Category: ახალი ამბები

  • ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია – სალომე ზურაბიშვილი

    ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია – სალომე ზურაბიშვილი

    ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    “ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

    დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.

    ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

    სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

    მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.

    მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა”, – აცხადებს პრეზიდენტი.

  • კორონავირუსით გარდაცვლილის ცოლიც ინფიცირებულია და ისიც უმძიმესია –  ტურძელაძე

    კორონავირუსით გარდაცვლილის ცოლიც ინფიცირებულია და ისიც უმძიმესია – ტურძელაძე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით,კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტის ცოლიც კორონავირუსითაა ინფიცირებული და მისი მდგომარეობა ასევე ძალიან მძიმეა. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

    “მისი მეუღლე ჩვენთან წევს. უმძიმესია ისიც, ასაკოვანი ქალბატონია. მასაც აღენიშნება თანმდევი ქრონიკული დაავადებები და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენთან. მაგრამ ისეთი მძიმე, როგორიც გარდაცვლილი მამაკაცი იყო, არ არის”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

  • ბოლნისში კორონავირუსიანი პაციენტი ოჯახის წევრებმა ექიმებს არ გაატანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ

    ბოლნისში კორონავირუსიანი პაციენტი ოჯახის წევრებმა ექიმებს არ გაატანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ

    “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მისულ სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

    ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია რომ ერთერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

    ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გაატანეს, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები სამართალდამცავებს ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ .

    “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანები.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

     

  • როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-7 ადამიანის მდგომარეობა – გამყრელიძის განმარტება

    როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-7 ადამიანის მდგომარეობა – გამყრელიძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ მეშვიდე ადამიანს მრავალი თანხმლები დაავადება ჰქონდა.

    “აქ იყო დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო საკმაოდ დიდი ჩამონათვალი თანმხლები დაავადებების. ავამყოფი მძიმე კრიტიკული იყო. ის მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მიმდინარეობდა მისი ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო. ასევე იყო თანმხლები გულსისხლძარღვთა სისტემის მრავალი პათოლოგია, იყო ჰიპერტონული დაავადება, იყო გულის უკმარისობა, იყო სარქვლოვანი უკმარისობა და კიდევრ მრავალი სხვა”, — განაცხადა გამყრელიძემ იმედის ეთერში.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 83 წლის კაცი იყო.

    “4 აპრილს გადმოიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი”– ამბობს ტურძელაძე.

    საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა

    კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა.

    ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

  • მინდა მივმართო ტრანსგენდერებს! – სოფო კილაძე

    მინდა მივმართო ტრანსგენდერებს! – სოფო კილაძე

    არლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ტრანსგენდერ ქალებს მიმართავს და ამით ეხმაურება გუშინდელ ინციდენტს, რომელიც თბილისის მერიასთან მოხდა.

    „ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან.ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში“, – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

  • რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად, გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია – გამყრელიძე

    რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად, გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რუსეთის თანამდებობის პირების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების შესახებ, რომელიც პერიოდულად კეთდება, კომენტარი გააკეთა. მან რუსეთის გაღიზიანების მიზეზი განმარტა:

    „ჩვენ გვაქვს ამერიკული პრაიმერები, გვაქვს ამერიკული ტესტები, ყოველდღე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის ურთიერთობები, ვიღებთ რჩევებს, კონსულტაციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი პარტნიორები ვართ უკვე და არა ისე, როგორც იყო, ერთი იყო „უფროსი ძმა“, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და უნდოდა ჰყოლოდა უმცროსი. არა, ბატონო, აღარ არის ეს უფროს-უმცროსობა, არის პარტნიორული ურთიერთობა. სიამოვნებით, თუ უნდათ პარტნიორული ურთიერთობა, ხშირად მოვიწვიეთ ჩვენ რუსები აქ, რუსი მეცნიერები. იყო კიდეც რამოდენიმე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად კონფერენციაზე, რომელიც შევიყვანეთ, დავათვალიერებინეთ, ამას ვაკეთებთ, ამ კვლევებს ვატარებთ და ცოტა გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია და აღარ არის საჭიროება იმისა, როგორც ადრე იყო, თუ გრიპის დიაგნოზს ვერ სვამდი, უნდა გაგეგზავნა, მაშინ ლენინგრადი ერქვა, სანქტ-პეტერბურგში. ახლა აღარ ვაგზავნით, რადგან აქ ვაკეთებთ. პოლიომიელიტის დიაგნოზისთვის უნდა გაგეგზავნა მოსკოვის პოლიომიელიტის ინსტიტუტში, ახლა აქ დგინდება; წითელა-წითურაზეც უნდა გაგეგზავნა მოსკოვში, ახლა ესეც აქ დგინდება და თუ რამე საეჭვოა, ჩვენთვის არსებობს რეფერალი ლონდონი, ჰელსინკი, აღარ არის ბატონო რუსეთი. ამიტომ არის ბევრი ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი, ის პროვოკაციული გამონათქვამები, რომ თითქოს ჩვენ აქ მეცნიერებით და მედიცინით კი არ ვართ დაკავებული, თითქოს სხვა რაღაცებზე ვფიქრობ და ამას მხარს უბამენ ეს პატარ-პატარა ჯუჯა მათი სატელიტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • კორონავირუსი, რომელიც ტესტმა ვერ დაადგინა „კატემ“ აღმოაჩინა. საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა საკუთარ თავს დიაგნოზი თვითონ დაუსვა

