათ თუ არა ოდესმე საქართველოს ხელისუფლებისგან რამე ყირიის ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან?

    ივანიშვილი არასოდეს არაფერს იტყვის პროუკრაინულს, იმიტომ რომ ის არის მთავარი, და სომხეთის რევოლუციის შემდეგ უკვე ერთადერთი რეჟიმი ამ რეგიონში, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს.

    საშუალოსტატისტიკური ქართველი არ შეიძლება ცუდად აფასებდეს ქართველი პოლიტიკოსის, ეთნიკური ქართველის დანიშვნას ასეთ მაღალ პოსტზ იმ ქვეყანაში, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და რომელიც ძალიან მეგობრული ქვეყანაა საქართველოსთვის საშუალოსტატისტიკური ქართველის აღქმით და არა ხელისუფლების აღქმით.

    მეორე: ამ ქვეყანაში სააკაშვილს მოწინააღმდეგეებიც ყავს და მომხრეებიც. ქართველები, როგორც არ უნდა იყვნენ განწყობილი სააკაშვილის მიმართ, ეს არის ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი დღეისათვის, და მთლიანად, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული. ეს არ არის მხოლოდ ქართული დონის და მაშტაბის პოლიტიკოსი და არც მხოლოდ უკრაინულის. ყველა ქართველს ახსოვს, რომ სააკაშვილის დროს ქვეყანა უკეთ ცხოვრობდა, სააკაშვილი ძალიან დიდი მაშტაბის პოლიტიკოსია და ის მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ეს არის რეფორმატორი ადამიანი.

    როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, როცა ხელისუფლება ოპოზიციურ მედიას აპატიმრებს. ვინ აღიარებს მსოფლიოში ქართულ სასამართლოს. ყველა პოლიტიკოსი, რომლების წინააღმდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და რომელიც საქართველოს ფარგლებს გაარეთ იმყოფება, არცერთმა ქვეყანამ არ გადმოსცა საქართველოს, არ ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად. არცერთი ექსტრადიცია არ ყოფილა. ასე მოიქცა უკრაინაც.

    თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც 24 საათი მუშაობს, შეუძლია რეფორმების გატარება და არც მთავარია არ ეშინია და მისი ყიდვა არ შეიძლება, მაშინ აირჩიეთ სააკაშვილი.“– განაცხადა გვარამიამ.