    კორონავირუსი, რომელიც ტესტმა ვერ დაადგინა „კატემ“ აღმოაჩინა. საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა საკუთარ თავს დიაგნოზი თვითონ დაუსვა

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული გინეკოლოგი „მთავარ“ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ სიმპტომების გამოვლენისას თავდაპირველად ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით მას Covid19 არ დაუდგინდა თუმცა  ვირუსის დამახასიათებელი ნიშნების გამო მან  საკუთარი ინიციატივით დამატებითი კვლევის ჩატარება მოითხოვა.

    „მე პარასკევს გადავიღე კატე. როცა ცუდად ვიგრძენი თავი, ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ლუგარის მონაცემით.მერე მაინც რომ გამიგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოობით მაძლევდა სიცხეს.ხუთშაბათს ვიყავი ძალიან ცუდად, მაშინ დასნებოვნდა ჩემი შვილიც. სამსახურის საქმეს ვაკეთებდი და თავი არ მქონდა, მეხმარებოდა ჩემი შვილი და მაშინ გადაედო.პარასკევს სამსახურში მოვედი იმ მიზნით, რომ გამეკეთებინა კატე კვლევა, მე რასაც სხვა პაციენტებს ვუკეთებ, ხომ ვიცი რაც უნდა გამეკეთებინა.

    ვიფიქრე ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამიტომ გავიკეთე კატე კვლევა.კატე კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი.მე ვმუშაობ გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ვიცი რომ ჩემს მერე, მთელს განყოფილებაში ჩაუტარდათ ტესტირება, ეს ყურმოკვირთ ვიცი, მაგრამ პასუხები არ ვიცი.

    ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს, მეუღლესთან ერთად. ის ჩემი განყოფილების თანამშრომელია” – განაცხადა ინფიცირებული გინეკოლოგი.

  • Facebook-ზე აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო ეSპერსონა – მიხეილ ბენიძე

    Facebook-ზე აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო ეSპერსონა – მიხეილ ბენიძე

    არასამთავრობო ორგანიზაციa “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, ფეისბუქი წმენდას აგრძელებს. მისი თქმით, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო ეS პერსონა.

    ,,როგორც ჩანს, “ფეისბუქ”-წმენდა გრძელდება! დღეს უკვე აღარ იძებნება ცრუ მედია გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელი, რის შესახებაც გუშინ გამოვაქვეყნეთ. აღარ იძებნება კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო “ეSპერსონა” და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. აღარ არის ნათია ბერიძის და გიორგი ხეთაგურის ანგარიშებიც, რომლებიც ბევრ ამ ჯგუფს მართავდნენ.

    ასევე, აღარსად ჩანს “ორი გვამი უნდათ”, “იყავი და გაგეკეთებინა”; ” პოლიტიკური სანაგვე”; “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”; “ბრძენი ქოცი” და სხვა გვერდები და ჯგუფები. ანუ, როგორც ანტიოპოზიციური, ისე ანტისახელისუფლებო გვერდები, რომლებიც ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობდნენ და მაშინ ჩვენს ანგარიშებში მოხვდნენ”,- წერს ბენიძე.

    მისივე თქმით, სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს Facebook-ის მიერ მასშტაბური ოპერაცია დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმიდან წასაშლელად.

    ,,დეკემბერში მსგავსი ოპერაციის შემდეგ, რიგმა ასეთმა გვერდმა და ჯგუფმა თვითდეაქტივაციას მიმართა. ამდენად არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი “ფეისბუქის” ნაცვლად თავისი ინიციატივით მიმალულიყვნენ არაავთენტური ქმედებების კვალის წასაშლელად.

    ახლა საინტერესო იქნება “ფეისბუქის” ოფიციალური ანგარიში, რომლის შემდეგაც შეგვეძლება უფრო დეტალურად შევაფასოთ ვითარება. მანამდე, ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ანგარიშს შემოგთავაზებთ”,- აცხადებს მიხეილ ბენიძე.

     

  • საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 207 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.